ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებისხვადასხვა

რა არის ბლოკჩეინ-ორაკული?

DeFi-პროექტების უმეტესობა იყენებს ახალ ტექნოლოგიას სახელწოდებით „ორაკული“.

ეს არის სერვისები, რომლებიც ბლოკჩეინზე არსებულ სმარტ-კონტრაქტებს შიდა წყაროებიდან ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს.

ორაკულები სმარტ-კონტრაქტებს წარუდგენენ მონაცემებს, რომლებიც არ ინახება ბლოკჩეინზე, ყველაზე ხშირად – ინფორმაციას რეალურ დროში აქტივის ფასის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ორაკულები თავისთავად არ შეიცავენ მონაცემებს, ისინი ამოწმებენ მონაცემებს და აწვდიან სმარტ-კონტრაქტებს.

კომპანიები, რომლებიც დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში მუშაობენ, ორაკულებს იყენებენ რეალურ დროში ონ-ჩეინ მონაცემების მისაღებად. ათიდან შვიდი ტოპ DeFi-აპლიკაცია მუშაობს ცენტრალიზებული ან ნაწილობრივ ცენტრალიზებული ორაკულებით, რომლებიც წარადგენენ გარე მონაცემებს.

რა სახეობის ორაკულები არსებობს?

ორაკულები განსხვავდება ინფორმაციის წყაროების, ინფორმაციის მიმართულებითა და ნდობის დონის მიხედვით.

მონაცემთა წყაროები შესაძლოა იყოს აპარატული ან პროგრამული. აპარატული ორაკულები აგროვებენ უშუალოდ ფიზიკურ მონაცემებს და აკონვერტირებენ მათ ისეთი ციფრული სახით, რომლის ჩატვირთვა შესაძლებელია სმარტ-კონტრაქტებში. პროგრამული ორაკულები ინფორმაციას იღებენ ონლაინ წყაროებიდან. ყველაზე ხშირად ამგვარი წყაროა კრიპტო ბირჟები.

ინფორმაციის მიმართულება შესაძლოა იყოს შემავალი ან გამავალი, შემავალი ორაკული საშუალებას აძლევს ქსელს გაგზავნოს ინფორმაცია მესამე მხარის წყაროებიდან სმარტ-კონტრაქტებში. გამავალი ორაკულები სმარტ-კონტრაქტებს აძლევს საშუალებას მიაწოდოს მონაცემები გარე წყაროებს.

ცენტრალიზებული ორაკულები მოქმედებენ როგორც ერთადერთი მხარე, რომელიც ინფორმაციას სმარტ-კონტრაქტებს აწვდის. იმის გამო, რომ ერთი ნოუდი პასუხისმგებელია ყველა მონაცემზე, ამგვარი მეთოდი ნაკლებად უსაფრთხოა და უფრო მოწყვლადია ჰაკერების შეტევებისგან.

მეორე მხრივ, დეცენტრალიზებული ორაკულები ეყრდნობა რამდენიმე სხვადასხვა წყაროს იმისთვის, რომ გაიზარდოს წარმოდგენილი მონაცემების საიმედოობის დონე.

რისთვის სჭირდება DeFi-ეკოსისტემებს ორაკულები?

ორაკული – ეს არის შუამავალი, რომელიც უზრუნველყოფს DeFi- ეკოსისტემისთვის საჭირო ნდობას. უნდა აღინიშნოს, რომ DeFi-პროექტების უმეტესობა იყენებს სწორედ დეცენტრალიზებულ ორაკულს.

TVL-ის (Yield Farming) სწრაფი ზრდა 2020 წლის დასაწყისში 675 მილიონი აშშ დოლარიდან მესამე კვარტალში 7 მილიარდ დოლარამდე არის DeFi- ორაკულების გავლენის ყველაზე ნათელი მაგალითი.

ჰიბრიდული DeFi-პროტოკოლები, რომლებიც დეცენტრალიზებულ ქსელებს წარმოადგენენ და აგვარებენ არასტაბილურობის საკითხს, ფუნქციონირებენ ორაკულის ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან, განსაკუთრებით კი აშშ დოლართან მიერთებით.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button