
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ხუთწლედი ოთხ წელიწადში
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
არა გადაზვირთება,
არა სიტყვა ლიტონი –
ჩვენს ქვეყანას სჭირდება
უამრავი ლითონი.
ნიავქარს არ აჩუქო
ერთი წამი ან წუთი,
ჩვენს ქვეყანას სჭირდება
მანქანა და მაზუთი.
შრომა არ შეანელო –
ტემპები დაახშირე,
რადგან მხარეს სჭირდება
შავი ოქრო, ნახშირი.
გაუმკლავდი ამ შრომას,
წინათ რომ ვერ უძლებდი,
მორჩეს ოთხ წელიწადში
დასახული ხუთწლედი!