ლიტერატურასაკითხავი

დავით პატარაია – თომას ჰობსის ლევიათანი

„ასე, რომ პირველ ადგილზე მე განვათავსებ უფრო და უფრო მეტი ძალაუფლების მარადიულ და განუწყვეტელ სურვილს, როგორც კაცთა მოდგმის საერთო მიდრეკილებას, რომელიც მხოლოდ სიკვდილთან ერთად წყვეტს არსებობას… და ამით აიხსნება, რომ მეფენი, რომელთა ძალაუფლებაც უდიდესია, საკუთარ ძალისხმევას მიმართავენ მისი (ძალაუფლების) უზრუნველყოფისაკენ: ქვეყნის შიგნით კანონების გზით, ან გარეთ ომების მეშვეობით. და როცა ეს მიიღწევა, მაშინ აღმოცენდება ახალი სურვილი: ნაწილში – ახალი დაპყრობებით დიდების მოპოვებისა; ზოგში – სიმშვიდისა და გრძნობითი სიამოვნებისა; სხვებში – რომელიმე ხელოვნებასა თუ სხვა ტალანტში საკუთარი უპირატესობისათვის თაყვანისცემისა და პირში ქებისა.“

„ლევიათანი“ თომას ჰობსი

„ლევიათანი, ან საეკლესიო და სამოქალაქო სახელმწიფოს მატერია, ფორმა და ძალაუფლება“ (Leviathan or the Matter, Forme, & Power of a Commonwealth Ecclesiasticall and Civill – პირველად გამოიცა 1651 წელს) არის თომას ჰობსის (1588–1679) პოლიტიკური ფილოსოფიის სრულფასოვანი წარმოსახვის უდავოდ უმნიშვნელოვანესი ნიმუში. ის წარმოადგენს ავტორის მთლიანი და კომპლექსური ხედვის მაგალითს ადამიანი–სამყარო–სახელმწიფო–ს სივრცეში და წარმოსახავს ამ სივრცეში ეპისტემოლოგიისა და ონთოლოგიის მიმართულებით ავტორისეულ დასრულებულ მოდელს.

ნაშრომის დასახელებაში თომას ჰობსმა არჩევანი გააკეთა სიტყვაზე ლევიათანი, რომლის შინაარსიცა და ბუნებაც დიდი ხნის განმავლობაში მითოლოგიური თუ თეოლოგიური მეცნიერული დისკუსიის წყაროს წარმოადგენს. უდავოა მხოლოდ მისი წარმომავლობა ბიბლიიდან, სადაც ის ზღვის უზარმაზარი ცხოველის სახებას გამოხატავს (2). ცალკე მსჯელობის საგნად იქცა თომას ჰობსის მიერ ამ არჩევანის გაკეთების საკითხი – ანუ რატომ შეჩერდა ის ამ რთული შინაარსის მქონე სიტყვაზე სახელმწიფოს გამოსახატად. შესაბამისად, ამ კონტექსტში საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მეცნიერები აანალიზებდნენ თავად ლევიათანის შესახებ წარმოდგენებს, თომას ჰობსის განმარტებებს და ნაშრომის პირველ ინგლისურ გამოცემაში სატიტულო გვერდზე მოთავსებულ გრავიურასაც, სადაც გამოსახულია არა ზღვის უზარმაზარი ცხოველი, არამედ გიგანტური ზომის მქონე ადამიანი. ამასობაში, ეს ადამიანი არა დიდი ზომის უბრალო მოკვდავი, არამედ სუვერენია (2) გვირგვინით. ის შედგენილია, აწყობილია ურიცხვი პატარა ადამიანებისაგან. მარჯვენა ხელში უჭირავს ხმალი, ხოლო მარცხენაში – საეპისკოპოსო კვერთხი. ეს დიდი ადამიანი აღმართულია მთებისა და ქალაქის უკან. გრავიაურაზე დიდი ადამიანის მარჯვენა ხელის ქვეშ გამოხატულია საერო ხელისუფლების სიმბოლოები: მაგალითად, ციხესიმაგრე, გვირგვინი, ზარბაზანი; მისი მარცხენა ხელის ქვეშ კი – სასულიერო ხელისუფლების ნიშნები: მაგალითად, ეკლესია, საეპისკოპოსო ქუდი, საეკლესიო კრება.

უშუალოდ ნაწარმოებში კი თომას ჰობსი სამჯერ გვთავაზობს აღნიშნული სიტყვის განმარტებას. ჯერ შესავალში, ის აღნიშნავს, რომ ხელოვნებითაა შექმნილი ეს უდიდესი ლევიათანი, რომელიც იწოდება სახელმწიფოდ (Commonwealth (3) or State), ლათინურად Civitas და რომელიც წარმოადგენს უბრალოდ ხელოვნურ ადამიანს, თუმცა, უფრო მაღალსა და ძლიერს, ვიდრე ბუნებრივი ადამიანი, რომლის დაცვისთვისაცაა ის შექმნილი. ამ ლევიათანში უზენაესი ხელისუფლება არის ხელოვნური სული (artificial soul), რომელიც მთელ სხეულს აძლევს სიცოცხლესა და მოძრაობის უნარს; თანამდებობის პირები – ხელოვნური სახსრები; ჯილდო და სასჯელი – ნერვები; კერძო პირთა კეთილდღეობა და სიმდიდრე – სიძლიერე; ხალხის უსაფრთხოება – მისი საქმიანობა; მრჩევლები, რომლებიც აწვდიან აუცილებელ ცოდნას – მეხსიერება; სამართლიანობა და კანონები – ხელოვნური აზროვნება და ნება; სამოქალაქო თანხმობა (მშვიდობა) – ჯანმრთელობა; არეულობა (ამბოხი) – ავადმყოფობა; სამოქალაქო ომი – სიკვდილი; ხოლო ხელშეკრულებები და შეთანხმებები კი, რომელთა დახმარებითაც თავდაპირველად შეიქმნა და ერთად შეიკრა პოლიტიკური სხეულის ნაწილები, ჰგავს ღმერთის მიერ „დაბადებაში“ გაჟღერებულს: „დაე იყოს“ (fiat) ან „შევქმნათ ადამიანი“. (4)

ამგვარად, თომას ჰობსი ნაწარმოების შესავალში ამ ცნებას აკავშირებს ხელოვნურ გიგანტურ ადამიანთან, შემდეგ ტექსტში კი – უკვე მოკვდავ ღმერთთან, როცა აღნიშნავს, რომ იქმნება ის დიადი ლევიათანი (great Leviathan) (ან, უფრო მოწიწებით თუ ვიტყვით, მოკვდავი ღმერთი), რომელსაც უკვდავი ღმერთის ხელში, მშვიდობასა და უსაფრთხოებას ვუმადლით. (5) და ბოლოს, მისი ქმნილების სხვა მონაკვეთში ის უკვე განგვიმარტავს სახელმწიფოს (ადამიანთა მმართველის – governor) ლევიათანთან შედარების დამატებით მიზეზებს, როცა აღნიშნავს, რომ იოვას წიგნის მიხედვით, ღმერთი ახასიათებს ლევიათანს სიამაყის მეფედ: რომ არ არსებობს დედამიწაზე სხვა ვინმე, მისი დარი, ის შექმნილია უშიშარ არსებად, ყოველივე მაღალს უყურებს ზემოდან და რომ ის სიამაყის შვილების მეფეა. (6) ამასობაში, თუ ერთმანეთთან დავაკავშირებთ თომას ჰობსის განმარტებებს, მივიღებთ ნაწარმოების დასათაურებისთვის და შინაარსისთვისაც მის მიერ ლევიათანის სახების არჩევის ძირითად მოტივაციას. თუმცა, ამ თემაზე უფრო დაწვრილებით შემდგომში შევჩერდები.
ისახავს რა სახელმწიფოს ბუნებისა და მნიშვნელობის წარმოჩენის ამოცანას, თომას ჰობსი, ერთი მხრივ, საწყის წერტილად სხეულებრივ რეალობას იღებს, მეორე მხრივ, ამ რეალობაში აქცევს და აანალიზებს ადამიანს; და ამ გზით, ცდილობს ადამიანის ბუნების შემეცნებას, რაც საბოლო ჯამში, სახელმწიფოს ცნებასთან (4) მიმავალ მიმართულებად გვევლინება. ამ დროს ის გვთავაზობს მრავალი ფუძემდებლური ცნების მისეულ თვითმყოფად და სისტემურ დახასიათებას. მათ შორის, შემდეგი ცნებების:

შეგრძნება (sense) – ობიექტი ზემოქმედებს თვალებზე, ყურებზე და ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე და საკუთარი ზემოქმედების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე განაპირობებს მრავალფეროვან სახებებს, აჩრდილებს. ამ სახებების საწყისია შეგრძნება. (7)

წარმოსახვა (imagination) – მას შემდეგ, რაც ობიექტი მოგვშორდება ან თვალები დაიხუჭება, ჩვენ, მართალია უფრო ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ვინარჩუნებთ ხილული ნივთის გამოსახულებას თუ სახებას. სწორედ ამას უწოდებენ წარმოსახვას ლათინელები. (8)

მეხსიერება (memory) – როცა გვსურს გამოვხატოთ წარმოსახვის შესუსტების ფაქტი, ანუ რომ წარმოსახვა გაფერმკრთალდა და წარსულში გადავიდა, ჩვენ ამას ვუწოდებთ მეხსიერებას. (9)

გამოცდილება (experience) – მდიდარ მეხსიერებას, ან მრავალი ნივთის შესახებ მეხსიერებას უწოდებენ გამოცდილებას. (10)

მეტყველება (speech) – გამოგონებათა შორის ყველაზე უფრო გამოჩენილი და სარგებლიანი იყო მეტყველების გამოგონება, რომელიც შედგება სახელებისგან ან სახელწოდებებისგან და მათი დაკავშირებისაგან. 11

აზროვნება (reason) – აზროვნება არ იბადება ჩვენთან ერთად შეგრძნებისა და მეხსიერების დარად, არც მიიღება მხოლოდ გამოცდილების საფუძველზე წინდახედულობის (კეთილგონიერების) მსგავსად, არამედ მიიღწევა სიბეჯითით, გარჯით (industry). ჯერ ერთი, სახელების სათანადოდ გამოყენებით, შემდეგ კარგი და მართებული მეთოდის შეთვისებით, რომელიც მდგომარეობს წინსვლას ელემენტებიდან, ანუ სახელებიდან განსჯამდე, რომელიც სახელების ურთიერთდაკავშირების გზით ფორმირდება. 12

მეცნიერება (science) – მეცნიერული ცოდნა ზოგჯერ სარწმუნო და უშეცდომოა, ზოგჯერ კი – არასარწმუნო. სარწმუნოა, როცა პირს, რომელსაც პრეტენზია აქვს საგნის შესახებ ცოდნაზე, თავად აქვს საკუთარი ცოდნის გავრცელების უნარი, ანუ დამაჯერებლად შეუძლია საკუთარი მართებულობის სხვისთვის დემონსტრირება. არასარწმუნოა, როცა მხოლოდ ცალკეული მოვლენები შეესაბამება მის ცოდნას. 13 და ა.შ.

ეპისტემოლოგიური მოდელის დახატვისას, ის როგორც ემპირიკოსი, შემეცნების (ცოდნის) სისტემას გამოკვეთს ობიექტს – შეგრძენებას – წარმოსახვას – 5 გამოცდილებას – აზროვნებას შორის სივრცეში. ვინაიდან მისთვის არაა არც ერთი გაგება ადამიანის გონებაში, რომელიც თავიდან მთლიანად ან ნაწილ–ნაწილ გრძნობის ორგანოების მიერ არ იყოს დაბადებული.14 შესაბამისად, ამ გზაზე თომას ჰობსი ხაზს უსვამს ადამიანის შემეცნების ფარგლების არსებობას. ვინაიდან ყველაფერი ის, რასაც ადამიანი წარმოიდგენს არის სასრული, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს არანაირი იდეა, ცნება ნივთზე, რასაც ვუწოდებთ უსასრულოს. ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს საკუთარ გონებაში უსასრულო სიდიდის, ისევე როგორც უსასრულო სიჩქარის, უსასრულო დროის, უსასრულო ძალის ან ძალაუფლების წარმოსახვა. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ რაიმე უსასრულოა, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ არ გვაქვს დასახელებული ნივთის დასასრულისა და ფარგლების წარმოსახვის უნარი და ესე იგი ამ დროს გვაქვს მხოლოდ ჩვენი შეუძლებლობის შესახებ წარმოდგენა. სწორედ ასევე ღმერთის სახელი გამოიყენება არა იმისათვის, რომ მოგვცეს მასზე წარმოდგენა, რადგანაც ის შეუცნობელია, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მას.

თომას ჰობსისათვის რეალობა არის მატერია, ანუ რეალობა, რომელსაც განფენილობა ახასიათებს. არც ერთ ადამიანს არ შეუძლია, წარმოიდგინოს რომელიმე ნივთი ადგილთან, სივრცესთან დაკავშირების გარეშე და რომელსაც არა აქვს გარკვეული სიდიდე, განფენილობა და დანაწილების უნარი. 15 შესაბამისად, რეალობაში არსებული მატერია ან ბუნებრივი სხეულია, ან კი – ხელოვნური სხეული, მაგალითად, სახელმწიფო. ანუ, თომას ჰობსისეული აღქმა სამყაროსი მატერიალისტურია.

სახელმწიფოს ცნებასთან მისვლის გზაზე თომას ჰობსი კომპლექსურად აკავშირებს სხეულებრივი რეალობისა და მასში განთავსებული ადამიანის ფუძემდებლურ მრავალ ზემოაღნიშნულ კატეგორიას და კიდევ სხვა მრავალ ცნებას, რომლებსაც ის საკუთარი სისტემის ფარგლებში ძალზედ თვითმყოფად განმარტებებს უძებნის; მაგალითად ისეთ კატეგორიებს, როგორებიცაა: სიხარული, მწუხარება, იმედი, უიმედობა, შიში, რწმენა და ა.შ. ამიტომ ნაწარმოების ეს ნაწილი ერთგვარად ავტორისეული განმარტებითი ლექსიკონის სახესაც კი იძენს, ოღონდ ამასთანავე, მისი სისტემის ფარგლებში ურთიერთდაკავშირებულ მთლიანობას წარმოსახავს. ამ გზაზე, თომას ჰობსი მიდის ადამიანთა (კაცობრიობის) ბუნებითი მდგომარეობის (Natural Condition of Mankind) ცნებამდე, ხოლო ბუნებითი მდგომარეობიდან კი სახელმწიფოსკენ მიმავალი გზაც ნათლად იკვეთება. და მაინც, რა არის თომას ჰობსისთვის კაცობრიობის ბუნებითი მდგომარეობა და რა შინაარსს გამოხატავს ადამიანი ბუნებით მდგომარეობაში? უპირველეს ყოვლისა, მისთვის ბუნებითი 6 მდგომარეობა დგას ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის ორ მზიდ კონსტრუქციაზე.

მსჯელობს რა ზოგადად სიტყვა „თავისუფლების“ (და არა მხოლოდ ადამიანის თავისუფლების) კატეგორიაზე, ის მის ქვეშ გულისხმობს წინაღობის, წინააღმდეგობის არ არსებობის მოცემულობას. თავის მხრივ, წინაღობას კი განსაზღვრავს, მოძრაობისათვის გარეშე ხელშემშლელად. აქვე, ამატებს, რომ თავისუფლების ასეთი გაგება შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც გონიერი, ასევე არაგონიერი თუ უსულო საგნების მიმართ.16 შესაბამისად, თავისუფლების გაგებას მხოლოდ სხეულებთან აკავშირებს. ვინაიდან, ერთი მხრივ, მხოლოდ სხეულებს შეუძლიათ მოძრაობა, ხოლო, მეორე მხრივ, წინაღობა შესაძლოა შეხვდეს მხოლოდ იმას, რაც მოძრაობის უნარითაა დაჯილდოვებული, ესე იგი მხოლოდ სხეულს. ამგვარად, ის თავისუფლების მექანიცისტურ და მატერიალისტურ ბუნებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ახდენს რა აღნიშნული განმარტების პროექციას უკვე ადამიანზე, თავისუფალ ადამიანში მოიაზრებს, ისეთ ადამიანს, რომელსაც არავინ უშლის ხელს იმ სასურველის განხორციელებაში, რაც მას საკუთარი ფიზიკური თუ გონებრივი უნარებით შეუძლია. 17 საბოლოო ჯამში, ადამიანის თავისუფლებაა გარეშე შემაკავებლების, წინაღობების (external impediments) გარეშე არსებობა. ამ წინაღობებს ხშირად შეუძლიათ განაპირობონ საკუთარი სურვილისამებრ ქმედების მიმართულებით ადამიანის ძალაუფლების ნაწილის შეზღუდვა, მაგრამ არ შეუძლიათ, ძალაუფლების დარჩენილი ნაწილის საკუთარი განსჯისა და აზროვნების მიხედვით გამოყენებისათვის ხელშეშლა.18

ამდენად, თომას ჰობსის განსაზღვრებით, თავისუფლების ფართო გაგებაში და ასევე ამ გაგების გამოყენებაში ადამიანის მიმართ, აქცენტი კეთდება გარეშე წინაღობებზე. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი გაგებით, არ არსებობს ადამიანის თავისუფლების რაციონალური შინაგანი განმსაზღვრელები. მაგალითად, ბუნებითი სამართლის მისეული კონცეფცია სწორედ ასეთ რაციონალურ ჩარჩოს გვიხატავს. ოღონდ, საქმე იმაშია, რომ რამდენადაც ბუნებითი კანონები მას ადამიანის ბუნებიდან (ეს კანონები გონებით მიკვლეული ზოგადი წესია და მისი დამავალდებულებელი ძალა სახლობს ადამიანის შიგნით – სინდისში) და ღვთიური საწყისიდან გამოჰყავს, ის არა წინაღობა, შემაკავებელი არამედ ადამიანის ნების ნაწილია. ამდენად, არა თავისუფლების დამაბრკოლებელი, არამედ მისი შემადგენელი ნაწილია. ასე, რომ თომას ჰობსის აზრით, ბუნებით მდგომარეობაში ადამიანები თავისუფლები არიან, განახორციელონ ის, რაც სურთ, რაც მათი ნების 7 ნაწილია და ამ თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ გარეშე წინაღობით შესაძლოა განხორციელდეს.

ამასობაში, მისთვის ბუნებითი მდგომარეობის მეორე მთავარი მახასიათებელია თანასწორობა, როგორც ფიზიკური ასევე გონებრივი შესაძლებლობების თვალსაზრისით. ანუ ბუნებამ ყველა ადამიანი თანასწორი შექმნა და თანაბარი შესაძლებლობებით დააჯილდოვა. მიუხედავად იმისა, რომ რეალობაში ზოგი ადამიანი უფრო ძლიერია ან უფრო გონიერია, ვიდრე სხვა, ერთი მხრივ, უფრო ფიზიკურად სუსტს მაინც აქვს საკმარისი ძალა, ფარული ხრიკით ან სხვებთან კავშირის გზით მოკლას უფრო ძლიერი; მეორე მხრივ, მისი აზრით, გონებრივი შესაძლებლობების თვალსაზრისით, ადამიანებს შორის კიდევ უფრო მეტი თანასწორობაა სახეზე, ოღონდ აქვე გარკვეულ გამონაკლისებსაც გვთავაზობს: თუ გამოვრიცხავთ სიტყვის ხელოვნებას, განსაკუთრებით კი ზოგადი და სარწმუნო წესებით ხელმძღვანელობის უნარს, მეცნიერებას რომ უწოდებენ – ეს უკანასკნელი ძალიან ცოტა ადამიანს აქვს და ისიც მხოლოდ ვიწრო სფეროში, თანაც ის ადამიანს თანდაყოლილად არ ეძლევა და არც სხვადასხვა საგანზე დაკვირვებით უვითარდება, – ადამიანთა შორის კიდევ უფრო მეტ თანასწორობაზეა შესაძლებელი საუბარი, ვიდრე ფიზიკური ძალის მხრივ.19

თანასწორობა განაპირობებს ადამიანებს შორის უნდობლობას, ვინაიდან უნარების, შესაძლებლობების თანასწორობიდან წარმოიშობა შედეგების მიღწევის იმედის თანასწორობა. სწორედ ამიტომ თუ ორი ადამიანი მოინდომებს ერთი და იმავე ნივთს, თუ მისი ფლობა ორივეს ერთად არ შეუძლიათ, ისინი მტრებად გადაიქცევიან. მიზნის მიღწევის გზაზე, რომელიც ძირითადად მდგომარეობს სიცოცხლის შენარჩუნებაში, თვითგადარჩენაში, ხოლო ზოგჯერ კი მხოლოდ სიამოვნების მიღებაში, ისინი ცდილობენ გაანადგურონ ან დაიმორჩილონ ერთმანეთი. შედეგად, ყოველი ადამიანი ერთი და იმავე საფრთხის წინაშე დგას. 20 აღნიშნული ურთიერთუნდობლობის შედეგია ომი ადამიანებს შორის. ამასთან, ომის მდგომარეობას განაპირობებს ადამიანის მანერებიც 21, რომელთა შორის ის, უპირველეს ყოვლისა, გამოყოფს ძალაუფლების (ძალის) მარადიულ და დაუსრულებელ სურვილს (a perpetual and restless desire of power after power) და მეტოქეობას სიმდიდრის, აღიარების, ხელმძღვანელობის ან სხვა ძალაუფლების მოსაპოვებლად, რადგანაც ყოველი მეტოქე მიდის მიზნისაკენ მკვლელობის, დაქვემდებარების, სხვისი ადგილის დაკავების გზით. 22

მთლიანობაში, თომას ჰობსი ადამიანის ბუნებაში პოულობს სხვებთან წინააღმდეგობების (კონფლიქტების, quarrel) სამ ძირითად მიზეზს: 1.შეჯიბრი, 2.უნდობლობა, 3.პატივმოყვარეობა 8 პირველი მიზეზის გამო ადამიანები თავს ესხმიან ერთმანეთს მოხვეჭისთვის, მეორის გამო – საკუთარი უსაფრთხოებისათვის, ხოლო მესამის გამო – რეპუტაციისათვის. პირველი მიზეზით განპირობებული ადამიანები იყენებენ იძულებას სხვათა დასამორჩილებლად, მეორეთი განპირობებულები – თავდაცვისათვის, და მესამეთი განპირობებულები – ისეთი წვრილმანებისათვის, როგორებიცაა სიტყვა, ღიმილი, აზრთა სხვადასხვაობა და სხვა. შედეგად, მაშინ, როცა ადამიანები ცხოვრობენ საერთო ხელისუფლების გარეშე, რომელიც მათ შიშის ქვეშ ამყოფებს, ისინი არიან მდგომარეობაში, რომელსაც ეწოდება ომი. და ეს არის ომი ყოველი ადამიანისა ყოველი სხვა ადამიანის წინააღმდეგ, ანუ ყველასი ყველას წინააღმდეგ,ვინაიდან ომი არ არის მხოლოდ ბრძოლის ან შერკინების მომენტი, ომი ჰქვია დროის იმ მონაკვეთს, როდესაც საკმარისად ცხადია ბრძოლის გზით დაპირისპირების ნება. 9

მაგრამ თომას ჰობსის მიერ წარმოსახული ბუნებითი მდგომარეობა საკმაოდ რთული კონსტრუქციაა, ის არ არის უბრალოდ ყოველი ადამიანის ომი ყოველი სხვა ადამიანის წინააღმდეგ; სურათი გაცილებით უფრო კომპლექსურია. და აი ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია სწორედ ბუნებით მდგომარეობაში ადამიანის სწრაფვა უსაფრთხოებისაკენ. ჯერ კიდევ მანერების თავში (მე–11 თავი) ის ადამიანის ბუნებაში პარალელურად ხედავს სიმშვიდისა და გრძნობითი სიამოვნების სურვილებს (desire of ease and sensual delight), სიკვდილისადმი და ჭრილობების მიღებისადმი შიშს (fear of death and wounds), ცოდნისა და მშვიდობიანი პროფესიების სურვილს (desire of knowledge and arts of peace) და ა.შ. მისი დასკვნით, ომის მდგომარეობა ადამიანისათვის არ არის უსაფრთხოების მომტანი, ვინაიდან უსაფრთხოება დამოკიდებულია მხოლოდ მის ფიზიკურ ძალასა და გამომგონებლობაზე (own strength and own invention); რაც თავის მხრივ, ძალზედ შეზღუდული და პირობითია. ასეთ მდგომარეობაში არა აქვს ადგილი შრომისმოყვარეობას და არ ვითარდება არც მიწათმოქმედება, არც ნაოსნობა, არ შენდება მოსახერხებელი ნაგებობები, არ იქმნება ხელოვნება, ლიტერატურა, საზოგადოება და ა.შ. ერთი სიტყვით, ამ მდგომარეობაში, მისი დასკვნით, არის რა ძალადობით სიკვდილის მუდმივი შიში, ადამიანის სიცოცხლე მარტოობის, სიღარიბის, სიმწარის, ცხოველურობისა და მოკლევადიანობისათვისაა განწირული.27 საერთო ჯამში, ადამიანები მშვიდობისაკენ მიჰყავს შემდეგ ვნებებს: სიკვდილის შიშს, კეთილდღეობისათვის აუცილებელი ნივთების სურვილსა და საკუთარი გარჯით ამ ნივთების შეძენის იმედს.

ამრიგად, ბუნებითი მდგომარეობის ეს რთული სურათი თომას ჰობსისათვის ორი ძირითადი განზომილებით ხასიათდება: ერთი მხრივ, ომით ადამიანებს შორის და მეორე მხრივ, აქედან გამომდინარე უსაფრთოებისაკენ სწრაფვით. ამ მეორე განზომილებაში ის მიდის ბუნებითი კანონების კონსტრუქციამდე. აქვე ის მნიშვნელოვან დიფერენცირებას გვთავაზობს ბუნებით უფლებასა (right of nature, jus naturale) და ბუნებით სამართალს (კანონს) (law of nature, lex naturalis) 28 შორის. პირველი არის ადამიანის თავისუფლება, გამოიყენოს საკუთარი ძალა ისე, როგორც სურს, საკუთარი ბუნების ანუ სიცოცხლის შესანარჩუნებლად და, შესაბამისად, მოიმოქმედოს ნებისმიერი რამ, რაც, მისი მოსაზრებითა და განსჯით, ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო გზაა.29, მეორე კი არის მოთხოვნა, იმპერატივი (precept) ან გონებით მიკვლეული ზოგადი წესი, რომლის თანახმადაც ადამიანს ეკრძალება გააკეთოს ისეთი რამ, რაც მის სიცოცხლეს ხელყოფს ან ვერ შეაძლებინებს მას ამ უკანასკნელის დაცვას და ხელს ააღებინებს იმ საშუალებებზე, რაც, მისი აზრით, საუკეთესოა სიცოცხლის შესანარჩუნებლად.30 10 შედეგად, თომას ჰობსისათვის ბუნებითი უფლება არის ქმედების თავისუფლება, ხოლო სამართალი (კანონი) კი ჩარჩოში აქცევს ამ თავისუფლებას და არის ე.ი. ვალდებულება. ამგვარად, თუ ბუნებითი უფლება მოღვაწეობს ბუნებითი მდგომარეობის პირველ ზემოაღნიშნულ განზომილებაში (და სხვა საფუძვლებთან ერთად მასაც მიჰყავს ადამიანი ომის მდგომარეობამდე), ბუნებითი კანონი არის რა რაციონალობის პროდუქტი დამავალდებულებელი ზოგადი წესის ფორმით ეხმიანება უსაფრთხოების განზომილებას და სპეციფიკურ–ვალდებულებით (ასე ვთქვათ, ბუნებით ნორმატიულ) ნაწილს უქმნის ბუნებით მდგომარეობას.

ბუნებითი კანონების სპეციფიკურ–ვალდებულებითი შინაარსი კი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ზემოქმედებენ სინდისზე, და ესე იგი ადამიანზე შიგნიდან (in foro interno), ანუ ეს კანონები გვავალდებულებენ მათი განხორციელების სურვილს. შესაბამისად, რადგანაც ეს კანონები გვავალდებულებენ მხოლოდ სურვილსა და მონდომებას (ძალვას) (desire and endeavour), თომას ჰობსის აზრით, მათი შესრულებაც იოლია (are easy to be observed). მაგრამ, მეორე მხრივ, ეს კანონები არა ყოველთვის მიგვმართავენ in foro externo, ანუ მათი განხორციელებისაკენ.31 ვინაიდან, თუ ბუნებითი კანონების დაცვა არ ხორციელდება თანაზომადად, მოცემულ ადგილსა და დროში ერთი ადამიანი მისდევს მათ, მაგრამ სხვა პირები იმავეს არ აკეთებენ, მაშინ ეს ადამიანი და მისი სიცოცხლე იქნება დაუცველი, რაც წინააღმდეგობაში მოვა ბუნებითი კანონების საფუძვლებთან, ანუ სიცოცხლის შენარჩუნებისა თუ დაცვის პრიორიტეტთან. შესაბამისად, ასეთ დროს ეს კანონები არ გვავალდებულებენ in foro externo, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ ბუნებით კანონებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიცავთ, თუნდაც ამის სურვილი გვქონდეს, თუ ეს საფრთხეს არ მოგვიტანს.32

ამასთან, თომას ჰობსის მტკიცებით, მეცნიერება ბუნებით კანონებზე არის ჭეშმარიტი და ერთადერთი მორალური ფილოსოფია („the science of them is the true and only moral philosophy.“). ვინაიდან, მისი თქმით, მორალური ფილოსოფიაა მეცნიერება სიკეთისა და ბოროტების შესახებ (science of what is good and evil); ხოლო მანამ, სანამ ადამიანი ბუნებით მდგომარეობაშია, სიკეთისა და ბოროტების საზომია მისი პირადი მისწრაფებები (appetite). შესაბამისად, ყველა თანახმაა, რომ მშვიდობა სიკეთეა, და ამდენად, მორალური სიკეთეებია მშვიდობისაკენ მიმავალი ისეთი საშუალებები, როგორებიცაა: სამართლიანობა, მადლიერება, თავმდაბლობა, მიუკერძოებლობა, პატიება (justice, gratitude, modesty, equity, mercy) და სხვა ბუნებითი კანონები. 33

პარალელურად, თომას ჰობსი ხაზს უსვამს ბუნებითი კანონების შინაარსის კიდევ ერთ აქცენტს, სახელდობრ იმას, რომ ბუნებითი კანონები არიან რა მარადიული 11 12 13 სამართლის (იგულისხმება სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სამართალი და არა ბუნებითი სამართალი, რომლის ნაწილიცაა თავად ეს მესამე კანონიც და რომელიც სხვა წყაროდანაა ამოზრდილი) შენობა.

გარდა ამისა, ეს მესამე ბუნებითი კანონი არის სამართლიანობისაკენ მიმავალი მექანიზმი (the original of justice), რადგანაც თუ არ არის დადებული შეთანხმება, ანუ ადამიანის მიერ არ არის გადაცემული ბუნებითი უფლების ესა თუ ის ნაწილი, არ შეიძლება საუბარი უსამართლობაზე. ამგვარად, სამართლიანობის საფუძველს, მთლიანობაში, ქმნის სამართალი (სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სამართალი), ხოლო რადგანაც ეს უკანასკნელი თომას ჰობსისათვის გამომდინარეობს ბუნებითი უფლების შეზღუდვიდან უფლებაზე უარის თქმის (renouncing) ან უფლების გადაცემის (transferring it to another) გზით, სწორედ აღნიშნული მესამე ბუნებითი კანონია მისკენ და ე.ი. სამართლიანობისკენაც მიმავალი გზა.
მაგრამ თომას ჰობსისათვის მხოლოდ ეს კანონი არ არის საკმარისი სამართლისა და სამართლიანობის დასადგენად; სწორედ ამიტომ შემოაქვს მას ამ კონტექსტში ფაქტობრივი (actually) სამართლიანობის ცნება. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანობისაკენ სვლის საწყისი წერტილია ზემოაღნიშნული მესამე ბუნებითი კანონი და ამ კანონით წარმართული შეთანხმებები (covenants), ეს შეთანხმებები ეფუძნება რა ურთიერთნდობას, ძალის არ მქონეა მაშინ, როდესაც არსებობს რომელიმე მხარის მხრიდან მათი შეუსრულებლობის საფრთხე.38 შესაბამისად, სამართლიანობა სინამდვილეში არ დგება მანამდე, სანამ არ იარსებებს ეფექტური იძულების მექანიზმი (coercive power), რომელიც თომას ჰობსისათვის არის სახელმწიფო. შედეგად, მხოლოდ სახელმწიფოშია შესაძლებელი სრული სახით სამართლიანობასა და უსამართლობაზე და ესე იგი, სრულფასოვანი სამართლის არსებობაზე საუბარი, ვინაიდან ბუნებითი სამართალი (კანონები), მიუხედავად მისი არსებობისა, არაა ეფექტურად აღსრულებული სახელმწიფოს ფორმირებამდე, ანუ წარმოადგენს სპეციფიკურ გაგებას და არა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სამართალს (ან კანონს).39

საბოლოო ჯამში, თომას ჰობსის კონცეფციით, ადამიანები ქმნიან სახელმწიფოს იმიტომ, რომ ბუნებითი მდგომარეობაში მათი თვითგადარჩენა და უსაფრთხოება არაა უზრუნველყოფილი, ვინაიდან ბუნებით მდგომარეობაში ისინი, წარმართულნი საკუთარი ვნებებით, სურვილებით თუ ბუნებითი სამართლით, იმყოფებიან უბადრუკ ვითარებაში (miserable condition). ისეთი ბუნებითი კანონები, როგორებიცაა სამართლიანობა, თანასწორობა, თავმდაბლობა, გულმოწყალება (justice, equity, modesty, mercy), მათი შესრულების მაიძულებელი ძალის გარეშე, ეწინააღმდეგება ჩვენს ისეთ 14 ბუნებით ვნებებს, რომლებიც მიკერძოებისკენ, გულზვიადობისკენ, შურისძიებისა (partiality, pride, revenge) და მსგავსი ქცევისკენ გვიბიძგებენ. ხმლის გარეშე ეს კანონები მხოლოდ სიტყვებია და ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარი არა აქვს.

სახელმწიფოს დაფუძნებას კი თომას ჰობსი აკავშირებს საერთო ხელისუფლების ფორმირებასთან. მისი აზრით, ერთადერთი გზა ასეთი საერთო ხელისუფლების შექმნისა, რომელიც შეძლებს, დაიცვას ადამიანები უცხოელთა შემოსევებისა თუ ერთმანეთის მიმართ ზიანის მიყენებისაგან და საშუალებას მისცემს მათ, საკუთარი შრომითა თუ მიწის ნაყოფთა გამოყენებით გამოიკვებონ და დამაკმაყოფილებელი ცხოვრება ჰქონდეთ, არის ადამიანთა მთელი ძალისა და შეძლების გადაცემა ერთი კაცისთვის ან საკრებულოსთვის, რომელიც თავისი წევრების ნებებს ხმის უმრავლესობით ერთ ნებას დაუქვემდებარებს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებმა მათი სახელით სამოქმედოდ უნდა დანიშნონ ერთი კაცი ან საკრებულო, და თითოეულმა ყველა იმ მოქმედების მფლობელად და ავტორად უნდა გამოაცხადოს თავი, რასაც იგი (ერთი კაცი ან საკრებულო) ჩაიდენს ან სხვას ჩაადენინებს საერთო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ამით მათ თითოეულის ნება მის ნებას უნდა დაუქვემდებარონ, თითოეულის განსჯა – მის განსჯას. ეს მეტია, ვიდრე თანხმობა ან ერთსულოვნება: ეს მათი ნამდვილი გაერთიანებაა ერთსა და იმავე პირში, რაც ყველა ადამიანის ყველა სხვასთან შეთანხმებით ხდება.

ამასობაში, უფლებამოსილებით აღჭურვის ამ მოდელით სახელმწიფო არის ერთ სახეში განსახიერებული ერთობა ადამიანებისა მხოლოდ მაშინ, როცა ყოველი ადამიანი გადასცემს ან ერთ პირს ან პირთა საკრებულოს საკუთარი თავის მართვის უფლებას, იმ პირობით, რომ სხვა ადამიანიც იმავეზე დათანხმდება და ავტორიზაციას გაუკეთებს ამ პირის ან პირთა ჯგუფის მართვის უფლებას.40

ასე, რომ სახელმწიფოა ერთიანი პირი, რომლის ქმედებებზე პასუხისმგებლობა ერთმანეთს შორის შეთანხმების საფუძველზე (by mutual covenants) აიღო ადამიანთა უზარმაზარმა ოდენობამ, იმისათვის, რომ ამ პირმა შეძლოს, მათი ძალისა და უნარების გამოყენება ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს მათი მშვიდობისა და საერთო უსაფრთხოების დასაცავად. 41 ამ პირის მატარებელს (he that carryeth this person) უწოდებენ სუვერენს, რომელსაც აქვს უზენაესი ხელისუფლება, ხოლო ყოველი სხვა არის მისი ქვეშევრდომი. საბოლოო ჯამში, თომას ჰობსისათვის სახელმწიფოს შინაარსის წვდომის უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს სუვერენის კატეგორია, მისთვის სწორედ უზენაესი ხელისუფლების მპყრობელშია სახელმწიფოს დედაარსი („in him consisteth the essence of the Commonwealth“), ვინაიდან სახელმწიფო არც პირია და არც ქმედების უნარი აქვს მისი წარმომადგენლის, სუვერენის გარეშე42 და ამდენად, 15 სუვერენი არის სახელმწიფოს სული, რომელიც ანიჭებს მას სიცოცხლესა და მოძრაობის უნარს.43

მაგრამ როგორ ხდება უზენაესი ხელისუფლების მოპოვება? ამ მხრივ, ის ორ გზას წარმოსახავს:

1) ბუნებრივი ძალით (natural force), ანუ როცა ეს ხდება იმის მსგავსად, როგორც კაცი აიძულებს თავის შვილებს თვითონაც და თავიანთი შვილებიც მის მმართველობას დაუქვემდებაროს, რადგან უარის შემთხვევაში მათი განადგურება შეუძლია (პატერნალური (მამობრივი) ბატონობა – Dominion Paternal), ან როცა ომით იმორჩილებენ მტრებს, მათი სიცოცხლის შენარჩუნების პირობით (დესპოტური ბატონობა – Dominion Despotical).

2) ნებაყოფილობითი შეთანხმებით, როცა ადამიანები ნებაყოფილობით მიდიან ერთი პირისადმი ან პირთა საკრებულოსადმი მორჩილებამდე.

მისი მტკიცებით, პირველ შემთხვევაში სახეზეა შეძენის საფუძველზე ფორმირებული სახელმწიფო (Commonwealth by acquisition), მეორეში კი – დაწესებით შექმნილი სახელმწიფო, ანუ პოლიტიკური სახელმწიფო (political Commonwealth, or Commonwealth by Institution).

დაწესებითა თუ შეძენით სახელმწიფოს შექმნის თეორიული დიფერენცირება არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული სახელმწიფოს ისტორიაში მხოლოდ ერთი მოდელია სუფთად და შეურევლად გამოყენებული ამა თუ იმ ტერიტორიასა თუ ხალხთან მიმართებაში უზენაესი ხელისუფლების მოპოვებისას. თეორიულად, პირველადად ნებისმიერი სახელმწიფო ამა თუ იმ გზით იქმნება, მაგრამ შემდგომში უკვე მოაზრებადია ამ მოდელების ურთიერთგადაკვეთის მოცემულობაც. ვინაიდან, მაგალითად, რომელიმე ტერიტორიაზე და ხალხზე დესპოტურ ბატონობას (შეძენის გზა) ამყარებს ის სუვერენი და სახელმწიფო, რომელიც ადრე უკვე დადგენილი იყო ასეთად. შესაბამისად, ეს პირველადი დადგენა დაწესების გზითაც შესაძლოა შემდგარიყო და შეძენის გზითაც. აქვე, მოაზრებადია ამ მოდელების დაკავშირების სხვა ვერსიებიც, რაც, მთლიანობაში, ამ კუთხითაც თომას ჰობსის მიდგომის კომპლექსურობაზე მეტყველებს.

განვიხილავთ რა დაწესებით შექმნილი სახელმწიფოს მოდელისას შეთანხმების (ასე ვთქვათ, დამფუძნებელი შეთანხმების) შინაარსს, აღსანიშნავია, რომ ეს შეთანხმება ერთგვარი თეორიული წარმოსახვის პროდუქტია და თავის მხრივ, რთულ კონსტრუქციას წარმოადგენს. ამ შეთანხმების ბუნებაზე საუბრისას, თომას ჰობსი ხაზს უსვამს მის არსებობას ადამიანებს (მომავალ ქვეშევრდომებს) შორის 16 სივრცეში. სუვერენისა და ქვეშევრდომების ურთიერთობების კონტექსტში კი, აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ რაკი იმას, ვისაც სუვერენად აქცევენ, ყველას განმასახიერებლად არსებობის უფლება მიცემული აქვს მხოლოდ ხალხის ერთმანეთთან, და არა მასთან, შეთანხმებით, სუვერენს შეთანხმების დარღვევა არ შეუძლია. შესაბამისად, ვერც ერთი მისი ქვეშევრდომი, სუვერენის მიერ მისი მოვალეობის შეუსრულებლობის მომიზეზებით, მისი ქვეშევრდომობისგან ვერ განთავისუფლდება. ის, ვინც სუვერენად იქცევა, წინასწარ არ დებს შეთანხმებას თავის ქვეშევრდომებთან რადგან ამ შემთხვევაში ის, როგორც ერთი მხარე, ან მთელ სიმრავლესთან, ან თითოეულ ადამიანთან ცალ-ცალკე უნდა შესულიყო შეთანხმებაში. მთელთან, როგორც ერთ მხარესთან, შეთანხმებას ის ვერ დადებდა, რადგან ადამიანები ჯერ ერთ პირს არ შეადგენენ; ხოლო თუ ის იმდენ შეთანხმებას დადებს, რამდენიც ადამიანია, ეს შეთანხმებები ძალას დაკარგავს მას შემდეგ, რაც ის სუვერენიტეტს დაეუფლება, რადგან ნებისმიერი მოქმედება, რასაც რომელიმე ქვეშევრდომი შეთანხმების დარღვევად ჩათვლის, მისივე და ყველა დანარჩენის მოქმედებაცაა, რაკი თითოეული მათგანის სახელითა და უფლებით იქნება ჩადენილი.

ამგვარად, მისი აზრით, მოსაზრება, რომ სუვერენი საკუთარ ძალაუფლებას მოიპოვებს ადამიანებს შორის შეთანხმების საფუძველზე, გამომდინარეობს იმ მარტივი ჭეშმარიტების გაუგებრობიდან, რომ უაზრობაა, უზენაესი ხელისუფლება წინასწარი შეთანხმებით იყოს ნაბოძები. მოსაზრება – ყოველი მონარქი შეთანხმების საფუძველზე, მაშასადამე, პირობით იღებს ძალაუფლებას, იმის გაუგებრობიდან მომდინარეობს, რომ შეთანხმება მხოლოდ სიტყვა და ამონასუნთქია და მას არ გააჩნია ადამიანის იძულების, შეკავების ან დაცვის ძალა, უზენაესი ხელისუფლების მპყრობელი ადამიანისა თუ საკრებულოს შეუბორკავი ხელის (საჯარო ხმალის) გარეშე.44 ანუ, მართალია ადამიანებს შორის შეთანხმება თომას ჰობსისათვის არის საფუძველი დაწესების გზით სახელმწიფოს ფორმირებისაკენ და სუვერენისათვის უფლებამოსილების გადაცემა ამ დროს უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, მაგრამ სუვერენთან მიმართებაში შეთანხმება მხოლოდ სიტყვები და ამოსუნთქვაა.

რაც შეეხება შეძენის საფუძველზე ფორმირებული სახელმწიფოს მოდელს, ამ შემთხვევაში თომას ჰობსი განსაკუთრებით უსვამს ხაზს შიშის ფაქტორს, რადგანაც აქ უზენაესი ხელისუფლება შეძენილია ძალით (by force), რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანები სიკვდილისა თუ ტყვეობის შიშით საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ იღებენ იმ პირის ან პირთა საკრებულოს ყველა ქმედებას, ვისი ძალაუფლების ქვეშაც იმყოფება მათი სიცოცხლე და თავისუფლება. აქვე, იმასაც განმარტავს, რომ უზენაესი 17 ხელისუფლების ეს ფორმა დაწესებით ფორმირებულისაგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანები მიდიან სუვერენის დადგენისაკენ ერთმანეთისადმი შიშით, ხოლო უზენაესი ხელისუფლების შეძენის დროს კი –მომავალი ხელისუფლის შიშით. ასე, რომ ორივე შემთხვევაში შიშის ფაქტორი მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელია.45

გარდა ამისა, შეძენით სახელმწიფოს ფორმირების დროსაც ხაზი ესმება უზენაესი ხელისუფლების დამფუძნებელი შეთანხმების ერთგვარ მოდელს. ვინაიდან, მისი აღნიშვნით, როგორც პატერნალური, ასევე დესპოტური ბატონობისას, ჯერ სახეზეა მორჩილება ანუ სუვერენის უფლებამოსილებაზე დათანხმება, გამოხატული დამორჩილებულის მხრიდან. 46 შესაბამისად, თომას ჰობსის მტკიცებით, შეძენის მოდელის შემთხვევაში, მაგალითად, დაპყრობის ან ომში გამარჯვების დროს, ბატონობის უფლება (right of dominion) მოიპოვება არა გამარჯვებით, არამედ დამარცხებულის დათანხმებით (own covenant), დაექვემდებაროს გამარჯვებულს.

მაგრამ არც ესაა საკმარისი, სუვერენის ძალაუფლებაზე დათანხმებას უნდა ემატებოდეს ასევე თავად სუვერენის ნებაც, მანაც უნდა მიიღოს ქვეშევრდომობა. 47 ამ კონტექსტში, თომას ჰობსი გვთავაზობს შეთანხმების კიდევ ერთ ვერსიას, რომელსაც უწოდებს მორჩილების (დაქვემდებარების) შეთანხმებას (covenant of obedience), რომლის საფუძველზეც მომავალი ქვეშევრდომი სუვერენად აღიარებს გამარჯვებულს. ასე, რომ შეძენით სახელმწიფოს ფორმირების მოდელშიც ის მიდის შეთანხმების ინსტიტუტამდე; მაგრამ, ის დაწესების გზის შეთანხმებისაგან განსხვავებული ბუნების მატარებელია და ერთი მხრივ, ძალის გამოყენებით დამორჩილების მოცემულობას ასახავს, და აქედან გამომდინარე, მეორე მხრივ, არა მომავალ ქვეშევრდომთა შორის იდება, არამედ მომავალ ქვეშევრდომსა და სუვერენს შორის სიბრტყეზე წარმოისახება.48

მაგრამ თომას ჰობსის კონცეფციაში მიუხედავად სახელმწიფოს შექმნის ამა თუ იმ გზისა, სუვერენი მაინც სუვერენია. ის განგვიმარტავს, რომ შეძენით სახელმწიფოს ფორმირების შემთხვევაშიც, უზენაესი ხელისუფლების უფლება და მისი შედეგები ისეთივეა, როგორც დაწესების მოდელის დროს, ანუ ის განუყოფელი, შეუვალი და აბსოლუტურია. ამგვარად, ამ დროსაც დაუშვებელია სუვერენის თანხმობის გარეშე მისი ხელისუფლების გადაცემა; უზენაესი ხელისუფალი არ შეიძლება დადანაშაულებულ იქნეს ქვეშევრდომების მიერ უსამართლობაში ან დასჯილ იქნეს მათ მიერ; ის განსჯის, თუ რაა საჭირო მშვიდობის უზრუნველსაყოფად; ის არის უზენაესი კანონმდებელი და მოსამართლე; ის წყვეტს ომისა და მშვიდობის საკითხებს და ა.შ. 49 18 რაც შეეხება სახელმწიფოს, ქრისტიანულ სახელმწიფოს ის ეკლესიად აცხადებს (ეკლესიაში კი გულისხმობს ქრისტიანული რწმენის ადამიანთა საზოგადოებას, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ერთ სუვერენში, როგორც ერთ პირში), ვინაიდან არ არსებობს დედამიწაზე ერთი უნივერსალური ეკლესია, რომელსაც ქრისტიანები უნდა ემორჩილებოდნენ. ქრისტიანები არიან სხვადასხვა სახელმწიფოს ქვეშევრდომობის ქვეშ, ისინი ვერ დაექვემდებარებიან ვინმე სხვა პირის ბრძანებებს, თუ არა საკუთარი ხელისუფალისა. ამიტომ, მისი დასკვნით, სწორედ ქრისტიანული აღმსარებლობის მქონე ადამიანთა სამოქალაქო სახელმწიფოა (civil state) ასეთი ეკლესია, რომელსაც ბრძანების, განსჯის, გამართლების და დასჯის უნარი აქვს. ამდენად, სახელმწიფო იწოდება სამოქალაქოდ, რადგანაც მისი ქვეშევრდომები ადამიანები არიან, ხოლო ეკლესიად, ვინაიდან მისი ქვეშევრდომები ქრისტიანები არიან.19 20 რომ როცა კონკრეტულ ადგილზე მმართველობის ესა თუ ის ფორმა დამკვიდრდება, საჭიროა, არსებული სახეობა მიჩნეულ თუ მხარდაჭერილ იქნეს, როგორც საუკეთესო; ვინაიდან ბუნებითი სამართლისა და პოზიტიური საღვთო სამართლის60 წინააღმდეგაცაა, მმართველობის არსებული სახეობის დამხობისაკენ ქმედების განხორციელება.61

სახელმწიფოს ფარგლებში მიიღება კანონები (სამართალი). მაგრამ თომას ჰობსის აზრით, არის ისეთი კანონებიც, რომელთა შესრულების ვალდებულება ადამიანებს აქვთ არა როგორც კონკრეტული სახელმწიფოს, არამედ როგორც საერთოდ სახელმწიფოს წევრებს (members). რადგანაც, მისი თქმით, კერძო კანონები უნდა იცოდნენ იმ პროფესიონალებმა, რომლებიც სწავლობენ რომელიმე სახელმწიფოს კანონებს, ხოლო სამოქალაქო კანონები (სამართალი) მთლიანობაში კი ყველამ უნდა იცოდეს. აქ ჩანს, რომ თომას ჰობსი, ერთი მხრივ, დამოუკიდებელ დიფერენცირებას აკეთებს სამოქალაქო კანონებსა (civil laws) და ამა თუ იმ ქვეყნის კერძო კანონებს შორის. მეორე მხრივ, აქვე ამატებს, რომ რომის ძველ სამართალს უწოდებდნენ სამოქალაქოს გამომდინარე სიტყვიდან „civitas“, რაც მისი განმარტებით, ნიშნავს სახელმწიფოს. მისი ნაწილი რომის იმპერიის შემდგომი დროისთვისაც შეინარჩუნეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც ადრე იყვნენ რომის იმპერიის მმართველობის ქვეშ და მას საკუთარი კანონებისაგან განსხვავებისათვის უწოდებდნენ სამოქალაქო სამართალს. 62

ამდენად, ჯერ ერთი, აქ სამოქალაქო კანონები თუ სამართალი ერთობ დაშორებულია იმ გაგებისაგან, რომელსაც ჩვენში იურისტები დღეს იყენებენ, მოიცავს რა სახელმწიფოებრივ სამართალს მთლიანად და არა მხოლოდ მის ერთ–ერთ სფეროს (დღევანდელ სამოქალაქო სამართალს). მეორეც, თომას ჰობსის სამოქალაქო კანონები თუ სამართალი სპეციფიკურადაა მოაზრებული, როგორც განზოგადოების პროდუქტი (მაგალითად, შედარება რომის სამოქალაქო სამართალთან).

შედეგად, მთლიანობაში, ეს დიფერენცირება თომას ჰობსს სჭირდება იმისათვის, რომ მას აინტერესებს სამართლის ერთიანი გაგება (law in general) და არა ამა თუ იმ ქვეყნის კონკრეტული კანონები (სამართალი), თავის მხრივ, სამართლის (სამოქალაქო სამართლის) ეს ერთიანი გაგება უპირატესად სჭირდება ბუნებით სამართალთან შედარების გასაკეთებლად; შესაბამისად, ამ ქმნილებაში კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი და სამოქალაქო კანონები სწორედ ასეთ განმაზოგადებელ, გამაერთიანებელ გაგებად აქვს გადმოცემული. და ამ კონტექსტში, მისი აზრით, ნებისმიერი კანონი (სამართალი) არის არა რჩევა, არამედ იმ პირის ბრძანება, რომლის ბრძანებისადმი მორჩილებაც აღიარებულია კანონის (სამართლის) ადრესატის მიერ. 21 სამოქალაქო კანონის (სამართლის) კატეგორიაში კი დამატებით შემოდის ცნება – სამოქალაქო (უფრო ზუსტად, ცნება – სახელმწიფოებრივი), რაც ხაზგასმით ასახავს ბრძანების გამცემ სუბიექტს – persona civitatis (სახელმწიფოებრივი პირი). საბოლოო ჯამში, მისთვის სამოქალაქო სამართალი არის ის წესები, რომლებიც ზეპირსიტყვიერად, წერილობით თუ საკუთარი ნების გამომხატველი საკმარისად მკაფიო სხვა ნიშნებით დაუდგინა სახელმწიფომ ქვეშევრდომს, რათა ქვეშევრდომმა გამოიყენოს ისინი მართებულსა და არამართებულს, ანუ წესთან შესაბამისსა და არაშესაბამისს შორის განსხვავებისათვის.63

განსაკუთრებით საინტერესოა თომას ჰობსისეული ბუნებითი კანონებისა (სამართლის) და სამოქალაქო კანონების (სამართლის) დაკავშირება. ნაწარმოების ეს ნაწილი ნიშანდობლივია მისეული ბუნებითი კანონებისა და ბუნებითი მდგომარეობის კიდევ უფრო სრულფასოვანი სურათის მისაღებად. ჯერ ის აღნიშნავს, რომ ბუნებითი სამართალი და სამოქალაქო სამართალი ურთიერთგადაფარავენ ერთმანეთს და აქვთ თანაბარი განვრცობადობა („the law of nature and the civil law contain each other and are of equal extent“). შემდეგ აზუსტებს ბუნებითი კანონების კატეგორიას და მათ ქვეშ გულისხმობს არა პირდაპირი გაგებით კანონებს, არამედ მახასიათებლებს (ხარისხებს), რომლებიც განაწყობენ ადამიანებს მშვიდობისა და მორჩილებისაკენ („are not properly laws, but qualities that dispose men to peace and to obedience“). თავის მხრივ, თომას ჰობსისათვის პირდაპირი გაგებით კანონია (სამართალია) იმ პირის დანაწესი, რომელიც უფლებამოსილია, განაგოს სხვები (law, properly, is the word of him that by right hath command over others 64 ).

ამგვარად, ბუნებითი კანონები ნამდვილ კანონებად (actually laws) გარდაისახება მხოლოდ სახელმწიფოს გზით. შედეგად, მისი აზრით, ბუნებითი კანონი გახდება რა სახელმწიფოს ბრძანება, იმავდროულად იქნება სამოქალაქო კანონიც. მეორე მხრივ, თავად სამოქალაქო კანონებიც ბუნებიდან (of the dictates of nature) მოდის. ვინაიდან სამართლიანობა, ანუ შეთანხმებების შესრულება და ყოველისათვის იმის მიკუთვნება, რაც მას ეკუთვნის, არის ბუნებითი სამართლიდან (კანონებიდან). თავის მხრივ, სამოქალაქო კანონებისადმი მორჩილებაც არის ბუნებითი სამართლის (კანონების) ნაწილი. შედეგად, სამოქალაქო და ბუნებითი სამართალი არის არა განსხვავებული სახეები (kinds), არამედ განსხვავებული ნაწილები (parts) სამართლისა, რომელთა შორისაც პირველს (დაწერილს – being written) უწოდებენ სამოქალაქოს (civil), ხოლო მეორეს (დაუწერელს – unwritten) – ბუნებითს (natural) და მათ შორის ძალზედ რთული ურთიერთგადაფარვის მიმართება არსებობს. ასე, რომ ბუნებით 22 უფლებას (jus naturale) ზღუდავს როგორც ბუნებითი, ასევე სამოქალაქო სამართალიც (თუმცა, ეფექტურობის სხვადასხვა მასშტაბით, მაგრამ მაინც).65

ადამიანიდან სახელმწიფომდე, თომას ჰობსის კონცეფციის მიხედვით.

Picture1

ახლა კი, შეგვიძლია დავუბრუნდეთ საკითხს, თუ რატომ შეაჩერა არჩევანი თომას ჰობსმა სახელმწიფოს აღსანიშნად სიტყვაზე – ლევიათანი. როგორც ადრე უკვე ვთქვი, ის ლევიათანის სახებას რამდენიმეჯერ გვაწვდის და გვაჩვენებს რამდენიმე გამოსახულებას – 1.ხელოვნური გიგანტური ადამიანი, 2.იმავდროულად, გვირგვინოსანი სუვერენი, 3.იმავდროულად, სიამაყის შვილების მეფე და მოკვდავი 23 ღმერთი და 4.იმავდროულად, ზღვის უზარმაზარი ბიბლიური ცხოველი. ამასობაში, შედარების ნებისმიერ მოდელში შესაძლოა ვიპოვოთ მისი პოლიტიკური ფილოსოფიის ზემოაღნიშნული არაერთი საკვანძო ასპექტი.

1.სახელმწიფოს შედარება გიგანტურ, მაგრამ მაინც ადამიანთან მოიცავს მითითებას მის სხეულებრივ ბუნებაზე, ის მართალია ხელოვნური, მაგრამ მაინც სხეულია. რადგანაც თომას ჰობსისთვის შეცნობადია მხოლოდ სხეულებრივი მოცემულობა, ესე იგი სახელმწიფოც შეცნობადია იმდენად, რამდენადაც ის სხეულია. სხეულებრივი სურათის დასახატად ის ცდილობს სახელმწიფოს სხეულის ცალკეული მახასიათებლების წარმოსახვას ადამიანთან შედარების გზით. ამგვარად, ამ კონტექსტში, არჩევანი გაკეთებულია ადამიანზე და არა სხვა არსებაზე, ან თუნდაც ზღვის უზარმაზარი ბიბლიური ცხოველის სახეზე. რაც შესაძლოა გავიგოთ ისე, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფო სწორედ ადამიანის ბუნების და არა რომელიმე არარაციონალური არსების დარია; რომ სახელმწიფოს სურათის გამოხატვისათვის არაა საკმარისი მხოლოდ სხეულებრივ რეალობაზე აქცენტის გაკეთება, აუცილებელია ასევე მის სულიერებასა და რაციონალურობაზეც მინიშნება. მეორე მხრივ, შემეცნების კონტექსტში და მით უფრო ამა თუ იმ ორგანოსა თუ კატეგორიასთან სახელმწიფოს მახასიათებლების ხატოვანი შედარებისათვის, რთული იქნებოდა შეუცნობელი, მითიური, ბიბლიური არსების სახის წარმოსახვა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ლევიათანის სახება მას ბიბლიიდან აქვს აღებული, ხატოვანი შედარებებისათვის ის ლოგიკურად გიგანტური ადამიანის გამოსახულებას იყენებს;

2.ამასობაში, სატიტულო გვერდზე გამოსახული ეს გიგანტური ადამიანი არა დიდი ზომის უბრალო მოკვდავი, არამედ სუვერენია გვირგვინით; რითაც ავტორი მიგვითითებს იმაზე, რომ ლევიათანის (სახელმწიფოს) სულია სუვერენი, რომელიც ანიჭებს მას სიცოცხლესა და მოძრაობის უნარს. ვინაიდან სახელმწიფო არც პირია და არც ქმედების უნარი აქვს მისი წარმომადგენლის, სუვერენის გარეშე. ეს სუვერენი აწყობილია ურიცხვი პატარა ადამიანებისაგან, რითაც ავტორი მიგვანიშნებს ადამიანთა შორის შეთანხმების (დაწესების გზა) ან ადამიანებსა და სუვერენს შორის შეთანხმების (შეძენის გზა) არსებობაზე უზენაესი ხელისუფლების დაფუძნებამდე. ამასთან, გრავიურაზე უზენაეს ხელისუფალს მარჯვენა ხელში უჭირავს ხმალი, ხოლო მარცხენაში – საეპისკოპოსო კვერთხი. ეს კი უნდა ნიშნავდეს უზენაესი ხელისუფლის ხელში საერო და სასულიერო ძალაუფლების შენივთებაზე.

3.სიამაყის შვილების მეფის სახეში შესაძლოა დავინახოთ ის, რომ სახელმწიფოს ფორმირების გზით ადამიანები უარს ამბობენ ბუნებით მდგომარეობაში 24 თავისუფლებისა და თანასწორობის ბოძებზე აშენებულ სიამაყეზე. ამ გაგებით, სახელმწიფო არის სიამაყის დამრთგუნველი, სიამაყისა ყოველ ადამიანში და არა მხოლოდ ზოგიერთში. სიამაყის დათრგუნვა არის გზა მშვიდობისა და უსაფრთხოებისაკენ, ანუ თვითგადარჩენისაკენ. თომას ჰობსის ადამიანის რაციონალური საწყისი ბუნებითი კანონების დახმარებით, ესე იგი ღვთიური ხელის დახმარებითაც ირჩევს სიამაყის მეფისაკენ მიმავალ გზას;

4.მაგრამ, ლევიათანი (სახელმწიფო) უფრო დიდია ვიდრე ადამიანი. ის უშიშარია, ყოველივე მაღალს ზემოდან უყურებს და ამ კონტექსტში, მისი შედარება მხოლოდ ადამიანთან არ უნდა იყოს საკმარისი, მისი სიდიადის გამოსახატად. ამიტომ თომას ჰობსი დამატებით სახეებს უსაზღვრავს სახელმწიფოს სურათს და აქ ის უბრუნდება საწყის ათვლის წერტილს, და სახელდობრ იმას, რომ ლევიათანი (როგორც პოლიტიკური ერთიანობის სიმბოლო) უწინარესად ნიშნავდა ზღვის უზარმაზარ ბიბლიურ სახებას (არა ოდენ სხეულს თუ ცხოველს), რომლის დარიც არ არსებობს დედამიწაზე და ამ გაგებით, ის ღმერთიცაა, ოღონდ მოკვდავი ღმერთი. ეს ორივე სახე მიანიშნებს სახელმწიფოს ძლევამოსილებაზე, ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე მას სიკეთის შარავანდედით ამკობს. ვინაიდან, ლევიათანის შედარება ღმერთთან, მასზე, როგორც სიკეთეზე უნდა მეტყველებდეს. შესაბამისად, თომას ჰობსისთვის სახელმწიფო თავისთავად არის უაღრესად დიდი სიკეთე, ხოლო სრულყოფილი სახელმწიფო კი წარმოადგენს სოციალურ–პოლიტიკური პრაქტიკის გვირგვინს.

თომას ჰობსის კომპლექსური კონცეფციის წარმოჩენის შემდეგ, შეგვიძლია შევჩერდეთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის თაობაზე მის შეხედულებებზე, რომლებიც აქ განხილულ ნაწარმოებში არ წარმოადგენს ავტორის ძირითადი ინტერესის საგანს, თუმცა, ამ თემატიკას ის საკუთარი სისტემის კონტექსტში ბუნებრივად ეხება და მასზე რამდენიმე მოსაზრებას აყალიბებს.

უპირველეს ყოვლისა, მისთვის მეფეები და სუვერენული ძალაუფლების მქონე პირები, მათი დამოუკიდებლობის გამო, ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან განგრძობადი ეჭვიანობის (continual jealousies) მდგომარეობაში და გლადიატორებივით ერთმანეთს იარაღითა და მზერით ემუქრებიან: სწორედ ამის მაჩვენებელია მათ სამეფოთა საზღვრებზე აღმართული ციხესიმაგრეები, მათი გარნიზონები, არტილერია და მეზობლის ზურგში გაგზავნილი მსტოვრები. რაც საბოლოო ჯამში, მისი აზრით, არის საომარი დგომი (posture). ამდენად, თომას ჰობსს საერთაშორისო ურთიერთობების სიბრტყეზე გადააქვს ადამიანთა ბუნებითი 25 მდგომარეობის სურათი, თუმცა აქვე, ის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთგვარ სპეციფიკას მაინც გამოყოფს, აღნიშნავს რა, რომ ვინაიდან სუვერენი ზრუნავს მისი ქვეშევრდომების გარჯაზე (industry), ეს არის შემაკავებელი ფაქტორი და საერთაშორისო ურთიერთობები არ მიდის ისეთ ტანჯვამდე (misery), როგორიც თან სდევს ადამიანების თავისუფლებას ბუნებით მდგომარეობაში.66

მსჯელობს რა სუვერენის უფლებამოსილებებზე, განსაკუთრებით ჩერდება ომისა და მშვიდობის მიმართულებით მის უფლებებზე. ის აღნიშნავს, რომ უზენაესი ხელისუფლების კომპეტენციაა ომის გამოცხადება და მშვიდობის დამყარება სხვა ხალხებთან და სახელმწიფოებთან (nations and Commonwealths), ანუ უფლება გადაწყვიტოს, საჯარო სიკეთის მისაღწევად მოცემულ მომენტში რა საჭიროებების წინაშე დგას სახელმწიფო, რა ძალების მობილიზება, შეიარაღება და დაფინანსება არის აუცილებელი. აქვე ის შენიშნავს, რომ სინამდვილეში ყოველი ხალხის დაცვის გარანტიას იძლევა მისი შეიარაღებული ძალები, ხოლო არმიის ძალა კი მდგომარეობს მის გაერთიანებაში ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ და ეს ხელმძღვანელი არის სუვერენი. 67

მანერების თავში, პირველ ადგილზე აყენებს რა ადამიანების ძალაუფლებისაკენ სწრაფვის მიდრეკილებას, აღნიშნავს, რომ მეფეები, მიუხედავად მათი უდიდესი ძალაუფლებისა, საკუთარ ძალისხმევას არ აკლებენ ძალაუფლების უზრუნველყოფას: ქვეყნის შიგნით – კანონების მეშვეობით, საერთაშორისო ურთიერთობებში კი – ომებით. 68

სუვერენის ვალდებულებების შესახებ მსჯელობისას, თომას ჰობსი ისევ ეხება საერთაშორისო ურთიერთობების თემას და ხაზს უსვამს იმას, რომ სუვერენებს შორის ვალდებულებებს განსაზღვრავს ის სამართალი, რომელსაც ჩვეულებრივ უწოდებენ საერთაშორისო სამართალს (law of nations). აქვე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალი და ბუნებითი სამართალი არის ერთიდაიგივე. შესაბამისად, საკუთარი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ნებისმიერ სუვერენს აქვს იგივე უფლება, რაც საკუთარი უსაფრთხოებისათვის აქვს ნებისმიერ ადამიანს. შედეგად, საერთაშორისო ურთიერთობებში სუვერენებზეც და მთლიანობაში, სახელმწიფოებზეც ვრცელდება ბუნებითი კანონები. ამ მომენტში თომას ჰობსი იყენებს სინდისის (consciences) ცნებას და შესაბამისად, მისთვის ბუნებითი კანონები სუვერენებზე ზემოქმედებს სწორედ სინდისის გზით, ვინაიდან ბუნებითი სამართლიანობის მართლმსაჯულება (court of natural justice) არსებობს მხოლოდ სინდისში, სადაც მეფობს არა ადამიანი, არამედ ღმერთი. ღმერთის კანონები მთლიანად კაცობრიობას ავალდებულებს, ეს კანონები არის ბუნებითი, 26 ვინაიდან ღმერთია ბუნების შემოქმედი, და არის ასევე კანონიც, რადგან ღმერთი არის მეფეთა მეფე.69

ქვეშევრდომთა თავისუფლების შესახებ საუბრისას, თომას ჰობსი აბსოლუტური თავისუფლების ერთადერთ მატარებლად ახასიათებს სახელმწიფოს (სახელმწიფოებს) ბუნებით მდგომარეობაში ადამიანთა თავისუფლების გაგებით. მისი ხაზგასმით, მას შემდეგ, რაც ადამიანები აღარ არიან ბუნებით მდგომარეობაში, ანუ ექცევიან სახელმწიფოსა და სუვერენული ხელისუფლების ქვეშ, სწორედ ყოველ სახელმწიფოს და არა ყოველ ადამიანს უნარჩუნდება აბსოლუტური თავისუფლება, მოიქცეს საკუთარი განსჯის მიხედვით და საკუთარი სარგებლისათვის. შესაბამისად, სახელმწიფოები იმყოფებიან მუდმივი ომისა და ბრძოლისათვის მზადების მდგომარეობაში, რაზეც მეტყველებს გამაგრებული საზღვრები და მეზობლებისაკენ მიმართული არტილერია. 70

ამრიგად, თომას ჰობსის მიდგომა საერთაშორისო ურთიერთობებისადმი შემდეგვარად შესაძლოა შევაჯამოთ:

1. საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოები და მათი სუვერენები იმყოფებიან ურთიერთეჭვიანობისა და ურთიერთმუქარის მდგომარეობაში. ამასთან, სუვერენები ძალაუფლებისაკენ სწრაფვის გზაზე მიდიან ომებამდე.
2. სახელმწიფოთა შორის ვალდებულებებს განსაზღვრავს საერთაშორისო სამართალი, რომელიც იმავდროულად არის ბუნებითი სამართალი;
3. საერთაშორისო სამართლისა და შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობებში ბუნებითი კანონების აღსრულების წყაროა სუვერენების სინდისი;
4. საერთაშორისო ურთიერთობებში ბუნებითი კანონები ისეთივეა, როგორც ბუნებით მდგომარეობაში ადამიანებს შორის;
5. საერთაშორისო ურთიერთობების მდგომარეობა ერთგვარად განსხვავდება ადამიანებს შორის ბუნებითი მდგომარეობისაგან, ვინაიდან სუვერენები ზრუნავენ მათი ქვეშევრდომების გარჯაზე, რაც დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია.

მოკლედ და ზუსტად სწორედ ესაა ლევიათანში თომას ჰობსის მიდგომა საერთაშორისო ურთიერთობებისადმი. სხვა ყველაფერი კი ძირითადად სხვა ავტორთა მხრიდან მისი მოსაზრებების საფუძველზე გამოტანილი (შესაძლოა მართებული ან გარკვეულ შემთხვევებში არასწორი) დასკვნებია. თანაც ზოგჯერ სახეზეა თომას ჰობსის აღნიშნული ნაწარმოების კვლევის დიამეტრალურად განსხვავებული მეცნიერული შედეგები (თუმცა, თეორეტიკოსთა დომინანტური 27 პოზიციის მიხედვით, ის მაინც რეალისტური ტრადიციის ერთ–ერთ ფუძემდებლად მოიაზრება). როგორც ჩანს, ამ მხრივ წინააღმდეგობების ძირითად საფუძველს ქმნის თომას ჰობსის პოლიტიკური ფილოსოფიის კომპლექსურობა, მრავალი ფუძემდებლური კატეგორიის სირთულე: დაწყებული თუნდაც უზენაესი ხელისუფლების დამფუძნებელი შეთანხმებით, გაგრძელებული სუვერენისა თუ სახელმწიფოს თაობაზე კონცეფციით და დასრულებული ბუნებითი, სამოქალაქო და საღვთო სამართლის კომპლექსური ბმით თუ ბუნებითი მდგომარეობის მის მიერ დახატული სურათის არაერთგვაროვნებით. ვინაიდან, მაგალითად, თუ ბუნებითი მდგომარეობის თაობაზე ვსაუბრობთ, როგორც ადრე უკვე აღვნიშნე, ის არ არის მარტივად – ომი ყოველი ადამიანისა ყოველი სხვა ადამიანის წინააღმდეგ. თომას ჰობსი ცალკე გამოყოფს ასევე უსაფრთხოებისაკენ (მათ შორის, სიმშვიდისაკენ) სწრაფვის განზომილებას. ამ გზაზე აყალიბებს ბუნებით კანონებს, რომლებიც მართალია მთლად სრულფასოვანი კანონების სახით არა, მაგრამ მაინც არსებობენ ბუნებითი მდგომარეობის მის მიერ დახატულ სურათში და ბუნებით–მორალურ განმსაზღვრელს უდგენენ ადამიანის ბუნებით უფლებას (თავისუფლებას).

შედეგად, თუ აღნიშნულ სურათს სახელმწიფოთაშორის სივრცეზე გადავიტანთ, ერთი მხრივ, შესაძლოა მივიღოთ რეალისტური ტრადიციის დოგმატების მრავალი ძირითადი პოსტულატი (აკი ის აღიქმება კიდეც რეალისტური ტრადიციის ერთ–ერთ ფუძემდებლად): საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოები არიან განგრძობადი ურთიერთეჭვიანობის შედეგად საომარ დგომში, ხალხის დაცვის გარანტიაა ძლიერი შეიარაღებული ძალები, ომები არის ადამიანის (სუვერენის) ძალაუფლებისათვის ბრძოლის მიდრეკილების შედეგი, საერთაშორისო ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოს მართალია ქმნის საერთაშორისო სამართალი, რომელიც ბუნებითი სამართალიცაა, მაგრამ მისი აღსრულების ეფექტური სისტემა არ არსებობს (თომას ჰობსისათვის ეფუძნება სუვერენების სინდისს) და ა.შ. უფრო მეტიც, ტერმინოლოგიის დონეზეც, შესაძლებელია მსგავსებების გამოვლენა, როცა მაგალითად, თომას ჰობსი აჯამებს ბუნებითი მდგომარეობის საკუთარ კონცეფციას, იყენებს სიტყვას ანარქია. ის აღნიშნავს, რომ ბუნებითი მდგომარეობა არის ანარქია და ომის მდგომარეობა (is anarchy and the condition of war).71 რადგანაც საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოები იმყოფებიან ბუნებით მდგომარეობაში, ესე იგი აქ არის ანარქია და ომის მდგომარეობა. თუმცა ერთიცაა, ამ კონტექსტში სიტყვა „ანარქიის“ გამოყენება არ არის ხშირი და დომინანტური თომას ჰობსის განხილულ ქმნილებაში. 28

მეორე მხრივ, საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში თომას ჰობსის კონცეფციის გაანალიზებისას, ასევე ვიღებთ რაციონალიზმით, რაციონალური ადამიანის მოდელით განპირობებულ, მაგრამ მაინც მორალური ფილოსოფიით (მოძღვრება ბუნებითი სამართლის (კანონების) შესახებ) გაფერადებულ საერთაშორისო ურთიერთობების სურათს, სახელმწიფოთაშორისი სივრცის განსხვავებას ადამიანებს შორის ბუნებით მდგომარეობაში არსებული ვითარებისაგან (თუნდაც ქვეშევრდომების გარჯაზე სუვერენის ზრუნვის გამო), მივიღებთ ასევე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ორ მამოძრავებელ განზომილებას: ერთი მხრივ, პაექრობისა (საომარი დგომისა) და მეორე მხრივ, უსაფრთხოებისაკენ (მათ შორის, სიმშვიდისაკენ) სწრაფვის რეალობას, სათანადო ანალიტიკური შედეგებით.

მაგრამ, არც ესაა საკმარისი, განხილული ნაშრომის მიხედვით თომას ჰობსის პოლიტიკური ფილოსოფიის სურათის სრულფასოვანი დახასიათებისათვის. ცალკე ასპექტია, მისი მოძღვრებისა და პოლიტიკური ლიბერალიზმის მიმართება. ზოგიერთი მკვლევარი მას ლიბერალიზმის ერთ–ერთ დამფუძნებლადაც მოიაზრებს. დამფუძნებლად ალბათ არა, მაგრამ მის ერთ–ერთ წინამორბედად კი ნამდვილად შესაძლოა დავახასიათოთ თომას ჰობსი, ანუ იმ ავტორად, რომლის იდეებმაც უდავოდ ხელი შეუწყო პოლიტიკური ლიბერალიზმის მიმდინარეობის დაბადებას. ამის მტკიცების საფუძველს ვპოულობთ მის მრავალ კონცეფციაში, თუნდაც მაგალითისათვის: 1.დაწესების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამფუძნებელი შეთანხმების, 2.სუვერენის მოვალეობების, ქვეშევრდომთა თავისუფლებისა თუ 3. ადამიანის ბუნების თაობაზე მის მოსაზრებებში და ეს ჩამონათვალი კიდევ შესაძლოა გავაგრძელოთ.

1.მართალია, თომას ჰობსისათვის დაწესების გზით უზენაესი ხელისუფლების დამფუძნებელი შეთანხმება დადების მომენტში არსებობს მხოლოდ ადამიანებს შორის სივრცეში და ის, როგორც სუვერენის ძალაუფლების წყარო, არ არსებობს, მართალია, მასთანაც ვხედავთ სუვერენის დაკავშირებას საღმთო უფლებამოსილებასთან, მისი ძალაუფლების მთლიანობის, განუყოფლობის, მიწიერი უზენაესობისა და ესე იგი გაძლიერების პრიორიტეტის აქცენტით, მაგრამ ის, რომ თომას ჰობსი მაინც იყურება არა მხოლოდ ზეცის მიმართულებით, არამედ ასევე და უფრო მეტადაც ადამიანებისკენ აქვს მიპყრობილი მზერა, უფრო ართულებს სახელმწიფო ხელისუფლების საფუძვლების მისეულ სურათს. და ყოველივე ეს განასხვავებს ამ თემაზე მის მიდგომას, მისი ეპოქისა თუ ადრეული ავტორების დომინანტური შეხედულებებისაგან. ამ სურათში საკუთარი მნიშვნელოვანი ადგილი 29 უკავია სწორედ ადამიანთა შორის დადებულ შეთანხმებასა და სუვერენს შორის ურთიერთობების კომპლექსურ კონცეფციას.

2.პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ მისი მტკიცებით, ქვეშევრდომებს არა აქვთ მმართველობის ფორმის შეცვლის, სუვერენის განკარგულებების გაპროტესტების, მისი ქმედებების განსჯის, სუვერენის დასჯის და ა.შ. უფლებები,72 სუვერენს რიგითი ადამიანების მიმართ გარკვეული მოვალეობები მაინც განესაზღვრება: მაგალითად, ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კანონების დადგენა, გადასახადების სისტემის მოწყობა თანასწორობის საფუძველზე73 და ა.შ. თავის მხრივ, ქვეშევრდომიც არაა მის კონცეფციაში სრულებით უუფლებო. საუბრობს რა ქვეშევრდომთა თავისუფლებაზე, თომას ჰობსი, მის შინაარსში მოიაზრებს პრინციპს – დაშვებულია ყველაფერი, რაც არაა აკრძალული, ან რეგულირებული სუვერენის მიერ; ანუ ქვეშევრდომი თავისუფალია იქ, სადაც სუვერენი დუმს. ამასთან, ქვეშევრდომს აქვს საკუთარი სიცოცხლის დაცვის თავისუფლება, თვითდაზიანების მიყენების მოთხოვნის არ შესრულების უფლება და ა.შ.74

3.უფრო მეტიც, საკუთარი პოლიტიკური ფილოსოფიის ბაზისურ ნაწილში ადამიანის ბუნების ძირითად ბოძებად თავისუფლებისა და თანასწორობის გამოცხადებით, ის საფუძველს აცლის შუა საუკუნეებისა და მისი ეპოქის არისტოკრატულ–წოდებრივ იერარქიულ სისტემას თუ მეფეთა ღვთიური და ბუნებითი ძალაუფლების მოძღვრებას, რომელიც ამოსავალ წერტილად იღებდა ადამიანთა შორის ბუნებითი უთანასწორობის არსებობას. ანუ, ამ გზითაც თომას ჰობსი მისი ეპოქის ტრადიციული მიდგომებისაგან არსებითად განსხვავებულ ფილოსოფიას აყალიბებს. შესაბამისად, თუნდაც ზემოთ ჩამოთვლილი კონცეპტუალური ამოსავალი წერტილებიდან, ის გარკვეული გაგებით აკაკუნებს კიდეც ლიბერალიზმის კარებზე; მაგრამ, მხოლოდ აკაკუნებს, ვინაიდან, მთლიანობაში, თომას ჰობსი ამ კარებს ბოლომდე არ აღებს და შესაბამისად, არც ცდილობს ზღურბლის გადალახვას. 30

შენიშვნები

1„So that in the first place, I put for a general inclination of all mankind a perpetual and restless desire of power after power, that ceaseth only in death… And from hence it is that kings, whose power is greatest, turn their endeavours to the assuring it at home by laws, or abroad by wars: and when that is done, there succeedeth a new desire; in some, of fame from new conquest; in others, of ease and sensual pleasure; in others, of admiration, or being flattered for excellence in some art or other ability of the mind.“ Thomas Hobbes, Leviathan or the Matter, Form and Power of a Commonwealth, Ecclesiastical and Civil. By Thomas Hobbes, with an Introduction by Henry Morley, LL.D., Professor of English Literature at University College, London, Second Edition, George Routledge and Sons, 1886, XI, pp. 52–53.

2„As a symbol of a political entity, the leviathan is, on the other hand, not just any “corpus” or just any kind of beast. It is an image from the Hebrew Bible, one garbed during the course of many centuries in mythical, theological and cabbalistic meanings. In The Book of Job, Chapters 40 and 41, it is depicted as the strongest and most tremendous sea monster. Portrayed in vivid detail beside him is a land animal, the behemoth.“, „How do the monsters, leviathan and behemoth, relate to each other in Hobbes’ theory? That the leviathan signifies the state and the behemoth represents revolution has obviously not been derived by Hobbes from mythical speculations. Yet it is no accident that for the seventeenth-century Englishman the sea animal becomes the symbol of a peacemaking order, for the leviathan, “the huge whale,” was not an animal alien to the imagination of the English people. In essence, however, both the peace-enforcing function of the state and the revolutionary, anarchistic force of the state of nature are comparable elementary forces. According to Hobbes, the quintessential nature of the state of nature, or the behemoth, is none other than civil war, which can only be prevented by the overarching might of the state, or the leviathan.“, Carl Schmitt, The Leviathan in the state theory of Thomas Hobbes: meaning and failure of a political symbol, foreword and introduction by George Schwab ; translated by George Schwab and Erna Hilfstein, Greenwood Press, 1996, pp.6,21. მეცნიერები პოულობენ ლევიათანის განსხვავებულ წარმოსახვებს ასევე ებრაულ და ქრისტიანულ ტრადიციებშიც და თავად ბიბლიის ებრაულ და ბერძნულ ტექსტებშიც.

3 დამოუკიდებელი აღნიშვნის ღირსია თომას ჰობსის არჩევანი სიტყვაზე “Commonwealth“ სახელმწიფოს გამოსახატად. ეს ინგლისური სიტყვა ნიშნავს სახელმწიფოს, თანამეგობრობას და ა.ა. მაგრამ თუ დავანაწილებთ, შესაძლოა გააზრებულ იქნას, როგორც საერთო common კეთილდღეობა wealth, რაც თავისთავად მეტყველებს ავტორის მიდგომაზე სახელმწიფოსადმი, როგორც სიკეთისადმი. შესაბამისად, სახელმწიფოს ცნების გადმოცემისათვის, ის ტექსტში უპირატესად სწორედ ამ სიტყვას იყენებს. თავის მხრივ, ეს არჩევანი მის ეპოქაში გაკრიტიკებულიც იყო ტრადიციული მონარქიული აბსოლუტიზმის (მეფეთა ღვთიური და ბუნებითი უფლების მოძღვრების) მეხოტბეთა მხრიდან, რომლებიც ამ ტერმინში ხედავდნენ „სახალხო სახელმწიფოსა“ თუ ადამიანთა თანასწორობის აქცენტების პოვნის შესაძლებლობებს. ამიტომ ზოგიერთი ავტორი თომას ჰობსს სათაურიდან ამ სიტყვის ამოღებისკენ მოუწოდებდა კიდეც (მაგალითად, რობერტ ფილმერი (Robert Filmer (1588 – 1653) ნაწარმოებში: Observations Concerning the Originall of Government, upon Mr Hobs Leviathan, Mr Milton against Salmasius, H. Grotius De Jure Belli (1652)).

4„For by art is created that great “Leviathan” called a “Commonwealth,” or “State” in Latin, Civitas, which is but an artificial man; though of greater stature and strength than the natural, for whose protection and defence it was intended; and in which the “sovereignty” is an artificial “soul,” as giving life and motion to the whole body; the “magistrates” and other “officers” of judicature and execution, artificial “joints;” “reward” and “punishment,” by which fastened to the seat of the sovereignty, every joint and member is moved to perform his duty, are the “nerves,” that do the same in the body natural; the “wealth” and “riches” of all the particular members are the “strength;” salus populi, “the people’s safety,” its “business;” “counsellors,” by whom all things needful for it to know are suggested unto it, are the “memory;” “equity” and “laws,” an artificial “reason” and “will;” “concord,” “health;” “sedition,” “sickness;” and “civil war,” “death.” Lastly, the “pacts” and “covenants,” by which the parts of this body politic were at first made, set together, and united, resemble that “fiat,” or the “Let us make man”, pronounced by God in the Creation.“ Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, Introduction, p.11.

5„This is the generation of that great “Leviathan,” or rather, to speak more reverently, of that “mortal god,” to which we owe, under the “immortal God,” our peace and defence.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XVII, p.84.

6„Hitherto I have set forth the nature of man, whose pride and other passions have compelled him to submit himself to government; together with the great power of his governor, whom I compared to Leviathan, taking that comparison out of the two last verses of the one-and-fortieth of Job; where God, having set forth the great power of Leviathan, calleth him king of the proud. “There is nothing,” saith he, “on earth to be compared with him. He is made so as not to be afraid. He seeth every high thing below him; and is king of all the children of pride.”, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXVIII, pp.146-147.

7„Which object worketh on the eyes, ears, and other parts of man’s body, and by diversity of working produceth diversity of appearances. The original of them all is that which we call sense, (for there is no conception in a man’s mind which hath not 31 at first, totally or by parts, been begotten upon the organs of sense). The rest are derived from that original.“, ციტ.გამოცემა, I, p.15.

8„For after the object is removed, or the eye shut, we still retain an image of the thing seen, though more obscure than when we see it. And this is it the Latins call imagination,“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, II, pp.16-17.

9 „But when we would express the decay, and signify that the sense is fading, old, and past, it is called memory. So that imagination and memory are but one thing, which for diverse considerations hath diverse names.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, II, p.17.

10„Much memory, or memory of many things, is called experience.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, II, p.17.

11„But the most noble and profitable invention of all other was that of speech, consisting of names or appellations, and their connection;“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, IV, p.22..

12„By this it appears that reason is not, as sense and memory, born with us; nor gotten by experience only, as prudence is; but attained by industry: first in apt imposing of names; and secondly by getting a good and orderly method in proceeding from the elements, which are names, to assertions made by connection of one of them to another;“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, V, p.29.

13„The signs of science are some certain and infallible; some, uncertain. Certain, when he that pretendeth the science of anything can teach the same; that is to say, demonstrate the truth thereof perspicuously to another: uncertain, when only some particular events answer to his pretence…“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, V, p.30.

14„as I said before, we conceive has been perceived first by sense, either all at once, or by parts, a man can have no thought representing anything not subject to sense.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, III, p.22.

15„No man therefore can conceive anything, but he must conceive it in some place; and endued with some determinate magnitude; and which may be divided into parts; nor that anything is all in this place, and all in another place at the same time; nor that two or more things can be in one and the same place at once: for none of these things ever have or can be incident to sense, but are absurd speeches, taken upon credit, without any signification at all, from deceived philosophers and deceived, or deceiving Schoolmen.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, III, p.22.

16„Liberty, or freedom, signifieth properly the absence of opposition; by opposition, I mean external impediments of motion; and may be applied no less to irrational and inanimate creatures than to rational.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXI, p.100.

17„a freeman is he that, in those things which by his strength and wit he is able to do, is not hindered to do what he has a will to.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXI, p.100.

18„By liberty is understood, according to the proper signification of the word, the absence of external impediments; which impediments may oft take away part of a man’s power to do what he would, but cannot hinder him from using the power left him according as his judgement and reason shall dictate to him.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XIV, p.66.

19„setting aside the arts grounded upon words, and especially that skill of proceeding upon general and infallible rules, called science, which very few have and but in few things, as being not a native faculty born with us, nor attained, as prudence,“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XIII, p.63.

20„From this equality of ability ariseth equality of hope in the attaining of our ends. And therefore if any two men desire the same thing, which nevertheless they cannot both enjoy, they become enemies; and in the way to their end (which is principally their own conservation, and sometimes their delectation only) endeavour to destroy or subdue one another.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XIII, p.63.

21 მანერების ქვეშ თომას ჰობსი გულისხმობს არა ეტიკეტის ან მოქცევის სტანდარტებს, არამედ ადამიანების იმ მახასიათებლებს, რომლებიც ეხება მშვიდობასა და ერთობაში მათ თანაცხოვრებას.“ those qualities of mankind that concern their living together in peace and unity.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა,XI, p.52.

22„Competition of riches, honour, command, or other power inclineth to contention, enmity, and war, because the way of one competitor to the attaining of his desire is to kill, subdue, supplant, or repel the other.“,Thomas Hobbes,ციტ.გამოცემა, XI, p.53.

23„So that in the nature of man, we find three principal causes of quarrel. First, competition; secondly, diffidence; thirdly, glory.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XIII, p.64.

24„during the time men live without a common power to keep them all in awe, they are in that condition which is called war; and such a war as is of every man against every man.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XIII, p.64. 32

25„It may peradventure be thought there was never such a time nor condition of war as this; and I believe it was never generally so, over all the world: but there are many places where they live so now.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XIII, p.65.

26 Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XIII, p.65.

27„In such condition there is no place for industry, because the fruit thereof is uncertain: and consequently no culture of the earth; no navigation, nor use of the commodities that may be imported by sea; no commodious building; no instruments of moving and removing such things as require much force; no knowledge of the face of the earth; no account of time; no arts; no letters; no society; and which is worst of all, continual fear, and danger of violent death; and the life of man, solitary, poor, nasty, brutish, and short.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XIII, p.64.

28 თომას ჰობსი ამ კონტექსტში იყენებს ორ კატეგორიას: law of nature და natural laws. რაც ქართულად არის: ბუნებითი სამართალი (კანონი) და ბუნებითი კანონები. ამასობაში, ბუნებითი სამართლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ დათქმით, რომ თომას ჰობსისათვის სამართალი, როგორც სამართლიანობის სრულფასოვანი წყარო, არსებითად დგინდება მხოლოდ სახელმწიფოს ფორმირებასთან ერთად. თავის მხრივ, ბუნებითი კანონიც სპეციფიკური კატეგორიაა, ის ნიშნავს მახასიათებელს, ხარისხს და ამ კანონებს თომას ჰობსი მორალური ფილოსოფიის კარკასად მოიაზრებს. შესაბამისად, მე ვიყენებ ორივე კატეგორიას, მხოლოდ აღნიშნული პირობების გათვალისწინებით.

29„the liberty each man hath to use his own power as he will himself for the preservation of his own nature; that is to say, of his own life; and consequently, of doing anything which, in his own judgement and reason, he shall conceive to be the aptest means thereunto.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XIV, pp.65-66.

30„a precept, or general rule, found out by reason, by which a man is forbidden to do that which is destructive of his life, or taketh away the means of preserving the same, and to omit that by which he thinketh it may be best preserved.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XIV, p.66.

31 „The laws of nature oblige in foro interno; that is to say, they bind to a desire they should take place: but in foro externo; that is, to the putting them in act, not always.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XV, p.78.

32„which every one hath then kept, when he has the will to keep them, when he can do it safely,“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XVII, p.82.

33 Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XV, p.78.

34 Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXVI, p.132.

35„To the Laws of Nature declared in the fifteenth Chapter, I would have this added: that every man is bound by nature, as much as in him lieth, to protect in war the authority by which he is himself protected in time of peace.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, A Review and Conclusion, p.316.

36„to seek peace and follow it. The second, the sum of the right of nature, which is: by all means we can to defend ourselves.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XIV, p.66.

37„that a man be willing, when others are so too, as far forth as for peace and defence of himself he shall think it necessary, to lay down this right to all things; and be contented with so much liberty against other men as he would allow other men against himself.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XIV, p.66.

38„But because covenants of mutual trust, where there is a fear of not performance on either part…, are invalid, though the original of justice be the making of covenants, yet injustice actually there can be none till the cause of such fear be taken away;“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XV, p.72.

39„Therefore, notwithstanding the laws of nature …, if there be no power erected, or not great enough for our security, every man will and may lawfully rely on his own strength and art for caution against all other men.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XVII, p.82.

40„I authorise and give up my right of governing myself to this man, or to this assembly of men, on this condition; that thou give up, thy right to him, and authorise all his actions in like manner.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XVII, p.84.

41„the Commonwealth … is: one person, of whose acts a great multitude, by mutual covenants one with another, have made themselves every one the author, to the end he may use the strength and means of them all as he shall think expedient for their peace and common defence.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XVII, p.84.

42„the Commonwealth is no person, nor has capacity to do anything but by the representative, that is, the sovereign;“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXVI, p.124. 33

43„For the sovereign is the public soul, giving life and motion to the Commonwealth“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXIX, p.152.

44„covenants being but words, and breath, have no force to oblige, contain, constrain, or protect any man, but what it has from the public sword; that is, from the untied hands of that man, or assembly of men, that hath the sovereignty,“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XVIII, p.85.

45„this kind of dominion, or sovereignty, differeth from sovereignty by institution only in this, that men who choose their sovereign do it for fear of one another, and not of him whom they institute: but in this case, they subject themselves to him they are afraid of. In both cases they do it for fear“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XX, p.95.

46„every man is supposed to promise obedience to him in whose power it is to save or destroy him.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XX, p.96.

47„And then only is his life in security, and his service due, when the victor hath trusted him with his corporal liberty.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XX, p.97.

48„every subject in a Commonwealth hath covenanted to obey the civil law; either one with another, as when they assemble to make a common representative, or with the representative itself one by one when, subdued by the sword, they promise obedience that they may receive life;“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXVI, p.124.

49 Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XX, pp.95-96.

50 მაგალითად, უკვდავება, ჯოჯოხეთი, ხსნა და ა.შ. Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXXVIII.

51„I define a Church to be: a company of men professing Christian religion, united in the person of one sovereign; at whose command they ought to assemble, and without whose authority they ought not to assemble.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXXIX, p.211.

52„a Church, such a one as is capable to command, to judge, absolve, condemn, or do any other act, is the same thing with a civil Commonwealth consisting of Christian men; and is called a civil state, for that the subjects of it are men; and a Church, for that the subjects thereof are Christians.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXXIX, p.212.

53„From this consolidation of the right politic and ecclesiastic in Christian sovereigns, it is evident they have all manner of power over their subjects that can be given to man for the government of men’s external actions, both in policy and religion,“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XLII, p.248.

54„But the king, and every other sovereign, executeth his office of supreme pastor by immediate authority from God, that is to say, in God’s right, or jure divino.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XLII, p.245.

55 Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XLIII, p.265.

56 მაგალითად, რობერტ ფილმერი, საკუთარ ალბათ ყველაზე უფრო ცნობილ ნაწარმოებში Patriarcha, or The Natural Power of Kings (გამოქვეყნდა 1680 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ), სწორედ სამეფო ძალაუფლების საწყისების ტრადიციულ დასაბუთებას (ღვთიური და ბუნებითი უფლება) გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც მის წყაროდ გვევლინება მამის ბუნებითი ძალაუფლება და რომ ადამი იყო პირველი მეფე, რომელსაც ეს უფლება ღმერთისგან ჰქონდა ბოძებული. მეფეთა ბუნებითი (და ღვთიური) ძალაუფლება გამოჰყავს ადამიდან მემკვიდრეობის იდეის ადაპტირებით. შესაბამისად, მისი მტკიცებით, ადამიანები არც თანასწორნი და არც თავისუფალნი არიან ბუნებით.

57 აღნიშნულ სახეობებს ის ჩამოთვლის დაწესებით შექმნილი სახელმწიფოს კონტექსტში (მე–19 თავი), თუმცა, აქვე ამბობს, რომ მმართველობის ფორმის მიხედვით სხვა სახეობის სახელმწიფო არ არსებობს.

58 Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XIX, pp.89, 92.

59 Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XIX, p.90.

60 თომას ჰობსისათვის პოზიტიური სამართალია ის კანონები, რომლებიც არ არსებობდნენ ყოველთვის და კანონებად ჩამოყალიბდნენ უზენაესი ხელისუფლების მპყრობელთა ნების საფუძველზე. თავის მხრივ, პოზიტიურ სამართალს ყოფს: საეროდ და საღვთოდ. საღვთო სამართალის ნაწილი მარადიულია და ეს ნაწილი იმავდროულად ბუნებითი სამართალიცაა. ხოლო სხვა ნაწილს კი პოზიტიურ სამართლად მოიაზრებს, რადგან, მისი თქმით, ეს კანონები არაა მუდმივი და უნივერსალური, მიმართულია არა მთელი კაცობრიობისადმი, არამედ მხოლოდ გარკვეული ხალხისადმი, ან პირებისადმი; საღვთო სამართალი (არის რა ღმერთის აღთქმა) კანონებად გამოცხადებულია იმ ადამიანთა მიერ, რომლებსაც ღმერთი აძლევს ამის უფლებამოსილებას (ამ ადამიანთა შორის ის სუვერენებსაც აღიქვამს). Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXVI, p.132.

61„And of the three sorts, which is the best is not to be disputed where any one of them is already established; but the present ought always to be preferred, maintained, and accounted best, because it is against both the law of nature and the divine positive law to do anything tending to the subversion thereof.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XLII, p.249. 34

62„The ancient law of Rome was called their civil law, from the word civitas, which signifies a Commonwealth: and those countries which, having been under the Roman Empire and governed by that law, retain still such part thereof as they think fit, call that part the civil law to distinguish it from the rest of their own civil laws.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXVI, p.123.

63„Civil law is to every subject those rules which the Commonwealth hath commanded him, by word, writing, or other sufficient sign of the will, to make use of for the distinction of right and wrong; that is to say, of that is contrary and what is not contrary to the rule.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXVI, p.123.

64 Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XV, pp.78-79. ამასთან, სხვა კონტექსტში, თომას ჰობსი პირდაპირი გაგებით კანონების ცნებას მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნორმებთან აკავშირებს. „none can make laws but the Commonwealth, because our subjection is to the Commonwealth only; and that commands are to be signified by sufficient signs, because a man knows not otherwise how to obey them.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXVI, p.123.

65„Civil and natural law are not different kinds, but different parts of law; whereof one part, being written, is called civil the other unwritten, natural.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXVI, p.124.

66„yet in all times kings and persons of sovereign authority, because of their independency, are in continual jealousies, and in the state and posture of gladiators, having their weapons pointing, and their eyes fixed on one another; that is, their forts, garrisons, and guns upon the frontiers of their kingdoms, and continual spies upon their neighbours, which is a posture of war. But because they uphold thereby the industry of their subjects, there does not follow from it that misery which accompanies the liberty of particular men.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XIII, p.65.

67„For the power by which the people are to be defended consisteth in their armies, and the strength of an army in the union of their strength under one command; which command the sovereign instituted“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XVIII, p.87.

68 Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XI, p.53.

69„Concerning the offices of one sovereign to another, which are comprehended in that law which is commonly called the law of nations, I need not say anything in this place, because the law of nations and the law of nature is the same thing. And every sovereign hath the same right in procuring the safety of his people, that any particular man can have in procuring the safety of his own body. And the same law that dictateth to men that have no civil government what they ought to do, and what to avoid in regard of one another, dictateth the same to Commonwealths; that is, to the consciences of sovereign princes and sovereign assemblies; there being no court of natural justice, but in the conscience only, where not man, but God reigneth; whose laws, such of them as oblige all mankind, in respect of God, as he is the Author of nature, are natural; and in respect of the same God, as he is King of kings, are laws.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXX, p.161.

70„every Commonwealth, not every man, has an absolute liberty to do what it shall judge, that is to say, what that man or assembly that representeth it shall judge, most conducing to their benefit. But withal, they live in the condition of a perpetual war, and upon the confines of battle, with their frontiers armed, and cannons planted against their neighbours round about.“, Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXI, p.102.

71 Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXXI, p.162.

72 Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XVIII.

73 Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXX.

74 Thomas Hobbes, ციტ.გამოცემა, XXI.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button