ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Nasdaq-მა, Bloomberg-მა და Reuters-მა დაიწყეს CoinMarketCap-ის ინდექსების ასახვა

20 მარტს პლატფორმებმა – Nasdaq Global Index Data Service (GIDS), Bloomberg Terminal, Thomson Reuters Eikon (Refinitiv) და შტუტგარტის საფონდო ბირჟამ დაიწყეს ორი ორიენტირებული კრიპტოსავალუტო ინდექსის გაშვება კრიპტო ბაზრის მონაცემების მომწოდებელი წამყვანი რესურსიდან – CoinMarketCap.

ინდექსი CMC Crypto 200 Index (CMC200) მოიცავს ტოპ 200 ციფრულ აქტივს ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ (გლობალური კრიპტო ბაზრის 90%-ზე მეტი). მეორე ინდექსი – CMC Crypto 200 ex BTC Index (CMC200EX) – საშუალებას იძლევა მომხმარებლებმა თვალყური მიადევნონ ბაზარზე არსებულ ვითარებას და ცვლილებებს Bitcoin-ის გათვალისწინების გარეშე, რომელიც სეგმენტის კაპიტალიზაციის 50%-ზე მეტს იკავებს.

ორივე ინსტრუმენტის/ინდექსის ადმინისტრირებითა და კვარტალური ბალანსირებით დაკავდება გერმანული საფინანსო ინდექსების მომწოდებელი – Solactive.

Solactive-ის გაყიდვების დირექტორის, ფაბიანა კოლინას თქმით, CoinMarketCap-თან თანამშრომლობა მის კომპანიას საშუალებას მისცემს გამოიმუშავოს ინდივიდუალური ინდექსები თავისი მომხმარებლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში CoinMarketCap-მა დაამატა რეტინგული სისტემის – Fundamental Crypto Asset Score მხარდაჭერა სტარტაპ Flipside Crypto-სგან.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button