სხვადასხვა

ქართული ანდაზები

ბაბუაჩემმა, სიმონიკა მესხმა, მემკვიდრეობით დამიტოვა ძველი ფოტოსურათები და წიგნები. ერთ-ერთი მათგანი, ”ქართული ანდაზები”, თქვენს წინაშეა. მეეჭვება, რომ ეს წიგნი ვინმემ ერთბაშად, ერთი ამოსუნთქვით, თავიდან ბოლომდე წაიკითხოს. სამაგიეროდ, ეს არის აღმოჩენების წიგნი. გადაშლით გვერდს და აღმოაჩენთ, რომ ”ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონდეს – მერცხალი იქნებოდაო”, გადაშლით მეორეს და აღმოაჩენთ, რომ ”ჩიტი – ფრთითაო და ქალი – ქმრითაო”.

ამ წიგნში თქვენ ვერ ნახავთ სიტყვებს ”სექსი”, ”ტელევიზორი”, ”პარლამენტი”, მაგრამ დარწმუნდებით, რომ ამ ანონიმური, ანუ ხალხური გამოთქმების უმეტესობა მაინც თანამედროვედ ჟღერს.

სლავა მესხი

შეკრებილი დ. თურდოსპირელის და ემელ. გაბრიჩიძის მიერ 1935 წლის გამოცემის მიხედვით

  • ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო.
  • ა, დათვი და ა, კვალი!
  • აასვენა, აღარ დაასვენა.
  • ააფრინე ალალი, რაც არ არი – არ არი.
  • აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო.
  • აბლაბუდაც ფიქრობს.
  • აგანგალა – განგალაო, შარშან კატა მომკვდარაო.
  • აგიაშვილის გამზრდელი ქორწილში ყოფილა დაპატიჟებული, სადაც წასულა სადილის უჭმელად, მაგრამ ქორწილისათვის ვერ მოუსწრია და შინ დაბრუნებულს უთქვამს: “იქაც მოვცდი ქორწილსაო, აქაც სადილობასაო”.
  • აგიაშვილის გამდელივით არ დაგემართოს.
  • აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
  • აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს.
  • აგურის ნატეხი ლალს შეადარეს, აქაო და წითელიაო.
  • აგურს რეცხდნენ და უარესი წვენი გასდიოდა.
  • ადათია და წესია – ფეტვი ალაგზე თესია.
  • ადათის ამოწყვეტას – გვარის ამოწყვეტა სჯობია.
  • ადამიანი ადამიანის მალამოა.
  • ადამიანი სიცოცხლეს იწყებს წივილ-კივილით (ტირილით) და ათავებს კვნესით.
  • ადამიანის დაბადება პირველი დღეა, ქორწინება – მეორე და სიკვდილი – მესამე.
  • ადგომაში კეტი უნდა, დაჯდომაში ბოძკინტიო (ზანტზე იტყვიან).
  • ადგომისას ძვლებს ცალცალკე ვეძებ (ძლიერ დაღლილი ვდგები ლოგინიდან).
  • ადე ნახე ჭირიო, დაჯე ნახე ლხინიო.
  • ადე, დაბრუნდი წისქვილო, დასჯერდი შენს ქონებასო.
  • ადლი ორად მოგივა.
  • ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა – თვალებს იფშვნეტს.
  • ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ მოეწევა მწევარი.
  • ადრე ამდგარსა კურდღელსა მწევარი უნდა ქარისა, მისდევს და ვერ მისწევნია, იქავ და იქავ არისა.
  • ადრე ამდგარსა მწევარსა კურდღელი ვერ გაექცევა.
  • ავ მოვალემ რაც მოგცეს – გამოართვიო.
  • ავ მოვალეს ნაცარი გამოართვი, თვალებში შეაყარეო.
  • ავ მოვალეს შავი ნახშირი აართვიო.
  • ავად სახელის დავარდნას, თვალის დავარდნა ამჯობინესო.
  • ავადმყოფი რომ მორჩება, ექიმი შესძულდებაო.
  • ავადმყოფობა ბევრია, ჯანმრთელობა ერთია.
  • ავადმყოფსა ჰკითხავენ (საჭმელი გინდა თუ არაო).
  • ავაფურთხე – ულვაშს მოხვდა, დავაფურთხე – წვერებსაო.
  • ავდარში ცოლი შეირთე, კარგ დარში გამოგადგება.
  • ავდროში ცოლი შეირთე, კარგ დროში გამოგადგება.
  • ავთან – ავი, კარგთან – კარგი (ავკარგიანი კაცია).
  • ავი დასაჭერი ცხენი ავ დასაჭერს მოსძებნის.
  • ავი იქნება – თავისთვის! კაი იქნება – თავისთვის!
  • ავი კაცი თავისთავის მკვლელია.
  • ავი მეზობლისაგან ცეცხლი ნუ გინდაო.
  • ავი მუშა კვირა ძალზე.
  • ავი მუშა კვირა ძალს გახალისდება.
  • ავი სიტყვა მის მთქმელსაო.
  • ავი შემნახავი ქურდზე უარესია.
  • ავი შემნახავი ქურდის ამხანაგიაო.
  • ავი შვილი დედმამის ჭირიაო.
  • ავი შვილი მამას გზაზე უზამს აღაპს.
  • ავი ცოლის ყოლას, ავი ძაღლის ყოლა სჯობიაო.
  • ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო.
  • ავი ძაღლი იყეფებს, იყეფებს, დაიღლება და დადგებაო.
  • ავის მთქმელს კარგი გამგონე უნდაო.
  • ავისა კარგი ნუ გინდა, ნურც მისი მოსაგებელი.
  • ავიც შეუძლია, კარგიცო.
  • ავიხედავ, ცას შევხედავ, დავიხედავ, მიწასაო (არაფერი მაბადია).
  • ავმა რა ქნა – ავის მეტი.
  • ავმა სახლმა, ავმა კარმა, ავად გამადედაკაცა, კარგმა სახლმა, კარგმა კარმა, კარგად გამადედაკაცა.
  • ავს კაცს ქრთამით მოშორდიო.
  • ავს კაცს შორიდან შემოუარე.
  • ავს მეზობელს ცეცხლიც საციქველი ეგონაო.
  • ავსაცა აქვს, კარგსაცა აქვს, ბატონსაც და ყმასაცა აქვს (სახელი).
  • ავს მოვალეს ნაცრით გაეყარეო.
  • ავსა ავი არ მიუგო, მსჯავრი რითღა აიწონოს?
  • ავსა ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქვა.
  • ავჭალაში ქორწილია, მცხეთაში დოლს უკრავენო.
  • აზნაური მჭადს არა სჭამს, მოშივდება – ჭირსაც მომჭამსო.
  • აზნაურის მოკითხული, სუფრაზე არ დაიდება.
  • აზნაურის სტუმრობა, ნუ გგონია ხუმრობა.
  • აზრუმში არ ვყოფილვარ, აზრით კი ვიციო.
  • ათ დავრიშს შეუძლია ერთ წამოსასხამზე დაძინება, ხოლო ორ მეფეს ვერ შეუძლია ცხოვრება ერთ სამეფოში.
  • ათასი გიჟი მირბოდა, ყველას თავისი ერჩივნაო.
  • ათმა კაცმა მე მიჩივლა, ერთმა – შენაო.
  • ათჯერ გაზომე, ერთხელ მოსჭერი.
  • აიღე აჯას ჰქვიან, მოიტანე – ქონებასო.
  • აკაკაჩია, ბაკაკაჩია, გისვამს, გიჭამია, გზა გაგაჩნია.
  • აკურაში ერთი მღვდელი, ოცდახუთი დიაკვანი.
  • ალაგო, ვისი ხარო? და ვინც ზედ მადგანაო.
  • ალალბედზე ცხოვრება, არცხოვრებისთანა არი.
  • ალალმა დამიბერაო, რაც ვიცოდი, სულ ძირს ჩამომაყრევინაო.
  • ალი, ურული, ურული, ურული კუდიანებსა.
  • ალია წავიდა, მუსია მოვიდა.
  • ალია ჯოჯოხეთში არ შევიდა, ძალით შეაგდესო.
  • ალიას ქუდი მუსიას დახურე, მუსიასი – ალიასა.
  • ალხანა წავიდა, ჩალხანა მოვიდა.
  • ალხანას ჩალხანა არ დაელევა.
  • ამ ქვეყანაზე მხოლოდ ერთი პატიოსნება ლაპარაკობს უენოდ.
  • ამ ყურს, იმ ყურს.
  • ამდენი მგელთა ყმუილი უომრად არ გადარჩებაო.
  • ამდენი მგელთა ყმუილი უომრად არ ჩაივლისო.
  • ამინდი მუშაობდა და კაცი თავისას იკვეხდაო.
  • ამირან გულში მღეროდა – ყმანო ბანი მითხარიო.
  • ამოვიარე ალევსო, ფერხული ება ქალებსო.
  • ამოღებული ხმალი პურმარილმა (ან სავსე ჭიქამ) ჩააგოო.
  • ამქარი ამქარს იცნობს.
  • ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება.
  • ამყოლს აჰყევი, დამყოლს დაჰყევი, წყალი ნაპირს გამოგრიყავსო.
  • ამყრელასა, დამყრელასა, თვალში ნაცარ ჩამყრელასა.
  • ამხანაგი ნუ გძულს, საშოვარი ნუ გშურს.
  • ამხანაგის ყოლა ბატონის ყოლას უდრისო.
  • ამხილე ბრძენსა, რათა შეგიყვაროს და ნუ ამცნებ უგუნურსა, რამეთუ შეგიძულებს.
  • ან არ ვარგა ნავში ჯდომა, ან მენავესთან ბრძოლა.
  • ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი.
  • ან ვირი უნდა გავხდე, ან ვირის პატრონი.
  • ან ზღვაზე უნდა იდგე კაცი, ან მთაზეო.
  • ანაბრის შენახვა მგელმაც იცის.
  • ანაბრის შენახვა მიწამაც იცისო.
  • ანაღვლე ბეღელსაო: ბზე – ქარსა და პური მოვალესაო.
  • ანაღვლე ბრმას: სანთელი ძვირია თუ იაფი?
  • ანაღვლე ბუღიას, ბზე – ქარსა, პური – ურიას (რა ენაღვლება ბუღიას (ხარის სახელი) თუ ბზე ქარს მიაქვს და პური ურიას – მოვალეს).
  • ანგარიში სწორე იყვეს – ეს სოკო ხომ ბევრიაო.
  • ანდერძი კაცს არ მოჰკლავს.
  • ანეული არეული, ფეტვი ზეზე მოხნულია.
  • ანი არ იცი, ბანიო, კაცი მოკვდება ზარიო.
  • ანიც ვიცი, ბანიც ვიცი, სიგრძეც ვიცი, სიფართეცა.
  • ანს დახედე, ბანს დახედე, სიგრძესა და განს გაჰხედე.
  • ანჩხლი ცოლი ქმარს ჭკუიდან შეშლის.
  • ანწლი არ მოგვცემს ყურძენსა.
  • აპრუწვით არის მაზარა, კალოზე ბარგი დაყარა.
  • აპრუწუწუნის წამალი პრასა და ნიახურია.
  • არ აშენდა, გადაშენდა.
  • არ აშენდა ხუროს სახლი, არც არა მონადირისა; სამი თვით უწინ დაივსო მეთევზე-მებადურისა.
  • არ გაგივიდა, თარხანო, ნიადაგ შენი ტყუილი.
  • არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა, არ გაიკითხვენ გოგოსა ტირილითა და ვიშითა.
  • არ გაიხარა გაუხარელმა.
  • არ გამოდგეს ყვავი ყორნად, არც უგვარო გვარის სწორად.
  • არ გასაზრდელო ვინა ჰკითხავს, რამდენი წლისაა.
  • არ ეშინია ბაადურს ბაკაკაურის ხმალისა.
  • არ ვარგა კაცი უმტერო, არც ეგრე მტერ მორეული.
  • არ ვარგა ქალი მეჭორე, სოფლად – ვაჟკაცი მკვეხარა.
  • არ მინდა, ჯიბეში ჩამიდოვო.
  • არ მინდამა ცხრა ხინკალი შესჭამაო.
  • არ მინდოდა ჯერ შობა, მერე სიკვდილიო.
  • არ უგვარობს მწყერსაო, არ შახდების ხესაო.
  • არ უნდა ჭირში გატეხა თუ კაცი გონიერია.
  • არ უწერია ტურასა ერწო თიანეთს ღმუილი (იქ ვერ იცხოვრებს).
  • არ ცოდნა – არ ცოდვააო.
  • არ ძალუძს ხესა ხანეშსა ტკბილთა ნაყოფთა მოსხმაო.
  • არა გიშავსრა, თუ არ გიჩანსრა.
  • არა გყავდეს მეგობარი – ეძებე, როცა იპოვნო კი – ერიდე.
  • არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო.
  • არა ვკრავ – გარბისო, რომ დავკრავ – უფრო გაიქცევაო.
  • არა კუას – ცხენი, კუას – არაფერი.
  • არა მარა, დარდუბალა.
  • არა მკითხე მოამბეო, თაროს ჩამოუარეო.
  • არა მშურს ჭირი ჭიმბურისათვის.
  • არა მწამს რა დიაცისა, არცა მოწმენდილი ცისა.
  • არა მწამს ქინძი ქონდრადა და მწვანე კიტრი – გოგრადა.
  • არა სცმია მამაშენსა, ნურც შენ დასცვეთ მარმაშებსა.
  • არაკუნე კედელი, დაარიგე რეგვენი.
  • არას მომცემო და ყბასაც მომტეხო?
  • “არალე, თარალე” – სიტყვის გასამართლებელია.
  • არასოდეს არ გაჰხმების წყალთა შინა ხეთა ძირი.
  • არასოდეს არ ივარგებს წყალთაშუა ხეთა ძირი.
  • არასოდეს არ ცხონდება უშვილო და პურა ძვირი, თუ უშვილო ცხონდებოდეს, სამოთხეში შევა ვირი.
  • არაფერი ბედაური შვილია (დაწუნებულზე იტყვიან).
  • არაქელას ფარჩას არუთინა ხევდა.
  • არვინ იცის ხვალ და ზეგა რა მოვა და რა იქნების.
  • არვინ სვას ნაცვლად შაქრისა, წვიმა გუბეთა მდგომელი.
  • არზრუმს ვირი კიტრადა ღირს, ჯორი საგზლად მოუნდება.
  • არმად ნაშოვნი – არმად წახდებაო.
  • არნადი და ფიწალიო, შენ ვეღარას ისწავლიო.
  • არსიანის მთაზედაო, პატარძალი ცეკვავდაო.
  • არც არა მინდა მეშიო, ნურც არას შემომხვნეშიო.
  • არც არავის ყმა ვყოფილვარ, არც არავინ ყმად მყოლია, ძველი პური, ძველი ღვინო წლით წლობამდის გამყოლია.
  • არც გავიქეცი, არც წავიქეცი.
  • არც დაარტყამს – არც გაილახება.
  • არც დედა, არც დედინაცვალიო.
  • არც დევს და არცა მშიანო (არც გვაქს – არცა მშიაო).
  • არც ერთ ბაღლინჯოს თავისი სუნი არ ესმის.
  • არც ვიყავი რძალი კარგი, არცა შემხვდა ქმარი კარგი.
  • არც მარტმა დამაყარა კარგი, არც აპრილმაო.
  • არც მგელი მშიერი და არც ბატონს ზიანი.
  • არც მიწა ჩასკდება, არც ცა ჩამოიქცევაო.
  • არც შენ შეგრჩება ერთი დროება.
  • არც შენი სიმწარე მინდა, არც შენი სიწმიდავეო.
  • არცა ვჭამ რძესა, არც გავუწვები მზესა.
  • არცა მყოლია ბატონი – არც დამზნექია წელიო.
  • არცა ხნავდენ – არც აცხობდენო.
  • არწივმა ორი ბარტყი იცის.
  • არჯაკელა ჯაკდებოდა, ქალსა გული უკვდებოდა.
  • ას კაცში რომ კაცი შეშინდება, ზიარება არ უწევსო.
  • ას კინკილა, კინკილა, დღეს შაბათი, ხვალ კვირა.
  • ას ძმას ასი ცხვარი ბევრი ეგონაო.
  • ასარ-ბასარ-ყურ-ქედანა – ძაღლების სახელებია (ერთს ხალხურ ზღაპარში: მეტად კაპასი ძაღლები ყოფილან და ვისაც მათი პატრონი მიუსევდა, ცოცხალს აღარ გაუშვებდნენ).
  • ასარ-ბასარ-ყურქედანასავით ეცა.
  • ასე გაგიხდი საქმესა, თვალებს გაცეცებინებ, შინ რომ აღარ დაგესწროს, გარეთ გასესხებინებ.
  • ასე გაგხდი, რომ კარი კედელი გეგონოს და ვირი – მჭედელიო.
  • ასე გავიდა მარტიო, არ მოკლა ერთი ბარტყიო.
  • ასე გავიდა მარტიო, არ მომიკლა ციკნის ბარტყიო (მარტმა ჯიბრზე სამი დღე ისესხა აპრილისაგან, მეცხვარემ გუდაში კატა ჩასვა და ჭურში ჩამოჰკიდა; სამი დღე ცხვრებს კატის ყურებაში და ჩხავილში ჭამა დაავიწყდათ, მარტმა კი ვერაფერი დააკლო).
  • ასე გვარისა წამხდენსა – არ უწოვია დედის რძე.
  • ასე ჩემო, მანასეო, ხან ისე და ხან ასეო.
  • ასე ჰგონია, ალა-ალა იყოს!
  • ასეთი არის სიბერე, სიპ ქვასაც შეეპარება.
  • ასეთი ხიდი გასდე, შენმა შვილის შვილმაც ზედ გაიაროსო.
  • ასეთმა ფურმა დამწიხლოს, რომ საწველელს მივსებდესო.
  • ასეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე ჩივჩივით იწველიდესო.
  • ასეთსა გნახავ, ლიახვო, დაგსეოდენ კოღოები, შიგ ბიჭები დადიოდენ და უნიფხო გოგოები.
  • ასეთი გოდორი დასწანით, რომ თქვენს შვილებსაც გამოადგესო (ერთს ადგილს ჩვეულება ჰქონდათ, კაცი რომ დაბერდებოდა, გოდორში ჩასვამდენ და კლდიდან გადააგორებდენ. ერთი ბრმა ბებერი კაცის შვილებმა მოინდომეს მამისთვის გოდორის დაწვნა. ბერ კაცს ესმოდა იმათი ლაპარაკი და ჰკითხა: რას აკეთებთო? – უთხრეს, გოდორს ვწნავთო. ვიცი, ვისთვის გინდათო, მაგრამ ისეთი დასწენით, თქვენს შვილებსაც გამოადგესო. ეს რომ უთხრა, ხელი აიღეს ამ საქმეზე).
  • ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქნელია.
  • ასი ერთად და ერთი ასადო.
  • ასი კაცი ცხენს კაზმავდა, “ვაი უკაცობასაო”.
  • ასი კონა ჩალა კაცს ქვეშაგებათაც კი სჭირდებაო.
  • ასი მკარ, ერთი მათქმევინე.
  • ასი ნათლიდედასაო და ერთი სვინასაო.
  • ასი ურტყი დავითასო, მაინც იტყვის თავისასო.
  • ასლან წავიდა, უსლან მოვიდა.
  • ასლი, კორკოტო, ჯერ არ მიჭამიხარ მუცელსა მგვრემ, რომ შეგჭამო მერე რაღას მიზამო?
  • ასლიანს ერთხელ უთხრეს, ბედასლიანს – ათასჯერა.
  • ასმა კაცმა ასი კაცი იტივაო.
  • ასს კაცს ერთი ცხვარი უხაროდათ.
  • ასტყდები, აღარ დადგები ოხერ ზენა ქარივითა.
  • ასწიე მძიმე მძიმესა, მსუბუქი გადამმეტია, თუ კაცი კაცსა ვერ იცნობს, სიკვდილზე გადამეტია (მესხ.).
  • ასწიე – ღონესა ჰქვია, დასწიე – უღონობასა.
  • აურწყავი ქერიო და ოხერი ვირიო.
  • აფრინე, აფრინეო, რაც არ არის რა ვაფრინოო.
  • აფხაზმა სთქვა: “მეგრელს თუ თოფი მოხვედრია – ჯირკვს მოხვედრია”.
  • აფხაზს დაუწყევლია: “ღმერთმა არც შენ გაცოდინა და არც სხვისა დაგეჯერაო”.
  • აქ იყავი, არა მნახე, ვირზე შეჯექ ისე მნახე.
  • აქ მე ვარ და გორს ამირანიო.
  • აქაოდა რბილიაო, აბა, ყლაპე ნინიაო!
  • აქე და ერიდე.
  • აქეთ კურო მიდგანა, იქით სიკვდილიო (გურ.).
  • აქეთ მოვცდი ყოფასა, გაღმა ქორწინებასა.
  • აქეთ პირი, იქით პირი, ყუა სადღა გაქვს?
  • აქლემები წაიკიდნენ, ვაი კოზაკის ბრალი.
  • აქლემი აბაზი ღირდა და აბაზიც არსად იყოვო.
  • აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს.
  • აქლემი კლდეში გადავარდა და ვირმა ყროყინი შეჰქმნა. რა გაყროყინებსო? – მე ამომატანინებენო.
  • აქლემის კუნტრუში აღმართში გამოჩნდებაო.
  • აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო.
  • აქლემის შუშპარი ხიდზე გამოჩნდება.
  • აქლემს ასი აზრი ჰქონდა, აქლემის პატრონს ასერთი.
  • აქლემს თათრულად რა ჰქვიანო? – არც ეგრე მსხვილ-მსხვილი ვიციო. ნემსს რა ჰქვიანო? – არც ეგრე წვრილ-წვრილი ვიციო.
  • აქლემს მიულოცეს, კოზაკი გეყოლაო, მე კი საპალნე არ მომშორდა და გინდ ხუთიათასი მეყოლოსო.
  • აქლემს საცერი დაადგეს – დაწვაო, ააცალეს ადგაო (პატარა საპალნესაც მნიშვნელობა აქვსო).
  • აქლემს უთქვამს: რომ არ დამაჩოქებდნენ ქვეყანას ავიკიდებდიო.
  • აქლემს უთხრეს კისერი მრუდი გაქვსო – და სხვა რაღა მაქვს სწორიო.
  • აქლემს ქოქოლა დააყარეს, ჰაი შე კუზიანოვო.
  • აღარა შესძლებია რა ჭაღარა შერთულ ბერსაო (მოხუცს), ხელდახელ დათვი მოუკლავს და ემუქრება დევსაო.
  • აღარც მემხრება, აღარც მეყრება.
  • აღდგომის კვერცხივით უხარია.
  • აღმა ქარის, დაღმა – წყალის.
  • აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო.
  • აღმართმა სთქვა: ვაჟკაცი მოვღალე, ბერმა კაცმა მომღალაო.
  • აღუ, ნეკზე არ მიკბინო!
  • აშელის მაგიერ ბაშელს ყური მოაჭრესო.
  • აშვებული ძაღლი პატრონის შემნახველსა ჰგავს, დაბმული დამნაშავესაო.
  • აჩელიეს ყანა მქონდა, ბაჩელიას – ნალიეო.
  • აჩეჩამ* უთხრა გუთანსა, გუთანო, პური მიტეხეო. – აჩეჩავ, მაშინ სად იყავ, მე რომ ყამირი გავტეხეო?* აჩეჩა – სახვნელი ორხელი (პრიმიტიული).
  • აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია, ვისაც კი მოუჭამია, მას მალე დაუნანია.
  • აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია და ვინც კი აჩქარებულა, მალე თან გადაჰყოლია.
  • აძუნძულდი, ღმერთს მოსძულდი.
  • ახ, ავარა დავდივარ; ღამე შინ არ შევდივარ, ოჯახს არას ვარგივარ.
  • ახ, საქო, საქო, შენ ჩემო საქო! შენ რომ ჩათლახი ხარ, მე როგორ გაქო?
  • ახალს თხოულობს (როცა ტანისამოსი გაცვდება, ან სახლი დაძველდება – მაშინ იტყვიან).
  • ახალ-ახალი მეთოფე კაცს არად გამოადგება, იყიდის ტყვია-წამალსა, ყელთამდის ვალში ჩაჯდება.
  • ახალ კიტრს და ახალ ამბავს ძვირად ნუ იყიდი, მალე გაიაფდება.
  • ახალ მთვარეზედ დათესილი ჭირნახული ყოველთვის კარგი იცის.
  • ახალ სოფელს ქინძარაო, გინდ ყოფილა, გინდ არაო.
  • ახალ წელიწად დღეს ვირმა ბაგაზე შეიტყო, რომ დღემ იმატაო.
  • ახალგაზრდობით მოგებული და შენახული სიბერის დროს ხმალია.
  • ახალი ჩალა დამიგეს, მკერდი ხუობს (უარობს) დაწოლასა (ზმა).
  • ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ნაგავსა!
  • ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა.
  • ახალი ცოცხია.
  • ახალციხეში ვირს მარილს აზიდვინებენ და არ ალოკებენო.
  • ახითა და იოლითა, განა ხახვითა და ნიორითა.
  • ახლო ვიყავ არა მნახე – შორით მომეცი სალამი.
  • ახლო ვიყავ ვერა გნახე, ვირზე შევჯექ ისე გნახე.
  • ახლოს გყავდი – არ გიყვარდი, შორით შენი ჭირიმეო.
  • ახლოსა ხარ, წვერებს მგლეჯავ, გამშორდები რა იქნები.
  • აჯაფ-სანდალი გახდა (საქმე აჯაფ-სანდალივით აირიაო. აჯაფსანდალი მოხრაკული საჭმელია, რომელიც მზადდება ბადრიჯანისა, ოქრო-ვაშლისა (პამიდორი) და კართოფილისაგან).
  • აჯიეშვილის პირობაში აგიეშვილი მოსთხარესო.
  • აჰა შენი ვალიო, მეც ჩახმახი მაქ მარდიო.
  • აჰე, მღვდელო, კორკოტი. შენ ამისთვის მორბოდი.
  • აჰყევი ფეხის ხმასაო.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • ბაბე ცხონდეს სხვის პურ-ღვინოზეო.
  • ბაბიდას ეუბნებოდნენ, რძალს ასმენდნენო.
  • ბაბუას შვილიშვილი ძველ დროს ასწავლიდაო.
  • ბადრიჯანს რომ ფრთები ებას, მერცხალი იქნებაო.
  • ბავშვი აკვანში იცნობებაო.
  • ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო.
  • ბავშვი ტირილისა – გოჭი – ჭყივილისა.
  • ბავშვის მაღალი ტირილი, თითის გალოკვა თაფლად ღირსო.
  • ბავშვის ნაწლავები ღობეზე ეკიდა და მაინც ფანცქალებდაო.
  • ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო.
  • ბავშვმა ქვეშფსმა იცოდა, – წამალი უყვეს და ქვეშ-გასვლა ისწავლაო.
  • ბავშვს გაუცინე – მუშტს გიჩვენებსო.
  • ბავშვს და კატას მკათათვეში ფეხები დააძრებაო.
  • ბავშვს ის არგებს, რაც დიდებსაც არ აწყენსო.
  • ბავშვს კვერიას ნუ დაპირდები, ხატს – სანთელსა.
  • ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო.
  • ბალანს ჭყუა ჰქონდეს, ყველგან არ ამოვაო.
  • ბალახი ნაგზაურისა, ქალი-კი აზნაურისა.
  • ბალი წვერში გამწარდება და ტყემალი ძირშიო.
  • ბალს ქერქი მაშინ გააძერი, როდესაც გაეცლებაო.
  • ბამბით მოგჭრის ფეხს (გაიძვერა).
  • ბანგი-ბუნგი ყანასაო, მერე ამისთანასაო.
  • ბარაქალამ მაზარალა, ოლოლამ ვერა მიყო-რა (აღზრდა).
  • ბარში რომ ჭკუა დაიკარგება, მთაში მოძებნეო.
  • ბარში ჭყუის დამკარგავი მთაში დაიწყებს ძებნასო.
  • ბატონი რომ ყმას უწყრება, იმედიაო.
  • ბატონი ყმასა სწუნობდა, ყმა კიდე – მასთან ყმობასო.
  • ბატონი ცხენზე ვერ შეჯდა, მეჯინიბეს უწყრებოდაო.
  • ბატონის კაცს ჯერ ნუ გალახავ, თუ გალახავ, ისე გალახე, რომ გალახვა ერქვასო.
  • ბატონის ნახვა თუ გინდა, ჯერ კარის კაცი უნდა ნახოვო.
  • ბატონის ნება არ არის? თუნდ აღმა იქმს ფეხებს, თუნდ დაღმა.
  • ბატონის რისხვა – წყალობაა.
  • ბატონის სურვილი ყმისთვის კანონიაო.
  • ბატონისა ჯავრობაო, შენ გეგონოს “ჯვარობაო”.
  • ბატონმა გულში იმღერა და ყმები დახოცა, რატომ ბანი არ მითხარითო.
  • ბატონმა რომ სთქვას მუხას ვაშლი აბიაო – უნდა დაუჯერო.
  • ბატონმა სთქვა: “ჰაერშიაც კარგად ვფრინავ და მიწაზედაც კარგად დავიარებიო”.
  • ბატონმა ცხენი გაუბოძა, მეჯინიბე სწყრებოდაო.
  • ბატონო, ჩხიკვი მოგიკვდაო, – მე დაბადებაც არ გამიგიაო.
  • ბატონს ბატონურად მოეჰყარ და ყმას – ყმურადაო.
  • ბატონს ზურგი სტკიოდა ყაზახები სტიროდნენო.
  • ბატონს ყმა უნდოდა უსმელ-უჭმელი, ტან ჩაუცმელი, შინ მოუსვლელი.
  • ბატონიშვილის მუცელი ადლი და ნახევარია, საწყალი გლეხი კაცისა, არც იმის ნახევარია.
  • ბატონიშვილის შვილიო, ათი ბათმანი ტილიო.
  • ბატის პატრონს ქათამი არ დაეჭირებაო.
  • ბაღდადს ვირი კიტრად იყიდება, მაგრამ იქ წასვლა-მოსვლა თავის საგზლით ერთ ჯორად ღირს.
  • ბაღჩაშია გადვიხედე, ვირი სძოვდა ბოლოკსაო.
  • ბაყაყი გუბეში, ვაშლი უბეში.
  • ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო.
  • ბაყაყმა ფეხი აიშვირა, მეც ნალი დამაკარითო.
  • ბაძვა სჯობია შურსაო.
  • ბებერი რომ დაბერდება, მიუჯდება კერასაო. ნატეხ პურს რომ ვეღარ შესჭამს მთელს დაუწყებს ცქერასაო.
  • ბებერი ხარისა რქანიც ეწევიანო.
  • ბებერმა სთქვა, ხარჯს ეწევით, ბარემ მეც დამაქორწინეთო.
  • ბებერსა სარძლოთ მორთულსა უფრთხილდი, მოერიდეო.
  • ბებერსა სცემეს და კარები გადმოკეტესო.
  • ბებია პატარებს აკრავდა, პაპა დიდებს ყლაპავდაო (დედაკაცი ზოგავდა, მაგრამ პაპას როგორ დაეზოგა, როცა შიოდა).
  • ბებია, წირპლიან თვალში იმიტომ გაკოცებ,-პატარა კვერი დამიკრაო.
  • ბებიას გამომცხვარი კვერი ტფილისის ქალაქს შეხვდაო.
  • ბებრის ქორწილში ქერის ლავაშს ვინ დაიწუნებს.
  • ბედაურ ცხენს გაკრეჭილ კვიცს არ შეუჯიბრებენო (რომ ვინიცობაა არ აჯობოს და არ შეარცხვინოს).
  • ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო.
  • ბედაური ბოლოსო.
  • ბედაური ცხენი მათრახს არ დაიკრავსო.
  • ბედაურიდან ჩამოხტი და ვირზედ შეჯექო?
  • ბედაურის მოგებულს ვირი შესჭამსო.
  • ბედაურსა სჭედდენ და ბაყაყმაც ფეხი აიშვირაო.
  • ბედი მას ჰქვიან, რომ კართან მოადგეს და უშრომელად.
  • ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე.
  • ბედი მომეც და სიპ ქვაზე დამსვიო.
  • ბედი ხნავს, ბედი თვით სთესავს, ბედი მოიყვანს ყანასა.
  • ბედი ხნავს და ბედი სთესავს, ბედი მოიყვანს ყანასაო.
  • ბედმა სთქვა: “ვინც მომიხმარს, წელიწადში ერთხელ ყველას კარზე შემოვჯდებიო”.
  • ბედნიერ კაცს ცოლი მოუკვდება, უბედურს – ხარიო.
  • ბედნიერება თუ მოგჭარბდა ცოლი შეირთე.
  • ბედნიერების საღამოს გაადილავებს ზენაო.
  • ბედნიერთა მონაგები, უბედურთა წანაგები.
  • ბედნიერი შეესწრა, უბედურმა არ აჭამა.
  • ბედნიერს უთოვდეს (ანუ უწვიმდეს) უბედურს უქროდეს.
  • ბედის მორჩილი მონობაში მოკვდებაო.
  • ბედში კაცსა გვიან იცნობ, უბედობას გამოიცნობ.
  • ბევრი ბოდიშის მოხდას, ბევრი სალამი უნდაო.
  • ბევრ მოყვარეს – ბევრი მტერი სჯობიაო.
  • ბევრი გამზრდელი ბავშვს ვერ გაზრდის.
  • ბევრი გამზრდელის ხელში, ბავშვი დახაშრული შეიქმნებაო.
  • ბევრი გამზრდელის ხელში ყმაწვილი დაიჩაგრება.
  • ბევრი ვოიში, ხარს უკუღმა წაიყვანსო.
  • ბევრი მგელი ნავნებს ვერა იქმს.
  • ბევრი მჭამელი კაცის, მოსამსახურე და ძაღლი მშივრები დარჩებიან.
  • ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი.
  • ბევრი ფაცია – კალო გადაჰხედია.
  • ბევრი ყოყმანი კაცს წაახდენსო.
  • ბევრი შვილი ჭირიაო, ცეცხლიც არის ვერცხლიც არისო.
  • ბევრი ცემით რკინაც დაიღვედებაო.
  • ბევრი ხარის დაკვლას ხედნა სჯობსო.
  • ბევრი ხელი ჯაფაშიო, ცოტა ხელი ჭამაშიო.
  • ბევრი ხელის ჭირიმე, ერთი პირისა (ბევრი გამკეთებლის ჭირიმე და თანხმობისაო).
  • ბევრი ხელის ჭირიმე, ცოტა პირისა (ე.ი. ბევრი გამკეთებლის ჭირიმე და ცოტა მჭამელისაო).
  • ბევრი ჰო-ჰოო ხარს გააგიჟებს.
  • ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა.
  • ბევრის მოლაპარაკეს ცოტას მთქმელმა აჯობა.
  • ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო.
  • ბევრის მჭამელი და ცოტასი ერთბარად გამოდის.
  • ბევრის მჭამელმა ცოტაც ვეღარ ჭამა.
  • ბევრის მჭამელს ცოტას მჭამელმა აჯობა.
  • ბევრის მსურველი კეთილს ვერა ნახავს.
  • ბევრნაირად ჭრელ წინდასა ერთი ფეხი სცვეთსო.
  • ბევრს ნუ იჯავრებ – მალე დაბერდები.
  • ბევრჯერ ვნახავ ივანესა კარზე შემომჩივანესა.
  • ბელტოს სცივა და ხახამს წვერი სცვივაო.
  • ბეჟანმა* სთქვა: გაგონილი ნახულთან არ იქნებაო.* ბეჟანი – “ბეჟანი”-ს გმირი, გივის შვილი, როსტომის ძმისშვილი.
  • ბერდებოდაო – ბედს ელოდაო.
  • ბერი კაცი ბერდებოდა, ცხენს უკუღმა შეჯდებოდა.
  • ბერი კაცი თვრესო, ვაჟკაცს ერთი ხვდესო.
  • ბერი კაცი, რომ ჭიანურს ისწავლის საიქიოს გამოადგებაო.
  • ბერი კაცმა სთქვა: “ნურც მაჭმევ, ნურც მასმევ, ცეცხლზე გამათბეო”.
  • ბერი რას იზამს, თუ მოლოზანი არ შესცდაო.
  • ბერი ცხენის ჭრელი უნაგირი, ვის გაუგონია?
  • ბერი ხარი ან უნდა დაჰკლა, ან ჰხედნოო.
  • ბერმა და მონაზონმა ჯოჯოხეთი აავსოო.
  • ბერმა კვერცხი თავით დაიდო, ეგები აღდგომა მალე გამითენდესო.
  • ბერმა ლამაზი იშოვნა, “ბალნიანიაო”.
  • ბერო, არ გინდა ცხონება და ღმერთმაც ნუ მოგცესო. (გაცხონოსო).
  • ბერო! გაუშვი ბერობა, სხვა დაიჭირე ხელობა.
  • ბერო ერთი მადლი გქონდა, ეგეც მოგეღოვო.
  • ბერო მადლი წაგიწყდა და მოლოზანო, სალოცავი.
  • ბერო, სული გირჩევნია, თუ ლამაზი ქალებიო? – სააქაოს ქალი მიყვარს, საიქიოს – სულიო! (საიქიოს სული მინდა, – აქ ლამაზი ქალებიო). შენი სული შენდა გქონდეს, მე ლამაზი ქალებიო.
  • ბერო, ცხონდიო! – როდის ბატონო? – რომ მოკვდები მერეო.
  • ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა.
  • ბეღურა და ბეღურა ჩიტი სხვის სანაკელოზე იბრძოდნენო.
  • ბეციანმა მღვდელმა “შენდობაც” დაკარგა, “გამარჯობაცაო” (ეს მღვდელი გაეკრიჭათ და გადაყენებულისათვის არც “შენდობა” ეთქვა ვისმეს, არც “გამარჯვება”).
  • ბზე თუ სხვისია, საბძელი ხომ შენიაო (ნაყრევანს ეტყვიან).
  • ბზეს დრონი გაჰყიდიანო.
  • ბზობასა და აღდგომას ერთნაირი (ამინდი) დღე იცის.
  • ბზობის ყვავივით დაიკარგა.
  • ბიამ სთქვა “მეც ხომ ხილი ვარ, თითო და თითო ყადარი, სიმწიფით თავსა ვერ ვიქებ, დაბადებით ვარ მაგარი”.
  • ბინდის ფერია სოფელი.
  • ბიჭი ის არის, ვინც ორი შაურით აჭმევს ცოლს პურსაო.
  • ბიჭმა იცის ბიჭური, გოგომ იკლიკანტური.
  • ბოდბელო შეგიტყვე ეგ შენი ძაღლობა.
  • ბოზი ქალი საიქიოს ცხელ კეცზე ჯდანაო.
  • ბოზი ყველას ბოზს დაუძახებსო.
  • ბოზს ბოზობა არ გაუვიდა მაჭანკლობას მიჰყო ხელი.
  • ბოზს ყველა ბოზი ჰგონიაო.
  • ბოლოდ მომკადა წესია, რაც წინედ დაგითესია.
  • ბოლოკად არ ჩაუგდია (არაფრად არ ჩაუგდია).
  • ბოლოკის ძირი თხელი სჯობია (მესხ.).
  • ბოლოკმა სთქვა: “თავს თუ არ მომჭრი, ერთ თავჭირს მოვკლავო”.
  • ბოლოკმა სთქვა: “მე და თაფლი ისეთი ტკბილი ვართო, რომ რაღაო”. თაფლმა უთხრა: “მე უშენოდაც კარგი ვარო”.
  • ბოლოკმა სთქვა: “უკადრისმა გამთალა და მსუნაგმა გამფხიკაო”.
  • ბოლოკმა სთქვა: “უკადრისმა გამთალა, მსუნაგმა შემჭამაო”.
  • ბოლოკმა სცნასო (სიავ-კარგე).
  • ბორიოს მოტანილს, ბორიო წაიღებს.
  • ბოროტი შვილის დედასა, რა მოაშორებს სევდასა?
  • ბოროტია იგიც, ვინც მხოლოდ თავისთვის არის კეთილი.
  • ბოროტისაგან კეთილი, შურით ვერ გამოირჩევისო (გაარჩიესო).
  • ბოსელში ისე ვერ შეხვალ, ავი სუნი არ გეცესო.
  • ბოშას ხელმწიფობა უბოძე, და წინდაწინ თავის დედა შესვი ვირზედაო.
  • ბრალი ქოთნის მუცლისა, თორემ აბა ძირს რა უჭირსო.
  • ბრალის, ანუ დანაშაულის სხვაზე დაბრალება ევადან დაიწყოო.
  • ბრინჯი ვიყავ, ქერობა მინდოდა; გვრიტი ვიყავ, მწყერობა რად მინდოდა?
  • ბრიყვი უწინ იტყვისო.
  • ბრიყვის საგზალი ადრე დაილევაო.
  • ბრიყვს-სიძეს სიდედრ-სიმამრის ქონება თავისი ეგონაო.
  • ბრიყვს მასწავლებელი სძულსო.
  • ბრიყვის კაცისა სიცოცხლე, სიკვდილზე უარესია.
  • ბრმა ბრმაზე აკიდებული სათხოვნელად ვის უნახავს.
  • ბრმა თვალმა ერთი ცრემლის ცვარი რომ დააგდოს, ისიც კარგიაო (ხევს.).
  • ბრმა, თვალხილულს ატყუებდაო.
  • ბრმა რას სჩივის, და თავის უსინათლო თვალსაო.
  • ბრმა ქათამსა ასე ჰგონია, ყველგან ხორბალი ყრიაო.
  • ბრმა ღობეს მიადგა, შენს იქით გზა არა მაქვსო.
  • ბრმა ყვავსა ღმერთი აუგებს ბუდესაო.
  • ბრმა ხარსა სხვისი მოხნული თავისი ჰგონიაო.
  • ბრმათა შორის ცალ თვალიო, ვით პირველი სარდალიო.
  • ბრმას რა უნდა , და ორი თვალიო.
  • ბრმას ცოლი მოუკვდა – როგორ გავაგებინოთო? – გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო.
  • ბრმასა და კოჭლისაგან ქვეყანა ამოვარდნილიაო.
  • ბროწეული რომ ბატკნის ხმას გაიგებს – დალპებაო.
  • ბრუციანმა სხვას მიაძახა: “ჰაი, შე ბრუციანო”-ო.
  • ბრძანება ქონებაზე ჰკიდიაო.
  • ბრძენი სიტყვა ითქვა – ბრძენო ყურო სადა ხარო.
  • ბრძენის ურიგო ქცევისა ბაძვით წახდება ერიო.
  • ბრძენისა “მე მგონია” უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე ბრიყვისა “მე გარწმუნებთ”-ო.
  • ბრძოლად კაცსა უნდა: ფარხმალი, გული, გამოცდილება.
  • ბუზანკალი ბედაურის და ჩოჩორის კუდ ქვეშ ერთნაირად არისო.
  • ბუზი მყრალი კი არ არის, საძულველიაო.
  • ბუზი რომ თავზე დაგბზუის, კოღოც მაშინ დაგკბენსო.
  • ბუზს სპილოს ყურში დაუზამთრდა და გაზაფხულამდე დარჩა, მერე გამოვიდა და სპილოს მადლობა მოახსენა. სპილომ უთხრა: ვინა ხარ? მე შენი არც შემოსვლა გამიგია და არც გასვლაო.
  • ბუზსა ჰკითხეს: რათა ბზუიო? – იმიტომ, რომ როცა ჩუმად ვარ – მადლიერი არავინ არისო.
  • ბულბულმა კარგი გალობა იცის, მაგრამ ხორცი არ უვარგაო.
  • ბუმბულს მანამ ქარი არ დაუბერავს, თავისი თავი მძიმე ჰგონია.
  • ბუმბულში აწვენდნენ და ეკლებში გარბოდა.
  • ბუმბული ზოგჯერ ეკალზე ძალიან გჩხვლეტავს.
  • ბურთი მოძალესაო.
  • ბუს შემყურეს ბუს კლანჭები თვალებში ეჩხირებოდაო.
  • ბუხარი და ორი კაცი, თუ გაჭირდა სამი კაცი, თუ მეოთხე მიემატა, მასპინძელო, გარედ გასწი! (გადი)
  • ბუტიას ნაწილი გემრიელიაო.
  • ბუტიას შეუჭამენ, მძინარეს შეუნახავენ.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • გაბრაზებული თათარი სიმღერას მოუმატებსო.
  • გადამდებს სად გაექცევი, გადმოგყვება გადასავალს.
  • გადამხდა გადასავალი, სხვას უარესსა მოველი.
  • გადარეულისათვის ნიადაგ ლხინია.
  • გადი, გამოდი, გუთანო ღირღიტა ბანი უთხარო.
  • გადმომიგდე იტრიაო, როგორც ერთი კიტრიაო.
  • გავბრიყვდი და შევჯექ ვირსა, მკვინტა და დამცა ძირსა.
  • გავიქეცი ქაჯიანს მეძახიან, დავდგები – ბანდიანსაო.
  • გავიქეცი, ქაჯიანი მითხრეს, – დავდექ ლაჯიანი.
  • გაზაფხული არ დადგება, სანამ გურჯი ძვალს არ გასტეხსო, – უთქვამს თათარს.
  • გაზაფხულის რძე რძალსაო, შემოდგომისა ქალსაო.
  • გაზაფხულისა თავზედა ხეს ფურცელი გამოუვა, კაცი რომ გაღარიბდება, თავში ჭკუა გამოუვა.
  • გაიქცე სადღა წახვიდე, გასასვლელი ხიდი გაქვსო?
  • გაიყარნენ ნაცარანი, რა გაიყონ რაც არ არი.
  • გაკრეჭილ კვიცს ბედაურ ცხენს არ გაუჭენებენ.
  • გამარჯვებულმა გუთანმა სამოცი* კვალი მოხნაო, ან ხარმა როგორ შეიძლო ან გუთნის დედამ რა ქნაო.* ჩვეულებრივი გუთანი ხნავს 22-30 კვალს.
  • გამარჯობა არაყო! – მაშ მშვიდობით ჭკუავო (გონებავ).
  • გამგონი გაიგონებსო.
  • გამიყვანა სამართალშიო.
  • გამოდგა დამპალი კომშივითაო.
  • გამოსავალი სისხლი დროზე უნდა გამოუშვაო.
  • გამოსავალი სისხლი მაინც არ გაჩერდებაო.
  • გამოუდექ სიმართლესა, გამოგილევს სინათლესა.
  • გამოუცდელ ანგელოზს გამოცდილი ეშმაკი სჯობიაო.
  • გამრჯე კაცისთვის ძლიერ დიდი სასჯელი, უსაქმურობაა.
  • გამქცევიც და მიმწევიც ორივე ღმერთს ეხვეწებოდაო.
  • გამშველებელს მოხვდებაო.
  • განა ბებერი ცხენი ქერს არ სჭამს?
  • განა იერუსალიმში ძაღლები არ იყვნენ?
  • განა ნინიას ბაღია.
  • განაყოფი რომ კარგი იყვეს, ღმერთსაც ეყოლებოდაო.
  • განსაცდელს ქრისტეც ერიდებოდაო (ჭირს მორიდება უნდაო).
  • განცხადების თვეში ბებერმა მარწყვი მოინდომაო.
  • გაპენტილი ბამბა და გაცრილი ფქვილი კაცს არ დაენახვებაო (აბუებული სჩანს და ბევრი ჰგონიაო).
  • გარედ გასული კაცი მაგარიაო.
  • გარედ მტერს უთხრის თვალსაო შიგნით კი თავის თავსაო.
  • გარეთ მტერს აბრმავებს, შინ მოყვარესო.
  • გარეთა ვარ შავი ვარ, აბანოში ვწითლდები.
  • გარეულ ოქროსანსა შინაური წივდამწვარი გერჩიოსო
  • გარეული თაგვი, შინაურ თაგვს არ აყენებდაო.
  • გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო.
  • გარეულმა ქათამმა შინაური ქათამი გააგდო.
  • გასათხოვარი ქალი მღერის, როცა გათხოვდება – ტირის.
  • გასათხოვარმა ქალმა უთხრა დედასა: სიძე მოგდისო. – აბა სად არიო? – მოგატყუილეო. – შენს თავს მოატყუილეო.
  • გატეხილი პური არ გამთელდება.
  • გაუგონიათ ალია მომკვდარაო და კი არ იციან – რომელი ალიაო.
  • გაუთლელი სჯობს ალმასი, გათლილსა ფირუზოვანსა.
  • გაუსინჯავსა სიტყვასა ჩხავილი სჯობიან ტურისა.
  • გაუყრელს ვერავინ ვერ გაჰყრის.
  • გაუჭირვებლად ვინ გაიჭირვაო?
  • გაქცეული თევზი დიდი გამოჩნდებაო.
  • გაქცეულს კვალზე მიჰყვეო, დადგომილს წინ დაუდექიო.
  • გაღმა გაედავე, გამოღმა შეგრჩებაო.
  • გაღმართს დაეცილე და გამოღმართს დაგრჩებაო.
  • გაცემულ სიკეთეს ხალხი არ ივიწყებს.
  • გაცივება, გაცხელება ორივე ჭირიაო.
  • გაძლევენ აიღე, გცემდნენ გაიქეც (რუსული).
  • გაძღომას ძროხაც მიხვდებაო.
  • გაძღომას გაწვდენა სჯობიაო.
  • გაწოდილო ქალო, მოთრეულო კუტალო, არც გსვამ წყალო, არ შეგირთობ ქალო.
  • გაწყდება საცა წვრილია.
  • გაჭირვება აღმართში აგახტუნებსო.
  • გაჭირვება მიჩვენე და მუხლს (სისწრაფეს) გიჩვენებო.
  • გაჭირვებამ აბრეშუმის კაბა გამაცვეთინაო (ერთად ერთი შემონახული კაბა).
  • გაჭირვებამ დედოფალთან დამაწვინაო.
  • გაჭირვებამ სჭავრა – დიბა მაცვეთინაო.
  • გაჭირვებაში ქაჩალი თავი მეწისქვილესაც გამოჰყენებია.
  • გაჭირვებაში ჩიტი ჩიტობით ღობეს შეეხიზნებაო.
  • გაჭირვების ტალკვესიაო.
  • გაჭირვებულ კაცს, ცამ გაუღო პირიო.
  • გაჭირვებული კაცი ზღვაში გავაო.
  • გაჭირვებული ლოგინზე უნდა დაიმორჩილო, მორჩება ვეღარ მოერევიო.
  • გაჭირვებული მუდამ გაჭირვებული იქნებაო.
  • გაჰყიდა მამული, იყიდა ხრამული.
  • გდიე, ვერ დაგეწიე, დავჯექ და მოგიცადეო.
  • გეგუთს ძაღლი გალახეს და მოწამეთს სტიროდაო.
  • გემი ისე არ დაიღუპება, რომ ერთი ფილუკაც არ დარჩესო (გურ.)
  • გემოვანს საჭმელს თან ახლავს კბილისა მოსაჭრელიო.
  • გესმოდეს თარო – კედელო, ბანიდან მაყურებელო!
  • გეუბნები კედელო, გაიგონე რეგვენო!
  • გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიანო.
  • “გვამს” ნამუსი არა აქვს.
  • გვარი გვარს ებრძვისო.
  • გვარი ვანში (ნაგავი), თავი – ჯარში.
  • გვარიანი ცხენი წკიპურტსაც არ ირტყამსო.
  • გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან.
  • გველი ვარ ბატონის საყვარელი – ყმისგან უბეში ჩასმას მოველიო.
  • გველი წავიდა ბრუდობიმ ეგონა გადარჩებოდა.
  • გველი კაცის სიყვარულით ვერ ძღებოდა, კაცი გველის მტრობითაო.
  • გველის დაკბენილს ძილი მოუვა, მშიერს კი არა.
  • გველის ზმანებაში ხვლიკი გაწყვეტილა.
  • გველის კუდსა რა გაასწორებს, ხვრელშიაც კლაკვნით გაიცურებსო.
  • გველო მოვიდა ანკარა, თავით ბოლომდე გაგყარა, ისე გახმეს შენი წელი, როგორც მაღლა სარია წვერი.
  • გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო.
  • გველმა სთქვა: კბენა არ ვიცოდი – კაცმა მასწავლაო.
  • გველსა ხვრელით გამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
  • გვერდ სისხლიანსა გვერდ ტალახიანი სჯობიაო.
  • გვიან ნაფარცხი რომ გაგიკეთდეს შვილს ანდერძად ნუ დაუგდებო.
  • გვირგვინი პატიოსანი სჯობს მეფეთა დასაბურესა.
  • გვრიტის ნახული კანაფი, მარცვალს ვერ გაიკეთებს.
  • გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით.
  • გზა გაუსინჯე საქმესა, თუ გინდა რომ არ წახდესა.
  • გზა კეთილისა კაცისა, ნიადაგ გქონდეს სავალად.
  • გზა ნაგზურს, წყალი ნარწყულს.
  • გზა რამ მოღალა და ბერი კაცმაო.
  • გზირს სოფელში არ უშვებდნენ, ფარხმალი მამასახლისისა დამიკიდეთო.
  • გინდ გახიე, გინდ გაფხრიწე (ერთიაო).
  • გინდ დანით დაგიკლავარ, გინდ დუმითო.
  • გინდ რეგვენისთვის გისწავლებია, გინდ მკვდრისათვის გიწამლებია.
  • გინება პატრონისაო.
  • გიორგობულა* გოჭიო – გაზაფხულზე ღორიაო.* გიორგობისთვის გოჭსა ჰქვია.
  • გიჟი აბნევდა – ჭკვიანი ჰკრეფავდა.
  • გიჟი ბამბაზედაც (შამბზედაც) ფეხს მოიტეხსო.
  • გიჟი და სიყვარული ორივე ერთიაო.
  • გიჟი დასაქმე და შენც უკან მიჰყევ.
  • გიჟი ზოგჯერ მართალს იტყვის.
  • გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება ვნებასა.
  • გიჟი მოზვერი კარგი ხარი დადგებაო.
  • გიჟი ნურც მტრად გინდა, ნურც მეგობრად.
  • გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა რა მოჰქონდა.
  • გიჟი ქორწილში შევარდა, ჩემს სახლს აქა სჯობიაო.
  • გიჟმა ფეხი აიშვირა, მეც ნახირში ლალა ლალაო.
  • გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე.
  • გიჟს ნურც ეტყვი, ნურც ათქმევინებო.
  • გიჟს ნურც გალანძღავ და ნურც გაელანძღვინები.
  • გიჟს ნურც ჰკითხავ, ნურც დაუჯერებ.
  • გიყვარდა, მამავ, ურემი, დაჯექ და იღიღინეო.
  • გიცნობ, რკინაო, მიძევხარ წინაო.
  • გიხსნას ღმერთმა: ადიდებული წყლისაგან, გაძლიერებული ცეცხლისაგან და ქალის შაირისაგან.
  • გლახა ამპარტავანი მიწას ემძიმებაო.
  • გლახა ამპარტავანი ღმერთსაც სძულდა, კაცსაცაო.
  • გლახა გლახას მისდევდა, ეგება ფარატიანი დავარდესო.
  • გლახა გლახას წაეკიდა ორივ წყალში ჩავარდაო.
  • გლახა მოყვარეს კაი მტერი სჯობიაო.
  • გლახა მუშას შემოდგომაზე მოუკვდება გულიო.
  • გლახა მჭედელმა მისი წაადოო.
  • გლახა რომ ერთი იყოს, ყოველდღე ერბო-კვერცხს სჭამდაო.
  • გლახა სიტყვა მათრახია.
  • გლახა ცხენი ბოლოსო.
  • გლახათ მოწყალე ღმერთსა სძულს და კაცს უყვარსო.
  • გლახაკთა გამცემი ღმერთს სძულდაო.
  • გლახამ აღაპი ქნა, თითონ შეჭამაო.
  • გლახამ გლახა გაღლიტა, მათხოვარი ჩამოვიდა.
  • გლახამ ფული იშოვა და გამოსახვევი ვერაო.
  • გლახას ერთი ფრჩხილი (თვალი) ჰქონდა, ისიც ქე წავარდაო.
  • გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა: რაღა დასეტყვილი მერგოო.
  • გლახას მისი სიგლახე ეყოფაო.
  • გლახის ქონებას კაი დაეპატრონებაო.
  • გლახასთან ნურც დაწვები, ნურც დააწვენო.
  • გლეხი რომ ეკლესიაში შეუშვა, ხატებს ქვებს დაუშენს.
  • გლეხი რომ ცხენზე შეჯდება, ღმერთი ავიწყდება.
  • გლეხი ძროხას ეძებს ჯიშიანს, თავადი – ცოლს.
  • გლეხი ხატს შეეჩვია და ნაფოტის სროლა დაუწყოო.
  • გლეხის შვილი იზრდებოდა და თანდათან ვირდებოდა.
  • გლეხმა კაცმა რა გაყიდაო? პური და ღვინო. რა იყიდაო? – ისევ ისაო.
  • გლეხს რომ ჯორზე შემოიჯდენ, გადაგაგდებსო.
  • გლეხს უთქვამს: თუ მათქმევინებ, სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ პირზე ხელს მაფარებენო.
  • გლეხს ხატზე აკოცნინეს – მერე ისე შეეჩვია, ქვებს ისროდაო.
  • გოგიაა მთოხნელიო, ოცდახუთი მთოხნელიო.
  • გოგიაო, გოგიაო, რაც მოგივა, მოგივაო.
  • გოგიას სჯობს ივანიკა და ივანიკას ძაღლის კურკლიო.
  • გოგობიჭური მოპყრობა, არის დროების ოხრობა.
  • გოგოს ნაკეთი სამხარი, ბიჭის მომკილი ყანაო.
  • გოგოს ქუდი ესროლე, თუ წაიქცევა ხომ კარგი, თუ არა და შენ წააქციეო.
  • გოგრა ვერ გახდება შირაზის შუშა, რაც უნდა მაღლა თაროზე შესდო.
  • გომბიას ბუმბულში აწვენდნენ, “ფუჩეჩ-ფუჩეჩს” იძახოდაო.
  • გონიერი კაცი ქვეყანას ამშვენებს და უგუნური დედამიწას ამძიმებსო.
  • გონიერი რასაც აკეთებს, ის მას არ აკვირებსო.
  • გოშია აქესო და კლდეზე გადააგდესო (წაქეზებაზე).
  • გოშია აქეს, ძაღლებს შეაჭამეს.
  • გოჭიან ღორს წმინდა წყალი არა ჰხვდაო.
  • გოჭიანმა ღორმა სუფთა წყალი ვერ დალიაო (რაჭ.) (გოჭები ყველაზე ადრე შეცვივიან წყალში).
  • გოჭის კუდზე დანა გატყდა.
  • გოჭსა სიმინდი ერთი კოდი უნდა გაუთავდესო*.* სიმინდის ჭამას რომ დააწყებინებ, იმ დროიდან, ვიდრე გოჭი მინდორზე გავიდოდეს.
  • გოჭსა სიმინდი თუნდა ქეჩოში, თუნდა ცხრა მთას იქით.
  • გრძელ გზასაც ბოლო ექნებაო.
  • გუგულის გუგუნი ზაფხულს მოიყვანს.
  • გუდამაყრელ ზალიკასა ერთი კარგი ქალი ყავსა, საჩოხეს და საპერანგეს სულ ერთ ღამეს დაართავსა.
  • გუდასავით გაგბერავ.
  • გუთანს მომეტებული ხარი არ მოსჭარბდება და წისქვილს – მომეტებული წყალიო.
  • გუთნის დედა თუ გარგია, მეხრეს მაშინ უხარია.
  • გულ-მოსული კაცი და მთვრალი ორივ ერთიაო.
  • გულადი ქორი ქანდარაზე.
  • გულადს კაცზედა პურადი სამას გაქცევაზე მეტიაო.
  • გულდიდი ქორი ქანდარას ჩამოიხრჩვაო.
  • გული ბრძნისა იქ არის სადაც სტირიანო, – ბრიყვისა – სადაც ყვირიან.
  • გული გულის შენაწებარი, კაცმან ვერ გახსნას ვერრითა.
  • გული გულისა მოყვარე უგულოდ მალე დადნების.
  • გული თვალს აცლის, ქრთამი – ორსავ სცვლის.
  • გული თუ არ ერჩის კაცსა, ფეხით სულ ვერ ივლისო.
  • გული ნაღვლითა აღვსილი ვით იქმნას გამომკვლეველად?
  • გული როსტომისა და ბარგი ლოკოკინისაო.
  • გული ყოველთვის იმღერის, მაგრამ ჟამი არ შობაო.
  • გული შიგნიდან აქვს.
  • გულის გასაღები, ჯოჯოხეთში იჭედებაო.
  • გულის თქმას პირი ამოსთქვამსო.
  • გულისა პირმან ამოსთქვასო.
  • გულმა გულს სიტყვა უთხრაო, ენამ ორივე გასცაო.
  • გულკეთილობა კაცს ააშენებს, ბოროტება კი დააქცევს.
  • გულს გული ადვილად იცნობსო.
  • გულს მოიზიდავს ბოროტი, კეთილი გაიტაცებსო.
  • გულწრფელად მონანებული ცოდვა კაცს ეპატივებაო.
  • გურიელის სული ნუ წაგიწყდებაო* (სიმართლეზე).* გურიელები გურიის მთავრების ჩამომავლობა არიან გურიაში; ყველას დიდი პატივი ჰქონდათ მათი, იმოდენ პატივით იხსენებდნენ, რომ მათ თავს ჰფიცავდნენ.
  • გურულსა ჰკითხეს: ვინ ხარ ყაძახოვო და მეგრელიო! ჩვენს დროში ყველა მეგრელიაო.
  • გუშინ ღვინო დავლიე ხელჩაფით და დაფითაო, უფროსობას რო არ გითმობ, მისთვისა ხარ ჯაბრითაო.
  • გცემ და არ გატირებ.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • და დის სახლში მოვიდა, თავი სამშობლოში ეგონაო.
  • და მოკვდა ძმისთვისაო, და არა ძმა დისთვისაო.
  • დაადარე მსხალი პანტას, ბროწეული ბიასაო.
  • დაბაღს რომ ტყავი მოეწონება, მიწაზე დაახეთქავსო (მესხ.).
  • დაბალი ამაღლდეს – მაღალი დამდაბლდეს.
  • დაბალი ვერ შესწვდა, მაღალი არ მოდრკა.
  • დაბალი ღობეა.
  • დაბალსა მტერსაც ეკრძალე, ღვარსა ჰგავს დაღმამდინარსა.
  • დაბნეულს ფეტვის მარცვალს წიწილის მეტი ვერავინ აჰკრეფსო.
  • დაგეკარგოს რამე – არ სთქვა, იპოვნო – არა სთქვაო.
  • დაგეშილი ჩიტი ბადეში არ მოხვდება.
  • დაე, დამძრახონ და ნუ შემიბრალებენ.
  • დავარდნასაც* მიშლი?* დავარდნა – დაქანცვა, დაღალვა.
  • დავას ფულითა ყიდულობენ.
  • დავაყარე წისქვილსაო, გამოვედი სირცხვილსაო.
  • დავდგები ლაჯიანი მქვიან, გავიქცევი – ქარიანი.
  • დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა.
  • დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო.
  • დავწვრილშვილდი – დავიწიე, დამეზარდნენ ავიწიე.
  • დაზარება სჯობს დატყუებასაო.
  • დათვმა კბენა არ იცოდა, კაცმა ასწავლაო.
  • დათვმა სიხარულისაგან თავის ბელი მოჰკლაო.
  • დათვო პანტა გიმწიფსო და კიდევაც მიჭირსო.
  • დათვს ვენახი მიაბარეს: არც არავინ შეუშვა და არც არა შიგ გაუშვა.
  • დათვს თავის მახრჩობელა პანტა უყვარდაო.
  • დათვს თავისივე ქონი საჯდომს სწვავდაო.
  • დათვსა ჰხედავდნენ და მაინც კვალს ეძებდნენო.
  • დაინახო მელია თოფი მოარტყიო, დაიჭირო – ტყავი გააძრეო.
  • დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო.
  • დალალის გული მხიარულია.
  • დალიე საბრძნო წამალი, დაღვარე სიშმაგენია.
  • დალეულს დამპალი სჯობს.
  • დამ დასა საცერში გახედა: – როგორა მხედავო? ისე, როგორც შენაო.
  • დამ დის ამბავი არ უნდა იცოდესო.
  • დამალულმა ჭირმა მოჰკლა კაციო.
  • დამთქნარება გადამდებია.
  • დამპალი ვერა უძლებს რა!
  • დამღუპა სიმართლემაო.
  • დამწვარს მდუღარე გადაასხესო.
  • დამჭკნარი ვარდი ახალ ჭინჭარს მაინც სჯობიანო.
  • დანა ვინ მისცა მჭედელსა, ფეიქარს ხელსახოციო.
  • დანა კი არა, ნეტავი კბილიც არა გქონდესო.
  • დანაპირებმა კაცს ცოლი აჰგვარა მკლავიდანაო.
  • დაპირებულიაო, ჩაჩრჩილებულიაო.
  • დარი მუშაობს, კაცი ქებულობს.
  • დარია თუ ავდარია, ჩემი გული მაგარია.
  • დარბაზო, ძალად გამღერებენო.
  • დარბაზს შესვლა შენს ხელთაა და გამოსვლა – პატრონისა.
  • დარნი მუშაობდნენ და მუშები იკვეხდნენო.
  • დარში ნაბადს ნუ დააგებ, ავდარში ქალამანსაო.
  • დარში ფუნაც კი აგორდებაო.
  • დასაკლავ ხარსა რაღა ლოდინი უნდაო.
  • დასარჩენი დარჩეს, წამსვლელი წავიდეს*.* ამ ანდაზას უფრო ხშირად თათრულად იტყოდენ ხოლმე: გელანი გალსინ, ყალანი ყალსინ.
  • დასჯილსა – სასჯელი, სახარკოსა – ხარკიო.
  • დაუპატიჟებელ სტუმარს აბუჩი ჰქვიანო.
  • დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ.
  • დაფარული ეშმაკისაა.
  • დაღამებას ძროხაც მიჰხვდება.
  • დაღვრილ ერბოს ისე ვერ აიღებ, რომ ცოტა არ დარჩესო.
  • დაღვრილი წყალი აღარ აიხვეტება.
  • დაშინებულმა ძაღლმა ცხრა წელიწადი ჯირკს უყეფაო.
  • დაჩივლება თხოვნაა, თხოვნა ძალით წართმევაო.
  • დაჩვეული გვამი პრუწს ვერ მოიშლისო.
  • დაცინვას კაცი არ მოუკლავს, სიმშილს არ დაუბნედია.
  • დახლიდან ნემსი რომ ამოიღო, მახათი უნდა ჩადოო.
  • დაჰკა უბედურსაო.
  • დგომა მგზავრისა – ცდომაა.
  • დედა იკითხეთ და კვიცი ისე იყიდეთ.
  • დედა მაინც დედა არის, თუნდ ხუზურის ქალი იყოს.
  • დედა რომ სწყევლის შვილსო, ძუძუები უარს ამბობენ, მამა რომ სწყევლისო, წვერიც ცანცარით “ამინს” ეუბნებაო.
  • დედაბერი ბუქნას უვლიდა – არც მთა უმადლოდა, არც ბარიო.
  • დედაბერი კერიის ძირში დაიმტვრაო.
  • დედაბერი ფრჩხილს სწუნობდა ისიც მამალმა წაართვაო.
  • დედაბერმა იანვარში მარწყვი ინატრაო.
  • დედაბერმა მუგუზალით ზღვა დასწვაო (დედაბერმა დაიჟინა: ზღვა უნდა დასწვაო. წაიღო მუგუზალი, ჩაჰკრა შიგ. ზღვა არ დაიწვა. დედაბერმა თქვა: “მე კი ვკარი დასაწვავად მუგუზალი და თუ არ დაიწვა, ეგ სხვა საქმეაო”).
  • დედაბერო, თუ არ შეგიძლია, საყადული ააყუდეო (გურ.).
  • დედაბერს უთქვია: იმდენი ვერ მოვიცალე, რომ მოვკვდეო.
  • დედაბერს შვიდი სოფელი (შვიდი სოფლის ფიქრი) აწუხებდა, ხოლო იმისი კი არავის ჰქონდა.
  • დედავ-იმედო, ციხე-ქალაქო.
  • დედაკაცი ღრმად იხედება, მამაკაცი ვრცლადაო.
  • დედაკაცი ჰევააო (განრისხებულზე) (მესხ.).
  • დედაკაცის შარიო – მოვარდნილი წყალიო.
  • დედაკაცმა გაიწია და ცხრა უღელმა ხარმა ვერ შეიმაგრაო.
  • დედაკაცმა რომ გაიწია, ისე ცხრა უღელმა ხარმა ვერაო.
  • დედაკაცს თუ გმირობა სურს, დაე, ნახევარ საათს გაჩუმდეს.
  • დედაკაცს როცა ქმარი ჰყავს ამირანიაო, როცა ქმარი მოუკვდება – ამირანთ-ამირანიაო.
  • დედაკაცს უთხრეს ცაში ქორწილიაო, კიბეს შევიდგამ და ზედაც ავალო.
  • დედაკაცს ძაღლიც არ შეუყეფსო.
  • დედამიწა გრილია, მკვდარს რომ მიაბარებენ, მალე გაუცივებს გულს.
  • დედამიწის ვალი ცას არ შერჩენია და ცისა დედამიწასაო.
  • დედაშენი ქორს რომ მიჰქონდეს, შენ ჰაიოს ნუ შეუძახებო.
  • დედაჩემის გამომცხვარი კვერი ახალციხეს თბილი ჩამყვაო.
  • დედინაცვალი, გერიო, ერთმანეთისა მტერიო.
  • დედინაცვალი – თვალში ნაცარი.
  • დედის პირი რომ იწყევლება ძუძუები ილოცებიანო.
  • დედის წინ მავალ კვიცს ფეხი მოუტეხიაო (ხევს.).
  • დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო.
  • დედლის სიმაგრეო – მამლის სილამბეო.
  • დედლის წვენი წვივში ჩაისხესო (ვითომ გემრიელიაო).
  • დედმამა შვილისათვის, შვილი თავისათვის.
  • დეკეული ძროხა შობდა, მოზვერს გული უსკდებოდა.
  • დიაკვანმა სთქვა: ჩემი დავითნი მომიტანეთო.
  • დიაკვანს, რომ ღვინო მოსწყურდება მღვდელს მიჰკერძავს, შემდეგ რიგი ჩემზე მოდგებაო.
  • დიასახლისი ის როდია, ვინც ბევრს ლაპარაკობს, ის არის დიასახლისი, რომელიც შეჭამადს ამზადებს.
  • დიაცი მიმავალი იკვეხის, და მამაცი – მომავალიო.
  • დიაცთა უნდა იტირონ, მამაცთა – შური იძიონ.
  • დიახ, გიჯობს მოეშორო ავის კაცის სამსახურსო.
  • დიბა* რომ დაიხევა, ფეხზე არ დაიხვევა.* დიბა – ძვირფასი აბრეშუმი.
  • დიბა სტავრა სჩიოდა: ვაი, თუ გლეხმა გამცვითოსო, უჯილაგოდ გამომჭრას, უილეთოდ* შემკეროსო.* ილეთი – შნო.
  • დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო.
  • დიდ გოლვას დიდი ავდარი მოსდევს.
  • დიდ ზამთარს დიდი მოსავალი მოსდევს.
  • დიდ თავიან კაცის გეშინოდეს, პატარა თავიანი – ქალისო.
  • დიდ მარხვას უთქვამს: ისე მალე გავირბენ, რომ ქვრივმა პერანგის გამოცვლაც ვერ მოასწროსო.
  • დიდ ნადირს დიდი ნაგაზები ჰყეფენო.
  • დიდ საყდარში პატარა წირვა განა არ იქნება?
  • დიდ სიყვარულს დიდი სიძულვილი მოსდევსო.
  • დიდ ფაფას დიდი სულის ბერვა უნდაო.
  • დიდ ქვაბში ვერ ეტეოდა, პატარაში ლაღე იყო.
  • დიდი ცემით რკინაც ტყდებაო.
  • დიდ ხეს დიდი ნაფოტი დასცვივაო.
  • დიდ ფელამუშს დიდი გობი უნდაო.
  • დიდი ბუქი მარტსო.
  • დიდი იალქნის დაბერვას დიდი ქარი უნდაო.
  • დიდი კაცის ნაჩუქარი, მალე უნდა გადაყლაპო.
  • დიდი ქვეყანა მიუწვავს ენასა მაბეზღრისასა.
  • დიდი ძვლიდან დიდი ტვინი გამოვა.
  • დიდკაცს მუდამ კრძალვა უნდა.
  • დიდს დიდი მოთმინება უნდა ჰქონდესო.
  • დიდს დიდი მუცელი უნდა.
  • დილა – საღამოზე ბრძენიაო.
  • დილას ვარდი – გულზე ვარდი, დილას მსხალი – გულზე შრამი.
  • დილით მთა და საღამოს ბარიო.
  • დილის ლუკმა ცოლის მზითევს სჯობიანო.
  • დილის შარი საღამოს ხეირს სჯობია.
  • დიღმის მინდორი დიდია, გაქცევა შენზე ჰკიდია.
  • დიღმის მინდორზე ერთი ჭიანა ბებერი ვერ ეტეოდაო.
  • დიცი, ფრისი არ ვიცი, არც გამაჩნია, არც ვიცი, როგორც გაჩნდნენ ისე დარჩნენ.
  • დო თუ შევჭამე, დოს ქილა ხომ აქ არის.
  • დო ჭამიას დო აგონდებოდაო, ყველი ჭამიას – ყველიო.
  • დოვლათი ბრმაა: ბუზივით ხან ვარდს დააჯდება ხან ნეხვსა.
  • დოლა თხამ წყალში ჩაიხედა, რქები არა მაქვს, ჯერ პატარა ვარო.
  • დოლა თხას რქები არ ამოუვიდა თავის თავი პატარა ეგონა.
  • დოს შეშინებული მახოხს უბერავდაო.
  • დრო არის შექცევა სჯობია, დრო არის – გაქცევა.
  • დრო დროთი, თორემ ჟამი ნიადაგ იწირებაო.
  • დრონი მეფობენ და არა მეფენი.
  • დროც არის პაპიჩემისა.
  • დუმას არ სჭამს, უკანიდან რად აბიაო.
  • დღე აქანა, ხვალ იქინა, რაღად გვინდა სახლის ქირა.
  • დღე წავიდა და არა ფათერაკიო.
  • დღევ, დაღამდი, ალოვ, გადიო!
  • დღევანდელ სიკვდილს ხვალინდელი სიკვდილი მირჩევნიან.
  • დღევანდელი სიტყვა – ხვალის ხიდიაო.
  • დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო.
  • დღეს არ იყოს და ხვალ იყოს, წყალმა ნაფოტი გარიყოს.
  • დღეს ჩვენი ღვინო გალაპარაკებს, ხვალ ვნახოთ შენი კაცობა.
  • დღის შარი სჯობია ღამის ხეირსაო.
  • დღისით კევის ღეჭიას, ღამე საქმის კეთიას.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • ეკალი ნაქებარია ცეცხლის მოსაკიდებლად, მაგრამ არ ვარგა უბეში ჩასადებელად.
  • ეკალს თითო თითოდ ამოიღებენო.
  • ეკლესიის კარი ღია იყო – ძაღლს ნამუსი არ ჰქონდაო.
  • ეკლისა ადგილს ამოსვლა, ეკლისა არის წესია, მოხუცი იმას მოიმკის, რაც სიყრმით დაუთესია.
  • ელამელამ ღლიტოსო და მაჩაბელმა წყვიტოსო.
  • ელაო-გელაო, მღვდელი ძალზე გამაძღარა, დიაკვანს დაახველაო.
  • ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო.
  • ელვაა დედაკაცის სახე.
  • ენაგრძელი სულმოკლე იქნებაო.
  • ენა გულის მოციქულიაო.
  • ენა კბილებთან ახლო იმიტომ არის, რომ როდესაც სისულელე უნდა თქვას, კბილებმა მიძეკონო.
  • ენა რომ არა გქონოდა, ყვავი წაგიღებდაო.
  • ენა ტარტარა, ხელებ პატარა.
  • ენა ყბად აღებული, წყალწაღებული.
  • ენა უძვლო-უფხოა.
  • ენა ყველაფერს იტყვის, მაგრამ კაცს სინდისი უნდაო.
  • ენად მრავალმან მუხლად მრავალს აჯობაო.
  • ენას დიდი საბრუნავი აქვს.
  • ენას ძვალი არ აქვს.
  • ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო.
  • ენამ მოჭამა სოფელი, არც ეგრე ხმალმა ამოღებულმა.
  • ენამ რა მიყო და თავში კაკუნიო.
  • ენით მოტანილს ურმით მოტანილი სჯობია.
  • ენითა მუნჯი სჯობია ავმეტყველ მოუბარსა.
  • ერბო რომ გადმოვა, ციცხვსა და ჩამჩას ფასი დაეკარგებაო.
  • ერბოკვერცხის სიყვარულით ტაფას ჰკოცნიდნენო.
  • ერდოს მამალი ვერ დაამძიმებს და დედამიწას – გასათხოვარი ქალიო.
  • ერევანს კურდღელი იყო, ახალციხეს – მწევარიო.
  • ერთ ადგილს თუ ვირი ტალახში ჩაეფლა, მეორედ რამდენიც არ უნდა ურტყა, იქ ვეღარ გაატარებ.
  • ერთ დღეს დავბადებულვარ, ერთ დღეს მოვკვდებიო.
  • ერთ დღეს ქვეყანაც არ აშენებულა.
  • ერთ თითს მოჰკაკვავ თუ არა, ყველა თითები მოიკაკვება.
  • ერთ კაცს გაუგზავნია მეორესთვის კაცი: კაი ჯილაგის ღორი გყავს და გამომიცვალეო. იმას ერთი ხელსახოცი სიმინდი გაუგზავნი: აი ეს აჭამე და შენც კარგი გეყოლებაო.
  • ერთ კაცს სიკვდილი დაემუქრა: “შვილს მოგიკლავ”-ო. _ შენი ამბავი რომ ვიცი, არ გამიკვირდებაო.
  • ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო.
  • ერთ კაცს ურემი გადაუბრუნდა და თავის თავს რომ ვერა უყო რა, ასე წამოიძახა: “ახ, სადა ხარ, პატარა ბიჭო, რომ შენ დაგაბრალებდიო”.
  • ერთ მეზობელს მუცელი ასტკივდა, მეორე ხელს ისვამდაო.
  • ერთ ქვეყანას ვერვინ ნახეს, ვირი ყადად დააყენეს.
  • ერთ ქვეყანაში მუცელა იყო, ვისაც სტკიოდა, ის ხომ ამბობდა და ამბობდა: მუცელი მტკივაო; ვისაც არა სტკიოდა, ის უფრო ყვიროდა: მუცელსა მგვრემსო.
  • ერთ ყურსა ჰქვიან ისმინეო, მეორეს კი – ისხლიტეო.
  • ერთ წელიწადს მუცელა იყო და ყველა კაცი მუცელზე ხელს ისვამდაო.
  • ერთი აკვნის ბავშვის სტუმრობას თხუთმეტი ცხენოსანის სტუმრობა სჯობიაო.
  • ერთი აკლდა რვასაო, მოემატა ცხრასაო.
  • ერთი არაობა ათას გამარჯვებას სჯობიაო.
  • ერთი აყვავება ნეხვიც აყვავდება.
  • ერთი ბუკი (სკა) ფუტკარი ერთ უღელ ხარად ღირსო.
  • ერთი გადახტომით მწყერი არავის დაუჭერია.
  • ერთი გამტანი სჯობს, ას შემტანსაო.
  • ერთი გწყევლის, ერთი გლოცავს, ერთი თვალში ნაცარს გაყრის.
  • ერთი თხა მყავდა ელაო – ოჯახი დამინელაო.
  • ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოვო.
  • ერთი დარტყმით ხე არ წაიქცევაო.
  • ერთი დრო არავის შერჩება.
  • ერთი დრო ჩიტსაც კი აქვსო.
  • ერთი დღის ბატონობაც – ბატონობა არისო.
  • ერთი დღის საგზალი გინდ ზურგით, გინდ მუცლითო.
  • ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს.
  • ერთი იცინოდეს – თავის თავს სცინოდეს; ორი იცინოდეს – ერთმანეთს სცინოდეს; სამი იცინოდეს – მართლა იცინოდეს.
  • ერთი კაი კაცის სახელი დარჩება ქვეყანაზე და მეორეც – ავისაო.
  • ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო.
  • ერთი კარი რომ მიიხურება, მეორე გაიღება.
  • ერთი კაცი მაღალი მთის ძირში იდგა შეუპოვრათ, მთა ეუბნებოდა: – გამეცა თორემ წამოვიქცევიო! კაცი ისევ ისე იდგა, მთა არ იქცეოდა და იმას კი კვლავ გაიძახოდა: გამეცა, თორემ წამოვიქცევი და ქვეშ დაგიტანო. კაცი გაბეზრდა ბევრის მუქარით და უთხრა: – შე ოხერო, თუ წამოიქცევი, წამოიქეცი, რაღას იმუქრებიო?
  • ერთი კაცი სხვაგან დაითრო და თავის მარანს დაუწყო კოცნა, შენი ჭირიმე ჩემო მარანო, შენ დამათვერიო.
  • ერთი კაცის მარჯვენით ასი ცხოვრობსო.
  • ერთი კეთილ-გონიერი დედა მასწავლებლად ღირსო.
  • ერთი მაქვს, სჯობს ათას მქონდეს.
  • ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება.
  • ერთი მე ვკარ, – ერთი ჩემმა ძმობილმა და დობილს თვალი გავარდა.
  • ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო.
  • ერთი მთაა, რაც ღმერთს ქვეყანა გაუჩენია, მას აქეთ იმუქრება: გადმოვინგრევი, გადმოვინგრევიო, მაგრამ დღესაც თავის ადგილს დგას უძრავად.
  • ერთი მუჭა ბალახი აქლემსაც მაღლა აახტუნებსო.
  • ერთი ნახვა ცნობაა, ორი ნახვა – ძმობაა.
  • ერთი პირი ძილი წყალსაც მოუვაო.
  • ერთი პირის ჭირიმე, ბევრი – ხელისაო.
  • ერთი პირიდან სითბოც ამოვა, სიცივეცა.
  • ერთი პური მეტი მიეცი და პური მეპურეს დააკვრევინეო.
  • ერთი პური წლამდის გორავსო.
  • ერთი რეგვენი მოიქნევს ალმასსა და ზღვაში გადააგდებს, ათასი ჭკვიანი რომ მიადგეს, ვერ ამოიღებს.
  • ერთი რძალი თავს იბანდა, იმისმა უმცროსმა მაზლის ცოლმა ჯარა დაამტვრია და ცეცხლს შეუნთო, ჩემს რძალს არ შესცივდესო.
  • ერთი საღი თვალი, ორ ბრუციან თვალს სჯობიაო.
  • ერთი ტიკისთვის არ იყო, ორში ასხამდენო.
  • ერთი ფინჯანი ყავა მუცელს კი არ გააძღებს, გულს მოიგებსო.
  • ერთი ქალის ოდენს ცხრა უღელი ხარიც ვერ გასწევსო.
  • ერთი ქამანდით ფალავანი არ დაეცემა.
  • ერთი შერჩა მელასაო – კიდევ ელის კბენასაო.
  • ერთი შესწვი, მეორე შესცხე.
  • ერთი შვილის გაზრდას ერთი კოდი ფეტვის დაჩხვლეტა სჯობიაო.
  • ერთი ცხვარი ორ ალაგას არ დაივლებაო.
  • ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერს.
  • ერთი წლის ბერწობით ძროხა არ დაიკვლისო.
  • ერთი ჭკუა რეგვენსაც დაეჯერებაო.
  • ერთი ხატი სალოცავად არ კმარა.
  • ერთი ხატის ლოცვა კაცს არ აცხონებსო.
  • ერთი ხელი ხმას არ გაიღებს, ორი ხელი კი გააათკაცებსო.
  • ერთი ხელით ორი ნესვი არ აიღება.
  • ერთი ხიდან ძელი არ გაითლებაო.
  • ერთგული არ გაორგულდება, ორგული არ გაერთგულდება.
  • ერთია ცეცხლი, მეორე – ნავთი.
  • ერთის გაჯავრებულმა ყველა თან მიატანა (ერთმა კაცმა უბეში ერთი მუჭა ფუტკარი შეისხა და უნდოდა შინ წაესხა. აკი ერთმა უკბინა. მოისვა უბეზე ხელი და ყველა მისრისა).
  • ერთის (შვილის) შემყურე, წყალში ჩამყურეო.
  • ერთმა გველი ეკალზე გადადებული ნახა და სთქვა: ჭირი ჭირს გადასდებიაო.
  • ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო.
  • ერთმა კაცმა ნალი იპოვნა, ღმერთო სარკინეთი ამოაგდეო.
  • ერთმა კაცმა ქორწილი ქნა ერთი ჯამი ღვინითა, პატარძალი მოიყვანა შეკაზმული ვირითა.
  • ერთმა მსუნაგმა ღორმა ჯავახეთი ამოაგდო.
  • ერთმა სამი დღის სიცოცხლისათვის სამი თვის ძაღლი შეჭამაო.
  • ერთმა ფეხმოტეხილმა ტილმა ცხრა ლოგინი გადაიარაო.
  • ერთმა ცოლქმარმა კამეჩის ტყავზე დაწოლა ივიწროვაო.
  • ერთმა წუწკმა თაგვის კუდმა ასიანი წაბილწაო.
  • ერთმა წუწკმა ღორმა ასი ღორი გასვარაო.
  • ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა.
  • ერთს მომგვარე ქვია, ორს – მომისხიო.
  • ერთს რომ იტყვი, მეორეც უნდა სთქვაო.
  • ერთს ქვეყანას ბულბული (ან ტურფა) არ იყო და ვირს ვარდისახარს ეძახდნენ.
  • ერთხელ გაჭირვებაში ქაჩლის თავი მეწისქვილესაც გამოსდგომიაო.
  • ერთხელ დაკოდილ გულს ვეღარაფრით გაამთელებო.
  • ერთხელ იყოს თხა მგელი იყოს.
  • ერთხელ კოჭლი წინაო.
  • ერთხელ მეც ვიყავ მეცხვარე, ცხვარი გავრეკე ლილოსა, სულ თავზე შემოვიკრავდი მთელი ლეჩხუმის ტილოსა.
  • ერთხელ შეველ საყდარში და თვალი გამოვითხარეო.
  • ერთხელ წავედ წირვაზედა, ფეხი მომტყდა ყინვაზედა.
  • ერთხელ წიხლის კვრით ციხე ვერ დაინგრევა.
  • ერთხელ ჯოჯოხეთსაც მიადგა მზეო.
  • ერთხელაც იქნება _ თხა მგელი იქნება.
  • ერთხელაც იქნება მელას მინდორზე გაუთენდებაო.
  • ეს ბურთი და ეს მოედანი.
  • ეს დღე ხომ კატას არ შეუჭამია.
  • ეს ესაო, ეს ისაო, გამოიფხიკა ქისაო.
  • ეს ვირი და ეს ხეო.
  • ეს ვირი ხომ ბედია და – ჩონჩორიკიც მეტია.
  • ეს მკვდარი ამ ტირილად არა ღირსო.
  • ეს მკვდარი ამ ზუზუნით არ გასვენდებაო (მკვდარი საპატიო იყო, მაგრამ მომტირალი – უხეირო).
  • ეს ოხერი სიღარიბე ჩვენსა არის შეჩვეული, საცა წავალ თან წამყვება, კალთაში მყავს გახვეული.
  • ეს რა მეწკარუნებაო, ეს რა მეჟღარუნებაო.
  • ეს საკოცნელი ლოყა საფურთხებლად რად გავხადო.
  • ეს სოფელი ასეთია – მიეთი და მოეთია.
  • ეს ფონი კარგია, მხოლოდ ერთ ადგილს ახრჩობსო.
  • ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს.
  • ეს ქალაქი რადა ღირსო? – ერთი გულის ჯავრის ამოყრადაო, უთქვამს ფშაველს.
  • ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის.
  • ეს ძაღლი ამ ძვალს ვერც ხრავს და არც ეშვება.
  • ეს ძაღლი იმ ძაღლისააო, ორივე ამ სახლისააო.
  • ეს ძველი და სხვა ახალი.
  • ესიკელას ქორწილი, გოგისელას ხარჯიო.
  • ეშმაკი გაიპარა, ხალხი კი გაეშმაკდა.
  • ეშმაკი თავის უნებურად სხვის ნების ამსრულებელიაო.
  • ეშმაკი თავის უნებურად ღვთის ნების შემსრულებელიაო.
  • ეშმაკები ტიკებს ალბობდნენ და ცვარი ღვინო არსად იყოვო.
  • ეშმაკები ურთიერთს ჰმტრობენ, კაცის წასახდენად კი ერთდებიანო (დამოყვრდებიან).
  • ეშმაკის წინ მალაყს ვინ იზამს?
  • ეშმაკს არ სძინავს.
  • ეშმაკს რომ ნეკი მისცე – მთელს ტანს წაიღებსო.
  • ეჭვებს ბევრი თვალი აქვსო.
  • ეხლანდელი პატარძლები რწყილს დააწვენენ და აქლემს აშობიებენო.
  • ეჰა, მეფენო რას იტყვით მას დღესა განკითხვისასა?

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • ვაზის მრგველთან ის არ აქო, ვინც მის ნაცვლად ძეძვი დარგო.
  • ვაი, ამითაო, ქურდი ღამითაო.
  • ვაი, ბატონო, მეღვინე მოგიკვდაო და ვაი მეღვინის ბრალი, თორემ ბატონი მეღვინეს კიდევ იშოვნისო.
  • ვაი, დედავ, რა შვილი გიკვდებაო და – მაგდენიც არაფერიო (ერთ დედას შვილი სიკვდილის პირად ჰყავდა მისული, მომაკვდავ შვილს უკანასკნელად მაინც შეებრალა დედა და ეუბნება, ვაი, დედავ, რა შვილი გიკვდებაო. დედას კიდევ მოუნდა თავის მხრივ ენუგეშებინა შვილი და უპასუხებს: – მაგდენიც არაფერი, შვილო, ჯავრს ნუ ჩაიყოლებ სამარეშიო).
  • ვაი, დედაო, დედაო, რა დიდი ღორი კვდებაო! – შვილო, შენ რა გენაღვლება, დიდი ხორცი გვხვდებაო.
  • ვაი თხოვნაა და უი – კარზე დგომაა.
  • ვაი კუტი კალიის ბრალი, ფრთიანი გაფრინდებაო.
  • ვაი მართალთა.
  • ვაი მე, დედავ, გული მტკივა, სად ხარ ჩემო ვარდ-კაჭაჭავ** ვარდ-კაჭაჭას ძირს ხარშავენ წამლად..
  • ვაი, რა გაათენებს იანვრის ღამესაო.
  • ვაი, რა დააღამებს მაისის დღესაო.
  • ვაი, რა დააღამებს შიმშილობის დღესაო.
  • ვაი სიკეთის მქნელსაო!
  • ვაი უშველებელსა.
  • ვაი, ქონავ, ვაი უქონლობავ!
  • ვაი, შენ ჩემო კარალელო ჩალაო! (კარალელი გლეხის ქალი ერთს თავადიშვილს უთხოვია. კარგ ლოგინში წოლის დროს ჩალაში ჩვეული წოლა მოაგონდა და სთქვა: ვაი, შენ ჩემო კარალელო ჩალაო! ქმარმა ჰკითხა: რა ამბავიაო და უპასუხა: “ჩვენი კარალელი ჩალა მომაგონდაო”).
  • ვაი, შენ წუთისოფელო, ქვეყნისა დამღონებელო, თუ რომა სიკვდილი იყო, რაღათა მშობე, მშობელო?
  • ვაი ჩემო ტიკჭორაო, რა ცუდ საქმეს მიჭორაო, შენ თუ ღვინოს გამომილევ, ვიცი კარგად მიგჯოხავო.
  • ვაი ჩვენსა წერასაო, თავი გიგავს ძერასაო.
  • ვაი – ძველის გამგდებს და უი ახალის მომგდებსო (მესხ.).
  • ვაი – ძველის გამგდებსო და ახლის მომკიდესო.
  • ვაი, ჭკუავ, სადა ხარო? – ჭკუა თუ გდომოდა, არ გამიშვებდიო.
  • ვაიმე, დედის ამაგსა ვეღარ გადვიხდი, რა უყო? დავემხო დედამიწასა, ქვესკნეთ ჭიასაც ხმა ვუყო.
  • ვაის გავეყარეო, უის შევეყარეო.
  • ვალი და სესხი არ დაბერდება.
  • ვალი ჭუჭრუტანაში შემოძვრება, მერე ისე გაიზრდება, კარებშიც ვეღარ გაეტევა.
  • ვალმა სთქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო.
  • ვაჟი მყვანდეს ქოჩრიანი, ქალს მოვიყვან ქრთამიანსა.
  • ვაჟკაცი წყნარი სჯობია, ჩალად არა ჰღირს მკვეხარა.
  • ვაჟკაცობა კარგია, მაგრამ შალურებ გაცვდება. პურადობა სჯობს ყველასა: განძი აქვს, შვილსა დარჩება.
  • ვაჟკაცს უთქვამს: ან ქორწილში სად წავალ და ან ქელეხშიო. თუ კარგი ცოლი მეყოლება, – ქორწილი სახლში მექნება, და თუ ავი – სატირელი წინ მექნებაო.
  • ვარდი მოკრიფე და ეკალს ცეცხლი წაუკიდე.
  • ვარდი უეკლოდ არავის მოუგლეჯია.
  • ვარდი სანეხვეზედაც გაიზრდებაო.
  • ვარდთან ვარდობა იჩემა, ეკალთან ეკლის რქებია.
  • ვარდისა გაცინებაო ბულბულსა სრულიად შეშლისო.
  • ვაშლი რომ მაღლა შეაგდო, მის ჩამოვარდნამდისაც დრო გაივლისო.
  • ვაშლის ქერქი ცეცხლში ჩაყარეს – ჩიტი დაგლოცავსო.
  • ვენახს უთქვამს: ნეტავი ჩემმა პატრონმა წელიწადში თუნდა ერთხელ გადამიაროს და სხვისა ხელში კი არ ჩამაგდოსო.
  • ვენახი ბედოვლათი ძმასავით არის: შეხვალ შემოგყვება, გამოხვალ გამოგყვება.
  • ვენახში შეხვალ – შეგყვები, გამოხვალ – გამოგყვები.
  • ვერ აშენდა ხუროს სახლი, ვერც აგრე მებადურისა.
  • ვერ იქმოდა, რად მიქადდა, თუ მიქადდა, რად მიტყუა?
  • ვერიდებოდი ღოლოსა, დამიხვდა სოფლის ბოლოსა.
  • ვერიდებოდი ბოლოკსა (ბოროტსა), დამიხვდა სუფრის ბოლოსა.
  • ვეშაპი ისეთს არაფერს ჩაყლაპავს, მონელება არ შეეძლოს.
  • ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდეს, გიჟი ხიდს გადაირბენსო.
  • ვიდრე ხეს ქერქი ძვრება – უნდა შეაძრო.
  • ვინ აგებს და ვინ აქცევს?
  • ვინ ალალ-ალალს იძახდა, ვინ მწყერს იჭერდაო.
  • ვინ გითხრა ბაირამია აჩანდურე და ნინაბი – აკაკუნეო.
  • ვინ გკოცნის, რომ ლოყას იშვერ.
  • ვინ დასდევს ბებრის ქორწილში კუტსა და ქერის ლავაშსა.
  • ვინ იტყვის, ჩემი დო მჟავეაო.
  • ვინა ნახა ცხონებული უშვილო და პურაძვირი.
  • ვინც აიკიდა გოდორი, იმან შეჭამა კოტორი (მესხ.)
  • ვინც “ანი” სთქვა, იმან “ბანი”-ც უნდა სთქვასო.
  • ვინც არ გაირჯება, პურამდის ვერ მისწვდება.
  • ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.
  • ვინც არის ნება ჩემიო, ის არის დედაჩემიო.
  • ვინც ბოლოს გაიცინებს, იგი იცინებსო.
  • ვინც გააჩინა თხა, მან მოუგრიხა რქა.
  • ვინც დააკაკუნებს, იმას გაუღებენო.
  • ვინც დაიზარაო, არც გაიხარაო.
  • ვინც დარაჯად არის დაყენებული, ის ყველაზე მეტად არის სადარაჯო.
  • ვინც ერდო ნახაო – ის მოკვდაო.
  • ვინც ვირზე შეჯდება, კარგი თმა ამოუვაო.
  • ვინც თავს მაღლა წაიღებს, ფეხსა ძირსა წაიკრავს.
  • ვინც თაფლში მოურევს, ხელსაც ის გაილოკავს.
  • ვინც იცის – ცეცხლია, ვინც არა და ცერცვიაო (ერთი კაცი მეზობლის ცოლს გაუარშიყდა. სწორეთ “სახათაბალო” დროს მოასწრო ქმარმა და გაუდგა ცულით მოსაკლავად. კაცი გადახტა ბაღში, სადაც ცერცვი ეთესა. სულ გამწარებულმა მოგლიჯა ერთი ბღუჯა ცერცვი და ისე გარბოდა ქუდმოგლეჯილი, უკან კი მისდევდა დამუქრებული ქმარი. ერთმა მგზავრმა დაინახა და მიაძახა ქმარს: არა გრცხვენია, კაცო, ცერცვის გულისთვის კაცი უნდა მოჰკლაო? გამწარებული ქმარი უპასუხებს: ვინც იცის, ცეცხლია, ვინც არ იცის და – ცერცვია).
  • ვინც კატას არ გაიჩენს, ის თაგვებს მოიმრავლებს.
  • ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობს.
  • ვინც მეზობლის იმედით იქნება, ის უვახშმოდ დარჩება.
  • ვინც მიდიოდა, ფქვავდა, ვინც არა – ჯერს ელოდა.
  • ვინც მოითმენს, ის მოიგებს.
  • ვინც მოკვდება – თავს მოუკვდება.
  • ვინც პატარა რამეს ვერ დააფასებს, ის ვერც დიდის ფასს მიხვდება.
  • ვინც უჯაფოდ პურსა სჭამს, იმან ხეირიანი ჭამაც არ იცის.
  • ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო (ერთ წისქვილში ჯერზე დიდი ცილაობა იყო. ერთმა საფქვავის პატრონმა მეწისქვილეს ღვინო მიუტანა. მეწისქვალემ მისი საფქვავი ჯერზე ადრე დააყარა. ამის დანახვაზე სხვებმა ყაყანი ასტეხეს. მეწისქვილე კი ღვინის შექცევით ამშვიდებს პატრონს: ვინც რა უნდა სთქვასო, წისქვილმა კი ფქვასო).
  • ვინც რას ჩიოდა და ბრმა ორსავ თვალსაო.
  • ვინც რომ ასვა არაყიო, მისცეს სახლის ალაგიო.
  • ვინც რომ გარედ გაიზარდოს, ან ლომი და ანაც გმირი. ვინც რომ სახლში გაიზარდოს, ან ძროხა და ანაც ვირი.
  • ვინც რომ კაცია, ჩოხა ჯაჭვია, ქუდი ნაბდისა ჩაბალახია.
  • ვინც ქარს სთესავს, ის ქარიშხალს მოიმკისო.
  • ვინც ქარს შეაფურთხებს, თავის თავს შეაფურთხებს.
  • ვინც ღამე ჰხნა, ისიც მოკვდა.
  • ვინც ჩქარია, ის მაძღარია.
  • ვინც ძაღლს მოკლავს, იმასვე გადაათრევინებენო.
  • ვინც წყალზე გადო პატარა ხიდიო, მადლი ჰქნა ერთობ დიდიო.
  • ვინც ჭამა ქათმის გული, ვერ მოიგო კაცის გული.
  • ვინცა გავკურნე დამკოდა, წყლულზე დამადო ხონდრონი.
  • ვინცა ვისი მახარია, ესა მისი მაყარია.
  • ვინცა სჭამსო ისვე ზღავსო.
  • ვინცა ჭამა მჭადიო – ჭანგიანში წადიო.
  • ვისაც ვინ სძულს, მისი ლაპარაკი რახი-რუხია, და ჭამა – ჭყაპი-ჭყუპია.
  • ვირი და ვირი სხვის სანახიროზე იბრძოდნენო.
  • ვირი დაბერდა და თოხარიკობა მაშინ დაიწყო.
  • ვირი – ვირია, სულელი გარდამეტია.
  • ვირი თავისთვის ვირს აკეთებს, სხვისთვის – ჯორსაო.
  • ვირი მოგებაზე წავიდა, ნალებიც იქ დარჩა.
  • ვირი რომ ბატონად გყავდეს “ჰაჩი”-ს ნუ ჰკადრებო.
  • ვირი სასიკვდილოდ წავიდა, ყურებიც იქ დაჰყარაო.
  • ვირი სხვისაო, სახრე ტყისაო.
  • ვირი ფუნდრუკობას არ მოიშლის.
  • ვირი ქორწილში დაჰპატიჟეს და წყალიც კი მაინც იმას აზიდვინესო.
  • ვირი ჩამორბის ცხენთანა, მეც იორღა ვარ შენთანა.
  • ვირი ხბორებში.
  • ვირი ხუცად ვინმე იყო და ცოცხლებსაც მარხვა დაუწყო.
  • ვირიდან ჩამოვარდნილს ცხენზე არ შეეჯდომება.
  • ვირის დამკოდავს ორი შაურის საპონი მეტი წაუვა.
  • ვირის ზურგს ვირის კურტანი მოუხდებაო.
  • ვირის თოფრამ თეირანი მოიარა, მაგრამ ისევ თოფრად დარჩა.
  • ვირის კუდივით არც გრძელდება, არც მოკლდებაო.
  • ვირის მადევარი იმის ტლინკებსაც უნდა უძლებდესო.
  • ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს.
  • ვირზე იჯდა, ვირს უშენდა.
  • ვირმა დაიჩივლა: თხუთმეტი მუტრუკი გავზარდე, მაგრამ ზურგიდან კურტანი არ მომცილდაო.
  • ვირმა ზურგის ფხანაში კოჭლი ფეხი გაისწორაო.
  • ვირმა კუდი აიბზიკა, ნახირში გამრიესო.
  • ვირმა ნარი მოიტანა, დაჯდა და თვითონვე დახვრიმაო.
  • ვირმა პალო მოგლიჯა, ერთი სხვას მიარტყა ათი თვითონაო.
  • ვირმა ყროყინი რომ არ იცოდეს, პატრონს როგორ გააგებინებს – აქა ვარო.
  • ვირო, აღმართი-დაღმართი – შენთვის არ არის წაღმართი.
  • ვირო, ვერ იცან მამალი, თავს ხერხი ბოლო ნამგალი.
  • ვირო, ნუ მოჰკვდები და ალერდიც მოვაო (ალერდი დაგრეხილი თივა).
  • ვირს თუ კურტანი აჰხადე, ვირი ვირზე უარესია, ედგას და მასში დაბერდეს, ხალხს მისთვის დაუწესია.
  • ვირს თუ ფეხის მოტეხა არ უნდა, რკინას წიხლი არ უნდა ესროლოს.
  • ვირს კურტანს არ მოხდიან – აქაო და არ უხდებაო.
  • ვირს პიტნის სუნი ეჯავრებოდა და ცხვირში სჩრიდნენო.
  • ვირს რასაც აჰკიდებენ, სულ იმას არ შეაჭმევენ.
  • ვირს რომ ზურგი აჰქავდება, დარბაზის კარს მიადგება.
  • ვირს რომ საპალნე მოუნდება, წისქვილში შეიხედავსო.
  • ვირს რომ ფასი ჰქონდეს, რუს ხელმწიფე ბაჟს დაადებდა. ყვირილს რომ ფასი ჰქონდეს, რუს ხელმწიფე ბაჟს დაადებდა.
  • ვირს რქა არ ამოუვიდა და თავის თავი პატარა ეგონაო.
  • ვირს უთქვამს: წინა ფეხებისა რომ არ მეშინოდეს, მთელ ქვეყანას ავიკიდებდიო.
  • ვირს უთხრეს: აბა შენი ბანი გამოიჩინეო – იმანაც კუდი აიშვირა.
  • ვირს ყვირილით ნუ გააჯავრებ, თორემ ვირის ყურები გამოგებმისო.
  • ვირს ყურები ჩამოეშვა, კატა კანჭებს აკაწრიდაო.
  • ვირს ჰკითხეს რამდენი ცოლი გყავსო, და იმან პასუხად მთელ ნახირზე მიუთითაო.
  • ვირსა ბედსა სწევდნენ, წიხლი ჰკრა და გადააგდო.
  • ვირსა რას ჰკითხავენ საქმისას, მელას რას დაუჯერებენ.
  • ვის არ უნდა თვითონაც მღვდელი იყოს და ცოლიც “ფოფოდია” ჰყავდეს.
  • ვის გაუგონია ლხინი უტირალი და ჭირი – უცინარი.
  • ვის ვანდო გულის პასუხი, ვერ ვნახე მეხვაშიადე.
  • ვის მოსწყენია თავი მეფედ, ცოლი დედოფლად.
  • ვის უთქვამს, დედაჩემი ბოზიაო.
  • ვის უნახავს, ვინ მოსწრებია, ვირთხას დაეჭიროს მგელი.
  • ვის უნდა ორთავ თვალით ბრმა იყვეს.
  • ვის უჩივი და – ბატონსაო, ვისთან სჩივი და – ბატონთანო.
  • ვისაც არ დაუკლავს, ვერ დაჰკლავს.
  • ვისაც არ შეუძლია თავისი აზრის დამალვა, იმას არც ბატონობა შეუძლია.
  • ვისაც აზრი მოკლე აქვს, მას ყურები ეშორება.
  • ვისაც ბარგი ჰკიდია – ჩამოხადეთ მადლია.
  • ვისაც გობი მიჰქონდა და ვისაც საცერი, ყველა კვნესოდაო.
  • ვისაც გული არა სტკივაო, იმას ცრემლი არ სცვივაო.
  • ვისაც დედას მივცემ, მამა ის იქნებაო.
  • ვისაც ვინ უყვარს, იმის ლამაზიც ის არის.
  • ვისაც ზურგი მიუშვირო, ყველა დიდ ქვას დაგადებსო.
  • ვისაც თორნე ცხელი ჰქონდეს, პურსა იგი გამოაცხობს.
  • ვისაც მოუკლავს, ის მოჰკლავს, ირემსა ქორბუდისასა.
  • ვისაც მტერი არა ჰყავს, – კაცი ის არის.
  • ვისაც რახარუხი ეჯავრება, სამჭედლოში ნუ შევა.
  • ვისაც საღმრთო უნდოდა ცხვარს იძახდა და ვისაც გაძღომა – კამეჩსო.
  • ვისაც სახლი არ აუშენებია, დედაბოძი მიწიდან ჰგონია ამოსული.
  • ვისაც სხვისი ბედნიერება შურს, ვერც თავისას მოესწრება.
  • ვისაც სხვისი მუშტი არ უფერდნია, იმას თავისი მუშტი ბათმანი ჰგონია.
  • ვისაც უმი უჭამია – მოხარშულიც მწარე ეგონაო.
  • ვისაც უწვავი არ უჭამია, შემწვარი გემრიელი არ ეჩვენებაო.
  • ვისაც ღმერთი სწყალობს, ღომიც ბლომად მოუვა.
  • ვისაც ღმერთისა ეშინია, შენც იმის ნუ გეშინია.
  • ვისაც ყავდეს ცოტა მოყვარე, ავ კაცად საცნობარია.
  • ვისაც შვილი არ მოკვდომია, შვილის სიკვდილს ნუ შესჩივლებო.
  • ვისაც შვილი არ მოჰკვდომია, იმას შვილის სამძიმარს ნუ ეტყვიო.
  • ვისაც ცხვარი არ ჰყავს, იმას დანა მჭრელი არ ექნებაო.
  • ვისაც ჭირი უნახავს, წამალიც იმას ჰკითხეო.
  • ვისაც ჰყავს ამხანაგი, იმას ჰყავს ბატონი.
  • ვისგანაც კარგს მოველოდი, ის უფრო ჩემი მტერია.
  • ვისთვისაც კარგი მინდოდა, ის უფრო ჩემი მტერია.
  • ვისი ენა ჭარტალია, მისი ყველა მართალია.
  • ვისი ტყე, ვისი ხარები, ვისთვის რა საშურველია.
  • ვისღა შესჩივი? რაცა გჭირს, შენმა ნაქნარმა გიწია.
  • ვსდიე, ვერ დავეწიე, დავდექი და მოვუცადეო.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • ზამთარი იმიტომ მოვა, რომ ფეხები მოაძროსო.
  • ზამთარი ისე გაიპარა, რომ ნიფხავის შეკერვა ვერ მოვასწარიო (კახ.).
  • ზამთარს ეკონკე, ზაფხულს ეკოხტე.
  • ზამთრის მზე ყვავილს ვერ მოიყვანს.
  • ზარმაც მწყემსს, საქონლის გამოდევნა შორიდან ურჩევნიაო.
  • ზარმაც კაცს თავის ხელფეხი ნათხოვნი ჰგონიაო.
  • ზარმაცი ადგა და სახლი დაწვა.
  • ზარმაცი კაცი უქმის ძალს ხალისდება.
  • ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეა.
  • ზაფხული ზამთრის მუშა არის.
  • ზაფხულზე შენახული – ზამთარში ცივი ქვაც კი თხილიაო.
  • ზაფხულში გველის შეშინებულს, ზამთარში საბნის ეშინოდაო.
  • ზაფხულში დათესილი ღომი თოხის ყუას ამოჰყვებაო.
  • ზემოდ მოვცდი ქორწილსაო, ქვემოდ სადილობასაო.
  • ზენა ქარია! (იტყვიან ყბედზე ან მყვირალაზე).
  • ზეცას დაიჭექა ნაღარა, სამხრეთი აიყაროსა, სამას სამოცდა ხუთი დღე სულ ერთ დღეს მოიყაროსა.
  • ზეცას წერო მიფრინავდა, ძირსა სთლიდნენ შამფურებსა.
  • ზოგ დედაკაცს – დედაკაცი ჰქვიან, ზოგსა – დედაკაცუნაო.
  • ზოგ კაცს ანგარიშისა სცხვენია და ჩხუბისა არაო.
  • ზოგ კაცს საკმლად მიუჩანს თავის სიმყრალის სუნიო.
  • ზოგი კაცი დუმას არა სჭამს, უკანიდან აბიაო.
  • ზოგი კაცისას ძაღლიც კი არას შესჭამს.
  • ზოგი მტყუანი, ზოგი მართალი – გამოვა მართალი.
  • ზოგი რჩებოდა ბედითა, ზოგი – ვერც მოჭირვებითა.
  • ზოგი სახლი სახლიაო, ზოგი სახლი სასახლეა.
  • ზოგი ფრინველის ხორცსა სჭამენ, ზოგს კი ხორცს აჭმევენ.
  • ზოგი ცხოვრობს ბედითა, ზოგი ვერც გაჭირვებითა.
  • ზოგიერთი პატარძალი დაეგდება ძელივითა, თუგინდა რომ ხმაც ესმოდეს, ყურს წაუგდებს მგელივითა, საღამოს ქმარი მოუვა, კუდს მოუქნევს მელივითა, ქმარსაც ასე ეგონება, მქნელიაო თემივითა, იმას სახრე მოუხდება, წაეგრიხოს წნელივითა.
  • ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა კი – ცეცხლიაო.
  • ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა.
  • ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო.
  • ზოგსა კაცსა უმეცარსა ბედი ხელიდან წაუვა, დაჰკარგავს თავის ხელითა, თავისა თავით მოუვა.
  • ზოგჯერ გაქცევაც კაი ბიჭობააო.
  • ზოგჯერ თქმა სჯობს უთქმელობას, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
  • ზოგჯერ ტყუილი, მართალს სჯობიაო.
  • ზუზუნ-წუწუნი ქვრივისა და ბუზისა ორივ ერთიაო.
  • ზურგ წამხდარ ვირს ბუზის დანახვაზე კაჭკაჭის ჩხავილი ესმოდაო.
  • ზურგ წამხდარი ჯორი ზეცაში მფრინავ კაჭკაჭს დაინახავსო.
  • ზურგთ უკან ხელმწიფესაც უძრახავენ.
  • ზურგს რომ გიჩვენებენ, სამაგიერო შენც ზურგი უნდა უჩვენო, თორემ იფიქრებენ: “უზურგო ყოფილაო”.
  • ზურგს უკან ხელმწიფესაც შეაგინებენო.
  • ზღვა ისე არ დაშრება, რომ გუბის ტოლა არ დარჩესო.
  • ზღვა კოვზით არ დაილევაო.
  • ზღვა ფაფად იდგა, უბედურს კოვზიც არ ხვდაო.
  • ზღვას ძირი არ უჩანდა და ამბობდენ უძიროაო.
  • ზღვაში ლელი გახმა, რაკი ცის ნამი არ მოხვდაო.
  • ზღვაში ქვიშას უმატებდნენ.
  • ზღვაც ზღვიობით დაილევაო.
  • ზღვის უბიდან გამოხტება უბრალო მარგალიტიო.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • თაგვი ბუჯერში სიმშილით არ მოკვდებაო.
  • თაგვი სოროში ჩაძვრა და კუდზე გოგრას იბამდაო.
  • თაგვი ქვევრში ჩავარდა, დათვრა და კაცის ბრძოლაში გამოწვევა სცადაო.
  • თაგვი წისქვილში სიმშილით არ მოკვდებაო.
  • თაგვის სოროში ლომს ქორწილად ეპატიჟებოდნენო.
  • თაგვმა მიწა თხარა, კატა გამოთხარა.
  • თაგვს ბუმბულში აწვენდნენ და ის მიწის სოროში მიძვრებოდაო.
  • თავად არ შევალ სხვისასა, თუ შევალ ჩემი ძმისასა, ისევ შევალ და გამოვალ, როგორც ძმა იყოს დისასა.
  • თავადი და აზნაური იმერეთის, ყაძახი – გურულიო.
  • თავადიშვილის ყმობითა, ფქვილი ვერ ჩავდგი კოდითა.
  • თავაშვებული ცხოვრება არავის არგიაო.
  • თავდაბლობამ – ტანი მოდრიკაო.
  • თავდები ხელით ჰკიდია.
  • თავდებს ხელი ჯიბეში უნდა ჰქონდესო.
  • თავდიდი კაცი არ ვარგა – ფეხ-პატარაი დიაცი.
  • თავი აგიგდია, კაცი ვერ გიცვნია.
  • თავი არა სთქვა და ბოლო არ იყოვო.
  • თავი ვინ მომჭრა და ჩემმა ძმამაო.
  • თავი მოკვდება – სიტყვა დარჩება.
  • თავი მოკრივე, ბოლოს გამოვა.
  • თავი ქვასა ჰკრას ბიამან და მუცელი სამართებელსაო.
  • თავიდან კაცის სიკვდილი კაცთაგან შემოღებულია.
  • თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის.
  • თავის დამკარგველი – თმას დასტიროდაო.
  • თავის დროზე დალეული – შხამიც კი ტკბილი არისო.
  • თავის სიმჩატე ფეხის სიმძიმეა.
  • თავის უბედური ოსებში გაჰყიდესო.
  • თავის ქება თავის მტვრევააო.
  • თავის ჭიას ახარებს.
  • თავისი კალო გაულეწია – თავისი ალო გამოუყვანია.
  • თავისი ქონი თვალებსა სწვავსო.
  • თავს იქით რათ გინდა რამე?
  • თავს იწონებს მწვანე კიტრიო.
  • თავს იწონებს კიტრივით.
  • თავს პატივი დასდე.
  • თავს რომ მომჭრი, პრასა კი არა ვარ ამოვიყაროო.
  • თავს სინანული სჯობიან, ბოლოს ჟამს დანანებასა.
  • თავსაცინს კაცი არ მოუკლავს.
  • თავმომწონე კაცი თუ ქონებიდან დავარდა, მალე მოკვდებაო.
  • თავში მხოლოდ ნაბიჭვარს და ობოლს ჩაარტყამენო.
  • თავწყალ დასხმულსა, თავსლაფი ესხმოდაო.
  • თამაშობა ხერხით უნდა, დათვმაც იცის ძუნძულიო.
  • თანხმობა კედელზე უმაგრესიაო.
  • თაფლი თუ შეიჭამა, ქოთანი ხომ ისევ არისო.
  • თაფლი კარგია, მაგრამ კუპრი ურევია.
  • თაფლი კარგია, მაგრამ ძაღლის გუდაშია.
  • თაფლს ლოკვით სჭამენ, ქიშმიშს – მარცვლობითო.
  • თბილია თუ ცივია – ორივე მტკივა.
  • თებერვალი დადგა..
  • თებერვალში დღეს იმდენი ემატება, რასაც ბატკანი გადახტება.
  • თებერვლის რვასა, ნუ ენდობი მთასა, ნურცა სიძეს, სიმამრსა, ნურცა ცოლის ძმასა.
  • თევზი ეძებს ღრმა წყალსაო და ადამიანი კარგსაო.
  • თევზი მარხვაში, ცხენი – აღმართში.
  • თევზი წყალში არ დაფასდებაო.
  • თევზის ჟინითა ბაყაყი არავის შეუჭამიაო.
  • თევზმა თევზს უთხრა: – ცოტა იქით მიიძარიო, – საით მივიძრა, ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო.
  • თევზს ბოლოდან ვერ დაიჭერთ.
  • თეთრი და შავი საჯდომი – აბანოში გამოჩნდებაო.
  • თეთრი კბილი მტრისთვის ნუ გშურს.
  • თეთრი კბილი, შავი კბილი სიცილის დროს გამოჩნდება.
  • თეთრი ცხვარი მგელს მსუქანი ეგონაო.
  • თეთრი ცხვარი შიგნითაც თეთრი ეგონათო.
  • თეთრი ძაღლი ბამბის ზარალიო.
  • თეირანს ქალი არ იყო, ვირს ვარ დისახარს ეძახდენო.
  • თელას ტყავი როცა შეეხდებოდეს, მაშინ შეხადეო.
  • თვალ აღებული, წყალ წაღებული.
  • თვალ წყალი დაალევინა.
  • თვალი გულის სარკეაო.
  • თვალი ვინ მოგთხარაო და შენიანმაო (ნათლიამაო) (ძმამაო).
  • თვალი ვინ მოითხარა? და სვინამა, – იმისთვის ღრმად მოუთხრიაო.
  • თვალი თვალის მტერიაო.
  • თვალი რამ გამოგთხარა და ჩემმა სიკეთემაო.
  • თვალი რომ თვალს მოჰშორდება, გული გადასხვაფერდება.
  • თვალი სარკეა კაცისა, შიგ ბევრი რამა ხატიაო.
  • თვალი უნებურიაო.
  • თვალი შესჭამს ხილსაო.
  • თვალი ძვალს გაზომავს და ისე ჩაყლაპავს.
  • თვალებს შუა რომ ცხვირი არ იყოს ისინიც ვერ მოშველდებიან.
  • თვალით უსინათლო სჯობია, თავით უგუნურსაო.
  • თვალში ეკლად ესობაო.
  • თვალში რა გჩხვლეტს და ჩემივე წამწამიო.
  • თვალში უზის.
  • თვალშიაც ვერ ჩამხედაო.
  • თვე არის ერთს დღესა კვებავს, დღე არის – მთელს თვესაო.
  • თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ, სხვა სხვისა ომში ბრძენია.
  • თივა და ცეცხლი ერთად არ დაიდებაო.
  • თივა მთისა სჯობს რეგვენო, პური და ღვინო ბარისა.
  • თივასთან ცეცხლი არ მიიტანება.
  • თივაში ცეცხლი არ დაიმალება.
  • თითის ტკივილს გული გრძნობს და გულის ტკივილს არავინ.
  • თითო გობი ლაფი ყველგან სდგას, მაგრამ ჩემთან ათასგანო.
  • თითო გოგრიდან, თითო ჭკუა გამოდისო.
  • თითო კოჭობი ნაცარი, ყველგან დუღსო.
  • თითონ იციან მკვდარს თავს საითკენაც უზამენ.
  • თითონ სჭრის და თვითონვე ჰკერავს.
  • თიკან კრავი მარტისაო, ხბოი – იანვრისაო.
  • თინაო, ა, თინაო, კაბა ვინ მოგიტანაო? ჩემი გოგიას შერჩენამ არტუშამ მომიტანაო.
  • თოვლი ალხიანიაო*.* ალხი – სიმშილი.
  • თოვლი თეთრია, მაგრამ სიცივე დიდი იცის.
  • თოვლი თეთრია, მაგრამ ქვეყანა ზედ დადისო (აფურთხებსო).
  • თოვლი თეთრია – მაგრამ ჭირივით მოელის კაციო.
  • თოვლი, ძაღლების მამიდაა.
  • თორმეტ კბილს რომ სიტყვა გადმოსცდება, თორმეტ მთას გადაივლის.
  • თორნისა პირსა მჯდომარე გაძღება პურის ცქერითა.
  • თორნეს უთქვამს: ფიჩხი ბევრი ჩამაყარეო, რომ პური ბევრი ამოვყაროო.
  • თოფი და წამალი ხელმწიფისა, თვალის კიჟვას რა უნდაო.
  • თოფი მეთოფეს და მეთოფე – სოფელსაო.
  • თოფს მსროლელი უნდაო.
  • თოხი კიკოსა, წალდი ნიკოსა, თოკი ჩემს ცოლსა, ძაღლი ჩემს სულსა (აჭარ.).
  • თოხი მიწას არ დასცილდება.
  • თუ არ გვეყოფა, ჩვენ ვეყოფითო.
  • თუ არ იცოდე ხერხიო, დედაშენს ტურის ფეხიო.
  • თუ არას ჩამახევ – არას ჩამაკერებო.
  • თუ ბზუის ფუტკარი – თაფლს აგროვებს, თუ ჩუმად არის – მასზე ფიქრობს.
  • თუ გინდა რომ ზაქი კარგი კამეჩი დადგეს, საჯდომში* ნუ შეაბამო.* საჯდომი – უღელი რომელზედაც მეხრე ჯდება.
  • თუ გინდოდეს თავის ჭირი, მოიყვანე ქალი ქვრივი.
  • თუ გულით გიყვარს მოყვარე, შორით და ახლოდ სწორეა.
  • თუ დამაცდი – მახარა ვარ, თუ არა და – მასხარაო.
  • თუ დამაცლი – მახარა ვარ, თუ არა და მახრუჭაო.
  • თუ დო შესჭამე, დოს ქილა რაღა უყავიო.
  • თუ ერთი არ მოკვდება, მეორეს ადგილი არ მიეცემაო.
  • თუ ეშმაკი არა ხარ, მანდ რაღას უკუნტიხარო?
  • თუ ვალი არა გაქვს, სხვას თავდებად დაუდექიო.
  • თუ ვერ იშოვნო ველურიო, შინ დაჰკალი ყვერულიო.
  • თუ ვირი ხბოს მოიგებს, თევზიც საძოვარზე გაიგზავნებაო.
  • თუ ვირმა ხტომა არ იცოდეს, როგორ შეიკუნტრუშებდაო.
  • თუ ზღვას წყალი არ შესდის – იგიც დაშრება ძირამდის.
  • თუ თავად ბოროტი არ ხარ, ბოროტისა ნუ გეშინიაო.
  • თუ თავში ჭკუა არ გვეყრება, ჭირი ჭირზე შეგვეყრება.
  • თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო.
  • თუ ის არის ხერხში, არც მე დავდივარ ტყეში.
  • თუ იყიდი, რაც არ გჭირია, მალე გაჰყიდი, რაცა გჭირია.
  • თუ იყოს – იყოს, თუ არა და წყალმა რიყოს.
  • თუ კარგი ცოლი გყავს, მექორწილის სახლში რა გინდა?
  • თუ კატა მკვირცხლია, არც თაგვია დონდლო.
  • თუ კაცი არ გახლდეს, კერას გამოელაპარაკეო.
  • თუ კაცმა არ გაიფხაკუნა, ისე ვერ იცხოვრებს.
  • თუ კაცს ბედი აქვს, მოზვერიც დაუმაკდებაო.
  • თუ კაცს მტერი არა ჰყავს, მოყვარე დაუმტერდებაო.
  • თუ კი კარგია, ჩემთვის, თუ არა – ჩემი ძმისთვის.
  • თუ ლაშქრის შეკრება გინდა, ბუკი უნდა დაუკრაო.
  • თუ ცუდი ცოლი გყავს, მგლოვიარის სახლში რა გინდა?
  • თუგინდ უკუღმა დაჯექი ოღონდ სწორე სთქვიო.
  • თუკი წყლისთვის არა ვარ პატარა, გათხოვებისთვის ვარ პატარა?
  • თუმცა ერთის ხისაგან ბარიც გამოვა და ნიჩაბიც, მაგრამ ორსავეს ტარი კი ერთიაო.
  • თუ ადამიანებში ვირი არ მოიპოვებოდეს, თითო ვირი ას მანეთად ეღირებოდა.
  • თუ მე არ ვიქნები – ქვა-ქვაზედაც ნუ ყოფილაო.
  • თუ მასპინძელი არ მღერის, სტუმარსაც მოეწყინების.
  • თუ მტერი არ გყავს, ძმას გაეყარე – მტერი გაგიჩნდებაო.
  • თუ მარილი არ გქონდეს, სიტყვა უთხარი მარილიანი.
  • თუ მახინჯს მიმცემდი რაღას ეძებდიო (ქალს უთქვამს მამისთვის).
  • თუ მეზობელი კარგად გყავს, შენც კარგად ხარო.
  • თუ მეფეს სძინავს, ქვეყანა ვერ დაიძინებს შვებითა.
  • თუ მოდავეთ მოსამართლე გყავს, მაშინ შენი შემწე ღმერთი იყოს.
  • თუ ორმა იცის – ღორმაც იცისო.
  • თუ პატარა არ დაიბადა, დიდი საიდან იქნებაო?
  • თუ რომ ძაღლის ლოცვა-ვედრება შეიწყნარებოდეს, ციდან ხორცი ჩამოეშვებოდაო.
  • თუ სარკე არა გაქვს, რომ ჩაიხედო, ქვეყანა ხომ სარკეაო.
  • თუ სარკე არა გაქვს, წყალში ჩაიხედე.
  • თუ სახლში უფროსი არა გყავს, დედაბოძს დაეკითხეო.
  • თუ სიძე მოდის, მოვიდეს, თუ არადა მეძინებაო (უთქვამს ოსის პატარძალს).
  • თუ ტყავს მაძრობ, ქონიც თან გააყოლეო.
  • თუ ურემმა შეშა ვერ მოიტანა, – თითონ უნდა იყვეს შეშად.
  • თუ უწვავი არა სჭამე – შემწვარის გემოს ვერ დააფასებ.
  • თუ ფლავისა არა გრცხვენიან, ერბოსი მაინც უნდა გრცხვენოდესო.
  • თუ ქვეყანა დაიმშეს – საჩინომ* არჩინოს, თუ საჩინო დაიმშეს – ვერა კაცმა არჩინოს.* საჩინო – ვანის რაიონშია.
  • თუ ღმერთი მწყალობს, – ეშმაკები ვერას დამაკლებენო.
  • თუ შენ ხარ ხერხში, არც მე ვარ ტყეში.
  • თუ შენა გაქვს ისარიო, მეც მიპყრია ფარიო.
  • თუ შენი არაფერი იხარჯება, ლხინს ნურაფერი გირჩევნია.
  • თუ შენით არ იცოდე, სხვისი უნდა დაიჯეროო.
  • თუ ჩემი თავი გინდაო, იყავ ყველაფრით წმინდაო.
  • თუ ცული სტყუის, ტარიცა სტყუის.
  • თუ წყალი არ მოგყვეს, შენც წყალს მიჰყევი.
  • თუ ჭირისუფალი არა სტირის, მოტირალი ვისი აბუჩი მოვაგლახეა?
  • თუ ჭკვიანი არ შესცდება – გიჟი კლდეზე არ გადავარდებაო.
  • თუ ჭკვიანი არა სცდეს, რეგვენი კლდეს გადავარდეს.
  • თუ ჭორი არ არის, შორი არ არის.
  • თუნდა მზეში სანთელი აგინთია, თუნდა უგუნურისთვის კეთილი გითქვამს.
  • თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას ეძებდა.
  • თხა ბოსტანს (სასირეს) უყურებდა, ღობეს ვერაო.
  • თხა გავყიდე, თხა ვიყიდე, სარგებელი ვერა ვნახე.
  • თხა თავს სტიროდა და ყასაბი ქონსაო.
  • თხა თხას მისდევს, ცხვარი – ცხვარს.
  • თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოს.
  • თხა კიკინით გამოვიდა ცხვარმა ფეხები გაშალაო.
  • თხა კიკინით გამოვიდა ცხვარს სული ამოხდაო.
  • თხა ტყავის დარდში იყო, ყასაბი კიდევ ქონისაო (დანისაო).
  • თხამ დააფრუტუნა, მგელმა უთხრა: ღვთის წყალობაო!
  • თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო.
  • თხამ საკორტნი ნახა და სახტომი აღარ.
  • თხამ სთქვა: “ერთი ხის ძირში გავძღები, მაგრამ მწყემსის ჟინი მაქვს”-ო.
  • თხას თხის ფეხით დაჰკიდებენ, ცხვარს ცხვრის ფეხითო.
  • თხელი ქალამნის პატრონმა გამძლეობა არა სთქვასო?
  • თხის პატრონს – თხის კუდიც არა ხვდეს?
  • თხისა წინიდან გეშინოდეს, ცხენისა – უკანიდანაო.
  • თხოვნა მსუქანიაო.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • იალბუზი იწოდა, იმერელი ხელს ითბობდა და ამბობდა: ღმერთო, ამნაირ ცეცხლს ნურც სააქაოს დამაკლებ და ნურც საიქაოსაო.
  • იანვრის ქურდი მარტში გამოჩნდებაო.
  • იარაღი კაცს შვიდ წელიწადში ერთხელ დასჭირდება.
  • იარაღიანს თუ უიარაღომ ხმარებამდის მოასწრო, მერე იარაღი ზარალიაო.
  • იარე, მოგეწევიან, თავი ნუ გემარტოება.
  • იაფი ყველაზე ძვირად დაგიჯდებაო.
  • იაფფასიან ხორცისა წვენი არ გაკეთდებაო.
  • იაფფასიან ხორცს ძაღლი არ შეჭამსო.
  • იაფფასისაო – წვენი ძაღლისაო.
  • იდგე – არ დაჯდე! იჯდე – ადექი!
  • იერუსალიმს ვირი თოფრით გაჰგზავნეს და ისევ თოფრით დაბრუნდა.
  • იერუსალიმს მიმავალს ნურც დაუშლი, ნურც გაუპირდებიო.
  • იერუსალიმში განა ძაღლები არ არიან.
  • იერუსალიმში განა ძაღლი არ ჰყეფს?
  • იესო ქრისტე ცოფიან ძაღლს არ დაემალა და მთვრალ კაცს დაემალაო.
  • იესო ქრისტემ მთვრალი კაცი რომ ნახა, ყავარჯენს დაეფარაო.
  • ივნისის დღეში ოცდაოთხი იერი (მსხვილი წვიმა) ჩამოიარსო.
  • ილაპარაკე დროზე, დაჩუმდი დროზე.
  • ილდურ და ბილდურ – ორივე ერთია.
  • იმ მეზობლის ჭირიმეო, რომელიც კვერცხზე მარილს დამიყრისო.
  • იმდენს გცემ – ნახევარიც ვერ დათვალო.
  • იმედიანი შიმშილიც კარგიაო.
  • იმერეთიდან გადმოდის საქციელი და ზრდილობა; თუ კაცი თითონ არ არის, რას არგებს გვარიშვილობა.
  • იმერეთს ქალი დამარხეს, ამერეთს მარგლის ბაღჩასო.
  • იმერელი ვარ ღილღველი, ზურგზე მკიდია გიდელი, შიგ სავარცხლები მიწყვია, ქალაქში გასასყიდელი.
  • იმერელი სახლში შეუშვეს, და – ხმალი მაღლა დამიკიდეთო.
  • იმერელმა მოსავალს მოუცადა და გამოცხობას ვეღარაო.
  • იმერელმა ნალი იპოვნა და რაღა მაკლიაო? აბჟანდუკი, ზედსაჯდუკი, საკბიდუკი და..
  • იმერელმა ნემსი იპოვნა – სარკინეთი ამოაგდეო.
  • იმერელმა ნემსი იყიდა და ქარში ეფარებოდა, ქარი შუაზე გამიყოსო.
  • იმერელმა ფარა იშოვნა და გამოსახვევი კი ვეღარაო.
  • იმერელს რომ წითელი კვერცხი ჩააბარო, იმდენს სტლაკავს, რომ თეთრს ჩაგაბარებს.
  • იმერელს სახლში ნუ შეუშვებ, სიძობას მოგინდომებს (ზოგი მეგრელზე იტყვის, შეიძლება რაჭველზეც).
  • იმერელს უთქვამს: სტუმარს რომ შემწვარი ხახვი მიუტანო, მწვადად ჩამეთვლებაო.
  • იმერელს უთქვამს: ცეცხლი ნურც სააქაოს დამაკლოს, ნურც საიქიოსაო.
  • იმერელს ცხვარი გაექცა და წამოიძახა: მას წააგლიჯე – მასვე წააგრიხეო.
  • იმერელს ჰკითხეს: ყველაზე მძიმე რა არისო და – ცარიელი მუცელიო.
  • იმიტომ უხნავ ალოსა, ხარები გამოლალოსა.
  • იმის მადლი მე ვიცი, თუ ხატი ჩემი შეჭედილია.
  • იმისთანა სიტყვა სთქვი, რომ ხვალ იმ სიტყვამ არ გაგაწბილოსო.
  • იმნაირი ნადირი გამორბოდა, როგორიც ტყე იყო.
  • ინდიშვილი, მინდიშვილი, რაც დედ-მამა – იგი შვილი.
  • ინდოეთში ვირი ხეზე გავიდაო: ეს ვირი და ეს ხე, აბა აქაც გავიდესო.
  • ირემმა ირემს ბალახი აუშვირა: – მართალია არც შენ გაკლია (მაგრამ თავაზა კიდევ სხვა არისო ან გულის გადიდება არისო).
  • ირტავაზას ხუთი გლეხი, ოცდახუთი მოურავი.
  • ის თვალი დადგეს, რამაც თვალმა ბუზი ბაღდადამდის არ დაინახოსო.
  • ის რკინა სჯობს ამ რკინასა, რა რკინაც გასჭრის რკინასა.
  • ის უჯობს მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა.
  • ის ქალაქი დაილოცოს სადაც ძვირია და საშოვარი.
  • ისარი და პირის სიტყვა, გასტყორცნი არ დაბრუნდება.
  • ისე გაგიხდი საქმესა, ცალი თვალით გატირებ და ცალი თვალით გაცინებო.
  • ისე გაგლახავ, მომხედო და ვეღარ მიცნო.
  • ისე გაება, როგორც ჩიტი კაკანათში.
  • ისე გავიდა მარტიო, ვერ მოკლა თიკნის ბღარტიო.
  • ისე გავძეხი, როგორც ხუცის ცოლი.
  • ისე ვიყავ მე, როგორც ახლა შენ, ისე გნახავ შენ, როგორც ახლა მე.
  • ისე მგელი არ მოკვდება, რომ თხის დასამარხად გახდესო.
  • ისე როგორც ბატონი სამარეში (კარგად არისო).
  • ისე შვენის, როგორც ვირს კურტანიო.
  • ისევ ის თომაა, ისევ ის ტყავი აცვია.
  • ისევ ჩემმა ნახულმა მგელმა შემჭამოსო.
  • ისევ წავალ გუდამაყარს, მამა-პაპის ალაგასა.
  • ისეთ ალაგს ნუ დაჯდები, რომ მალე აგაყენონ.
  • ისეთ ალაგს ნუ შეხვალ, საიდანაც გამოგაგდებენ.
  • ისეთი ამბავია, რომ ძაღლი პატრონს ვერ იცნობს.
  • ისეთი გოდორი დასწანი, რომ შენ შვილისშვილებსაც გამოადგესო.
  • ისეთი სანაგვე არა ვარ, რომ არ დაგჭირდეო.
  • ისეთი ტყუილი უნდა სთქვა რომ ფეხებიც ჰქონდესო*, დადგომაც შეეძლოს, გაქცევაცო.* რომ დადგომაც შეეძლოს და სიარულიც, რომ გასჭრასო..
  • ისეთია, რომ სამარეში სუდარას მოიპარავს.
  • ისეთმა მთამ დამაზრო ფეხები, რომლისაგანაც არ მოველოდიო.
  • ისეთმა ფურმა დამწიხლოს, საწველელს მივსებდესო.
  • ისეთს კაცს გაუტყდა თავი, რომელიც შენზე ჭკვიანი იყოვო.
  • იქაც ცეცხლში, აქაც ღველფში.
  • იქითკენ უნდა ეცადო, საითაც წყალი დგებაო.
  • იქცეოდეს – შეესიე, შენდებოდეს – შეეწიე.
  • იღბალი აქვს ლიპლიპასა, ყველა მისკენ მიტლინკავსა.
  • იყავ მაგარი და არა წინააღმდეგი.
  • იცის მხარჯველმა და არა მჭამელმა.
  • იწექ, ჩემო ნიშა ხარო, იწექ, როცა მოვალე მოვა, ან შენ წაგიყვანს და ან მე.
  • იხარე, ჭერო, მოკვდი, მტერო!

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • კაბდომ იცის სამართალი, მაღალდაბალს გაასწორებს.
  • კაი ბიჭი შორიდან გაბედავსო.
  • კაი ბიჭის ნაყოლი ცოლი, და კაი ბიჭის ნაყოლი ცხენიო.
  • კაი გუნებით ცოლქმარი თოხის ტარზე დაეტევაო.
  • კაი კაცი გლახა კაცთან წახდება.
  • კაი კაცის ალერსი მუშკის ყნოსვას ჰგავს ამისა.
  • კაი კაცის ნაყანევი, კაი ქალის ნაკაბებიო.
  • კაი კაცის ნაცოლარი, კაი ქვევრის ნაძირალი (ან ღვინის ნაძირალი).
  • კაი კაცის პურმარილი ზღვაზე ხიდად გაიდება.
  • კაი მოკრივე – გვიან გამოვაო.
  • კაი მუშა და მძლე ხარი – საღამო ხანს მოუმატებს.
  • კაი სიტყვას რა მოჰქონდა – საწუთრო და სალეველი.
  • კაი ყანის მოზიარე მოყვარეს სჯობიაო.
  • კაი შეგირდი ოსტატის გულის ვარდია.
  • კაი ცხენი დეზს არ ირტყამს და კაი ხარი – შოლტსაო.
  • კაი ხარი სახრეს არ დაიკრავს.
  • კაის მყიდველი ძვირადო – მოგებულია ხშირადო.
  • კაისათვის კაი ვის უქნია.
  • კაკაბმა სთქვა ოცდათოთხმეტი სიმღერა ვიცოდი, ასეთმა ალალმა წამომიქროლა, რომ სულ დამავიწყაო.
  • კაკაბს უთქვამს: წვიმის კამარა რომ არ შეწყდებოდეს, ზეცაში ავალო.
  • კაკალი უნაჭუჭოდ არ იქნების.
  • კაკანა კაკაბი მახეში ჩავარდებაო.
  • კაკუჩით მოწეული საქმე არ გაკეთდებაო.
  • კალანდას მზე ბაჭიას ნახტომის ოდენაა მომატებულიო.
  • კალთაში გიჯდე, წვერს გაგლეჯდეო.
  • კამეჩი მოგაბარე, ამუშავე და აჭამეო, განა მისთვის მოგაბარე, დაჰკალი და შეჭამეო.
  • კამეჩი წუმპეს წაიქცა, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია.
  • კამეჩის მოჭიდავე ხარს რქები არ შერჩებაო.
  • კამეჩო, მუხრანელი ხარ, უღელი გეცოდინება. მე მუხრანელი არა ვარ, უღელი მეჩოთირება.
  • კამეჩმა სთქვა: რაკი ბალახში ჭიანჭველა დაიმალება, გემოც წაუვაო.
  • კამეჩსა კალანჩხით ბზე არას უზამსო.
  • კამეჩმა სთქვა: ქვეყნის დანგრევისა რომ არ მეშინოდეს, ისეთს გავიქცეოდი, რომ ფრინველიც ვერ მომეწეოდაო.
  • კანთხელმა რა სთქვა კანსქელის მეტიო.
  • კანონმა იკანონოსო, ნდობამ კი იბატონოსო.
  • კაპასმა ქალმა ძაღლი დააბა და ისე აყეფაო.
  • კაჟის (ტალი) მჭამელი ქათამი თავს იღორებსო.
  • კარგ კაცს როგორ დაუკარგო, რაც რამ სიკარგკაცე აქო?
  • კარგ მთქმელსა და კარგ მოლაპარაკეს – კარგი გამგონიც უნდა.
  • კარგ მშოვნელს კარგი შემნახავი სჯობიაო.
  • კარგი ამხანაგობა კარგი ძმობის დარია.
  • “კარგი ვარ”, ამას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა.
  • კარგი კაცი – სუფრაზედა.
  • კარგი მეზობელი ამომავალ მზეს სჯობიაო.
  • კარგი მეზობელი მზის უწინარეს არის დასანახავიო.
  • კარგი მეწისქვილის ცულიც კი ჯოჯოხეთშია და ავისა სადღა იქნებაო.
  • კარგი მოთამაშე კამეჩი ცოხნაზე ითამაშებს (ცოხნას აჰყვებაო).
  • კარგი მწყემსი ახლოდან მოდენის ნახირს, ცუდი – შორიდანო.
  • კარგი პაპა იყავიო, კარგი ქამაც გიყავიო.
  • კარგი ქალის ქმარს საგზალი არ უნდა.
  • კარგი ყმა ლაშქარს მოხვდება სწორების ჯობინობაში.
  • კარგი შვილი დედმამის გვირგვინია – ავი კი სიცოცხლით მათი სამარის გამთხრელია.
  • კარგი შვილისთვის სახლის აშენებაზე ნუ იზრუნებ, ავ შვილს ნუ დაუქცევო.
  • კარგი ცოლი კარგ ამხანაგს სჯობია, კარგ ძმასაც.
  • კარგი ცხენი ქერს იმატებს, გლახა ცხენი – მათრახსაო.
  • კარგი ხარ თუ ავი ხარ, მე ხომ არას მარგიხარ.
  • კარგი ხარ კარის მამულო, რომ არა გჭამდეს ქათამიო.
  • კარგი ხარ, კარგო ყოფაო, კარგო ცხვარო და ძროხაო.
  • კარგი ჰქენი, ქვას დადევი, გაიარე წინ დაგხვდება.
  • კარგის მაძებნელი ავს გადაეყრება.
  • კარგისა ყიდვა ძვირად სჯობს, ზედ გამოღება ფასისა.
  • კარგისთვის კარგი არავის უქნია – მოუჭირე გველოო.
  • კარგმა კაცმა კამა სჭამა, ავმა კაცმა – ნიახური.
  • კარგმა პურ-ღვინომ ამოღებული ხმალი ჩააგოო.
  • კარგმა ყოფამ ორად კი არ მაქცია, ორს დამამჯობინაო.
  • კარგმა ძაღლმა ავ კაცს აჯობაო.
  • კარგს არას ველი, ცხვარსა სჭამს მგელი.
  • კარგს დამალავენ, ავს მალე იტყვიან.
  • კარგს ეპრანჭვი – ავს ეჯღანვი.
  • კარგს კარგი არც კაცს შეხვდება, არც ქალსაო.
  • კარგს მოსავალს კარგი გამრიგე (მომხმარებელი) უნდაო.
  • კატა ისე უნდა დაიჭირო, რომ ბრჭყალები არ გაგკრასო.
  • კატა მეფეს შეჰხედავს.
  • კატას თევზი უყვარდა, მაგრამ ფეხის დასველება ეზარებოდა.
  • კატას უთხრეს: შენი ფინთი წამალიაო, და ღრმად ჩაფლა.
  • კატას ფილტვი ესროლეს, იმასაც ის უნდოდაო.
  • კატას ძეხვი თავში ჩაჰკრეს და – ღმერთმა მაგისთანა მეხი ნუ დამაკლოსო.
  • კატას ჰკითხეს: “დედაშენი კარგია, თუ მამაშენიო?” კატამ უპასუხა: “ნაი, ნაიო” (თათრულად ნიშნავს: არც ისა და არც ისაო.)
  • კატასავით ზურგზე არ დაეცემა.
  • კატისთვის თამაშობაა, თაგვისთვის – სულთა ბრძოლაა.
  • კატის გაქცევა – საბძლამდისო.
  • კაცი არ ვარგა სოფელში უმამულო და ეული.
  • კაცი გაზომე გაჭირვებაშიო.
  • კაცი გამოვა კაცობრივ, წვერი არ გაახარებსო, თხასაც ასხია ბალანი, მაზმანი დააფასებსო.
  • კაცი გულითა ხარობს, ცეცხლი კი – უგულოთაო.
  • კაცი გულითა ხარობსო, ხე კი ნაყოფითაო.
  • კაცი გულითა, ხეი ძირითა.
  • კაცი დათვს ხედავდა და კვალს ეძებდაო.
  • კაცი დედამიწას ეუბნებოდა და ცას ემდუროდაო.
  • კაცი ვერ შესწვდა ცხენსაო, უნაგირს მისდგა, სტეხსაო.
  • კაცი ზღვას გადურჩა და ცვარმა დაახრჩოო.
  • კაცი თავის ვარსკვლავს ბოლომდის უნდა ემორჩილებოდეს.
  • კაცი თავის თვალში ძელს არა ხედავს და სხვის თვალში ბალანსაც დაინახავს.
  • კაცი თავს რომ სიავეს უზამს, იმოდენას შვიდი ეშმაკიც ვერ უზამს.
  • კაცი თუ არ გყავდეს, კერიას გამოელაპარაკეო.
  • კაცი თუ გონიერია – სოფელი ღონიერია.
  • კაცი თუ ეკლად არ გაება, ეკალნი არ გაებმიანო.
  • კაცი ისე არსად იცნობა, როგორც გზაშიო.
  • კაცი იხრჩობოდაო და ხავსს ეკიდებოდაო.
  • კაცი კაცით ცხოვრობს.
  • კაცი კაცითაო, ნადირი ტყითაო (თევზი წყლითაო).
  • კაცი კაცითაო, ღობე ქაცვითაო.
  • კაცი კაცის გულისათვის შემწვარ ხოხობს შეჭამს.
  • კაცი კაცის მალამოა (წამალია).
  • კაცი კაცის მტერია, ძაღლი კი ერთგულია.
  • კაცი კიდეც გაიქცა, კიდეც გაიფცქვნა.
  • კაცი მალე აშენდება, მალე დაივსებაო.
  • კაცი მალე წაწყდება, მალე ცხონდებაო.
  • კაცი მოკვდა პურაძვირი – წაახვევენ ტილოსაო, მოსთხრიან და ჩააგდებენ ემანდ ეგდე შვილოსაო, ვინც იმას შენდობას ეტყვის, ღმერთმა შეარცხვინოსაო.
  • კაცი ნუ მოკვდება, თორემ თუნდა სანაგვეზე გადააგდონო.
  • კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისა ხმას იყო.
  • კაცი რაზე გამოიცდება და – ყველაფერზეო.
  • კაცი რო დაითვრებაო, ორი კაცის ტოლა გაიზრდებაო (ხევს.).
  • კაცი რომ გაჭირვებას ვერა ჰგრძნობს, თავი ბედნიერი ჰგონია.
  • კაცი რომ დაბერდება, შვილდისარი უნდა დასდოს.
  • კაცი რომ იხარჯებოდეს – აღარას არგებს დრეკაო.
  • კაცი რომ სიტყვას ღეჭვას დაუწყებს, მას არა დაეჯერებარაო.
  • კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო.
  • კაცი სცადე და თავი ააზატე.
  • კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას გზასა უნათებდეს.
  • კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდეს, განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს.
  • კაცი უპირო გავინაპირო.
  • კაცი შეხედულებით არ გაისინჯება.
  • კაცი ცერცვსა სთესავდა, თანაც პირში იყრიდა – ან ამოვა და ან არაო.
  • კაცი ცოცხალს ემდუროდა, მკვდარს იმადლიდაო.
  • კაცი ცხენზე იჯდა და ცხენს დაეძებდაო.
  • კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო.
  • კაცია ათასადა ღირს, ასია – კაცად არ ფასობს.
  • კაცია და გუნებაო, გულზე ებრაგუნებაო.
  • კაცია და გუნებაო, ჩოხის ატლაკუნებაო.
  • კაციას მე ვწუნობ, კაცია მე მწუნობს.
  • კაცის ამბავი მართალი თუ არ იცოდე, ნურც აქებ და ნურც აგინებო.
  • კაცის აშენებული სახლი ქალმა დააქციაო, ქალისა-კი ვერც ეშმაკმაო.
  • კაცის გამოცდა თუ გინდა, ბოლოკი დაარიგებინეო.
  • კაცის გვარი ფუჭია, თუ არა აქვს ნიჭია.
  • კაცის გული – ვითა ჯურღმული.
  • კაცის გული იყოს რკინა, ხანჯალი – გინდა ხისაო.
  • კაცის გული შუშა არის, თუ ერთი გაიბზარა, აღარ გამთელდება.
  • კაცის დაქცევა თუ არ გინდოდეს, ყოველდღე ცეცხლს ნუ მისცემო.
  • კაცის თვალს შავი მიწის მეტი ვერა გააძღებს რა.
  • კაცის მტრობა რომ გინდოდეს, ნათლიად გაიხადე.
  • კაცისთვის ყველაზე ძნელი – თავისი თავის ცნობააო.
  • კაციც შენა ხარ და ქუდიც შენა გხურავს.
  • კაცმა თავის საქონელი მპარავს მიაბაროს, უკეთ შეინახავს.
  • კაცმა კაცის დარდი არ იცოდა და შუაღამისას ნანას ეუბნებოდაო.
  • კაცმა კაცისა თქვა და საქმემ ორივესიო.
  • კაცმა კაცს ვენახი აჩუქა და იმან ყურძენიც კი არ აჭამაო.
  • კაცმა მძებნელმა ცოცხლისამ მკვდარიც ვერ მოიძიაო.
  • კაცმა რამდენი რამეც იცი, იმდენი რამე ხარო.
  • კაცმა რომ თავის გარდასავალი იცოდეს, შინიდან გარეთ არ გამოვაო.
  • კაცმა რომ კაცი გაიცნოს, ცხრა ლიტრა მარილი უნდა შეჭამონ.
  • კაცმა რომ სულ ერთ ხეს შებღავლოს, ისიც გახმებაო.
  • კაცმა სთქვა: ამ ჩემი სულისა ვერა გამიგია რაო, თბილს აცივებს და ცივს ათბობს.
  • კაცმა სთქვა: “ჩემი სახლი გატყდაო”, მუხამ გაიგონა და დაუძახა: “ჩემი სახლის კაცი (ჩემი გვარის) რომ ყოფილიყო არ გატყდებოდაო”.
  • კაცმა ჩიტს თოფი დააცილა და – “ჩემი ხელიდან ხომ მკვდარიაო”.
  • კაცმა ჭირი მალა – ჭირმა თავი არ დამალაო.
  • კაცმა ხელეჩო დაჰკარგა და იმას დარდობდა: ნეტავი გარეთა პირიდან არ გალესონო.
  • კაცო, შენი ნახერხი, შენვე დაგეყრება თავს.
  • კაცს გამოულოცეს და უარესი ჰქნაო.
  • კაცს გაცრილ ფქვილს ნუ აჩვენებ და გაწეწილ მატყლსა, ბევრი ეგონებაო.
  • კაცს ზურგზე სცემდნენ და იძახდა: “ვაიმე, მუცელიო”.
  • კაცს თავისი ბრალი ზურგზე ჰკიდია, სხვისი ცხვირზეო.
  • კაცს თავისი სახელი დაავიწყდაო.
  • კაცს თუ დღე არ დაელია, სული არ ამოუვაო.
  • კაცს თუ კაცი სძულს მისი ჭამა – ჭლახა-ჭლუხად
  • ეყურება და სიარული – ბრაგა-ბრუგადო.
  • კაცს თუ მრჩეველი არა ჰყავს, კედელს დაეკითხოსო.
  • კაცს კაცის ჭკუა არ მოსწონსო.
  • კაცს კაცობა უნდა, თორემ ჭიპი კატასაც კი აბიაო.
  • კაცს ნიადაგ ქორწილიც მოჰბეზრდებაო.
  • კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, ერთი საიქიოსთვის და ერთი სააქაოს დასარჩენადო.
  • კაცს ორი სიკვდილი მოუვა: ერთი დაავსებს, ერთი ააშენებს.
  • კაცს რისგანაც სცხვენია, იმისგანაც დნებაო.
  • კაცს რომ პირველი ცოლი მოუკვდება, მეორე გაუტკბილდებაო.
  • კაცს როცა არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას არ დაინახავს.
  • კაცს სახელმწიფოს მართვა არ გაუჭირდება, როგორც თავის ცოლისო.
  • კაცს სახლი ეწოდა და ხელს ვერ ითბობდაო.
  • კაცს ქალთან წოლა ენატრებოდა, ქალი ემადლებოდაო.
  • კაცს შინ ოქრო სათხრელი ჰქონდა, გარეთ მიეშურებოდაო.
  • კაცს ცოლი გაეშო, ცოლის მამიდას ჰყვარობდა.
  • კაცს ცოტა მოაკლდება, ცოტა მოემატებაო.
  • კაცს ცული გადაუვარდა წყალში და წალდიც თან გადააყოლაო.
  • კაცს ცხენი არა ჰყავდა, უნაგირს ნატრობდაო.
  • კაცსა მართალს და მტყუანსა კაცნივე გაარჩევენო.
  • კაცსა ფიცნი გამოსცდიან.
  • კაცსა ქარვისა მძებნელსა, ხელთ შეხვდა იაგუნდიო.
  • კაცსა ჰკითხეს: ცოლი გყავსო? კი მყავს, მარა გაღმა კაცსა ჰყავსო.
  • კახამბალი კენწეროში გამწარდებაო.
  • კბილი კბილია და როცა ადამიანს გაამწარებს, მოიგლეჯს და გადააგდებს.
  • კბილი ენის კლიტეაო.
  • კბილი თუ გტკივა – ამოიძერი და მორჩი, თუ გლახა მეზობელი გყავს მოშორდი და გადარჩი.
  • კბილი კბილს მოხვდა და კუჭმა კარი გააღოო.
  • კბილის ნაკრეტნით მუცელი არ გაძღებაო.
  • კბენია უკან დაედევნება, მღრინავი წინ დაუხვდებაო.
  • კედელს ყური აქვს, მინდორს თვალიო.
  • კედელს ცერცვი შეაყარე და მგელს კრავი შეაყვარეო.
  • კედელს ცერცვი შეაყარეს, ერთი ზედვე გააჩერეს.
  • კეთილ სახელის დათესვა კაცთაგან განაწესია.
  • კეთილი ცოლი სახლსა ხვეჭს, ბოროტი, მრუში ანგრევსო.
  • კეთილსა ვიზამ მაშინა, როცა კეთილი მადგია.
  • კვერნა სანადიროდ წავიდა და ტყავი იქ დასტოვაო.
  • კვერნასაც თავის ტყავი სჯის.
  • კვერცხი რითა? თავის წონა მარილითა.
  • კვირიკობისთვემ სთქვა: “ხარაბუზას რქის ოდენა ჩამაბარეთ და მერე მე მკითხეთო”.
  • კვიცი გვარზე ხტისო.
  • კვიცი იყიდე და დედა უკითხე.
  • კვიცი რომ კაცს ეზრდებოდეს, ცხენი არ დაეკავება.
  • კვრინჩხს რომ ეკალი არ ესხას, მას ფეხსაც დაადგამენო.
  • კი ხარ გორიო, კი გძევს თოვლიო.
  • კიდეც მეტყემალებოდა, კიდეც ვჭამე ტყემალიო (ორსულმა ქალმა სთქვა ორსულობაში).
  • კიდობანი რომ ფულით სავსე იყოს და კოკა წყლითა, ობოლს მაინც შია და სწყურია.
  • კითხვა-კითხვით ინდოეთს მივლენო.
  • კიკოსავით (სათამაშო ქაღალდის ტუზი) მარტო დარჩაო.
  • კიტრი სჯობდა გოგრასაო, ვაი ამ დროს მოყრასაო.
  • კლდესაც გაარღვევს წყლის წვეთი, თუ ერთ ადგილას სცემს მარად.
  • კობახიძე თავის ბეგარას სწუნობდაო.
  • კოდალავ, შენ სულ ასე აკაკუნებ, მაგრამ შენი გაკეთებული ხარატები ვერა ვნახეო.
  • კოვზის მრჩეველსაო – კოვზი კვაჭანტიო (დაპრანჭული – რაჭვ.).
  • კოკა წყალზე გატყდება, ქურდი ქურდობაში მოკვდება.
  • კოკამ სთქვა: ცხენზე არასდროს არ შევმჯდარვარ, მაგრამ ფეხით არ გამივლიაო.
  • კომბლეს* ვირი არა ჰყვანდა, იყიდა და იყოლია.* კომბლე ქართული ზღაპრების გმირია, მოსულელო, თან მოხერხებული.
  • კორკოტი ვჭამე ასლისა, დრო არის ჩემი წასვლისა.
  • კოღოსაც თავის მუცელი აბზუებსო.
  • კოღოსაც შეუძლია ზარალიო (ვნებაო).
  • კოღოც კი წააქცევს მგელს, თუ ლომი უშველის.
  • კოცნა სჯობს თეთრი ქალისა, ჩახვევნა შავგვრემანისა.
  • კოჭივით მუდამ ალჩოსა ზის.
  • კოჭლი, ბრუციანი, ქოსა და ქაჩალი სანდო არ არისო.
  • კოჭლი კაცის გზა მოკლეა.
  • კოჭლი ქოთანსა ლოკდაო, გადაბრუნდა და მოკვდაო.
  • კრავის თავს მოველოდი და ძაღლის თავი გამომიგორდაო.
  • კუდა კამეჩი გავყიდე ქებითა და დიდებითა. შევხედე, უკან მოჰყავდათ ლანძღვითა და გინებითა.
  • კუდა ხარი თავისთვის არ იყო და სხვას ბუზებს უგერებდაო.
  • კუდა ხარმა რომ საყევარი მოგიბრუნოს – ისიც კარგიაო.
  • კუდა ხარის საყევარი, წნელს ვერ დასწყვეტს რცხილისასა.
  • კუდავ, ჩემო საყვარელო, გუთნის მაძუგძუგებელო. – არც ისე მეხალისება, ძალად მაძუგძუგებენო.
  • კუდით ქვას გასროლინებ, ამდენს გცემო.
  • კულო, სად მიხვალო? – სიცილ თამაშშიო. ცულო სად მიხვალო? კრულვა წყევლაშიო.
  • კუმ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირო.
  • კურდღელი დაამწყვდიეს და ურმის თვალი მიაფარეს.
  • კურდღელი ორი თუ არის და მათ მიჰყვება მწევარი, იცოდეს ვერც ერთს დაიჭერს, მათი ერთგული მდევარი.
  • კურდღელი რომ გამოჩნდება, მწევარს ძილი მოუნდება.
  • კურდღელმა რაც იმალა ის – იხტუნა.
  • კურდღელს უთქვამს: სანამ გამომახტუნებენ, მანამ უფრო მეშინიანო.
  • კურდღელს წელში შამფურს უყრიდნენ და იმას ლაყბობა ეგონაო.
  • კურტანი კურტანზე არ დაალაგო, ისე არ გადმოხვიდეო.
  • კუს რომ ბაკანი* გაუტეხო – ჭირათაც ეყოფა და ლხინათაც.* კუს ბაკანი, კუს მაგარი გარე ქურქი..
  • კუს რომ ჯოჯო არ აჰკიდებოდა, იქნებ სანჩალი ესწავლაო.
  • კუჭი ძმაზე ახლოაო.
  • კუჭი სჯის და კუჭი ფიქრობს.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • ლამაზი ქალი ცოლად შეირთე – წყალში გადავარდიო.
  • ლამაზი ქალის მწყემსი – მისი სინდისიაო.
  • ლამაზი ცოლი დღეს შენია, ხვალ სხვისაო, მომსვლელი მამაცისაო.
  • ლამაზი ცოლის პატრონსა უნდა ჰყავდეს ძაღლი ფრთხილი, ან თითონ უნდა ფრთხილობდეს, ან იმისი დედამთილი.
  • ლაპარაკი ლაპარაკსა, ცხენი გაჰყვა ამხანაგსა.
  • ლაფში მწოლარ მცოხნავ კამეჩს, გული ერჩის, კლდეს შეანგრევს.
  • ლაშქრის შეყრა თუ გინდა, ბუკი უნდა დაკრაო.
  • ლეჩაქის მქსოველს გოდრის დაწვნა უკვირდაო.
  • ლეჩხუმელმა სთქვა: სიღარიბეს დაუდგა თვალი, თორემ მჭადში და ლობიოში იდაყვამდის უნდა იფლებოდეთო.
  • ლეჩხუმურ ლობიოს, ლეჩხუმურივე წყალი მოხარშავსო.
  • ლოთი კაცის ბედი დღეში სამჯერ გაიხსნებაო.
  • ლომს ხერხით კოღო მოერია (ცხვირში შეუძვრა და ძირს დასცა).
  • ლოქო დასაჯეს და მორევში გადააგდესო.
  • ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნი.
  • ლუკმამ ქვეშ მოიტანაო (ისეთი დიდი იყო).
  • ლუკმას ყურში იდებს.
  • ლუკმის დაკლება სჯობია, ჯერის დაკლებასო.
  • ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში სირბილით.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • მაგ საღვინემ ერთხელ ჩემთვისაც წამოაჩქაფუნოსო (ორი კაცი პურსა სჭამდა, რომელიც ღვინოს ასხამდა, თავის ჭიქას ივსებდა, ამხანაგს კი ნაკლულად უსხამდა; ამხანაგმა ვერ მოითმინა და უთხრა: “მუდამ შენ რომ ივსებ, ერთხელ მეც გამივსეო”. – არც მე მინდა პირამდის ჭიქის ავსება, მაგრამ საღვინე წამოაჩქაფუნებს ხოლმეო. მაშინ გულნატკენმა ამხანაგმა მიუგო: “მაგ საღვინემ ერთხელ ჩემთვისაც წამოაჩქაფუნოსო”.).
  • მაგის ფერითა – ხატიც არ ვარგაო.
  • მადლი მატლად იქცაო (მადლს მატლად ნუ გადააქცევო).
  • მადლი ჰქენი, მარილიც მოაყარეო.
  • მაზმანი თოკს დაეძებდა, თავისა ჩამოსახრჩობლად.
  • მაისის წვიმა ოქროა, ივნისის ვერცხლი, ივლისის ცეცხლი.
  • მაკიდომ სთქვა: “ნეტა კბილს, ვაი მუცელსო”.
  • მამა დავიწყებოდა, მამინაცვალს ჰფიცულობდა.
  • მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახე, თუ ზრდით არ შეიცვალა, წინ უძს მშობელთ გზა და მახე.
  • მამა სწყევლის – წვერი დასტურს აძლევს, დედა სწყევლის – ძუძუები ლოცავენ.
  • მამავ, გიყვარდა გუთანი, დაჯექ და ბანი უთხარი.
  • მამაკაცისთვის ქვეყანა გულია, დედაკაცისთვის კი გული – ქვეყანაა.
  • მამალი რომ ფრთას შემოჰკრავს, იცოდე რომ გათენდება.
  • მამალს უთქვია: მე კი ვიყივლებ და გინდა გათენდეს, გინდ-არაო.
  • მამამ ტყემალი სჭამა და შვილს კბილი მოსჭრაო.
  • მამამ შვილს ვენახი აჩუქა და შვილმა მტევანიც აღარ მიაწოდა.
  • მამამთილო იისაო, დედამთილო ბიისაო, მაზლო იაგუნდისაო, შვილო ნუშის გულისაო, მულო შენ ამომივარდი, რომ ხარ ავი სულისაო.
  • მამამთილო, შენი წვერი ჩოთქად გამოდგებაო.
  • მამას გაუარაო, მამობილს მიეფარაო.
  • მამაჩემის მკვლელი არ ცხონდება, მაგრამ მამაჩემი კი აღარ გაცოცხლდებაო.
  • მამის სული გააგდო, პაპის სულს ეჭიდებოდა.
  • მამის სული გაეშვა და მამინაცვლისას ჰფიცავდა.
  • მამლის ყივილი ხიდანა მცნებად არ მიიჩნევაო.
  • მამლის ყივილით და ძაღლის ყეფით ქვეყანა არ აშენდება.
  • მამულ მორეულს, მტერ მორეული სჯობიაო.
  • მამციას მიმცია უნდაო.
  • მანამ კაცი არ დამიმეგობრდა, სანამ არ ვცემეო.
  • მანამ ხმალი მივიდაო, ენამ თავი მოსჭრაო.
  • მართალში რას იძლევი, რომ ტყუილი გითხრაო.
  • მართლის მთქმელ მტრედს, ნისკარტი მოსჭრესო.
  • მართლის მთქმელს ბევრი მოძულე ჰყავსო.
  • მართლის მთქმელს ცხენი უნდა შეკაზმული ჰყავდეს.
  • მარტი ვარ ქალი ლამაზი, დღეში ცხრაჯერ მოვირთვები.
  • მარტი იცინოდეს – კაცი ტიროდესო.
  • მარტი მოიტირებოდეს, კაცი მოიცინებოდეს.
  • მარტი პატარძალია; დღეში სამჯერ მოირთვება და სამჯერ მოიფუშება.
  • მარტის სამი დღე რომ წინ გედოს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო.
  • მარტო ლოცვით სამოთხეში არ შეისვლება, თუ გულკეთილობამაც არ უშველაო.
  • მარტო შემოსავალი კაცს არ გაამდიდრებს, თუ დაზოგვამაც ხელი არ შეუწყოს.
  • მარტოხელა კაცი პურის ჭამაშიაც ბრალიაო.
  • მარხვის მჭამელს ხსნილში არ ეშოვებოდაო.
  • მარხვის ჭამა დამეწამა, ნეტავ რამე შემაჭამა.
  • მარწყვი მპირდება გასუქებასო, გული არ ამბობს ასრულებასო.
  • მარჯვე კაცისთვის სასჯელი – უსაქმობა არისო.
  • მარჯვე კურდღელი თავისთვისაც იშოვის და სხვისთვისაცაო.
  • მარჯვენა ხელი მარცხენას არ უნდა ენდობოდესო.
  • მას წააგლიჯე, მასვე წააგრიხეო (იმერელს უთქვამს, ცხვარი რომ გაქცევია.).
  • მაღალი არ მოდრკა, დაბალი ვერ შესწვდა.
  • მაღლა-მაღლა ყვირის შვილების პატრონი, წელ-ღია ჯდება წისქვილის პატრონი, სულ თავში ჯდება პურის პატრონი.
  • მაღლა ღმერთი თარს უკრავდა, დაბლა კაცი დასდურავსა, მე ჩემს თავს ვასიამოვნებ, რას დავეძებ სამდურავსა.
  • მაშენებელი წაწყდესო.
  • მაჩაბელმა დააშავა და ურიას წვერები დააჭრესო.
  • მაძღარი მოლა მშიერ მგელზე უარესიაო.
  • მაძღარმა რომ კიდევ პური სჭამოს, თავის საფლავს თავის კბილებით გათხრის.
  • მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო.
  • მაწანწალა ტურა სჯობია, მწოლარე მგელსაო.
  • მაწონს ვეუბნებოდი და დოს მოაწყამპალებდაო.
  • მახრა ქვემძრომი მწერია, ნათესებისა მტერია.
  • მგელი არ მოიშლის მგლობასო, კაი ყმა მამაცობასო.
  • მგელი დანარჩენს ტიროდა, პატრონი წანაღებსაო.
  • მგელი კვდებოდა და ცხვარი კი კუნტრუშის გუნებაზე იყო.
  • მგელი რომ დაბერდება, ძაღლების სათრევი გახდება.
  • მგელი რომ უფრთო სვავია – ვის არ გაუგონია.
  • მგელი ცხვარს სამი წელიწადი დასდევდა – იქნებ დუმა ჩამოუვარდესო.
  • მგელი ძვალს არ გადაყლაპავს, ყორყის იმედი რომ არა ჰქონდეს.
  • მგელმა თქვა: ჩემს დამჭერ ძაღლს ერთი შეხედვით ვიცნობო.
  • მგელმა კბენა არ იცოდა, ადამიანმა ასწავლაო.
  • მგელმა რომ ძაღლსავით სუნი იცოდეს, ქვეყანას ამოაგდებსო.
  • მგელმა სთქვა: ეს ოხერი და ეს ტიალი, ჩემს სოროშიაც ვერა ვსთქვარაო.
  • მგელმა სთქვა: “ორმოში ვიყავი და ვინ ძვალს მიგდებდა, ვინ რბილს ყველა მახსოვსო”.
  • მგელმა ცხვარი მოიტაცა: – “ჩემი სერისა იყოო!”
  • მგელს მგლობა დაუვარდა, ტურამ ქვეყანა დააქციაო.
  • მგელს რა ენაღვლება, თუ ცხენი და ჯორი ძვირადა ღირს.
  • მგელს ბატკანს შეაჭმევს ქლესა კაცი, პატრონთან მივა და ტირილს დაიწყებს.
  • მგელს რომ შვიდი ტყავი გააძრო, მაინც მგელი არისო.
  • მგელს ფეხები აჭმევენ პურსაო.
  • მგელს მგლურად დაუხვდი და მელას მელიურადო.
  • მგელო, ჭკუას მოდიო! – სათხებოში შევხტეო?!
  • მგზავრი კაცი ნაშუადღევს ბინას უნდა ეძებდესო.
  • მგზავრის დგომა – ცდომააო.
  • მგზავრს ჰკითხეს: რა მომიტანეო და შენ რაღა გამატანეო.
  • მგლებში მაცხოვრებელმა უნდა ღმუილი იცოდესო.
  • მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ის კი გაიძახოდა – ტყეში გამიშვითო.
  • მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო.
  • მგლისაგან მწყემსი არ შეიძლება, და ქურდისაგან წმინდანი.
  • მგლისთვის ცხვარი ვისაც მიუბარებია, მთელი ვეღარ მიუღია.
  • მგორავ ქვას ხავსი არ მოეკიდება.
  • მდიდარი თავის წუწუნით საწყალს ავიწყებს სისაწყლის ტირილს.
  • მდიდარი კაცის მამალიც კი კვერცხებსა სდებსო.
  • მდიდარო, საწყალს მიხედე, იყიდე მისი გულია, ამ სოფელს შენი სიმდიდრე, იმ სოფელს დაკარგულია.
  • მდიდარს ერთი ეხარჯება, ღარიბს ორიო.
  • მდიდარს უთხრეს: მშვიდობაშიო, ღარიბს უთხრეს, ვინ გაჩუქაო.
  • მდიდრის ურემი მთას გადივლის, ღარიბისა კი სწორე გზასაც შეშლისო.
  • მდიდრისას კატას სტიროდნენ და ღარიბისას კაცსაც არაო.
  • მე ალალს ვიძახდი, სხვები მწყერს იჭერდნენო.
  • მე გეტყვი და შენ, გინდა, ყინულზე დაიწერეო.
  • მე და ჩემმა ქმარმა ვიანგარიშეთ და ჩემს მაზლს აღარაფერი ერგო.
  • მე ვსვამ ღვინოსა და შენ კი თვრებიო.
  • მე ვწუხვარ და ის კი ოდელიას იძახისო.
  • მე კი დავაყრი და გინდა ზედა წისქვილმა ფქვას, გინდა ქვედამაო.
  • მე კი ვმალავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა მალავსო.
  • მე კი უშვებ, მაგრამ ეს აღარ მიშვებსო (ერთი მონადირე დათვმა მოიგდო ქვეშა და ჰბუგნის, ამხანაგმა დაუძახა: კაცო, გაუშვი, მოეცალეო – მე კი უშვებ, მაგრამ ეს აღარ მიშვებსო).
  • მე რომ კურდღლობა მომინდება, ჩემს მწევარს სახლში ჯდომა მოუნდებაო.
  • მე რომ მენახირედ დავდექ, ფამფარა მაშინ გაწყდაო.
  • მე სიკვდილი რას დამაკლებს, თუ რომ ღმერთთან სიმართლე მაქვს, ან სიღარიბე რას მიზამს, თუ ცოლი რიგიანი მყავს.
  • მე ქორწილში წავეთრევი და შენ კი ნახირში წაბრძანდიო.
  • მე წველას ვთხოვდი, ის დოს მოატლაკუნებდა.
  • მებაღეს რას კითხულობ, ხილი მიირთვიო.
  • მეგრელს სახლი ეწოდა, ერთი მაინც გავთბებიო.
  • მედღეხვალიეს ხან უთოვს, ხან უწვიმსო.
  • მეზობელთან ჭირიც ლხინიაო.
  • მეზობელი მეზობლის მგელია.
  • მეზობელი მეზობლის მოჭვრიტანაა.
  • მეზობელი მეზობლის სარკეა.
  • მეზობელი რომ მარილიანი გყავდეს, შენ მარილს უნდა უნაყავდეო.
  • მეზობელმა თუ შემოგაფურთხა და მაგიერი არ შეაფურთხე, უპირო ეგონები.
  • მეზობელმა რომ მარილი გთხოვოს, თუ მარილი არა გქონდეს, მარილიანი სიტყვა მაინც უთხარიო.
  • მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო.
  • მეზობელს თუ რამე აქვს, შენ შენი შეგრჩებაო.
  • მეზობელს მეზობლის მკვდარი მძინარი ეგონაო.
  • მეზობელს მუცელი რომ სტკიოდეს, შენ მუცელზე ხელს უნდა ისვამდეო.
  • მეზობელს ხარი უქადე, ღმერთი შენ მოგცემსო.
  • მეზობლები რამ გადაჰკიდა და _ კატამ და ლეკვმაო.
  • მეზობლის დავსება თუ გინდა, არაფერი დაუჭირო და ვეღარაფერს შეიძენს.
  • მეზობლის ტირილი მეზობელს ქორწილი ეგონაო.
  • მეზობლის ჭირი და ღობეს ჩხირიო.
  • მეთევზე მეთევზეს შორიდან ჰხედავსო.
  • მეკვერცხე დედალსავით რას ბრუნავო?
  • მეკურტნობაც კი სჯობია ავის ქუდისა მკერავსა.
  • მელა მახეში გაება, თავი მოიმძინარა – სიზმარიაო.
  • მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო.
  • მელამ სთქვა: მე და მგელმა აქლემი მოვკალითო.
  • მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო.
  • მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო.
  • მელას უკან ურმით არ სდევენო.
  • მელას ძილშიაც ქათამი ახსოვსო.
  • მელასაც თავისი კუდი სჯისო.
  • მელია სადაც წავა, კუდიც იქ გაჰყვებაო.
  • მელიამ მგელს შესძახა: შე უმი ხორცის ჭამიაო.
  • მელიას უთქვია: ზღვას მუგუზალს შევუჩიჩხინებ და თუ ვერ დავაშრობ, ხომ დავაშიშხინებო.
  • მელიასავით გააგრძელა.
  • მელიის კუდის მოქნევამ ქათამს თვალი გამოსთხარა.
  • მელიის მფარველობასა, ლომმა შესჭამოს სჯობია.
  • მემკვიდრე, როგორც საპატარძლო, ისე სტირის; ორივეს ტირილი ჩემი სიცილიაო.
  • მენავემ თუ წყლის სიღრმე არ იცის, ნავს ქვეშიდან მოექცევაო.
  • მენახირის ცოლი უფრო პატივსაცემია, ვიდრე ხასა მეფისაო.
  • მეპურეს მიეცი ერთი პური და პური კარგად დააკვრევინეო.
  • მესტვირის ცოლსა ჰკითხეს, შუშპარი იციო? – ჩემს დღეში მაგის მეტი რა მიკეთებია მე დაღონებულსაო.
  • მეტი დახარჯე და კაცთან გაიარეო.
  • მეტი სიტყვა თავს ატკენს, მეტი ჭამა – კუჭსა.
  • მეტის მეტი – რეტის რეტი.
  • მეტის-მეტის მაძიებელი – მოკვდა გაუხარებელი.
  • მეტის მეტმა სიწმინდემა, საბერძნეთი დააქცია.
  • მეტისმეტმა სიწმინდემ, ტრაპეზი წარყვნაო.
  • მეფე გაგიწყრეს – თემს შეეხვეწე, თემი გაგიწყრეს – გადაიხვეწე.
  • მექებოდეო – არას მედგებოდეო.
  • მექოთნის ნება არ არის, საიდანაც უნდა იქით გაუკეთებს ქოთანს ყურს.
  • მეწუნიას მოკლება უნდაო.
  • მეშურნეთა თვალიო, ცეცხლის მინათვალიო.
  • მეცხვარემ სთქვა: თუ მეცოდინებოდა, რომ ციდან მგელი ჩამოვარდებოდა, ჩემს ძაღლს გულაღმა დავაწვენდიო.
  • მეცხვარემ ცხვარი გაუშვა, პატრონმა კი არაო.
  • მეძებრის შვილს მოთრევა არ უნდა, დაგეშა უნდაო.
  • მეძებრობა ყველა ძაღლს შეუძლია, მაგრამ ზოგს კუდის ქიცინი ეზარება.
  • მეხსიერება და ოქრო ერთნაირად ფასობენო.
  • მზე დიდია, მცირე ნისლი დაფარავს და დაგვიბნელებს.
  • მზე რომ ამოვა, ყველა კაცისას მივაო.
  • მზევ, ჩადი და ალოვ, გადი!
  • მზეს ვინც ტალახს ესვრის, თავზე დაეცემაო.
  • მზეს შეჰყურებს, როდის ჩავაო.
  • მთა და ბარი არავის გაუსწორებია.
  • მთელი დღით მოქეიფესა – არა დარჩა სავახშმოთა.
  • მთელი ეს ქვეყანა სესხი და ვალია.
  • მთვარე თუ ჩემკენ არის, ვარსკვლავებს რას შევეპუებით.
  • მთისა მეცხვარესა ჰკითხე, ბარისა – გუთნის დედასო.
  • მთიულს უთქვამს: სად გაგონება არ არის, კარგვაა სამართლისაო.
  • მთქმელი არ იქმს, მქნელი არ იტყვის.
  • მიანებეთ მკვდარი, დამარხონ მომტირალთაო.
  • მიდის მოდის გაბრიელი, ხელთ უჭირავს კუპრიელი, არვინ ყავს მადლიერი.
  • მიდის მოდის ყანაშიო, როგორც ქალი ზალაშიო.
  • მიეთ-მოეთი საიქიოს ენით არის დაკიდულიო.
  • მიზეზ-მიზეზ – დოს მარილი აკლიაო.
  • მიზეზ-მიზეზ – მარილს მატლი გაუჩნდაო.
  • მიკიტანი ბაზაზობას ვერ იქმს.
  • მიმინო რომ გაძღებაო, ხელზე აღარ დადგებაო.
  • მიმინოს მწყერი უყვარდა, შევარდენს – ნადირობაო, დედას თუ შვილი უყვარდეს, ახლოა სადილობაო.
  • მიმპარავი ძაღლი მყეფარზე უარესია.
  • მისთვის დაძრწის ცხვართან მგელი, მეცხვარეს არ დაეძინოს.
  • მისი ყოფნა მიწას ემძიმებაო.
  • მიქიას მოქია უნდაო.
  • მიძმობ თუ მიდობ, მაინც არ მინდაო.
  • მიწა გრილია, მკვდარს მიიბარებს და გულს გააგრილებს.
  • მიწა მიწას დააყარე, პატივად დაედებაო.
  • მიწა მოხან ნაგზაური – ყანა მოვა აზნაური.
  • მიწამ ყანა გაგიკეთოს, ნუ ჩამოეკიდები, მოგიცდინოს და – ნუ შემოსწყრებიო.
  • მიწას უთქვია: ცუდად მომხან, ოღონდ კარგად დამფარცხეო.
  • მიხვდა მხარჯველი, ვერა მჭამელი.
  • მიჰყე და მიჰყე სოფელსა, ამ ტიალსა და ოხერსა.
  • მიჰყე, მიჰყე სიმართლესა, გამოგილევს სინათლესა.
  • მიჰყიდე სული ეშმაკსა, თუ გინდა გამდიდრებაო.
  • მკაში პირობას, ხვნაში პირობა სჯობიანო.
  • მკბენარ ძაღლს პურს მიუგდებენო.
  • მკვდარ კაცზე უმყრალესი ქვეყანაზე არაფერია.
  • მკვდარ ლომს ცოცხალი ძაღლი სჯობიანო.
  • მკვდარი ვის გაუცოცხლებია ტირილითა და ვიშითა?
  • მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარის კარს მიმიტანეო.
  • მკვდარი უკუღმა ვინ წაიღოო.
  • მკვდარი ფური* ბევრს მოიწველისო.* ფური რომ მოკვდება, ზოგი მაშინ დაუწყებს ქებას: ამდენ-ამდენს იწველიდაო.
  • მკვდრებს აკლიხარ, ცოცხლებს არ არგიხარ.
  • მკვდრებს უთქვიათ: დიდ შაბათს, ძმანო, ბაგანი ამოხვეტეთო და ისე მოგვიგონეთო.
  • მკვდრებს ცოცხლებში როდი სცვლიან.
  • მკვეხარას გაუჭირდებაო.
  • მოგება და ზარალი ამხანაგები არიანო.
  • მოდი, მოუდე კუდსაო, ბატონი მოგცემს ქუდსაო, მოგცემს და კიდევ წაგართმევს, ნუ დაგაკლდება გულსაო.
  • მოვდიოდე შემინახე, მივდიოდე – გამიძახე.
  • მოვიდა მესხი და მკვიდრი აჰყარა.
  • მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა.
  • მოვიდა სიმშილი, წავიდა სირცხვილი.
  • მოვხუცდი და გადავხუცდი, ამ ქვეყანას რაღას უცდი?
  • მოთმინება და შრომა ყველაფერს გაადვილებს.
  • მოთმინება – სამოთხის გასაღებია.
  • მოთრეულო წყალო, მითრეულო რძალო.
  • მოიტა, რძალო ხახალი, ძველი იყოს თუ ახალი.
  • მოიხედე, მიიხედე, ტანზე ისე გაიხადე.
  • მოკაკანე ქათამი კვერცხს არ დასდებს.
  • მოკვდა და თვისის ანდერძით აწ ისევ საქმობს მკვდარიო.
  • მოკვდა პაპაო, დარჩა ჯაყვაო.
  • მოკლე არის ცრუ სოფელი, კაცსა გრძლადა არ შერჩება.
  • მოკლეს მართლის მთქმელიო.
  • მოკლე გზით მტერს ელოდე, შორი გზით მოკეთესაო.
  • მოკლე მიწა თვალს ახარებს, გრძელი მიწა – ორმოსაო.
  • მოლა ვირზე იჯდა და ვირს დაეძებდაო.
  • მოლა მიზგიდში არ შედიოდა და ძალით შეიყვანესო.
  • მოლა მოკვდა, საფლავში ფლავი ჩააყარეს.
  • მოლა-მოლას ვყვებოდიო, მოსახლობას ვცდებოდიო.
  • მოლამ ერთი ურემი საზამთრო იყიდა, კურდღლებს დამიჩეკავსო.
  • (მოლამ საზამთრო იყიდა სახლში წასაღებად. უცბათ ერთ ჩირგვთან საზამთრო ხელიდან გაუვარდა და გასკდა. ბუჩქიდან შეშინებული კურდღელი გამოხტა და გაიქცა, მოლა გამოედევნა, მარა ვერ დაეწია. გაჯავრებულმა დაიმუქრა და აასრულა კიდეც: გაბრუნდა უკან და ერთი ურემი საზამთრო იყიდა, ყველას დავხეთქ და კურდღლებს დავჩეკო).
  • მოლას არ უჯერებდნენ და მოლას ვირს კი დიახო.
  • (მოლასთან მეზობელი მივიდა ვირის სათხოვნელად. მოლამ უთხრა, შინ არა მყავსო. ამ დროს ბოსელში ვირმა დაიყროყინა, მეზობელი უსაყვედურებს: მოლა არა გრცხვენია, მატყუებო? ვირი სახლში გყოლიაო. მოლამ წყენით უპასუხა: როგორ? მოლას სიტყვა არა გჯერა და ვირისა გჯერაო?)
  • მოლას უთხრეს, შვილი გადაგერიაო და – როდის იყო ჭკვიანიო!
  • მოლოზანი მთაზე ცეკვავდა, არც იქითა მხარე უმადლოდა, არც აქეთაო.
  • მომეც ბედი და – გინდ სანაგვეზე გადამაგდეო.
  • მომრევის მომრევი არ დაილევაო.
  • მომტირალი რისთვის სტირისო, – რომ მობანემ ბანი მისცესო.
  • მომღერალი თავს არ იცხელებს და მობანეს არ სჯისო.
  • მონად გახდომა ადვილია, ადამიანად გახდომა ძნელი.
  • მონადირეს უთქვია: ირემს თოფი ვესროლე, სანამ მივიდოდი, მწვადები შემწვარი დამხვდაო.
  • მონასტერი აირიაო.
  • მორთული შიშველს პერანგს ჰხდიდა.
  • მორიელის ნაკბენს ზედა გველს წააკვლიანო.
  • მორჩა ბერი ცხონებასა, მოლოზანი წაწყმედასა! (ერთს უდაბნოში სულის საცხონებლად შემდგარი ერთი ბერი შემცდარა მოლოზანზე და დაუძახია: მორჩა ბერი ცხონებასა, მოლოზანი წაწყმედასო. ე. ი. მე ვეღარ ვცხონდები და მოლოზანი აღარ წაწყდება, რაკი ასეთი მადლი ჰქნაო).
  • მორცხვი ქალი – ერთ ქალაქად, მორცხვი კაცი – ერთ ქალამნად.
  • მოსავალს მოცდა უნდაო.
  • მოსარეცხემ ტაბოცი* ჩაყლაპაო. (ვითომ ისე დაიმშა).* ტაბოცი – ჯოხი, რომლითაც სარეცხს სჯანდრავენ.
  • მოსაწიელს მოცდა უნდაო.
  • მოსვლა იანი – წასვლა გვიანი.
  • მოსტყუვდები, თუ კაცს ერთი შეხედვით ბრძენს დაუძახებ, რადგან ბრძენი მუდამ ჭკუით და საქმით იცნობების.
  • მოტეხილს მოსტეხიანო.
  • მოულოდნელი კუნძი ურემს გადააბრუნებს.
  • მოღალატე რომ კალთაზე მოგეკროს, ის კალთა მოიჭერიო.
  • მოყვანილი ქალის ამბავს სამ წელიწადს ნუ იკითხავო.
  • მოყვარე გულსა ამიტკენს, მტრისაგან არ მეწყინება.
  • მოყვარე, მოყვრის მოყვარე* მტერზედა უფრო მტერია.* მოყვარე, მოყვრის მოყვარე – შორეული ნათესავი.
  • მოყვარე რომ მოყვარეს წაეჩხუბოს, ისეთი სიტყვა არ უნდა უთხრას, რომ შერიგების დროს ნათქვამის შერცხვესო.
  • მოყვარეს და მოყვრის შუა აბრეშუმის ძაფია გაბმული, მტერსა და მტერს შუა – ბაწარიო.
  • მოყვარეს ვაშლი დაუმსხალე, მტერს მსხალიო.
  • მოყვარეს მოყვრული უნდა, მტერს – მტრულიო.
  • მოყვარსა უაუგოსა თუ ეძებ, მარტო დარჩები.
  • მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიღონა.
  • მოჩქარეს მოუგვიანდესო.
  • მოცდა კლიტეა კარისა, უნჯისა სახარჯავისა.
  • მოციქულის მოციქული მატრაკვეცააო.
  • მოცლილი თხილამურია*.* თხილამური თოვლზე სავალი გვერგვია, იკრავენ ფეხებზე.
  • მოცლილი კაცი კურდღელს ურმითა სდევსო.
  • მოწადინება – ნახევარი საქმეაო.
  • მოწანწალე ტურასაო ერთხელ გაუთენდებაო.
  • მოხარშულ ქათამს, ქვაბიდან ამოღებისას მარტო მღდვლის ცოლმა მოასწრო დროზე მარილიო.
  • მოხველი, მოსვლა გვიამა, დანახვა შენი პირისა.
  • მოხუცმა სთქვა: რაც მიყვარდა, ის შემძულდაო.
  • მოჯამაგირეს ან პურის კიდობანი უნდა ჰქონდეს ღია, ან არ დადგებაო.
  • მრჩოლელ საქონელს ღმერთი რქას არ მისცემს.
  • მრჩოლელს უკნიდან მოუარე, და მწიხლავს – წინიდანაო.
  • მსგავსი მსგავსა ჰშობს.
  • მსუქანს ყელი გაიგებს, მძიმეს – ხელი.
  • მსხალი პანტას დაადარა.
  • მსხვერპლს აღარ ეთქმის მსხვერპლის სახელი, ოდეს ყოყმანი დაეუფლება.
  • მსხვილ-მსხვილი მენაფოტე მალ-მალ გარბოდა ტყეშია.
  • მსხვილად დამრთავს და წვრილად დამრთავს ერთი ფასი ჰქონდაო.
  • მტერი თუ არ მოკვდებაო, გული ხომ გაუსკდებაო.
  • მტერი კაცსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს.
  • მტერი მოყვრულად მოგექცეს – მოერიდე, თუ მოყვარე მტრულად – შეიყვარე.
  • მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია.
  • მტერი რომ არ გყავდეს, თუ ვინმეს დაპირებულს არ აუსრულებ, მტრად გაიხდიო.
  • მტერი, რომ არ გყავდეს, პირობის გატეხით მტერს ნუ გაიჩენო.
  • მტერმა მტრის ამბავი არ იცის, თორემ რომ იცოდეს, იმასთან ბრძოლა არ გაუძნელდებოდა.
  • მტერს გობითო, მოყვარეს – კოვზითო.
  • მტერს მისი სიმშვიდით ნისკარტი მოსჭრესო.
  • მტერს ხელი ნუ გიკიდნია, მოყვარეს მოეჭიდეო.
  • მტერს – ხმალი, ვაჭარს – თეთრი, წისქვილს – წყალი, გუთანს – ხარი.
  • მტერს ჯოხითაო, მოყვარეს – ბოხჩითაო.
  • მტერსა მტრობა რად ეძრახვის, თუ მოყვარე მტერსა ჰგავდეს?
  • მტერსა შენსა ულოცვიდეო.
  • მტრისა შინა ყოლასა, ლომისა გზასა წოლა სჯობიანო.
  • მტრობა და მეგობრობა ძმები არიან.
  • მტყუანმა ცოლი იმოწმაო.
  • მუდამ რომ ბზუის ფუტკარი, თაფლი მიტომ აქვს ტკბილიო.
  • მუზმუზელას ქვეშ ცხრა მაშხალა ანთიაო.
  • მუკუზანი – ოცი კომლი, ოცდახუთი მოურავი.
  • მულის ტყავი გადმოვარდა – ცხრა რძალი დაიტანაო.
  • მუმლი მითხარ, მუმლის ფრთები, იმის გადავლილი მთები.
  • მუმლო, ფასკუნჯის ალაგი საფრენად რისთვის გწადიან?
  • მუნიანი ცხენი მუნიან ცხენს მონახავსო.
  • მუნჯის ენა მუნჯის დედამ იცისო.
  • მუნჯის შვილი მარტო ჭრი-ჭრის იძახდაო.
  • მუნჯმა რომ “ბა” დაიძახოს – მეტი რაღა გინდაო.
  • მუნჯს ნუ აალაპარაკებ, თორემ ენიანთან უენოს გაგხდისო.
  • მუსულმანმა ერთი ჭიქა ღვინო ნეხვს დაასხა – ააყვავოსო, ყვავმა დალიოს და – ბულბულად იქცესო.
  • მუქთ კუბოში ჩაწვება.
  • მუქთად პურს არავინ აჭმევს, ბანს მაინც დაატკეპნინებს.
  • მუქთი ძმარი შაქარზე უტკბილესიაო.
  • მუშამ იჯავროს სიგრძე დღისა და სიცხე მზისა.
  • მუშას საჭმელი, არა მუშას – არაფერი.
  • მუშკი და სიყვარული არ დაიმალებაო.
  • მუცელი პურს უბრძანებდა: მშიან გვერდით ამომიჯექ. პურმა უთხრა, მაძღარი ვარ, გავიქცევი, გამომიდექ.
  • მუცელი ღმერთად გაუხდიაო.
  • მუცელს აქორებ – ქორია, აღორებ – ღორიაო.
  • მუცელს თუ აჰყე, ხეზე გაგიყვანსო.
  • მუცლის ტკივილის წამალი, ტკივილის დროს მონახე.
  • მქნელი იყო, კარს უკან დაიმალებოდიო.
  • მღვდელი და ექიმი ერთიაო.
  • მღვდელი თუ გაკრიჭო, კარგად გაკრიჭე.
  • მღვდელი რომ წირვას დაიწყებს, მოლოზანს მაშინ მოუნდება ბერტყაო.
  • მღვდელი ჰკითხავდა ერთ კაცს: აღდგომა როდის არისო? მღვდელო, მე რომ შენ ჯიბეში ლობიოსა ვხედავ, აღდგომა თავის დღეში არ მოვაო (ერთმა მღვდელმა ზეპირი თვლა არ იცოდა, დიდმარხვა დადგა თუ არა, დაითვალა ორმოცდა ცხრა ლობიო და ჯიბეში ჩაიყარა. ყოველდღე თითო თითოს აკლებდა ხოლმე. როცა ვინმე ჰკითხავდა, აღდგომა როდის მოვაო, ამოიღებდა ჯიბიდან დანარჩენ ლობიოს, დაითვლიდა და იტყოდა: ამდენი დღის შემდეგაო. ერთხელ ცოლი მიეპარა და ერთი მუჭი ლობიო ჩაუყარა ჯიბეში. მეორე დღეს მრევლი ეკითხება: აღდგომა როდის მოვაო? მღდელმა ითვალა, ითვალა და ვერ დაითვალა ლობიო. შემკითხავმა უპასუხა: მღვდელო, მე რომ შენს ჯიბეში ლობიოსა ვხედავ, აღდგომა თავის დღეში არ მოვაო).
  • მღვდელმა სთქვა, დიაკვანს პური ჰშიაო.
  • მღვდელმა უძაღლო სოფელი ნახა, უჯოხოდ გაიარა.
  • მღვდელს არ უჯეროდნენ და ძაღლს დაუჯერესო (მღვდელმა სთქვა, წვიმსო და არ დაუჯერეს; ძაღლი გაწუწული მოვიდა და დაიჯერეს).
  • მღვდელს პური შიოდა, დიაკვანს – კიდევ უფროო.
  • მღვდელს ჰკითხეს: ქალი გირჩევნია, ქადა, ქათამი თუ ღვინოო? მღვდელმა უპასუხა: ქალმა ქათამი და ქადა მარანში შემოიტანოსო.
  • მღვდლობა მომეც ქვაზე შემსვი, თუ ვერ ვიცხოვრო, ქვის ქვეშ შემსვი.
  • მშვენიერი ხარ ხოხობო, ბოლო რომ გამოგიჩნდება.
  • მშია, მშია, კატა მქვია, რომ გავძღები – როსტომ მქვია.
  • მშიერ დათვს რა ათამაშებს?
  • მშიერი დამლულს (დამშეულს) უბეს უსინჯავსო (ხევს.).
  • მშიერი პურსა აქებდა, უმსა და უმარილოსა.
  • მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო.
  • მშიერს ნამცეცები ვერ გააძღებს.
  • მშრალზე ყოჩაღია.
  • მცირე სოფელში გზირი ხშირად მიდისო.
  • მცონარა ადგა – სახლი დაწვა.
  • მცონარა უქმის ძალზე გახელდებაო.
  • მცხეთას ძაღლმა კაცი დაგლიჯა და ქალაქს მოეკლათო.
  • მძინარეს გველიც ვერ უკბენს.
  • მწარე თუ არა სჭამე, ტკბილის გემოს ვერ გაიგებ.
  • მწევარი რომ კურდღელს მისდევს, კურდღელი
  • ვიღას მისდევსო? – სიკვდილს გაურბისო (თქმა).
  • მწვადი ისე შესწვი, არც მწვადი დასწვა არც შამფური.
  • მწიფე მსხალი ღორსო, მკვახე – მოლოზანსო.
  • მწიფე პანტა ღორისააო.
  • მწიფეს ესროდენ, მკუხე ცვიოდა.
  • მწოლარე დევს, მაწანწალა მელამ აჯობაო.
  • მწყერს ერთხელ ეღირსა ხეზე შეჯდომა და ტოტი მოუტყდაო.
  • მწყერს ხეზე შეჯდომა უმძიმდა, შეჯდა და ქარი აუტყდა.
  • მწყურვალ ეშმაკს წყალზე ჩაიყვანს, არ ასმევს, ისე ამოიყვანს.
  • მჭადი იყიდე ასკანაში, ღვინო – აკეთში, ხარი – სუფსაშიო.
  • მჭადი ჭამამდის, ფაფა კარამდის, პური მთის გადასვლამდე.
  • მჭადმა სთქვა: “ოცდაოთხი კელევერი მაქვსო” (გურ.).
  • მჭადში ნახშირს ვერ გამოარჩევს.
  • მჭამელი და არა მქნელი.
  • მჭედელს დანა ენატრებოდა და ფეიქარს ხელსახოციო.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • ნაადრევი შვილი – პატრონსა, ნაგვიანევი – ბატონსა.
  • ნაარმი არ გამოდგებაო.
  • ნაბიჭვარსაც მონათვლა უნდაო.
  • ნაბოზარ დედამთილს რძალი არ გაუბოზდებაო.
  • ნაგავზე ამოსული სოკო დიდი გაიზრდება, მაგრამ მალე წაიქცევა.
  • ნაგვალევსა ჩასცინოდა.
  • ნაგიჟარს წარსული სიგიჟე არ მოაგონო, თორემ კიდევ გაგიჟდებაო.
  • ნადიკვარზე რომ დააცემინო, ზუზუმბორზე ხეირს გეტყვიანო.
  • ნავსის ნაშენ ხიდზე გავლას, წყალმა წამიღოს სჯობიანო.
  • ნავში მჯდომი მენავეს ეჩხუბებოდაო.
  • ნავში ჯდომა და მენავესთან ბრძოლა არ შეიძლებაო.
  • ნათლიდედამ ჩაუხალა ერბო კვერცხი სვინასაო. ყმაწვილს უთხრა: ხიხიაა, მსურს მივართვა ფინასაო.
  • ნათლიავ კოჭლი ცხენით მოვედი და ვერა მოგიტანერაო. – ვერც არას აქედან წაიღებ შენი კოჭლი ცხენითაო.
  • ნათლიავ, შენსას ჩემი მირჩევნიაო, სხვისას შენიო.
  • ნათლიდედის სილამაზე არ არგია სვინასაო, კაცი უნდა უყურებდეს, გადებულ ხიდს წინასაო.
  • ნათლიმამა და სვინაო – ორთავე შეარცხვინაო.
  • ნათლულს ნათლიას სამსახური არ მოსწყინდებაო.
  • ნათქვამია: ვერას ავნებს სიპსა ქვასა ქაცვის წვერიო.
  • ნათხოვარი ათხოვე და სული აცხონე.
  • ნათხოვარი მოგიხდება, ისევ მალე გაგეხდება.
  • ნათხოვარის გამნათხოვრებელი ბრიყვზე უბრიყვესიაო.
  • ნამოყვრი ჭირი ძნელი არისო.
  • ნამუსი არ არის, მეფის ირაკლის სიტყვა აღარ იციო? – ასე ეტყვის ჩერქეზი ჩერქეზს, როდესაც ის შეებაასება რაზედმე და ვერ დააჯერებს.
  • ნართვლევს კოლოტი (რუმბი) შარას ათრიე – ვის რათ უნდაო.
  • ნასწავლი კაცი სოფლისთვის კარგია, უსწავლელი კი ბარგია.
  • ნატეხს – მოსტეხიანო.
  • ნაფოტის ცქერას ძაღლის ფინთის ცქერა სჯობსო.
  • ნაქებმა კატამ თაგვი ვერ დაიჭირა.
  • ნაღვარევსა ჩასტიროდე, ნაგვალევსა ჩასცინოდე.
  • ნაღველსა შაქრის გემო არასოდეს მიეცემა.
  • ნაყიდს გემო არა აქვსო.
  • ნაცარი იყიდე დიდი გორისა.
  • ნაცარქექია კერის ძირში გახელდაო.
  • ნაცარქექია ღონეს იქადნებოდაო.
  • ნაწვენი შემოდგომისა, ნაბარი გაზაფხულისა.
  • ნახევარი შენი ნამოქმედარი, კაცმა “არამგონიასთვის” უნდა შეინახოსო.
  • ნახნავი ისეთი უნდა, თვალი ვერ გადაგიწვდესო, გაკეთებულსა ვენახსა ხალიჩა გადაგიწვდესო.
  • ნემსი ჯერ შენ იტაკე და მერე სხვას ატაკეო.
  • ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო.
  • ნემსის ქურდობას, აქლემის ქურდობა სჯობიან.
  • ნემსს, მახათს, მღიჯი არ შემოეკვრის.
  • ნემსში მახათს გამოიყვანსო.
  • ნეტა თხა იყოს, წყვილი მოიგოს.
  • ნეტავი აგურის ნატეხი ლალსა რად შეუდარენით.
  • ნეტავი იმას ვინც მოითმენს, ვაი იმას ვინც ვერა.
  • ნეტავი სიამოვნება მომცა და თუნდ ნაცარი მაფშრუკინაო (ცოლქმარი).
  • ნეტარ შენ ყვავო, დარდი არა გაქვს! – როგორ არა მაქვს! თავი მელამაზება, ცოლი მეჩირქინება, გვერდით რომ მომიჯდება, გული ამომიჯდება, სიცოცხლე მიმწარდება.
  • ნეხვს რამდენსაც გაჰქექ, იმდენი აყროლდებაო.
  • ნიახურმა სთქვა: “ვაი კბილს, ნეტა მუცელსო”!
  • ნიკორა გაატყავეს, რატომ დედა არა გყავსო?
  • ნინიავ, ქალაქს მიდიოდი, რა წაიღე, რა მოგქონდაო?
  • ნიორი და ხახვი წაიჩხუბნენ: არა, შენ უფრო ყარხარ და არა შენაო. ბოლოს თითონვე სთქვეს: ჩვენ უფრო ვაყროლებთ ჩვენის ჩხუბით ერთმანეთსო და შერიგდნენ.
  • ნიორი კაცს სძულდა, – ცხვირში სტენიდენო.
  • ნიორის ნაყვა ხაშს მოუხდებაო.
  • ნიორმა რომ პირი დაგწვას, მაშინვე აყროლდებიო.
  • ნიორმა ძმარშიაც კი სამი წელი შეინახა თავის სიმყრალე.
  • ნიორს უთქვამს: ვაი იმ პირსა, საიდანაც მე ჩავალო და ნეტავი იმ მუცელსა, სადაც მე ვიქნებიო.
  • ნისია – სხვისია.
  • ნისიად ნაყიდი ღვინო ორჯერ ათრობსო.
  • ნუ აფურთხებ წყაროში, თორემ კიდევ მოგწყურდებაო.
  • ნუ აჰყვები მაცდურსა, იგი თვითვე მცდარია.
  • ნუ გამიყვან სამართალში.
  • ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა.
  • ნუ დამძრახონ და ნუ შემიბრალონო.
  • ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო. ვინც დასცინის სხვასაო, მოიბრიყვებს თავსაო.
  • ნუ დაუყრი ღორს მარგალიტს.
  • ნუ დაჰკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსა.
  • ნუ ენდობი მოსულსაო, ქალს დაგიტოვს ორსულსაო.
  • ნუ ეძალები წყალდიდსა, გირჩევს მოსძებნო ფონია.
  • ნუ ერწმუნები შენს ღვიძლსა ძმასა, ერწმუნე მხოლოდ შენს თვალსა. ნუ ენდობი მოგატყუებს, ისარს გესვრის, მშვილდს მალავსა.
  • ნუ იქმ ავსა და ავისაც ნუ გეშინიაო.
  • ნუ მიენდობი ოქროსა, ნურც ხმალსა და ნურც ვერცხლსა, კარგს რჩევას თავი დაუკარ, არ ნახავ რცხვენისა ცეცხლსა.
  • ნუ მისდევ ლამაზ პეპელას, გაგიფრინდება, წაგივა, არც არას ხორცი გიხორცებს, არც ტყავი ტყავად გაგივა.
  • ნუ მპირდები ცაში წეროს, ხელში მომეც ბეღურაო.
  • ნუ სძღები სხვისა რძითა, ნუ იმოსები სხვისა მატყლითა.
  • ნუგეში თავმოჭრილ მკვდარსაც ეთქმისო.
  • ნურა გინდა ეშმაკისა, ნურც ეშმაკი და ნურც ნაეშმაკარაო.
  • ნურც ეშმაკს დაინახავ, ნურც პირჯვარს დაიწერო.
  • ნურც ისე ტუტუცი იქნები, რომ თავი დააჩაგრინო და ნურც ისე ურცხვი, რომ თავი ჩამოახრჩობინო.
  • ნურც იფიცებ, ნურც აფიცებ.
  • ნურც მგელი მშიერი, და ნურც ბატონის ზიანიო.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • ო, რა მაისის ორშაბათი გამიცდაო! (გლეხი ყანასა თოხნიდა, ამ დროს მეზობელმა ცოლის სიკვდილის ამბავი მოუტანა. გლეხმა ხელიდან თოხი დააგდო და სთქვა: “ო, რა მაისის ორშაბათი გამიცდაო!”).
  • ობლის კვერი ნაცრიანია.
  • ობოლი გაზრდას მოელის, ღარიბი – გამდიდრებასო.
  • ობოლი დიდგული რომ არ იყოს, არ შეიძლებაო.
  • ობოლი თუ ნახო სადმე, ღელეში ჩააღრჩვეო.
  • ობოლს ერთი კვერი შეხვდა, ისიც გატეხილიო.
  • ობოლს კვერი ემცირებოდა, ისიც შუა გაეყო.
  • ობოლსა ჰკითხეს – რომ გაიზრდები რას იზამო? – ვინც გამზარდა დედას ვუტირებო.
  • ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსო.
  • ოთოთაანთ ქორს უთხრეს (დაცინვით): ჰკარ შინაურსა, თორემ არეული სად წაგივაო (ამ ქორს მინდორში ხოხობს მიუსევდენ, შინ მოვიდოდა და ქათამს ეძგერებოდა).
  • ომიანობა ზოგს ააშენებს, ზოგს გადააშენებს.
  • ომიანობა რომ არ იყვეს, გამარჯვებას პატივი არ ექნებოდაო.
  • ომში ნაცადი ხმალისა იმედი გქონდეს სახლშიო.
  • ომში რა სჯობიაო, და-რაც ხელში მოგხვდებაო.
  • ორაგული თუ გინდოდესო, ტანიც სველი გინდოდესო.
  • ორბსა ჰკითხეს: რატომ არა ჰფრინავო – ფრთები დამაჭრეს და როგორღა ვიფრინოვო.
  • ორ ბავშვს შუა ძიძა დაიღრჩოვო.
  • ორ ძაღლს ლომის გაქცევაც შეუძლია.
  • ორგულად კაცი პირში მცინარი, არის მტერზე დაუძინარი.
  • ორდღეი სოფელია, ჩვენთვის ყველა ოხერია.
  • ორთითი და ფიწალი, მე ვეღარას ვისწავლი, გამიშვით შინ წავიდე, ოროველას ვისწავლი.
  • ორი ბატონის ყმა ვიყავ, – ხან ერთი მცემდა და ხან მეორე.
  • ორი თავგატეხილი კოდალა ერთმანეთს შესჩიოდაო.
  • ორი კაპეიკი ჩემთვის კარგი მწვანილიაო.
  • ორი კაცი ერთ კაცზე – ლაშქარია.
  • ორი კაცი რომ გეტყვის “მთვრალი ხარო”, უნდა დაიჯერო.
  • ორი კაცი სოფელია.
  • ორი პურაძვირი კაცი – ერთმანეთის მიბაძვით სიმშილით დაიხოცაო.
  • ორი სახლი და ერთი ბოძი.
  • ორი ქაჩალი სავარცხლისათვის წაიკიდა.
  • ორი ქოთანი მივადგი ყურიანი და უყურო, ორივ ერთ ბარში გამოდის ფულიანი და უფულო.
  • ორი ყოჩის თავი – ერთ ქვაბში ვერ მოიხარშებაო.
  • ორი შაური მუშასა – მის დღეში არა უშავს-რა.
  • ორი შაურის მუშამა აჯობა მანეთიანსა.
  • ორი ჯამბაზი ერთ თოკზე ვერ ითამაშებს.
  • ორმა კაცმა რომ გითხრას ბრმა ხარო, თვალებზე ხელები დაიფარე და გამობრუნდი.
  • ორმოს სუნი ბადიმს ეცაო.
  • ორმოში დამალულ კაცს კატაც ვერ დასჭყავლებს, მაგრამ ხეზე გასულს ძაღლებიც უყეფენო.
  • ორმოში დამპალი თოკით არ ჩაისვლებაო.
  • ორნი ძმანი ქორწილშიაც არ წავლენ.
  • ორს მომისხი ჰქვიან, ერთს მომგვარე.
  • ორშაბათი რომ გიცდებოდეს, მუცელი მაინც გიძღებოდესო.
  • ორშაბათმა დამაშამათა, სამშაბათმა მათამაშა.
  • ორშაბათს ტანის დამბანი, სამოთხის კარს ვერ იხილავს.
  • ოსმა ასი წლის მერე სისხლი აიღო და კიდევ ამბობდა: რა მეჩქარებოდაო.
  • ოსმა მოსაპარი რომ ვერა ნახა რა, თავისი ქუდი დასდო და ის მოიპარაო.
  • ოსტატი მელა ორთავე ფეხით გაებმება მახეში.
  • ოფიტარას (ლეჩხ. სოფელი) ოცი გლეხი, ოცდა ხუთი ხელოსანი.
  • ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირად ფასობსო.
  • ოქრო უხელოა, მაგრამ ყველაფერს აკეთებს.
  • ოქროს მჭედელმა – ოქროს ანგარიშიც იცისო.
  • ოქროს ქალამანი რომ გეცვას, მაინც ქალამანიაო.
  • ოცდა ათი წლის შემდეგ, ვინც ჩონგურზე დაკვრას დაიწყებს, საიქიოს გამოადგება.
  • ოცდა ხუთსა იანვარსა კლიმია სხლავდა ვენახსა.
  • ოცსა ენკენისთვესა ზოგი თესლი უნდა ჩადიოდეს, ზოგი ამოდიოდეს.
  • ოხერს ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიან.
  • ოჯახი გაქებს, ოჯახი გაგინებს.
  • ოჯახი და ორი კაცი, თუ გაჭირდა სამი კაცი, თუ მეოთხეც მოემატა, მასპინძელო, კარში გადი!
  • ოჯახი მსუქანიაო.
  • ოჯახი რომ გაუბედურდება, სახლი – უარესადაო.
  • ოჯახის სიმდიდრე იმით გაიგება, თუ კატა და ძაღლი მსუქანიაო; სოფლის სიმდიდრე იმით იცნობება, თუ იმ სოფლის მამასახლისი და მისი ცხენი მსუქანიაო.
  • ოჯახობა ვისიაო? ვინც მოუვლის მისიაო.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • პაატავ, ბანი სთქვიო, – ქუსლი მტკივა, ბატონოო!
  • პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილია.
  • პატა-პატო, პატით კვერი გამოცხვაო.
  • პატარა თუ არ გაიზარდა, დიდი როგორ იქნებაო.
  • პატარა ეშმაკმა დიდი ეშმაკი აცდინა.
  • პატარა ვიყავ დიდისა მეშინოდა, დიდი გავხდი, პატარისა მეშინიანო.
  • პატარა კაცმა დიდი გორი გადიარაო.
  • პატარა კაცს გული ყელში უჩრია.
  • პატარა საგზალი გინდ ზურგით, გინდ მუცლითო.
  • პატარა სიტყვა – ლაპარაკში გაიზრდებაო.
  • პატარა ტოროლა დიდ ტოროლას ერეოდა.
  • პატარძალი სტყუოდა (მარცხი მოუვიდა), მაყრებს უწყრებოდაო.
  • პატარძალი ტყუოდაო, ისევ თვითონ ბუოდაო.
  • პატარძალმა კოკა გატეხა და – ნეტავი ბავშვი მყავდეს, იმას დავაბრალოო.
  • პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა, ბაგა მრუდეაო.
  • პატარძალო პატარაო, წყალს მოიტან სხვას არაო, დაჯდები კერის ძირშია, ატანტარებ ენას ძირშია, სულ გამხდარხარ მასხარაო.
  • პატივმა სთქვა: ერთსა ორად კი ვერ გავხდი და ორს კი დავამჯობინებო.
  • პატივს ნურც მოითხოვ და ნურც დაითხოვო.
  • პატივისცემა კარგ კაცისთვის პატივია და ავკაცისთვის – პატიჟი.
  • პატრონი ჩიოდა წანაღებს და მგელი დანაგდებსა.
  • პატრონისა სამსახური არასოდეს არ წახდება.
  • პაწა ძღვენო, სად მიხვალო? – საიდანაც დიდი მოვედიო.
  • პირდაპირ არის ღომზე მარილი.
  • პირველი ბედი ბედია, მეორე მოგონებაა, მესამე – ვირზე ჯდომაა, მეოთხე – გაჭენებაა.
  • პირველი მოგება ეშმაკისაა.
  • პირველი მოჩივარი ბატონს მართალი ეგონაო.
  • პირველი ნახვა ცნობაა, მეორე ნახვა – ძმობაა.
  • პირველი სამოსახლო წყალიაო.
  • პირველი სისხლი უბოროტო ქვეყანაზე კაცმა კაცისა დაღვარაო.
  • პირველი ხელი ეშმაკისაა (ქაღალდის თამაშის წაგების დროს იტყვიან).
  • პირი ღრინს არ მიშვრებაო.
  • პირობა კაცს ცოლს წაართმევსო.
  • პირს მუწუკიც მოერიდება.
  • პირუტყვიც სულიერია (უწყალოდ ცემის დროს იტყვიან).
  • პირში დუმა, ყელში დანა (უკან დანა).
  • პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულია.
  • პრანჭია ქალი ვერ გათხოვდაო.
  • პურადი კაცის სასწორი მუდამ წონაში მეტიაო.
  • პურა-ძვირი გულკეთილი არ იქნება.
  • პურა-ძვირი თუ გამხიარულდა, ბედოვლათს გადააჭარბებსო.
  • პურა-ძვირი კაცის მარილი, მეტი წავაო.
  • პური და ღვინო გვალვისაო.
  • პური და ღვინო სტუმარსა, წავა შინ, მოაგონდებაო.
  • პური და ღვინო ძველი სჯობს, ტანისამოსი – ახალი.
  • პური და ღვინო ძველი ჯობია, ბატონი კი – ახალიო.
  • პური კლდეს, ღვინო ბოგასა, თვეზი მე მთხოვს ტობასა, თუ გინდა ვაშლი წითელი, გაღმა-გამოღმა წყორძასა თუ გინდა ქალი ლამაზი – ან ფუღა, ან ახტალასა*.* ბოგა, ტობა, წყორძა, ფუღა, ახტალა – სოფლების სახელია.
  • პური მეპურეს გამოაცხობინე, ერთი მეტი მიეციო.
  • პურმა სთქვა: მე პირს არ მოვძებნი, თუ თვითონ არ მეძებაო.
  • პურმარილი ქვაზე დასდევ, გამოივლი, იქ დაგხვდება.
  • პურმარილის შენახვა, ქვამაც იცის.
  • პურმარილს ნურც ფეხს ამოჰკრავ, ნურც გაექცევი.
  • პურს გაჭმევ, ბალახს ხომ არ გაძოვებ?
  • პურს პურით გაჭმევო.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • ჟამის ჭირი ყველას საძულველია.
  • ჟამის ჭირის შეყრას ჯობია, ავი ცოლქმრის შეყრაო.
  • ჟანგი რკინასა სჭამს, დარდი გულსაო.
  • ჟივჟივი ჩიტებისა კაცს გულს გაუწვრილებს, მერცხლების ჭიკჭიკი კაცს გულს გაუხალისებს.
  • ჟივჟავის ჟლეტა კაცს მოსწყინდება და არა თუ მარტო მტრისაო.
  • ჟინიანი კაცი წინ ვერ წავა ვერც ერთ საქმეში.
  • ჟინიანობა და სიმხეცე ორივე ერთია.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • რა ბუზიცა ბზუის, ყველა თაფლს კი არ აკეთებსო.
  • რა გაათეთრებს ყორანსა, რაც გინდა ხეხო ქვიშითა.
  • რა გინდ მომცეთ, რას ვაქნევ, მე ვარ და ჩემი ნაბადი.
  • რა გინდა რომ კაცმა მალოს, ჭირმა თავი არ დამალოს.
  • რა დღეს მზე არ ანათებს, ის დღე ღამის დარია.
  • რა ზღვას დაუხრჩვიხარ, რა ცვარსაო.
  • რა თვალიც გატყუებს, იგი თვალი დაივსოსო.
  • რა კაცი ხარ, რა ოჯახი გაქვს? ერთი ქათამი გყავს, დაგიკრუხდება – დაგიმარხვდება, მოიქცევა და გაგიხსნილდება.
  • რა მთის იმედიც გქონდეს, იმ მთამ დაგღუპოსო.
  • რა ოთოთაანთ ქორსავით დააცხრები ხოლმე.
  • რა რომ ბოძი წაიქცევა, სახლკარიცა დაიქცევა.
  • რა ურემი შეშას ვერ მოიტანს – შეშად იქცევა ის ურემი.
  • რა ქალს წამოსდებს ენაო?
  • რა ქვეყანას მოხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო.
  • რა ქნას, რომ არა სტიროდეს შავი და ბნელი ქალია, პირდაპირ ჩამოსჯდომია სიკვდილისფერი ქმარია.
  • რა ციხის იმედი გქონდეს, იგი ციხე დაიქცესო.
  • რა წევს, რა კვნესისო.
  • რა ჰქნას კარგმა მონარდემა, თუ დუშაში არ მოუვა.
  • რად კითხულობ, ვისი გამომცხვარია ეს პური? გინდა ურიისა იყოს, თუ გემრიელია სჭამეო.
  • რად მინდა ის თავი მებას, რომ ქვეყნის სასაცილო ვიყოო (მესხ.).
  • რად მინდა ოქროს ლაკანი, შიგ სისხლი ჩამოდიოდეს?!
  • რამაც გაგაჩინა, იმან დაგარჩინა.
  • რამაც დაჰბადა თხაო, იმან დაუგრიხა რქაო.
  • რას მატყუებ სარქისაო, აგრემც ღმერთი გაგზრდისაო.
  • რასაც გაასესხებ, იმას ჩაისესხებ.
  • რასაც დასთეს, იმას მოიმკი.
  • რასაც ვერ შესწვდები, ნუ შეეწოდები.
  • რასაც ვირი ეწეოდა, ორ იმდენს მისი პატრონი.
  • რასაც იტყვის მეგრელიო, ხელთ არა აქვს იმდენიო.
  • რასაც კბილს დაადგამენ, აყროლდებაო.
  • რასაც მოიგებ, ბოლოს გაიგებ.
  • რასაც სხვისთვის მოინდომებ, შენ თავს გადაგხდებაო.
  • რაღა მორჩა – შუა ტყავებაშიაო.
  • რაც ალხანაო, ის ჩალხანაო.
  • რაც არ გეგონოს, იგი მოხდებოდესო.
  • რაც არ ვშობე – შვილი არ იყო, რაც არ გავზარდე – ყმა.
  • რაც არ მერგებაო, არც შემერგებაო.
  • რაც არ მომიხდება, არ წამიხდებაო.
  • რაც გატკენს, ის მოგარჩენს.
  • რაც გაუვლია დრო ხანთა, ვერ მოეწევი რბენითა.
  • რაც გეზარებოდეს, ის გეძალებოდეს.
  • რაც გინახავს, ვეღარ ნახავ.
  • რაც ვირი ვიყიდე, ყველა მოშლილი გამომადგაო.
  • რაც თხამ უქნა თრიმლსაო, უქნა თრიმლმა თხის ტყავს.
  • რაც იქროლებს, იმდენს არ ითოვებს.
  • რაც კაცი არა საქმეში არ გესინჯოს, არ გეცადოს, ხვაშიადსა ნუ გაანდობ, რა გინდ მრავალს შეგეცადოს.
  • რაც კაცმა თავის თავს უყო, ქვეყანა მიადგა და იმან ვერ უყო.
  • რაც კაცს ეჯავრება, ღორს ის ეამება.
  • რაც მამა – ის შვილი.
  • რაც მგელმა ცხვარს დააკლო, რაც არა, – მწყემსმა უარესი ქნაო.
  • რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო.
  • რაც მოხდება, ხალხს გადახდება.
  • რაც რომ ავი საქმე ვქენი, ყველა თავზე დამიბრუნდა: ორმო ვთხარე, თვით ჩავვარდი, დამეყარა ქვა და გუნდა.
  • რაც სახელია, ის სახრავი არ არის.
  • რაც სელის დათესვაზე ითქვა, ის ითქვა მოგლეჯაზედაცო.
  • რაც უნდა ჰქნას თვალმა, წარბს ზევით ვერ წავაო.
  • რაც უქნია პაპაშენსა, ნურც შენ დახევ მარმაშებსა.
  • რაც ფხიზელს ფიქრში აქვს, ის მთვრალს ენაზეო.
  • რაც შევჭამე ის შემრჩა, რაც არა, იქ დამრჩაო.
  • რაც შევჭამე, მე დავგანძეო, რაც არა და – დავკარგეო.
  • რაც ცასა ჰფარავდაო, ქვეყანასა აქცევდაო.
  • რბილად დამიგეს, ხმელად მეძინაო.
  • რგვა და მოყვანა ხილნარს აშენებს, შვილების დაზრდა კაცსა ამშვენებს.
  • რეგვენ კაცს ჭკუა თვალში აქვს.
  • რეგვენი ბრძენზე ბრძენია, რაშიაც გამოცდილია.
  • რეგვენი საქმეს წაახდენს, ფათერაკს დააბრალებსო.
  • რეგვენმა შვილი დაახრჩო – დაჯდა და იტირაო.
  • რთველში ძაღლსაც მოხსნიან კონკილას.
  • რისა ცნობაც არ იყოო, მისი ფასიც არ იყოო.
  • რკინა იწრთობა ცეცხლითა, კაცი კი გაჭირვებითა.
  • რკინა რკინით დაიჭრება, კაცი – კაცითაო.
  • რკინა სანამ ცხელია, მანამ გაჭედეო.
  • როგორ დამიტაშდები, ისე დაგითამაშდები.
  • როგორი ალაგია, იმისთანა ალაბიაო (ებრაელი ჩერქეზმა დაიჭირა, ჯოხი მისცა, ფართალი ამით ამიზომეო, ჩემი ალაბი ეს არისო. ებრაელმა მიუზომა და სთქვა: როგორიც ალაგია – იმისთანა ალაბიაო).
  • როგორი მოდიო? (პატარძალი) – როგორიც დამხვდი – იმისთანაო.
  • როგორი ოქროს საციქველა ხარო, რომ არ გვათხუებო.
  • როგორიც არი ქარხანაო, ისეთი ხარ თარხანაო.
  • როგორც ახალ ტანისამოსს გაუფრთხილდები, ისე გაუფრთხილდი სიახალგაზრდავეს.
  • როგორც გამთხოვი, ისე მომყვანი.
  • როგორც დაიგებ, ისე მოისვენებ.
  • როგორც ვიგემე, ეგრეთაც ვიგვემე.
  • როგორც თვალი შორსაო, ისე გული შორსაო.
  • როგორც პატრონმა გიბრძანოს, ვირი ისე დააბიო.
  • როგორც ძუნწი ოქროთი ვერ გაძღება, ისე სწავლის მწყურვალი – სწავლითაო.
  • როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმსო.
  • რომელ თვალმაც მოგატყუოს – მოთხარე, გადააგდეო.
  • რომელ თითსაც მოვიჭრი, ყველა მეტკინება.
  • რომელ კაცთანაც ჩხუბი ჩქარ-ჩქარა მოგდის, მას არც უნდა შეურიგდე: ისევ ჩქარა წაგეჩხუბებაო.
  • რომელ კაცსაც ღმერთი წყალობს, ერთიც არ დაუკვნესია.
  • რომელი მგელიც მე არ შემჭამს, დაე დიდხანს იცოცხლოსო.
  • რომელი ძაღლიც არა ჰკბენს, შორიდან იყეფებაო.
  • რომელი წყალიც დამახრჩობს – ის ჩემთვის ოკეანეა.
  • რომელი ხარიც ვიყიდე, ყველა ფაღარათი გამომადგაო.
  • რომში პაპა ვერ ვნახე და ტფილისში – აბანოვო.
  • როსტომ სთქვა: დედაკაცისა ჭკუა არ მექებისა (არ მეკეთებისა). ცხრა ნაწნავ ჯაჭვით დავაბა, ასწყვეტს და გაიქცევისა (როსტომ დიდი გმირი ყოფილა. სიძლიერით მიწასაც კი უზანზარებია და ცოლის ენას კი მოუტეხნია. როსტომზე ზღაპრებიც არის).
  • როცა არის, ეს თხა მგელის პურიაო.
  • როცა არისო – თხა მგელი არისო.
  • როცა გაძლევენ გამოართვი, როცა გთხოვენ გაეციო.
  • როცა დაგცხება, გაგრილებ, როცა შეგცივა გათბობო.
  • როცა დავკაცდი, ჭკვას მაშინ ავცდი.
  • როცა დაიღალო, მაშინ მიწა ჰყარეო.
  • როცა ვნახავ ალოსაო, მაშინ გავლეწ კალოსაო.
  • როცა ორნი რჯულს განუდგებიან, ერთი სულს განუდგება.
  • როცა პური არ არის, ეს თხა მგელის პურიაო.
  • როცა პურიც ენატრებათ, მწვადზე არ ბაასობენო.
  • როცა შენ სასწავლებელში მიდიოდი, მე ნასწავლი მოვდიოდიო.
  • როცა შენი არ იხარჯვის, სხვისა ლხინსა რა სჯობია?
  • როცა ჩაჰკრა ცოლმა ქვასა, მაშინ ჩახვდა გულის ხმასა.
  • როცა ცოდნით ავსრულდებით, სიტკბოებით დავბერდებით.
  • როცა ჯოხი არა გაქვს, ძაღლს ლუკმა გადაუგდეო.
  • რუისელმა გოგომ სთქვა, თუ ქარელში გამათხოვებენ ხომ კარგი, თუ არა და – ე ურბინისი ხომ აქ არისო.
  • რძალ-დედამთილის ჯიბრითა – სახლი აივსო ნაგვითა.
  • რძალს უთხრეს: “დედამთილი გემდურისო” და “რაზედ მემდურის ის ქოფაკიო” – “აი სწორედ ე მაგაზედაო.”
  • რძალსა და დედამთილს შუა ჩურჩხელა დაიკარგა.
  • რძლის ტყავი ჩამოვარდა, არავინ დაიტანა, მულის ჩამოვარდა – ცხრა რძალი დაიტანა.
  • რწყავს მრწყველი და ჰხედავს ღმერთიო.
  • რწყილს დააწვენს და აქლემს აშობინებს.
  • რწყილს კამეჩად მოგაჩვენებს.
  • რწყილს ნემსი ჰკრეს, მეტიც არ შეეძლოო.
  • რწყილს ტყავს გახდის, რუმბად იხმარს.
  • რწყილს შარშალი (ან ნესტარი) ჰკრეს და ჭირადაც ეყო და ლხინადაცაო.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • საბაძავი მკვდარი წაწყმენდილიაო.
  • საბრალოს ერთი ფრჩხილი ჰქონდა, ისიც წავარდაო.
  • საბუდარით ამოღებული კვერცხი სჯობს ნაყიდსაო.
  • სად არის ქვეყანა, სად არის სამართალი?!
  • სად ახმეტა, სად წილკანი?
  • სად ბერი ცხენი და სად ჭრელი უნაგირიო.
  • სად ბირი და სად ბირ-ბანდი, სად ნიავაზა ხუცესი.
  • სად ერეკლე, სად თოროზაანთ თეკლე.
  • სად ვკარ და სად გასქდაო (სად დაჰკრა და სად გახეთქაო).
  • სად თხა სძოვს და სად ციკანი?!
  • სად ხარ ღობე დაბალო?
  • სადაც არა სჯობს – გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან.
  • სადაც არის დიდი ღომი, იქანაა ჩემი ომი.
  • სადაც გავა-გავაო, თეძოც გავათ გავაო.
  • სადაც გჭამს, იქ არა გფხანს, სადაც გფხანს, იქ არა გჭამსო.
  • სადაც დაბალი ღობეა, ყველა მას გადაქელავსო.
  • სადაც დედალი ხშირიო, იქანა კვერცხი ძვირიო.
  • სადაც დიდი ამოეტევა, იქ პატარაც ამოეტევა.
  • სადაც ლომის ტოტი ვეღარას სთესავს, მელიას კუდმა უნდა მოიმკასო.
  • სადაც ოქრო იჭრება, ფასიც იქა სძევსო.
  • სადაც სიყვარული არ არის, იქ არც სიხარულია.
  • სადაც სიყვარული და მსჯელობა არის, იქ დარდი არ არის.
  • სადაც ყოჩის თავი გაეტევა, ყოჩის ტანიც გაეტევაო.
  • სადაც შევარდენი ბუდობს, მტრედი ვერ გაიხარებსო.
  • სადაც შენა ხნავ, მე იქ არა ვთესავ.
  • სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე.
  • სადაც ძალა შევაო, სამართალი ბანიდან ავაო.
  • სადაც ხეს გათლიან, ნაფოტიც იქ დაცვივაო.
  • სადილთ უკან ხილის ჭამა – აზნაურთა წესიაო.
  • სადილს უკან ხილობაო, არის გვარიშვილობაო.
  • სადუღარი ადუღდა, თავის თავი დაღუპა.
  • სავაგლახოზე აიღე, სატიალოზე დააგდეო.
  • სავსე ქვევრზე ბამბის ქულასაც არ დაახლიან.
  • საზიარო ყანა ჩიტს მოუჭამიაო.
  • საითაც გავიქე, იქეთ წავიღე.
  • საკოცნელი პირი საფურთხებლად რად გავიხადოო.
  • სალათის გაკეთება ასე უნდა; პურადმა ზეთი დაასხას, პურაძვირმა ძმარი, ჭკვიანმა მარილი მოაყაროს და გიჟმა აურიოს.
  • სალამი მტერსაც არ დაეჭირებაო.
  • სამ დღემდისინ სამმა იცის, სამ დღეს იქით თემმა იცის.
  • სამართალს ფული სჭრისო.
  • სამართლით მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო.
  • სამი დღის გოჭი სამი დღის სავალზე წავაო.
  • სამი დღის სიცოცხლისთვის ღაღანიძემ სამი თვის ლეკვი შეჭამა.
  • სამოთხეს ლასტის კარები აქვს, ჯოჯოხეთს – ოქროსიო.
  • სამოსელს ნაწიბური გაუსინჯე და შვილს – დედ- -მამაო.
  • სამწყოს უმწყესოდ მავალსა შესჭამს ტურა და მგელიო.
  • სამჭედლო გადაიწვაო – და რაც იმას ბერვა ჰქონდა, ან რატომ აქამდის არ გადაიწვაო.
  • სამხარი სადა ვჭამო და – ბრიყვთანაო. ვახშამიო? – თუ ვერ გაიგოს – ისიც იქვე ჭამეო.
  • სამხედრო ძალაა – ხმალი და ფარი, ნასწავლის ძალა კი – ცოდნა და ენა.
  • სანაგვეზე ვარდი ამოვაო.
  • სანამ ვიყავ, მტერი ვმუსრე, არა ვჭამე ჯავრი მისა.
  • სანამ თონე ცხელია, პურიც მანამდე გამოაცხვე განელდება – აღარ გამოაცხობს.
  • სანამ მქონდა ფულები, ვჭამე მოხრაკულები; როცა გამომელია, ჩამოვყარე ყურები.
  • სანამ მღვდელი ჩაიცვამს, ცაც შეიმოსება და სანამ გაიხდის, ცაც გადიყრისო.
  • სანამ ყმაწვილი არ იტირებს, დედა ძუძუს არ მოაწოვებს.
  • სანამ შეხვიდოდე, გამოსვლაზე იფიქრეო.
  • სანამ წკნელი პატარაა, მანამ უნდა მოიგრიხოს.
  • სანამ ჭკვიანი დაფიქრდა, ცეტმა გარდავლო მთები.
  • სანამ ჭკვიანი მოიფიქრებდა, გიჟმა შვილი კიდეც დაასახლა.
  • სანამ ხმალი მოვიდოდა, ენამ სისხლი დაღვარაო.
  • სანამდის გავსძლებ, ვისროლი, მერმე წყალ-გაღმა გავხტები (გურულმა ყაჩაღმა სთქვა: სანამდის გავსძლებ ვისროლი, თუ საქმე გასჭირდა, სათათრეთში გავალო).
  • სანამდის წვერი გაქვს, ულვაშს ხელს ნუ ახლებო.
  • სანახევრო მამული ან მგელსა ან მგელის შვილსა.
  • სანახევრო ფეტვსა ან ჩიტი მოსჭამს ან ჭივჭავიო.
  • სანთელი თავის წინ ვერ ანათებსო.
  • სანთელი ქვეშ არ გაანათებსო.
  • საოხრეზე ნაშოვნი სატიალოზე დაიხარჯაო.
  • საპონი ვარცხლის თავზე დადე, სარეცხი თითონ გამოჩნდება.
  • სასაფლაოდან მკვდარი არ დაბრუნდებაო.
  • სასჯელს სასჯელიო, სახარკოს – ხარკიო.
  • სართი ჯოჯოხეთს ანათებსო.
  • საუბარ-საუბარო, ეს დღე კი არ მოიპარო.
  • საფლავი კაცმა არ უნდა დაჰკარგოს.
  • საქმე გარჩევით გასინჯე, სიჩქარე გიზამს ზიანსა.
  • საქმე გოგიაა*, თორემ ხარება ჩვენსა არისო.* გოგია და ხარება 1905 წლის შემდეგ დამდგარ რეაქციის დროს ტყეში გასული რევოლუციონერები იყვნენ და ათი წლის განმავლობაში რეაქციის მოციქულებს შიშის ზარსა სცემდნენ. ავტორი.
  • საქმე შოვნა არ არის, საქმე გამოტანაა.
  • საქმეს წაახდენს რეგვენი, ფათერაკს დააბრალებსო.
  • საქებულმა ხარმა ნიახური გადაქელა.
  • საქონელი პატრონს ეგვანებაო.
  • საქონელმა სთქვა: ერთი გვერდი დამილპეს, მეორეზე დამდევი, მაინც გავიყიდებიო.
  • საქონელმა სთქვა: ღმერთო, ისეთ პატრონს მიმეცი, რომ მოხმარება შეეძლოსო.
  • საქონელს თვალი სჭამსო.
  • საქონლის ღმერთი კაციაო.
  • საყვარელი ძმა ღმერთმა გველსა და მტერსაც ნუ მოუკლასო.
  • საშოვარი კარგია, ნაშოვარი ძვირფასი.
  • საშოვარი სიკვდილს გაღმააო.
  • საცა ბანი მაღალია, მეც იმისი მაყარი ვარ.
  • საცა ხმალია შიშველი, მე იქ ვერას გიშველი.
  • საცერის მათხოვარმა სადილს მოუცადა.
  • საციქველი* ვის დაუბრუნებიაო.* საციქველი – ნათხოვარი ნივთი.
  • საციქველი უნდა პატრონს ჰგავდეს.
  • საცხონებლად წასული, წაწყმენდილი დაბრუნდა.
  • საძაღლ-ღოროდ გახდა საქმე.
  • საწყალი კაცის აფთიაქი, მიკიტნის დუქანიაო.
  • საწყალი კაცის გაჩენაში ღმერთი არ ურევია.
  • საწყალი კაცის დღესაო, არ დაელევა კვნესაო.
  • საწყალი კატა სჩიოდა: ვაიმე თეძო და გვერდი; ქალებმა ერბო შესჭამეს, მე დამწვეს ალალ-მართალი.
  • საწყალსა კაცსა ვინ მისცემს აღება-ღამეს ღვინოსა, პური სჭამოს და წყალი სვას, დაწვეს და დაიძინოსა.
  • საჭმელი ერთი დღისაი, სახელი – ასი დღისო.
  • სახარე ხბოს სასკორეზე ეტყობაო.
  • სახელს ისიც მიემატება, ფოთოლი რომ მიიტანოო.
  • სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო.
  • სახელის გატეხას, თვალის გავარდნა სჯობიაო.
  • სახელი სჯობს ქონებასა და უფლება – მონებასა.
  • სახელი სჯობს ქონებასა, ვფიცავ მამის ცხონებასა.
  • სახელი მგლისა, სახრავი – მღვდლისა.
  • სახლი ააგე და სახლი გადააგე.
  • სახელოვანი სიკვდილი მამაცთა სანატრელია.
  • სახელოვანი სიკვდილი სიცოცხლის უტკბილესია.
  • სახით მღვდელი, საქმით – მგელი.
  • სახლში გამოწყობილი საქმე მთაში არ გამოდგება.
  • სახრე ნედლი იგრიხებაო.
  • სახრე სამოთხიდან არის გამოსული.
  • სახრე ღმერთს დაულოცია.
  • საჯაოხელი ხუმრობა ნახევრად მართალია.
  • სევდას ნატვრით ინელებენ.
  • სესიავ, შენი ნაცვლობა, მერუობაზე ჩამოხდა.
  • სესხი და ვალი არ დაბერდებაო.
  • სველი ენა რას არ იტყვის?!
  • სვინაო, შენი თავი სხვისას მირჩევნია და ჩემი თავი – შენსასო.
  • სვინდისიერ ქალს თავი სთხოვე, თუ არ მოგცემს, არ გაგცემს.
  • სვინდისს კბილები კი არა აქვს, მაგრამ კბენა კი იცის.
  • სიბერე როსტომსაც კი მოჰრევია.
  • სიბერე ძნელი ყოფილა, სიპი ქვა შეეწონება!
  • სიბერეს სირეგვნემდის მიჰყავს ადამიანიო.
  • სიბრძნე ებრძვის სიბრიყვესა უთოფოდ და უზარბაზნოდ.
  • სიდედრი რომ სიძეს აუდგებაო, ნადირი გაექცევაო.
  • სიზარმაცე სიღარიბის გასაღებიაო.
  • სიზმარი არ გამოდგება, სინათლე სჯობს ბნელსა.
  • სიზმარი გორის ოდენა, გადავა ჩალის ოდენა (უბრალო რამეთი ასრულდებაო).
  • სიზმარი – სიბერკაცამდეო.
  • სიკვდილი და სიღარიბე ორივე ერთად მიდიოდნენ. შევხედე და შემეშინდა. სიკვდილს სიღარიბე სჯობდა.
  • სიკვდილი და სიცოცხლე ამხანაგები არიან.
  • სიკვდილი პირის მუწუკსაც მოევლებაო.
  • სიკვდილი ყველას ყურს ყკან გვიდგია.
  • სიკვდილმა სთქვა: ერთი ისეთი ვერ მოვკალი, რომ სხვა რამეს არ დააბრალონო.
  • სიკვდილმა ჩამოიარა, ვაი ერთის პატრონსაო.
  • სიკვდილის შემდეგ სიქადული არც არის და არც ყოფილა.
  • სიკვდილს უკან სინანული არ იქნება.
  • სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე – ნაჭედისა.
  • სიმართლის მკარგველი კაცი სიცოცხლეს იდღემოკლებს.
  • სიმართლის ნერგი იხარებს, დარგო თუნდ სიპსა ქვაზედაო.
  • სიმდიდრე თუ გინდა, აჭარისკენ წადიო.
  • სიმდიდრე – ღვთის წინაშე დანაშაულობაა. სიღარიბე კი – ხალხის წინაშე.
  • სიმდიდრის მქონე მაძღარი ვერა ვნახე და სიმართლისა – მშიერი.
  • სიმდიდრის ფასს მაშინ შეიტყობენ ხოლმე, როცა შეიძენენ და მეგობრის ფასს მაშინ, – როცა დაჰკარგავენ.
  • სიმშილი – ერთი წლისა და სიღარიბე – სამისაო.
  • სიმშილმა სანუკვარი არ იცის და ძილმა – სასთუმალი.
  • სიმშილმა ხმელი არ იცის და სიცივემ – ძველაო.
  • სიმშილს მისაჭმელი არ უნდაო.
  • სიმწარე თუ თავზე გაყრია, სიტკბოება ფრჩხილსაც ვერ დაგიფარავსო.
  • სინათლე ორი თვალისო (ორივ თვალითო).
  • სინდისი კომბალზე უარესიაო.
  • სირცხვილ-ნამუსი წაუხდაო.
  • სირცხვილი დიდი კომბალია.
  • სირცხვილი მოგადგა, სიკვდილი განატრაო.
  • სირცხვილი – სიკვდილიაო.
  • სირცხვილიც კარგი ბეჰაა!
  • სირცხვილს სიკვდილი სჯობია და ორივე ერთად კი ჯოჯოხეთიაო.
  • სისხლი სისხლით არ გაიბანებაო.
  • სიტკბო-სიმწარით ნაგემი საიქიომდის გაგყვებაო.
  • სიტყვა ადვილია, ქმნა კი – ძნელი.
  • სიტყვა ბარაქიანიო, საქმე ტალახიანიო.
  • სიტყვა-პასუხი წაუხდაო.
  • სიტყვა უსაქმოდ მკვდარია.
  • სიტყვა შაქარმა შეგინახოს (სიტყვის შეწყვეტისას ეტყვიან მოუბარს).
  • სიტყვა ჭკვიანი, საქმე – ჭიანი.
  • სიტყვის თქმა რომ გინდოდეს, ჯერ გამგონი გასინჯე.
  • სიტყვის თქმაც რიგით არის.
  • სიტყვის თქმასაც მისი ადგილი აქვს.
  • სიტყვის თქმასაც თავისი ზომა აქვს.
  • სიფრთხილეს თავი არ ატკივაო.
  • სიღარიბემ ფარჩის კაბა გამაცვეთინაო.
  • სიყვარული ბრმაა.
  • სიყვარული ვარდს ეძებს, ეჭვი – ეკალსაო.
  • სიყვარული ცეცხლი არაა, მაგრამ დასწვავს და ვერც კი გააქრობ.
  • სიყვარულმა სირცხვილი არ იცის.
  • სიყვარულს, ცეცხლსა და ხველას – ხალხისაგან ვერ დამალავ.
  • სიყმაწვილით მოგებული სული – დაკეცილი ქამხა არის.
  • სიშიშვლე და სიმშილი არ გაიტანებაო.
  • სიჩქარეს ნურა გირჩევნია რა.
  • სიჩქარით ქვეყანა არ აშენებულა.
  • სიჩქარით (სიხარბითაო) ძაღლმა ბრმა ლეკვები მოჰყარაო.
  • სიცოცხლე ცეცხლს მიაგავს: მისი დასაწყისი ალია და დასასრული ნაცარი.
  • სიცოცხლეს დაცვა უნდა და სამოსთ მალ-მალ გაახლება.
  • სიცილი გადამდებიაო.
  • სიცილით დაკარგული – ტირილით ვეღარ დაიბრუნესო.
  • სიცილს ტირილი მოსდევსო.
  • სიძე რომ სიმამრისას ჩავა, ღობის სარებიც გაიხარებენო.
  • სიძეო, რაც გვიან-გვიან მოხვალ, უფრო შეგვიყვარდებიო.
  • სიძისა შავგვრიმანობა სიდედრს უმძიმდა, ნანობდა, ნანობა რაღას უშველიდა, ქალი ცხენს ეჯდა, მიჰყავდა.
  • სიხარბემ რა ნახა – ყველა დაჰკარგა.
  • სნეულმა რა უნდა ირგოს, მკურნალს ჭირი დაუმალოს.
  • სოკო ამინდს (თუ უამინდობას) მოჰყავსო.
  • სოლი სოლს მიაქვსო.
  • სოფელი ვნახე უძაღლო, შიგ გავიარე უჯოხო.
  • სოფელი კაი სათლელი დუმაა.
  • სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია.
  • სოფელი შენდებოდეს – შეასწარი, იქცეოდეს – გაასწარი.
  • სოფელში რომ მიხვიდე, იქაური ამბავი ყმაწვილს ჰკითხე, ის უფრო სწორეს გეტყვისო.
  • სოფლის ნადიმთა მჯდომელი სოფელსავითვე ჭრელია.
  • სოფლის ქვრივმა იჩივლა: ჭიმურმა* და ღორის ქონმა ლამის შვილები დამიხოცოსო. მეზობელმა ჰკითხა: – ქა, კიდევ გაქვს? – არ გებრალები? ბეჩავს ისიც გამომელიაო. – აბა, ახლა ნახე, გაწყვეტიაო?* ჭიმური მჭადს დაფშხვნიან, ღორის ქონში მოშუშავენ და ისე ჭამენ.
  • სტუმარი მასპინძლის ვირია, როგორც უნდა დააბას – ნებას უნდა დაჰყვესო.
  • სტუმარი მასპინძლის ლხინია.
  • სტუმარი მიყვარს ასეთი, კბილი არ ჰქონდეს არც ერთი.
  • სტუმარი სტუმარს ეპატიჟებოდა, მასპინძელი არც ერთსაო.
  • სტუმარი სტუმარს ჰპატიჟობდა, მასპინძელმა ორივე გამოაგდოო.
  • სტუმართა სიყვარულითა, მოძღვართა ხორცი სჭამიანო.
  • სტუმარო, შენც გაისაჯე, შენი სახეთქიც არისო.
  • სტუმარს სახლში არ უშვებდნენ და ფარხმალს თაროში ინახავდაო.
  • სტუმარს სტუმარი სძულდა, მასპინძელს ორივენი.
  • სტუმრის საბაბით მასპინძელი გამოძღაო.
  • სულ არარაობას ქალიც შვილიაო.
  • სულ ერთმანეთის ცქერითა, სახლი აივსო მტვერითა.
  • სულ ოქრო როდია, რაც ბრჭყინავს.
  • სულ სმა და ჭამა რა არის?
  • საქმე ფშავური თქმა არის.
  • სულგრძელი კაცი სწორედ კაცური კაციაო.
  • სულელი ვის მოუჭკვიანებია?
  • სულელი თავი, არც თეთრდება, არც ტიტვლდება.
  • სულელი თავი მოხევის არის, ბრძენმა მასზე ჭკუა ლესოს.
  • სულელი თავი ფეხებს მოსვენებას არ აძლევს.
  • სულელი მეგობარი მტერზე უარესია.
  • სულელის ამყოლი თითონაც სულელია.
  • სულელისთვის სწავლება და მკვდრისთვის წამლობა – ერთია.
  • სულელს გული ენაზე აკერია, ჭკვიანს კი ენა – გულზედაო.
  • სულელს დარიგება რად უნდა, ანდა შავს საპონი?
  • სული ბურდოში არ გაახვიო.
  • სული კბილით მიჭირავს.
  • სული კრთის, ხორცი ქანქალებს.
  • სული მწარეა.
  • სული მწარეა, სული ტკბილია, სული სულს იცნობს.
  • სული სიცოცხლეა და ხორცი მისი სამოსიო.
  • სული ტკბილია.
  • სულის სიმართლეზე თქვიო.
  • სულმოკლე კაცი – უჭკუოს მონახევრეაო.
  • სურებელმა აასვენა, აღარ დაასვენაო.
  • სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმმატებია.
  • სწავლა მადლის დედაა, ბედის გასაღები.
  • სწავლა სჯობია სიმდიდრეს.
  • სწავლა ცოდნისა თესლია და ცოდნა ბედნიერებაა.
  • სჭამოს შვილმა და ზღოს სულმაო.
  • სჯობს უჭმელობით სიკვდილი, საყვედურითა ჭამასა.
  • სჯობს ყოლა უწრთვის ძაღლისა უწრთვნის შვილისა ყოლასა.
  • სხვა თევზს კალმახი სჯობდა კალმახს – თხის წვენუა.
  • სხვა იტყვის, სხვა მოიგონებს, სხვას გამოაბამს კილოსა.
  • სხვა სხვისა ომში გმირია (გრძელია).
  • სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია, ძველია.
  • სხვათა ჭირიო, ღობეს ჩხირიო.
  • სხვამ რომ გველი შეგიწვას, შენ კალმახი შეუწვიო.
  • სხვას ორმოს ნუ უთხრი, შენ თითონ არ გადავარდეო.
  • სხვას სხვისი მზე არ ეთბობა.
  • სხვას სხვისი “სიგელი” (ე.ი. საგინებელი სიტყვა) გაუკვირდება.
  • სხვებისთვის მომტირალი თვალიდან ცარიელი დარჩება.
  • სხვისა გული, ვითა ჯურღმული.
  • სხვისა ხელით ნარის გლეჯა ადვილია.
  • სხვისი არ შვილობს, როგორც ნაცარი არ ფქვილობს.
  • სხვისი გიჟი სასაცილოა, თავისი კი სამარცხვინო.
  • სხვისი თხა, სხვის ბაღჩაში “ოდელია”-ს იძახოდა.
  • სხვისი ლუკმა გემრიელია.
  • სხვისი პურით და მარილით ბატონს გაუმარჯოსო.
  • სხვისი პურმარილით, ღმერთო, ჩემი მკვდარი აცხონეო.
  • სხვისი სახრე სხვის კამეჩზე ოროველას იძახოდა.
  • სხვისი ჩიტები სხვის კალოზე ლეკურს უვლიდენო.
  • სხვისი ცოლის მოიმედე ლოგინს ნუ იფართოვებო.
  • სხვისი ხელით ნარს ნუ მოჰგლეჯ (ეკლიანი ბალახია).
  • სხვის შვილს აჭამე და შენ შვილს შეერგებაო.
  • სხვისმა გაკეთებულმა გულიო და ჩემმა – წელიო.
  • სხვის ცხენზე შემჯდომი მალე ჩამოჯდება.
  • სხვისი მაზიარებელი მოკვდა უზიარებელი.
  • სხვილისა და წმინდის დამფქველს ორივეს ერთი ფასი აქვსო, და ვაი წმინდის დამფქველსაო.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • ტერტერ, ცოლსა გრთავენო და ჰიმი პიტიო*.* ჰიმიპიტი-სომხურად ნიშნავს: მეც ეგ მინდაო.
  • ტირილი ცხვირზე ჰკიდიაო.
  • ტირილით დამთესი სიხარულით მოიმკის.
  • ტირილითა და გლოვითა მტერი არ შეშინდებაო.
  • ტკაცა-ტკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა სჩანს.
  • ტკბილი ენა გველს ხვრელიდან გამოიყვანს.
  • ტკბილი ენით მდევი მოსწველეო.
  • ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებს.
  • ტკბილი სიტყვითა მთას ირემი მოიწველაო.
  • ტკბილის ნაჩვევი, მწარეს ვერ შეჭამს.
  • ტლეკვია კაცი ცხრაჯერ გაასამართლეს და ვერა დააკლეს რაო.
  • ტრაბახი უგვიანი კაცის საქმეაო.
  • ტურა და მელა ორივე ერთ გზას არიან მავალნი.
  • ტურა ტოროლას ასწავლიდაო.
  • ტურამ ქვეყანა დააქცია, მგელს ბრალდება აქვსო.
  • ტუჩით მკოცნის, ენით კი მკბენს.
  • ტყე უყურო ნუ გგონია და მინდორი უთვალოო.
  • ტყემ თქვა: ცულმან გვდვა მუსრია, ტარი კი ჩვენგან უყრია.
  • ტყეში არ წახვიდე!
  • ტყეში ვდევდი ველურსო, შინ დავეცი ყვერულსო.
  • ტყეში ტურა არ გამოილევა.
  • ტყეში წავიდე – კაცი არა მყავს გზის გამასწავლებელი.
  • ტყუებ-ტყუებით ლევრლებს გაუთენდაო.
  • ტყუებ-ტყუებით პატარძალი დაორსულდაო.
  • ტყუილად ჯდომას, ტყუილად შრომა სჯობიაო.
  • ტყუილი თავიდანვე ეშმაკის მოგონილია და მისთვის ყველგან გასავალი აქვსო.
  • ტყუილი კაცს შეარცხვენს.
  • ტყუილის თქმასაც მოხერხება უნდაო.
  • ტყუილის მთქმელს რა სარგებულობა აქვსო და – მართალსაც აღარ დაუჯერებენო.
  • ტყუილს ბოლომდის უნდა მიჰყვე, რომ გაკიცხოვო.
  • ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.
  • ტყუილს ნუ ამბობს, თორემ ქარი ადგება.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • უადგილო სიმართლე დიდ ხანს ვერ გაცხოვრებს.
  • უბაღო და უძაღლო ოჯახი დაყრუებულიაო.
  • უბედოდ არაფერი იქნება.
  • უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიაო.
  • ურგები შვილი წყალსაო.
  • ურემი მძიმეა, მაგრამ ტვირთს კი ამსუბუქებსო.
  • ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება.
  • ურემი რომ გაჩერდება, ხარებს უნდა გაუტყლაშუნო.
  • ურემი რომ ჭრიალს დაიწყებს, საპნის წასმა უნდა.
  • ურემმა რომ შეშა არ მოიტანოს, თვითონ შეშა არ არის?
  • ურემს რომ ძალა დაადგება – ჭრიალს დაიწყებს.
  • ურიგ-მარიგობამ ზღვა დააშრო.
  • ურჯულომ დაიფიცა, რჯულიანმა დაიჯერაო.
  • უსწავლელი ვაჟკაცი სიბერის დროს გაწბილდების.
  • უსწავლელი გონიერი მიჯაჭული ლომიაო.
  • უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა-ქვაზე დაემატა.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • ფათერაკს თვალი არ უჩანს.
  • ფანცი-ფუნცი გაცვდება, შავი მიწა დარჩება.
  • ფარა რომ მობრუნდება, კოჭლი ცხვარი წინ მოექცევაო.
  • ფარამ რომ ხეს შებღავლოს, გახმებაო.
  • ფარაში მგელი შევარდა – ვაი ერთის პატრონსაო.
  • ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდებაო.
  • ფაფა კარებამდინაო.
  • ფახა-ფუხი კასრაძისა, ხმალი მაისურაძისა.
  • ფეიქარ ფაშა შეიქმნა, მაგრამ ნიადაგ თავისას იგონებდა: ვაი შენ ჩემო საფეიქრო, მარტიკო და მასრომაქოო.
  • ფერი ლალისა, გემო წყალისა.
  • ფერისცვალობა დღეს ირემი ხეს არ გაექექებაო.
  • ფეხი ისე გადადგი, რომ თვალში ჩხირი არ მოგხვდესო.
  • ფეხიანი, თორემ უფეხო სად წავაო?
  • ფეხიანს დავეშუროთო, თორემ უფეხო არსად წაგვივაო.
  • ფეხით დავარდნა გერჩივნოს, ენით (სიტყვით) დავარდნას.
  • ფეხს საბნის დაგვარ გაშლა უნდა.
  • ფეხსაცმელი მოხუცს ქუსლში გაუცვდება, ახალგაზრდას – ჭვინტშიო.
  • ფია-ფუა შვილსა და დიდი ლუკმა დედასა.
  • ფინთს უთხარი კარგი ხარო, კარგი თავათაც კარგიაო (მოხეური).
  • ფიქრი არ არის გურჯისა, წამოიკიდებს ხურჯინსა.
  • ფიჩხი ჩაჰყარე, პური მალე ამოჰყარე.
  • ფიცი გასტეხს მტყუან კაცსა.
  • ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს (ქურდმა მამალი მოიპარა, კალთაში დამალა, მაგრამ ბოლო უჩანდა; პატრონს ეფიცებოდა: არავიცირაო, პატრონმა უპასუხა: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო).
  • ფიცი პატარაზე გასჭრის.
  • ფლავი გაატარესო და – მე რაო? – თქვენსა შეიტანესო და – შენ რაო?
  • ფლანგვით თუ იცხოვრე ახალგაზრდობისას, სიმშილით მოჰკვდები სიბერისას.
  • ფოთოლი რომ მიიტანო, სახლს ისიც შეემატება.
  • ფონი გასავალს დალოცე.
  • ფრთხილთა დედანი არა სტიროდეს.
  • ფრინველი არის, რომ ხორცსა სჭამს. არის ფრინველიც, რომ იმის ხორცი არ იჭმევა.
  • ფრჩხილით გასახსნელი კბილით გასახსნელად რად გავიხადო?
  • ფუტკარი ასი თვალი გყავდეს – ერთი თქვი და ერთი გყავდეს – ასი თქვი.
  • ფუტკარი რომ შეგიმცირდეს, სკები მოამზადეო.
  • ფუტკარს თავი თაფლში ედვა, კიდევ თაფლს ეძებდაო.
  • ფუტკარს რომ ზურგი უჩვენო, ისიც ზურგს გიჩვენებსო.
  • ფუტკრის და ჭიანჭველის შრომა კაცსაც ჭკვას ასწავლისო.
  • ფური არ დაიკვლის ერთი წლის ბერწობისათვის.
  • ფური ნახე და საწველელი ისე ითხოვე.
  • ფურმა იწველა, იწველა, ჰკრა ფეხი და დაღვარაო.
  • ფურო, დადგა მაისია, ცური კარგა გაივსია.
  • ფურო, ვისი ხარო – ვის კარზედაც ვბღავიო.
  • ფული კლდეს გამოესობა.
  • ფული პატარა ღმერთიაო.
  • ფული ფულთან მივაო.
  • ფუფუნებაში აღზრდილი უძლური იქნება, არც თავს არგია, არც სხვასაო.
  • ფუჭი კაკალი არც ყვავს არგია, არც კაცსაო.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • ქადაა, ქადაო, გულზე გადაჰქარდაო.
  • ქათამ მორეულს მტერ მორეული სჯობიაო.
  • ქათამი რომ დაგვილს ნახავს, გულს შემოეყრებაო.
  • ქათამი რომ წყალს დალევს, ზევით ღმერთს შეხედავს – ღმერთო შემარგეო.
  • ქათამმა სთქვა: “თუ ღმერთს ჩემთვის ბედი სდომნოდა, დედაჩემს ძუძუებს მისცემდაო”.
  • ქათამმა სთქვა: იმ დღესა ვფიცავ, როცა ჩემი პატრონი ორმოდან ფეტვს ამოიღებს გასაფენადაო.
  • ქათამმა უთხრა კვერცხსაო, ეგრე ვიყავი მეცაო. იმდენს გავედრებ ღმერთსაო, ჩემსავით გაგხდი შენცაო.
  • ქათამს უთქვია: მარილს ღვდლის ცოლის მეტი ვერავინ მომასწრობსო.
  • ქათმის მომჩივანს ინდოური კალთაში უნდა გყავდესო.
  • ქათმის შესაძლო კვერცხია.
  • ქათმისთვის უკითხავთ: საიქიოს რა ამბავი მიიტანეო? – რაღა ამბავიო: ცხვარი დაკლეს, მე წამაკლეს, ძროხა დაკლეს – ზედ წამაკლეს, თხა დაკლეს და ზედ წამაკლესო.
  • ქანქი-ქუნქი ქანქარაო – გინდ ყოფილა, გინდ არაო.
  • ქართველმა მოზელა კი იცოდა და გამოცხობა – არა.
  • ქართლი იმიტომ დავამდე – თოვლს დასდებს, აღარ აიღებს, რაც მოსავალი მომივა, მოვა ბატონი – წაიღებს.
  • ქართული სიყვარული – ლანძღვააო.
  • ქარი ვაზს ფოთოლს ვერ დააყრევინებს.
  • ქაჩალი თავს არ მოიფხანს, მოიფხანს სისხლს მოიდენსო.
  • ქაჩალი ისე არ მოკვდება, დალაქი არ დასჭირდესო.
  • ქაჩალი სავარცხლის გაძვირებას სჩიოდაო.
  • ქაჩალმა უთხრა ქოჩრიანსა, “აი შე ქაჩალო”- ვო.
  • ქაჩალმა წამალი იცოდეს და თავის თავს მოირჩენსო.
  • ქაჩალს ერთი ნავი სავარცხელი ახარესო.
  • ქაჩალს სავარცხელი უხაროდაო.
  • ქაჩალსა ჰკითხეს: ვინ უფრო გძულსო? და ვინც თავი დამბანაო.
  • ქებას ნახვა სჯობიაო.
  • ქერი მქონდეს, ჩემს ცხენს ვაჭმევ.
  • ქერის პური და დინჯი ყური.
  • ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო.
  • ქვა თავის ადგილზე მძიმეა, რო დაიძვრის – გამსუბუქდება.
  • ქვა რაკი ადგილიდან დაიძვრება, ბუმბულზე უფრო დამსუბუქდება.
  • ქვა ქვას ეცა და მე შუაში დამიტანაო.
  • ქვავ, აგორდი და მე ნუ მეცემიო (მომხვდებიო).
  • ქვას კლდიდან დანაგორებსა, დამსხვრევა არ ასცდებაო.
  • ქვაცა აქვს და კაკალიცა, თავში შემოსაკრავიცა.
  • ქვევრს არა ჰკითხავდნენ და – “ასი კოკისა ვარო!”
  • ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს.
  • ქვევრს ჩავძახე – ამომძახა: სულელო, ნუ მაწუხებო.
  • ქვეითი ცხენოსანს დასცინოდა.
  • ქველის სახელი მოფინე, ნუ მოისურვებ ქებასა.
  • ქვეყანა ბორბლიანია, ზოგს აქეთ აბრუნებს, ზოგს – იქეთ.
  • ქვეყანა გველით შეღობილი როდია.
  • ქვეყანა იქცეოდაო, ტურას ქორწილი ჰქონდაო.
  • ქვეყანა ქარვასლაა, ზოგი შედის, ზოგი გამოდის.
  • ქვეყანა ქვეყნის მოვალეაო.
  • ქვეყანა ქვეყნობითაა.
  • ქვეყანა ჩალით დახურული როდია.
  • ქვეყანაზე კეთილი კაცის სახელის მოხვეჭაზე ძნელი არა არის რა.
  • ქვეყანას რომ ცეცხლი ედებოდეს, შენ ნავთს გადაავლებო.
  • ქვეყნიერების დანგრევის მოლოდინში თხუნელამ თვალები დაითხარა: სულ ერთია, აღარ გათენდებაო.
  • ქვეყნის მაზიარებელი, დარჩა უზიარებელი.
  • ქვეყნის სატირალს ცენტერაძის მოლოზანი სტიროდაო.
  • ქვეიდან გამოძვრა, სიპში შეძვრა.
  • ქვიდან ქვაზე გადმავალსა, წყალსაც ფერი შეეცვლების.
  • ქვით ქვათა სტეხენ და რკინით რკინას ულესავენ პირსაო.
  • ქვისლებმა ვირი ყანიდან ვერ გამოაგდესო, სიძემ და ცოლის ძმამ კი დევი ყურით დააბესო.
  • ქვიშის საბელი ვინ დაგრიხაო.
  • ქვრივ ქალს ქმარი ვერ დაეყვედრებაო.
  • ქვრივი დედაკაცის ქალს ნუ შეირთავ, სათუთად ეყოლება გაზრდილიო.
  • ქვრივი, რომ გალამაზდება, მეტად გალამაზდება.
  • ქვრივმა სთქვა: ისეთი ბედი ვინ მომცა, რომ სანეხვეზე ჩურჩხელა ვიპოვნოო.
  • ქისტი კაის მალოდინ კვდებოდაო (ხევს.).
  • ქისტს დუმაის ხსენება ჭამად მიაჩნიაო (ხევს).
  • ქიც ვიცი და ქიცმაცურიც, რძალიც მყავს და დედამთილიც.
  • ქმარი მუშა არის, ცოლი კალატოზი (ქმარს მასალა მოაქვს, ცოლი აშენებს).
  • ქმარი მცემს, მაზლი მაგინებს, შვილი მილესავს დანასა, თუ დედამთილმა შეიტყო, ის დააშაქრებს ყველასა.
  • ქმარი ლაშქარს იყო, ცოლი ამბავს მოუყვებოდაო.
  • ქმარი ციხეში მიჰყავდათ, ცოლი კაბას უბარებდაო.
  • ქოთანი დაგორდა – სარქველი იპოვნაო.
  • ქოთანი ქვაბს აქებდა, მაგრამ ჭვარტლი არც ერთს არ აკლდაო.
  • ქოთნის ამბავი ციცხვსა ჰკითხეთო.
  • ქონება თავს არ დამალავს.
  • ქონება მგზავრია.
  • ქონი აიღეს და მსუქანს მიაკრესო.
  • ქოროღლის ჰკითხეს: კოჭ-მაღალი ცხენი სჯობია, თუ კოჭდაბალიო? – კოჭდაბალიო. მაშ, როგორ ყოფილა, რომ კოჭ-მაღალს უჯობნია? – ნაბიჯი დიდი ჰქონიაო.
  • ქოროღლიმ სთქვა: ყარაიის მინდორი კარგ ცხენს ეყოფა ერთ გაჭენებაზედაო.
  • ქორი ქორსა სჩეკს, ძერა ძერუკასაო.
  • ქორო, ბევრისა მდევარო, ბევრჯერ დარჩები მშიერი.
  • ქორს აფრენა უნდოდა და ხელის აქნევას ელოდაო.
  • ქორწილი ჩემის ძმისა და აღაპი პაპაჩემისაო.
  • ქორწილში შესულმა კაცმა სთქვა: მამა ჩემმა გამომაგდო, წადი შვილო, ჯანაბასა, ღმერთმა ყოველთვის შემაგდოს მე ამნაირ ალაგასა.
  • ქორწილში ძაღლებიც მივლენ.
  • ქოფაკმა რომ კურდღელი გამოგიგდოს, დაჭერაში ჩაუთვალე.
  • ქოფაკმა ძაღლმა კარგი ძებნა იცისო, მაგრამ ცხვირში ეკალი ეჯავრებაო.
  • ქრთამი ღმერთთანაც სჭრისო (გავაო).
  • ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო.
  • ქუდი დასდე და სამართალი ისე გადასჭერი.
  • ქუდი მტვრიანი მინახეს და “მეწისქვილე” დამარქვესო.
  • ქუდი სიცხე-სიცივისთვის კი არ მხურავს, არამედ ნამუსისთვისო.
  • ქურდთან რომ გაიარო, შენც ქურდს დაგიძახებენო.
  • ქურდი და ქურდის ამხანაგი ერთნაირად დაისჯებიანო.
  • ქურდი თავის სახლს ვერ ააშენებს სხვისას კი დააქცევს.
  • ქურდი თხლეზე დაიჭირესო.
  • ქურდი ისე არ სტყუის, როგორც ნაქურდალის შემნახავიო.
  • ქურდი მთხრობელს მიხვდებაო.
  • ქურდი სამს დღეს ბარმა მალა, სამასი-მთამ, მაგრამ მაინც გამოჩნდაო.
  • ქურდის შემნახველიც ქურდიაო.
  • ქურდმა ერთი ცოდვა ჰქმნა, დამკარგავმა – ათასიო.
  • ქურდმა თავისი წისქვილი მოიპარაო.
  • ქურდმა სთქვა: სახლში ისე არ შევალ, რომ ერთი მუჭა ნაცარი მაინც არ ჩავიგდოვო.
  • ქურდმა ფიცი იშოვნა, შინ მახარობელი გაგზავნაო.
  • ქურდმა ქურდს მოჰპარა და ღმერთმა გაიცინაო.
  • ქურდობის შეწამება თუ გინდოდეს, ჯამი და ბაწარი დაიჭირე ხელში და ტყის პირად გაჩერდიო.
  • ქურდს რა უყვარს? – ბნელი ღამეო.
  • ქურდს ფიცი პირზე აკერიაო.
  • ქურდს ქუდი ეწვისო (სოფლად ერთმა კაცმა ქურდობა ჩაიდინა, მეორე დღეს შეიკრიბა ხალხი და გამართეს მსჯელობა, უეცრივ მამასახლისმა დაიყვირა: არიქა, ქურდს ქუდი ეწვისო, ერთმა გლეხმა უმალვე ქუდს იტაცა ხელი და ამგვარად, ყველა მიხვდა, რომ ქურდი ის გლეხი იყო).
  • ქუხილით წვიმა არ მოვა, ხმის დაგდებითა – ლაშქარი.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • ღამემ გაიარაო, ამაგმაც ჩაიარაო.
  • ღამის ერთი ცხვირის დაცემინება ხეირია.
  • ღამის ქურდს დღისით დაიჭერენო.
  • ღარიბ კაცს ხეირიანი შვილი რომ ყავდეს, ღარიბი აღარ იქნებაო.
  • ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლიანიაო.
  • ღარიბი ქალი და კაცი დღეში ცხრაჯერ მოკვდებაო.
  • ღარიბის ლუკმა ტკბილია.
  • ღარიბისთვის ლუკმის მიწვდა მადლია.
  • ღარიბს გული დაეწვა სიღარიბის ცეცხლითაო, მდიდარს სახლი დაეწვა ღარიბ კაცის ვერცხლითაო.
  • ღარიბს ორი ეხარჯება, მდიდარს ერთიო.
  • ღარიბსა კაცსა ვინ მისცემს აღების ღამეს ღვინოსა, მჭადი ჭამოს და წყალი სვას, დაწვეს და დაიძინოსა.
  • ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლასა ბასრი ცელითა.
  • ღვდელს ჰკითხეს, მოწმე ვინა გყავს და დიაკვანიო.
  • ღვინით გალახულს ჯოხით გალახული სჯობიან.
  • ღვინო არსად იყო და ეშმაკები ტიკს ალბობდენო.
  • ღვინო უფროსისაო, წყალი უმცროსისაო.
  • ღვინომ სთქვა ჭაჭინაურმა: უცეცხლოდ წამოვდუღდები, ჭკვიანსა კაცთან ბრძენი ვარ, გიჟ-კაცთან წამოვფრინდები.
  • ღვინომ სთქვა: “ჭკვიან კაცთან ბრძენი ვარ, რეგვენთან წამოვჩქარდები”.
  • ღვინომ ხეი გახეთქა და კაცს რაღას უზამსო?
  • ღვინოს დავლევ მარგულსა, არც წელს მატკენს, არც გულსა.
  • ღირსი არა ხარ მელანო თეთრი ქაღალდის წერასა.
  • ღობე ყორეს ედებაო (ბევრი საქმის გამომკიდე).
  • ღობემდე რომ გინდოდეს, ღობეს იქით დაიჩემეო.
  • ღონე ყველა კაცსა აქვს, მაგრამ ღონესაც მოხმარება უნდაო.
  • ღორი ლაფში გორვას არ მოიშლის.
  • ღორი რომ გასუქდება, ნეტა მგელს დამაჭიდაო.
  • ღორი როცა დაიკვლება, წონა მაშინ გამოჩნდება.
  • ღორი საღორეში არ შევა, სანამ ზურგზე თოვლი არ დაედინება.
  • ღორი ჭაჭაზე მოკვდაო და ხმა გავარდაო.
  • ღორის თავი ხალიჩაზე დადვეს, იმდენი იგორა რომ ისევ ლაფში ჩავარდაო.
  • ღორის კუდი ნუ გექნება, თორემ ეშვები თავის თავად გამოგებმისო.
  • ღორის ტყავს ძაღლი რას დააკლებს, რეერთიც უნდა ჰძღიძოსო (მესხ.).
  • ღორზე და დათვზე ღონიერი არაფერია, მაგრამ ღორობა და დათვობა მოსდევსთო.
  • ღორმა გვერდი იქ იბრუნა, სადაც დიდი ლაფი ნახა.
  • ღორმა თქვა: სანამ გოჭები დამეხვეოდნენ წმინდა წყალსა ვსვამდი და როცა დამეხვივნენ – მღვრიე წყალიც დამეკვეთაო.
  • ღორმა მოგება იცის კოჭამდის, ზარალი ყელამდის.
  • ღორმა სთქვა დამკალ და შემაფასეო.
  • ღორს თუ დინგით ვერა – კუდით მაინც იცნობენო.
  • ღორს რომ რქებიც მისცე, მთელ ქვეყანას ამოაბრუნებსო.
  • ღორს უთქვია: თუ შემინახავ, მეც შეგინახავ, თუ არ შემინახავ და აღარც მე შეგინახავო.
  • ღორს უთხრეს ქეჩოში ქერი გიყრიაო – მე კი პირი არ მიწვდება და გინდ ცხრა მთას იქით ეყაროსო.
  • ღორსა ქეჩო უსველდებოდეს, გავა უსქელდებოდეს.
  • ღრუბლიანი დღე პატარძალს დილა ეგონაო.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • ყანა რომ წახდა, ბაღჩამ შემოუძახაო.
  • ყანას უთქვია: აპრილში ფეხი ავიდგი, მაისში თავი წავისხი, თიბათვეში გული ჩავიდევ და მკათათვეში – მოვიმკიო.
  • ყარყუმი რამ მოკლა და თავის ენამაო.
  • ყაჭმა სთქვა: “ჩემს პატრონს რომ ცალი თვალი არა ჰქონდეს უკეთესიაო”.
  • ყბას ნუ მიქცევო!
  • ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო.
  • ყბედის პირი ძაღლის კანით არის მოქონილი, რამდენიც არ უნდა იყბედოს, არ მობეზრდება.
  • ყვავი თვითონ ყარდა და ბუდეს იცვლიდაო.
  • ყვავი კაჭკაჭს სტაცებდა, კაჭკაჭი კრუხსა, საწყალი წიწილა ყველას მაგიერ ზღავდაო.
  • ყვავი ნაგავზე იჯდა, ბოლოს არიდებდაო.
  • ყვავი ჩხიკვის მამიდაო, გაფრინდა და წავიდაო.
  • ყვავისა კვერცხისაგანა ყვავი დაიჩეკებაო.
  • ყვავილმა სთქვა: “თუ სადმე გამიგონო, რკინის ქალამნით შემომიარეო.”
  • ყვავმა ყვავს წასძახა: “შე ყინჩლიანოვო” (ყრინტიო).
  • ყვავს არ ჰქონდა, ბუს აძლევდა.
  • ყვავს ბატონად ზრდიდნენ და – ყლაპიყლაპის იძახდაო.
  • ყვავს რა აქვს, ბუს რა მისცეს?
  • ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც კარგიაო.
  • ყვავს შევარდნად ზრდიდნენ, ყრონტს იძახდაო.
  • ყვავს შვილი მოუკვდა და ბუს მიუგდო, შენ დიდი თავი გაქვს და იტირეო.
  • ყვავს ხმა ვინ მისცა?
  • ყველა ბებასა სცემდა, ერთი მეც წავუქნიოო.
  • ყველა ბუზი ბზუის, მხოლოდ ფუტკართან ყველა სტყუისო.
  • ყველა გლახა ფაფხურობს.
  • ყველა გლახას დიდი გული აქვს.
  • ყველა დაბალ ღობეზე გადადის.
  • ყველა თავის ბედის მკვერავია.
  • ყველა თავისას სჩიოდა, მენახირე ბუზანკალასაო.
  • ყველა თავისებურად გიჟდებაო.
  • ყველა კაცი კაციაო, კახაბერი კი სხვა კაციაო.
  • ყველა კაცი სიკვდილის შვილია.
  • ყველა კაცი ფეხს იხდიდა და კახაბერი იცმევდაო.
  • ყველა მელას თავის კუდი მოსწონსო.
  • ყველა საქმე ქვეყანაზე რიგდება, ცოლ ქმრობა კი ზეცაშიო.
  • ყველა სიკვდილმა გვერდით ჩამიარაო, შვილის სიკვდილმა გულზე გადმიარაო.
  • ყველა სტყუა, ამხანაგობა – არაო.
  • ყველა ფრინველი ფრთით ფრინავს და ქალი კი თავის ქმრითაო.
  • ყველა ფრინველი ხეზე ზის, მწყერი მიწაზე გოგდება.
  • ყველა ყველას არგია, მუცელი მუცელს არ არგია.
  • ყველა ჩირი მიჭამია, შენ რაღა ხარ ლეღვის ჩიროვო.
  • ყველა ციცინათელას მისდევსო.
  • ყველა ძაღლი ერთი ჯოხით არ გაიდევნება.
  • ყველა ძაღლი თავის კართან მამაცია.
  • ყველა წმინდის დასალევად (სადღეგრძელო) ერთი კაცი სამგორიდან დაბრუნებულა.
  • ყველა წყალში რომ ჩააფურთხო, რომელიღა უნდა დალიოვო?
  • ყველა ჭაში რომ ჩააფურთხო, რომელი წყალიღა უნდა დალიო?
  • ყველა ხის ძირში რომ დაისვრები, წვიმა რომ მოგეწიოს სადღა გადიყუდრებო?
  • ყველაზე მეტად თვალს იმას აკლია, ვინც თავის თავს აქებს.
  • ყველაზე საძნელო კაცისათვის თავისი თავის ცნობაა.
  • ყველაზე უბედური ის არის, ვინც უბედურებას ვერ აიტანს.
  • ყველამ სხვისი სჭამა – ქურდმა კი თავისიო.
  • ყველამ ღმერთი ახსენა – ლომმა კი არაო.
  • ყველანი ბედნიერებას ვნატრობთ და იმას კი არ ვაკეთებთ, რაც ადამიანს აბედნიერებს.
  • ყველაფერი გასწორდება ბოროტების მეტი.
  • ყველაფერი დაიქცევა კეთილი საქმის მეტი.
  • ყველაფერი დროს ელის, დრო კი – არაფერსო.
  • ყველაფერს აკლდებოდა, სარეცხს კი ემატებოდა.
  • ყველი და პური – კეთილი გული.
  • ყველი და პურის მჭამელმა ღმერთს აღარ შეხედაო.
  • ყველი ყველად ამომიღე, სველი მაწვნად გამიკეთეო.
  • ყველი ჭამიას ყველი აგონდებოდაო.
  • ყვითელი ოქრო შავი დღისთვისო.
  • ყიდვა-გაყიდვა დედმამაშვილობაშიაც კიაო.
  • ყიდვა ძვირისა კარგისა, ზედ გამოღება სართისა.
  • ყინვა ხორცს მაძრობს, სიცხე გულს მაძრობს.
  • ყმათ თქვეს: ეს მთა იმ მთას ეცემა, ჩვენც ბატონისგან წყალობა რამ მოგვეცემაო.
  • ყმაწვილებს სათამაშოებით იტყუილებენ, მოზრდილებს – ფიცითაო.
  • ყმაწვილი ტირილით იზრდება, გოჭი – ჭყვირილით.
  • ყმაწვილის ნაწლავი ღობეზე ეკიდა და მაინც ფანცქალებდაო.
  • ყმაწვილო, სიარულში გეტყობაო (ავკარგიანობა).
  • ყმაწვილს გვამი პატარა აქვს და სული დიდიო (მოუსვენარია).
  • ყმაწვილს ხელმწიფეზეც დიდი უფლება აქვსო.
  • ყმაწვილსა და გიჟს – არა ეძრახვითრაო.
  • ყოველ კაცს თვითეული რამ წუნი აქვსო.
  • ყოველგვარ ჭირს ფეხი ზიდავს, ფეხს – არაფერიო.
  • ყოველი კაცი თავისი ჭირის მჭამელია.
  • ყოველი საათი ჩვენ გვკოდავს, უკანასკნელი კი გკვლავს.
  • ყოველი ფრინველის ხორცი როდი იჭმევაო.
  • ყოველი ყური ვერ შესძლებს ხვაშიადისა სმენასა.
  • ყოველს დროსა სიტყვა უნდა, ლაპარაკს მისი ადგილი.
  • ყოველსა თევზსა კალმახი სჯობს, კალმახსა – თხინა ჭყანი.
  • ყორანმა შაშვის ჯავრითა, შროშანი მოჰკლა: შენც შავი ხარ და ისიცაო.
  • ყორღანიშვილი ქარაფიდან, ხელი ჰკრეს და გადაფრინდა.
  • ყრმა გასულ გამოსული სჯობს, ქალი კერას პირს მჯდომიო.
  • ყრმა სწავლაში დამშვიდდების, რკინა ცეცხლში დარბილდების.
  • ყრუთათვის ასჯერ არ რეკენ.
  • ყრუს და ბრმას ცოლი მოუკვდა – როგორ გავაგებინოთო – გვერდს რომ აღარ მოუწვება – მაშინ ხომ გაიგებსო.
  • ყური და თვალი მისთვის არ იზრდება რომ ბევრ რამეს ჰხედავენ და ისმენენო.
  • ყური იმიტომ არ იზრდება, რომ ბევრის გამგონიაო.
  • ყურით ვისმენ და ძაღლი არა ვარ, კუდი რომ გავაქანოო.
  • ყურმა სთქვა, უცხო ამბები რომ მესმის, იმიტომ არ ვიზრდებიო.
  • ყურმოჭრილი ყმა და ბრმა ერთრიგად უნდა იყვნენო.
  • ყურძნის ქურდი იანვარში დაიკვეხებსო.
  • ყურძნის სიყვარულით ღობეს ჰკოცნიდნენო.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • შაბათს გადაწმენდილი, კვირა სადილობამდეო.
  • შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე მისგან ქმნილი.
  • შავ ღორს თუნდა აღმა აფხანე, თუნდა დაღმა დაფხანე, მაინც ისევ ღორია.
  • შავ ღორს შავტუხა არ დაელევაო.
  • შავი გული და თეთრი კბილიო.
  • შავი კანის ჩენასა, შავი ფარატინის აფარება სჯობია.
  • შავი ტანი და თეთრი ტანი აბანოში გამოჩნდებაო.
  • შავი ქვა და ნაცარი ცხელიო.
  • შავი ცხვარი ბანვით მოჰკლეს, თეთრი – დაუბანლობითო.
  • შანილის აშლა სჯობდა მაგის აშლასაო (ბავშვზე ითქმის).
  • შარი ხეირად გადაექცაო.
  • შარშან ჩემი შვილი ცხენს აჭენებდა, წელს კარზე ვერ გადიარსო.
  • შარშან მამიდა მომიკვდა, წრეულს ახავაგლახმეო.
  • შაშვმა სთქვა: “ქალს იმას დაუძახებ, ვინც ახალწელიწადს წიწილის ამოპურებას მომასწრებსო”.
  • შეაქეს მურია და შეაჭამეს მგელს.
  • შეგნებულ კაცს მონა გაუხდი და შეუგნებელ კაცს საყვარელ კაცადაც ნუ გაუხდებიო.
  • შეგნებულთან ომი სჯობია, შეუგნებელთან პურის ჭამასო (ლხინსაო).
  • შეგნებული მტერი გირჩევნოდეს, შეუგნებელ მოყვარესო.
  • შეემატოს მღვიძარესო, შემოაკლდეს მძინარესო.
  • შემოდგომაზე ბუზები მწარედ იკბინებიან.
  • შენ გძინავს, ვალი იზრდება.
  • შენ დაუკარ, მე მიამა, მე დაუკარ, შენ გიამა.
  • შენ იმისი გეშინოდეს, ვისაც შენი ეშინია.
  • შენ მოკეთეს სამჯერ მოსწიე, თუ არ მოვიდეს, – ჰკარ, უკუ და გააგდე.
  • შენ რას იკვეხი მამულო, ყანა ამინდის შვილია.
  • შენ რომ გგონია ერბო – ქონია, რომ მოადუღებ – ღორის ქონია.
  • შენ რომ დიდი ტანი გქონდეს, ჩემი შეიდიშისა რა ბრალია.
  • შენ რომ სასწავლოდ მიხვიდოდი, მე ნასწავლი მოვდიოდი.
  • შენ შენს ფუშრუკს მოურიეო.
  • შენ ხილი ჭამე, მებაღე რას გეკითხებაო.
  • შენახულს შემნახავი უნდა სჯობდეს.
  • შენგან არ იკვირს?!
  • შენზე დადგა შენი გვარი, შენ დადექი მეწისქვილედ.
  • შენი ბატონი ხიდად რომ გაგედვას, ზედ ნუ გაივლიო.
  • შენი გამზრდელი ეშმაკი ჩემი გამოზრდილიაო.
  • შენი გულის პასუხს მიჰხედე, ის გეტყვის თუ კი ჰკითხავო.
  • შენი გოჭის ხუთშაბათი შენს პაიჭებს ეტყობაო.
  • შენი ენა მოლს მოსწვავსო.
  • შენი თავი თოროზას გუდაში.
  • შენი თუ არ იცოდე, სხვისი უნდა დაიჯეროო.
  • შენი კარი გააღე, სხვისიც ღია დაგხვდება.
  • შენი მეზობელი შენს სხვენზეაო.
  • შენი მტერი, ვისაც მოჰხვდება მჭედლის კვერი.
  • შენი სვი და შენი სჭამე, ჩემსას ჯვარი დამიწერე!
  • შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდება.
  • შენი ჯაგლაგი აჭენე სხვის ბედაურის ჭენებასა.
  • შენს მოტყუებულს კიდევ მოტყუილება სჭირია.
  • შენს მტერს თუ ხელთ აქვს ისარი, ნურც შენ გიჭირავს – ფიცარი.
  • შენს მუცელში ქორწილია, ჩემში ნიშნობაც არ არის.
  • შენს რას იკვეხი, მოხუცო, ყანა ამინდზე ჰკიდია.
  • შენს სულგრძელობას ჩემი დღეგრძელობაც უნდა.
  • შენსას ვარახელა, ჩემსას არაფელა!
  • შენც გინდოდა, მეც მინდოდა, მოციქული რად გვინდოდა?
  • შენც იგი უყავ სხვასაო, რაც ირგებს თავსაო.
  • შენც წახდი, მეც წამახდინე.
  • შეუვლით შვილი არ შეიქმნებაო.
  • შეუცოდავი მამაცი გულოვნად გამბედავია.
  • შეშინებული ძაღლი ერთი წელიწადი ბუჩქს უყეფდა.
  • შეცოდება თუ შეგიძლია, მონანიებაც შეიძელიო.
  • შეძახებულიო, წყალწაღებულიო.
  • შეძლეული პური ძაღლმა არ შესჭამაო.
  • შვიდ მაისს რომ შვიდი ღერი ყანა იდგეს, ნურც აქებ და ნურც აძაგებო.
  • შვიდ სადილზე შეესწრო, შვიდი ლუკმა აიღო.
  • შვიდი ჭურის ამდუღებელიო.
  • შვიდწელიწადს მერმე დედმამას შვილის ცოდვა არ ეკითხებაო.
  • შვიდჯერ თვალი გადაავლე, ერთხელ ხმალი გადაავლე.
  • შვილი მამასა თამაშს ასწავლიდაო.
  • შვილი მამისაო, მოსწიე გვარისაო.
  • შვილი მოგიკლა, თუ სიცრუე მოგიგონოო? – შვილი მომიკალიო.
  • შვილი, მომდურე დედისა, ურჩია თავის თავისა.
  • შვილი მოჯალაბისას მიაბარე და გამოიზრდებაო.
  • შვილი მტრულად გამოზარდე, მოყვრულად გამოგადგებაო.
  • შვილი სიყვარულს შუა ჰყოფსო (ცოლ-ქმარს შუა).
  • შვილი ჩემია, მაგრამ ჭკუა თავისი აქვსო.
  • შვილი ჩვენი გვიყვარს, ცოლი კი – სხვისიო.
  • შვილის გაზრდას ათი კოდი ფეტვის დახვრეტა სჯობიანო.
  • შვილის მიზეზით დედა ძღება ხოლმე (რამე მოუნდება და შვილს მოიმიზეზებს, ამას უნდაო).
  • შვილის სიკვდილი მირჩევნიან ცილის დაწამებასაო.
  • შვილმა გული გაიარა, შვილისშვილმა – გულის წვერი.
  • შვილმა რომ დედის გულისთვის ხელის გულზე ერბო-კვერცხი მოიწვას, მაინც დედის ამაგს ვერ გადაიხდის.
  • შვილს დედმამა ხაზინა ჰგონია.
  • შინ გარიგებული საქმე გარედ არ გამოდგება.
  • შინ მიტანილი ქვაც ქადააო.
  • შინ მოუსვლელი და მკვდარი ერთიაო (გინდ მკვდარი, გინდ შინ მოუსვლელი).
  • შინ მშვიდობა, გარეთ გამარჯვება.
  • შინ მცემენ, კარში ვერ მითქვამს, კარში მცემენ, შინ ვერ მითქვამს.
  • შინ შვილები გიტიროდეს, გარეთ ტაბლას რა უნდაო.
  • შინაური ქალი ელამია.
  • შინაურ ხარს მოზვერს ეძახიანო.
  • შიშველი ას კაცთ ძარცვეს, ძარცვეს და ვერ გაძარცვეს.
  • შიში თავს ზევით არ წავა.
  • შიში მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო.
  • შიში სიკვდილისგან (გადამდებისგან) ვერ იხსნისო.
  • შიშით ღვთის წყალობა ვერავის უთქვამს (ბოროტისათვის).
  • შოლტი ისე უნდა მოიქნიო, რომ შენვე არ მოგხვდესო.
  • შორეულ ცხენოსანს ახლობელი ვიროსანი სჯობიანო.
  • შორს მოუარე და მშვიდობით დაბრუნდიო.
  • შრომა ბედნიერებააო.
  • შუა ბაზარში მტრისა არ ეშინიანო (მხდალზე იტყვიან).
  • შუა კაცის გული ჩალვათიაო (ხსნილიაო).
  • შუაღამემდის ქმარი ეხვეწებოდა, შუაღამის მერე ცოლიო.
  • შუაღამისას დათვი მზეს ეფიცებოდაო.
  • შური ფრინავს ჰაერში, სიკეთე კი – მთლად ერში.
  • შურიან კაცს მეზობლის ვარდი თვალში ეკლად ესობოდაო.
  • შურიანები იხოცებიან, შური კი ისევ რჩებაო.
  • შფოთისა მტერსა მიუშვი გამოცდილების მდინარე, შემოირეცხე მთლად მწიკვლი, მტრისაგან გასაცინარე.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • ჩავვარდი საგონებელსა, ვითარც კამეჩი მორევსა.
  • ჩავლილი ბევრი მინახავს, ამოვლილი კი – არა.
  • ჩათრევას ჩაყოლა სჯობიანო.
  • ჩამავალი მზე ამომავალ მთვარეს განზე უყურებსო.
  • ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე ვინ ილაპარაკებსო.
  • ჩანჩალა კაცი წინ ვერ წავაო.
  • ჩაწიხლე წაქცეულიო.
  • ჩემი ავლადიდება კატას აეკიდება.
  • ჩემი ავლადიდება კურდღელს აეკიდება.
  • ჩემი არ გითხრა, გული რით დაგწყვიტო?
  • ჩემი გაჭედილი ხატის ამბავი მე უკეთ ვიციო.
  • ჩემი ენა ტიტია, ყბაში კარგა მიტკიცა.
  • ჩემი ენა – ჩემი მტერი, იგივ მეგობარი ჩემი.
  • ჩემი ვირი კი მოკვდა და ეს ქალაქი რიღას ქალაქიაო.
  • ჩემი კაბის სახელიო – ჩემი ჟიი საფერიო. სადაც წაველ, სულ თან წამყვა ჩემი ძველი სახელიო.
  • ჩემი მტერი ჩემი სვინდისიაო.
  • ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია.
  • ჩემი სამართალი თოფის პირზე მაქვსო – უთქვამს აჭარელს.
  • ჩემი სამართალი ჩემი ხანჯალია.
  • ჩემი სიცოცხლე რომ სულ სახლი ვაგო, შიგ როდისღა შევიდეო?
  • ჩემი ურგები ქოთანი ქვასა, და მაწონი – ძაღლსაო.
  • ჩემი ურგები შვილი წყალსაო.
  • ჩემი უსიამოვნო – მარჯვენა ხელიც არ მინდა.
  • ჩემი წყევლა ტალივითა, მეზობლისა – წყალივითა.
  • ჩემი ხელი შენ ხომ არ მოგეხმარება!
  • ჩემი ხნის კაცს სიზმარიც დაეჯერებაო.
  • ჩემმა დაჭედილმა ჯორმა წიხლი ისევ მე მესროლაო.
  • ჩემმა თავმა ქვა მარტყა.
  • ჩემო ბამბის ტომარაო, ყურთა გესმის თუ არაო? მე რომ ჯოხი მოგაბარე, მოიხმარე თუ არაო?
  • ჩემს არამკითხე შვილსა რასაც არა ვკითხავდი, იმას ატრაკუნებდაო.
  • ჩემს ბაღში ხილს არავის მოვაწყვეტინებო.
  • ჩემს თავზე მარტო წისქვილი არ დატრიალებულა.
  • ჩემს თეთრ თუღუნს არვინ გასცვლის შენს შავს არაბზეო.
  • ჩემს იქით თოფი გინდა კუნძს მოხვდეს და გინდ კაცსაო.
  • ჩემს მუნიან თავზეც შემოჯდება მწყერი.
  • ჩემს შვილს ისე მეზობლის ჯავრზე ძირს ვერ დავახეთქებ, რომ მეზობლის ქათამს საკვერცხე გაუსკდესო.
  • ჩვენებიანთ ჭაკი ვირი გაძღება და გაგორდება.
  • ჩვენთვის არ გათენებულა და არც გათენდება.
  • ჩვენი გოგიტა ქართველი ახირებული კაცია: სიმშილით კუჭი უხმება, სტუმარს დაუკლა ვაცია.
  • ჩვენი თხები თქვენ თხებთან ვერა სძოვენ.
  • ჩვენსა მოხვალ – ღვინოს ყლუჭავ, თქვენსა მოვალთ – თვალებს ხუჭავ.
  • ჩვენსა ყლაპე, ყლაპე!. თქვენსა კაპე, კაპე!.
  • ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო.
  • ჩვეულებამ პანღური ამომკრაო.
  • ჩიკორა ცემით მოკლეს, რატომ ძმა არა გყავსო.
  • ჩიტი ეკალს შეეხიზნა და ტოროლა – კურცხალსაო.
  • ჩიტი მთაში გაიზარდა, მთას შეაკვდაო.
  • ჩიტი ნარს შეეხიზნა, წვიმა მომიფარეო.
  • ჩიტი ნეხვზე იჯდა და ბოლოს არიდებდაო.
  • ჩიტი სჭამდა გოგრასაო, ვაი ამ დროს მოყრასაო.
  • ჩიტი ფერხულში ჩაება და იძახდა: “ფეტვი, ფეტვიო”.
  • ჩიტი ფრთითაო, ქალი ქმრითაო.
  • ჩიტი წიწკნად არა ღირდა.
  • ჩიტის ნანახი კანაფი არ გაიხარებსო.
  • ჩიტმა თავის ბუდე იცის.
  • ჩიტს აფრენა უნდოდა და აფრთხობას ელოდაო.
  • ჩიტს სადაც უნდა, ბუდეს იქ გაიკეთებს.
  • ჩიჩიც მინდა, ბაბაც მინდა, კაკა ყველას მირჩევნიაო.
  • ჩიჩხვინა კაცი ბევრ კურდღლებს გააქცევსო.
  • ჩონგურს როგორც დამიკრავ, ისე დაგითამაშდებიო.
  • ჩუმჩუმათობა ოჯახის დამქცევიაო.
  • ჩქარი კაცი სიტყვისა, საქმეში ბევრგან წააგებსო.
  • ჩჩვილ ბავშვს დღეში იმდენჯერ სჭირია დაძუძურება, რამდენსაც ხარი კუდს გააქნევსო.
  • ჩჩვილი ყველაზე დიდი ბატონიაო.
  • ჩხავანა კატა მახეში გაბმულ თაგვზე გაიმარჯვებსო.
  • ჩხირი კედელს!
  • ჩხუბს თავლაფიანობა მოსდევს.
  • ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომ შერიგებაში შეგრცხვესო.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • ცა და მიწა იქცეოდა, ტურა ქორწილს ეწეოდა.
  • ცა მწყალობდეს, თვარემ ღრუბელი ვერას დამაკლებსო.
  • ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნადო.
  • ცაი ფეხით მოვაო (დიდ წვიმაზე იტყვიან).
  • ცალ-ცალკე მომჩივანი ბატონს მართალი ეგონაო.
  • ცალთვალა ხარს ორთვალა ხარის ნამუშევარი თავისი ეგონაო.
  • ცალი ხელით ტაში არ დაიკვრება.
  • ცარიელ კაცს საბაჟოზე მიუხაროდაო.
  • ცარიელ ქოთანში თითს არავინ ჩაჰყოფს.
  • ცარიელ ჯამს ხელს არავინ ჰკრავს.
  • ცარიელი კაცი ქვაზე მაგარია.
  • ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგება.
  • ცარიელმა თითმაო პირი გამომქლიტაო.
  • ცას არავინ შეაბერდება.
  • ცას ქვეშ რაც კაცია, ყველა სიკვდილისააო.
  • ცაცი ძირს ვერ დადიოდა – ხეზე დაბაჯბაჯებდაო.
  • ცდა ბედის მონახევრეა.
  • ცელს ნუ მთხოვ და ცოლს გათხოვებ.
  • ცენტერაძის მოლოზანი ქვეყნის სატირალს ტიროდაო.
  • ცერცვი კედელსა, სწავლა რეგვენსა.
  • ცეტისთვის სულ აღდგომაა.
  • ცეცხლზე წყალი რად დამისხი (რად მიმტერეო)?
  • ცეცხლი და ნავთია.
  • ცეცხლი ვთქვი, ენა არ დამწვა.
  • ცეცხლი ისე გააქრე, რომ ბოლი არ აუვიდეს.
  • ცეცხლიდან გაქცეული წყალში დაიხრჩოო.
  • ცეცხლის პატარა ნაპერწკალი დიდ ხორას გადასწვავსო.
  • ცეცხლო შენ ხელი დამწვიო, შორს გივლი გული მტკივაო.
  • ცეცხლს ნუ ეხუმრები, წყალს ნუ ერწმუნები.
  • ცეცხლს ხელს ვკიდებდი და გულსა მწვავდაო.
  • ცვარი ცვარსა ჰკარ, ზღვათ იქცევაო.
  • ცვარი წვიმა კი არ არის, მაგრამ მისებრ მარგებელიაო.
  • ცვარში დახრჩობას ზღვაში დახრჩობა სჯობიანო.
  • ცვილი რკინად არ გამოდნების.
  • ციება კაცს სიცოცხლეში თუ არა – მკვდარს მაინც გაუვლისო.
  • ცივი ღომი კარზე, ხინკალი მთაზე.
  • ცინგლიანი კაცის მიზეზი ავი დარიაო.
  • ცის ელვა და დედაკაცის მუცლის ტკივილი ერთიაო.
  • ცისარტყელას დარი მოსდევსო.
  • ციციაანთ დავა გახდაო.
  • ციციაანთ სუფრა ხომ არაა (თუ სუფრაზე პური ცოტაა).
  • ციცინათელის შუქი მისდევს.
  • ციციშვილის ნასუფრალი ამირაჯიბის სადილიო.
  • ციცხვიც ვიცი და კოვზიცაო.
  • ციხე ვისიც არის, მინდორიც იმისიაო.
  • ციხე შიგნიდან გატყდებაო.
  • ციხეს კარი უნდა, კარს უკან კაცი.
  • ცოდვა გამჟღავნებული სჯობიაო.
  • ცოდნა გონების ფარია, თუ რომ არავინ არია.
  • ცოდნა სამოთხეა და არცოდნა – ჯოჯოხეთი.
  • ცოდნას ფულზედაც დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო სჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია.
  • ცოდო კაცს არ დააყენებს.
  • ცოდო – პატარძალია.
  • ცოდო შვილისშვილამდისო.
  • ცოლი შევირთო ლამაზი, ვაჰ, თუ არ შემიყვაროსა! სამეზობლოდ რომ წავიდეს, ულვაშ-კოკობი ნახოსა, მას გაუშალოს ბუმბული, მე ჩალა გამიქექოსა, სხვას შეუწვას ერბო-კვერცხი, მე მხალი მომინახოსა.
  • ცოლი შერთეს უნდილასაო, ეგრე იყო უწინაცაო.
  • ცოლი, ცხენი და ღვინო ბევრს ახალგაზრდას უსპობს სიცოცხლეს.
  • ცოლის ნამზითვს კვირის სადილი მირჩევნიაო.
  • ცოლმა თუ ქმარს გადააჭრა, ცხრა უღელი ხარის ღონე აქვსო.
  • ცოლ-ქმრის ამბავი მხოლოდ ლოგინმა უნდა იცოდესო.
  • ცოლქმარის ჩხუბი რეგვენს გაყრა ეგონაო (ან მართალი ეგონაო).
  • ცოლს ნუ უწევ ღაზობასა, არ მოგაკლებს ბრაზობასა.
  • ცოტა და კარგი ნახნავი სჯობს ბევრსა ხარჯებიანსა.
  • ცოტა მოთოხნე, ცოტა მოხოხნე.
  • ცოტას მხვნელ – მთესველი ღმერთს ემდურებოდაო.
  • ცოტა რამ კვერის დამკვრელის ხელშიაც არის.
  • ცოფიან ძაღლს, სადაც მოჰკლავენ, იქვე დამარხვენო.
  • ცოცხალი რომ არ გიყვარდი, მკვდარს რაღას შემეფერები.
  • ცოცხლებმა იკითხონ, თორემ მკვდარს აბა, რა უჭირსო.
  • ცრუ და მავნე შეიყარა.
  • ცუდა კაცი ხელში მახათს იყრიდაო.
  • ცუდა, უსაქმურა კაცი სულ მშიერი იქნებაო.
  • ცუდად სიტყვას ნუ დახარჯავ, ვერ შეიგნებს ბრიყვი კაცი.
  • ცუდათ ჯდომას, ცუდათ შრომა სჯობიან.
  • ცუდაობა და უსაქმურობა კაცისთვის დიდი ჭირიაო.
  • ცუდი სიტყვა ხანსა გრძელსა, ვერ გაივლის – უთქვამს ბრძენსა.
  • ცუდი ჩვეულებისთვის ჭკვიანსაც სულელს დაუძახებენ.
  • ცუდია, ცუდი სოფელი, ცუდი აკვანი ირწება, ზოგსა აქვს ლხინის ქორწილი, ზოგი სიმშილით იწვება.
  • ცუდს არ მაკადრიანო, კარგს არ მაღირსიანო.
  • ცუდსა მეთევზეს შერჩება უბრალოდ წყალთა მღვრევანი.
  • ცული პატარაა, ხელი დიდ ხეს მოსჭრის.
  • ცულს ტარი შიგნითგან დაეგებაო.
  • ცუნცრუკი ამ წამს ნათქვამს იმ წამს გადათქვამსო.
  • ცხარე მუშა თავის თავს შეაფშვნეტსო.
  • ცხარე ქოთანი თავის თავს გაჰხეთქს.
  • ცხარე ძმარი ჭურჭელს გაჰხეთქს.
  • ცხენ დავარდნილ კაცს შინ მშვიდობის მეტი რა ეთქმისო.
  • ცხენი გვარით გაიქცევაო.
  • ცხენი ვნახე, კვალი – ვერა.
  • ცხენი თუ არ ამუშავე – ბატონია.
  • ცხენი მწოლიარე, ხარი მდგომიარე.
  • ცხენიდან ჩამოვარდნილს, ვირიც არ შეისვამსო.
  • ცხენის მოლოდინით კაცი სიარულით არ დაიღლებაო.
  • ცხენის სიკვდილი ძაღლის დღესასწაულიაო.
  • ცხენის სისხლში კაცის სისხლიც ურევიაო.
  • ცხენიც კი არ წავა უმათრახოდ.
  • ცხენმა და ვირმა სთქვეს: “შვიდ წლამდი მადროვე და მერე მე მკითხეო”.
  • ცხენს ვერ მოერიენ და უნაგირს ამტვრევდენო.
  • ცხენს კუდს მოედანზე ნუ მოსჭრი, ზოგი გრძელს იტყვის, ზოგი მოკლეს და დაგიმახინჯებენო.
  • ცხენს მისივე ფეხები იპარავს.
  • ცხვარი ბატონსა და ძროხა ანტონსაო. (იმერელ თავადიშვილ ნიჟარაძეს ჰყოლია მოურავად ვინმე ანტონ ჩიქოვანი. ერთ გლეხს დიდი საქმე დასჭირებია ბატონთან. მოურავს უთქვამს: მე გავაკეთებ მაგ საქმეს ბატონთან, მხოლოდ ქრთამად საჭიროა ერთი ცხვარი და ერთი ძროხაო. ხვალვე მოიყვანე, მხოლოდ ცხვარი ბატონს მიართვი და ძროხა კი – მეო. თანაც დაბეჯითებით რამდენჯერმე გაუმეორებია: არ დაგავიწყდეს, ცხვარი ბატონსა და ძროხა – ანტონსაო).
  • ცხვარი კლდეში გადავარდა – თხამ გაიცინა – რა გაცინებსო? უკანარი გამოუჩნდაო. შენ მუდამ აწეული გაქვს და გიჩანსო, მაგრამ ვინ იცინისო.
  • ცხვარი სიმშილითა კვდება, თხა კიკინით გამოვიდა.
  • ცხვარი უთხოდ არსად წავა.
  • ცხვარი ცხვარია, და, თუ გაცხარდა, ცხარეაო.
  • ცხვარმა თხას სთხოვა ნაპარსი.
  • ცხვარმა სთქვა: “ქვეყანა რომ მოვიარო, ვერ გავძღები, მაგრამ მწყემსი მეცოდებაო”.
  • ცხვარო! ვისი ხარ? და ვის კარზედაც დავიბღავლებო.
  • ცხვარს უთქვია: ღმერთო, ჩემს პატრონს ისე ნუ გააღარიბებ, რომ შემოდგომაზე მუცელი გამიპარსოსო, და ნურც ისე გაამდიდრებ, რომ გაზაფხულზე არ გამპარსოსო.
  • ცხვირი რომ შუაში არ იყვეს, თვალები ერთმანეთს მოსთხრიდნენო.
  • ცხვირს მოიწმენდენ და არა მოიგლეჯენ.
  • ცხვრის დუმას არა სჭამს – უკან აბიაო.
  • ცხოვრება მოლიპული გზაა, ვინც თავდაჭერილი სიარული არ იცის, კისერს მოიტეხს.
  • ცხრა მარტს ცხრა მტკაველა თოვლი მოვიდა, შიგ ჯოხი დაფლეს და საღამომდე წაიქცაო.
  • ცხრა მექოთნეს ერთმა მტეხელმა აჯობაო.
  • ცხრა ქალის ჭკუა ერთ კაკლის ნაჭუჭში ჩაიდებაო.
  • ცხრაასი წელი, ვითარცა ერთი წამიო, – უთქვამს ნატუსალას*.* ნატუსალა – “დაბადების” მათუსაი.

ა   ბ   გ   დ   ე   ვ   ზ   თ   ი   კ   ლ   მ   ნ   ო   პ   ჟ   რ   ს   ტ   უ   ფ   ქ   ღ   ყ   შ   ჩ   ც   ძ   წ   ჭ   ხ   ჯ   ჰ


  • ძალა აღმართსა ხნავს.
  • ძალა ერთობაშია.
  • ძალა მოვიდა და სამართალი ერდოში აძვრა.
  • ძალა მდევის, გახტომა – ფურ-ირემის.
  • ძალად ბედს ვერავინ იშოვნის.
  • ძალად გალამაზება არ იქნება.
  • ძალად გატანებული ძაღლი ცხვარს არ არგია.
  • ძალად მიტევებული მწევარი კურდღელს ვერ დაიჭერსო.
  • ძალად ნურც რას იტყვი და ნურც სხვას ძვირს ათქმევინებო.
  • ძალას რიგზე მოხმარება უნდაო.
  • ძალით და ფულით განგებას ვერას გზით დაემალები.
  • ძაღლი დასაქმეს და მანაც თავის – კუდიო.
  • ძაღლი გაკრიჭეს და პატრონი გამოუჩნდაო.
  • ძაღლი ვინც მოჰკლას – იმანვე უნდა გაათრიოსო.
  • ძაღლი ისე ვერ დაწვება, რომ მუცელი არ გამოუჩნდეს.
  • ძაღლი იყეფებს, იყეფებს ბოლოს მაინც დადგებაო.
  • ძაღლი ლეკვობისას გამოიზრდება.
  • ძაღლი მყავდა ახარაო, მე მრცხვენოდა, მას არაო.
  • ძაღლი პატრონსა მორჩილებს ერთგულებისა წესითა, მშიერი ეზოს დაიცავს სიმშილითა და კვნესითა.
  • ძაღლი რაც უნდა დასწრთვნა, მაინც ყეფას არ დაიშლისო.
  • ძაღლი რომ ყანიდან კუდით ჩხერგს გადაათრევს, მუშას იმითაც მოეხმარებაო.
  • ძაღლი, სადაც სალაფავსა სვლეპავს, იქავე ჰყეფავსო.
  • ძაღლი სამჭედლოდან რას გაიტანს?
  • ძაღლი საყასბოს არ მოშორდება.
  • ძაღლი ფერხულში ჩაება, ფეხი აიწყვიტაო.
  • ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო.
  • ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაჰხევს.
  • ძაღლი ძაღლობას, გველი გველობას არ მოიშლის.
  • ძაღლი ხსენებაზედაო.
  • ძაღლი ჯობოსანს (ქლიბი) ლოკავდა, ენიდან სისხლი გასდიოდა, ასე ეგონა სისხლი ჯობოსანს გასდისო.
  • ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის.
  • ძაღლის ერთგულებას არაფერი ედარებოდაო.
  • ძაღლის კუდი ცხრა წელიწადი კალაპოტში იყო, ამოიღეს და ისევ გამრუდდა.
  • ძაღლის ნაკბენივით დაგიმახსოვრებ.
  • ძაღლის სამარე მგლის მუცელიაო.
  • ძაღლის ხათრი თუ არა გაქვს, პატრონს მაინც დამხათრეო.
  • ძაღლისა ყეფააო.
  • ძაღლისაგან კრავი ვის უნახავს?
  • ძაღლმა თუ ურემს დაუწყო დევნა, მარხილსაც გაჰყვებაო.
  • ძაღლმა მეტი სიხარბით ბრმა ლეკვები დაჰყარა.
  • ძაღლმა რომ შინ კუდით რაიმე მიიტანოს, ისიც ხეირიაო.
  • ძაღლს დიდი ყბა აქვს, დაე იყეფოს თუ დაიღლება, თავი იტეხოს.
  • ძაღლს თავის კარზე დიდი გული აქვს.
  • ძაღლს მიულაქუცე, ჯოხს კი ხელიდან ნუ გააგდებ.
  • ძაღლს რომ გააძაღლებ – გიკბენსო.
  • ძაღლს რომ კუდის განძრევა არ ეზარებოდეს, ყველა მეძებარიაო.
  • ძაღლს უჯერიდნენ და მღვდელს არაო.
  • ძაღლს ძაღლი იცნობს და კაცს – კაციო.
  • ძაღლს ძვალი არც ეხვროდა, არც ეთმოდა.
  • ძაღლსა სცემდნენ, რძალს ასმენდენო.
  • ძელი რომ წყალში ჩააგდო, იცოდე არ დასძირავსო.
  • ძერამ წიწილი წაიღო და მელა ნაშოვარ სადილს გაეკიდა.
  • ძეძვში ფულის ჩამყრელსა აკრება გაუძნელდება.
  • ძვალი პავლიასა და რბილი კი კოლიასაო.
  • ძველთაგან ნაამბობია, ღონესა ხერხი სჯობია.
  • ძველი გზა და მეგობარი სულ ადვილად იკარგება.
  • ძველი თივა ცეცხლია, ძველი ბზე – ვერცხლია.
  • ძველი კაცის ნათქვამიო, ხშირად არის მართალიო.
  • ძველი ფიცარი ლურსმანს ვერ დაიმაგრებს.
  • ძველი ქალამნის პატრონი, გაძლებას ლაპარაკობდაო.
  • ძველი ჩოხა და ნაბადი ზამთარში მოგეწონებაო.
  • ძველმა ახალი იცის.
  • ძიგურამ სთქვა: “როცა არ ვიჭმები (გაზაფხულზე), მაშინ მჭამენ და როცა ფურბერწის ხორცს ვჯობივარ (ზაფხულში), მაშინ არაო”.
  • ძილი ძილის პურის ცომია (ხაშია); ანუ ძილი ძილს მოჰგვრის.
  • ძილმა მოპარვა იცის.
  • ძილს სასთუმალი არ უნდა, სიმშილსა შეჭამადიო.
  • ძლიერ სიყვარულს ძლიერი სიძულვილი მოსდევს.
  • ძმა თუ არ გყავდეს – სხვა იძმე, უძმოდ სიკვდილი მწარეა.
  • ძმა ძმისთვისა, შავ დღისთვისო.
  • ძმა ძმობილსა რითი სჯობს? – ძმა ძმაც არის და ძმობილიცო.
  • ძმამ ძმას ანგარიში უყო და ისევ ძმები დარჩნენო.
  • ძმამ ძმას თოფი დაუმიზნა და უთხრა: “ძმაო, თოფი კი უნდა გესროლო, მაგრამ ნამუსი (ე.ი. საიდუმლო) ნამუსად დარჩესო”.
  • ძმამ ძმის ხორცი ლოღნა და გვამმა არ ჩაუშვა.
  • ძმას შეხედო – პატარა ლუკმა ჩაიდვე, ქმარს შეხედო დიდი ლუკმა ჩაიდეო.
  • ძმაო, შენ წისქვილში წაბძანდი, მე ქორწილში წავეთრევიო.
  • ძმებს სიმინდი რომ შემოელევათ, მაშინ გაიყრებიანო.
  • ძმობილი ძმა არის, ძმა კი ძმარიო.
  • ძმობილმა უთხრა დობილსა, აქ ჩამიგორდი ლოგინსა.
  • ძნა იწოდა და ულო იცინოდა, – მოიცა ულო, შენთანაც მოვაო.
  • ძროხა ტალახში წაიქცა, ვირმა ასტეხა ყვირილი.
  • ძროხა ხბოს იგებდა, მოზვერს შიშით გული უსკდებოდა.
  • ძროხამ სთქვა: დასაბმელი მიშოვნე და საწოლს მე ვიშოვნიო.
  • ძროხას მარილი ატყუებს, კაცს – ენა.
  • ძროხის კუდს დანა მიატეხესო.
  • ძროხის მოზიარენიც მოყვრები არიანო.
  • ძუნწი კაცის ჯამში ლუკმა არ დასველდებაო.
  • ძუნწის ოქრო – მემკვიდრესო.
  • ძუნწობა სჯობს გაროქვასა.

  • წაბაძულობით ვაცი დამაკდაო.
  • წადი-მოდის ჭკუისაო, ეშმაკივით სტყუისაო.
  • წავალ-წავალა სტუმარი სახლის მომგდებია.
  • წავიდა ბაზაზი, მოვიდა ყაზაზი.
  • წაიქცა ჯირკვი მოეხვია ჭიანჭველა.
  • წამით სიცოფე ბრაზი არ არის.
  • წამალს გველიც არწყევს.
  • წარამარათ მავალსაო, მუცელი ატანს ძალასაო.
  • წართვის სუფრაც მობეზრდება კაცს.
  • წაქეზებით მურია მგელს შეაჭამესო.
  • წახდა მამულის პატრონი და არა შვილის პატრონიო.
  • წელიწადმა მოიტანა, პეპელები წაიკიდნენ.
  • წვერის დაგლეჯა სჯობია ავი ცოლის ხელთყოფნასა.
  • წვიმიან დღეს ქათამი ბევრ წყალს დალევს.
  • წვიმიანი ამაღლება – ყანა მაღლა ამაღლდება.
  • წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო.
  • წვინტლიან კაცს ავდარი მიზეზად მოჰქონდაო.
  • წითელი ცხენი წითელ ტყავში მოკვდებაო.
  • წითელო ვაშლო, შენ გესვრი, თეთრო, შენ ჩამოვარდიო.
  • წითელო ხარო, ვერ შესძლებ შავ კამეჩთან ბრძოლასა.
  • წინ მავალი უკან დარჩებაო.
  • წინ მდგომი მტერი სჯობია უკან მდგომ მეგობარსაო.
  • წინ წასული ურემი უკან მოღრიჭინებდაო.
  • წინ წყალი და უკან – მეწყერი, – შუაში შენი თავიო.
  • წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო.
  • წინანი უკანა და უკანანი წინაო.
  • წინდა სიპატარავემ გაცვითა და პაჭიჭი – სიდიდემაო.
  • წინიდან სარკეა ზოგი კაცი და უკნიდან სამართებელი.
  • წირვის უწინ ნაწირავი არ მიიცემაო.
  • წისქვილი ორ ჩანახს ფქვავდა და სამ ჩანახსა სჭამდაო.
  • წისქვილის ქვები ერთმანეთს რომ არ ეხმარებოდეს, ერთმა რამდენიც არ უნდა იბრუნოს ვერას დაფქვავს.
  • წიწაკის თავს ვინ სჩივის, როცა თესლიც მწარე აქვსო.
  • წიწილებს შემოდგომაზე დასთვლიან.
  • წიწმატივით რას წიწმატობო.
  • წკავწკავა ძაღლი მგელს მოყვრობას ვერ გაუწევსო.
  • წლის მოსავალი ყველას უნდა ჰხვდესო.
  • წლის საფიქრებელი და წამის საკეთებელიო.
  • წმიდა გიორგის ცხვრისათვის მგელს თვალები უდგებოდა.
  • წმინდაო კოროხტინეო, მშვიდობა მოახდინეო.
  • წყალ ბერძულ ლობიოს წყალ ბერძული წყალი მოხარშავსო.
  • წყალი ნაყეს, ნაყეს და ისევ წყალი დარჩაო.
  • წყალი პირველად პატარასაო.
  • წყალი რომ დაგუბდება, აყროლდება.
  • წყალი რომ შენ არ მოგყვეს, შენ მიჰყევიო.
  • წყალი საგუბარში ჩადგებაო.
  • წყალი სათავით მონახე.
  • წყალი ყველაფერს გარეცხს ნამუსის გარდა.
  • წყალი ძელსა არ დასძირავს, რადგან მისი გაზრდილია.
  • წყალი წყალია და იმასაც მოტანა უნდა.
  • წყალი წყაროსთან სჯობიან სათორნესთან გადატანილსო.
  • წყალმა სთქვა: მე მხოლოდ მცურავს დავახრჩობო.
  • წყალნი წავლენ და წამოვლენ – ქვიშანი დარჩებიანო.
  • წყალს საყდარშიც გაიყვანენო.
  • წყალსა ჰკითხეს: შენი გზა საით არისო, საითაც თავდაღმართიაო, ქარსა – საითაც აღმართიაო.
  • წყალსაც დაზოგვა უნდაო (მოსატანია).
  • წყალში დამხრჩვალი – წყლისკენ მიიწევდაო.
  • წყალში დაუსველებლად თევზი არ დაიჭირება.
  • წყალში რომ ჩავარდები, მშრალად ვეღარ ამოხვალ.
  • წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო.
  • წყევლა მაწყევარსა.
  • წყევლა უწყევარი არ არის და ლოცვა – ულოცველი.
  • წყევლამ სთქვა: გზა მასწავლე, ჯაგი აიღე გადავიდეო.
  • წყევლამ სთქვა: “გზა მიჩვენე, თორემ ცხვირში შეგივალო”.
  • წყევლამა სთქვა: სწორე გზაზე დამაყენე, თორემ ისევ შენთან მოვალო.
  • წყლულის გულის წამალი გულშივე არისო.
  • წუნიას აკლდებოდაო.

  • ჭამა ერთი დღისა და საყვედური ასი წლისა.
  • ჭამა ქონებაზე ჰკიდია.
  • ჭამა – ჭაპი-ჭუპია, სიტყვა – რახი-რუხია.
  • ჭამაზე ძაღლიც არ გაილახება.
  • ჭამამ რა ჰქნა, ლოკვამ რა გააწყოსო.
  • ჭამაში გამარჯვებული – საქმეში წყალწაღებულიო.
  • ჭამით უნდა გაძღე და არა გასკდეო.
  • ჭამის საზღვარი – გაძღომააო.
  • ჭანდარი მაღალი იზრდება, მაგრამ ნაყოფს კი არ იძლევა.
  • ჭაში ჩახედვით თავს ვერ დაინახავ.
  • ჭეშმარიტება იმისთვის არის ხანგრძლივი, რომ კაცი იშვიათად ხმარობსო.
  • ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი – იშვიათად მართალი.
  • ჭიანჭველა რა არის და იმის თირკმელი.
  • ჭიანჭველა რომ გველს წაეზმანება, გაწყდებაო.
  • ჭიანჭველა ფეხზე დაისვი – თავზე ავაო.
  • ჭიანჭველას აეკიდებაო.
  • ჭიანჭველას თვალები არა ჰქონდა და ღმერთს ეხვეწებოდა წამწამი გამომასხიო.
  • ჭიანი კბილი კაკალს ვერ გასტეხსო.
  • ჭიას უთქვამს: ისე პურს ვერ მოჰმკიო, რომ ჩემი სამყოფი არ დარჩესო.
  • ჭინჭალას რომ ღმერთი გაუწყრება, ხის წვერში შემოჯდებაო.
  • ჭინჭალას შავარდენი გამოუვიდაო.
  • ჭინჭარი ჭირის ჭირია, სატაცური ბალღამია, სვინტრი ყველას წამალია.
  • ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა: ცა რომ ჩამოინგრეს, ფეხებით დავიჭერო.
  • ჭინჭრაქა წამოდგაო, თავისი ჭირი წამოაგდოვო.
  • ჭინჭრაქას ახედ-დახედე და პოზანი (ბარკალი) ისე აართვიო.
  • ჭინჭრის ძირზე ჭინჭარი ამოვაო.
  • ჭირვეულობა რიგით არის.
  • ჭირი მართალსაო.
  • ჭირი სიდედრსაო, ლხინი პირ-თეთრსაო.
  • ჭირი შედის ურმობითა და გამოდის მისხლობითა.
  • ჭირი ჭირს გაართობსო.
  • ჭირისუფალი არ ტირის – მოტირალს რა ეტირება?
  • ჭირიც კი აღარ მობრუნდება მეორედ.
  • ჭირო მეზობლისას წადი, ოღონდ მე მომშორდიო.
  • ჭირს დაძლევა უნდაო.
  • ჭირში ეძმე შენსა გვარსა, შენსა ერსა, მერმე დაშნსა.
  • ჭკვიანი რომ შესცდება – ბრიყვზე უარესია.
  • ჭკვიანი ჩიტი ორთავე ფეხით გაება მახეშიო.
  • ჭკვიანურ სიტყვას რეგვნის ყურში სძინავსო.
  • ჭკუა უნდა გონებასო, მოხმარება ქონებასო.
  • ჭკუა ყველას აქვს, მაგრამ მოხმარა უნდაო.
  • ჭკუა ხანში კი არა, თავშიაო.
  • ჭკუა ჰკითხე ახალგაზრდას, მოსწრება – ბერიკაცსაო.
  • ჭკუავ, გიყიდი ფასადა, თუ მიგიღებდა ვაჭარიო.
  • ჭკუამ მოჭამა სოფელი, ვერც ხმალმა ამოღებულმაო.
  • ჭკუას რომ არიგებდნენ – არ დასწრებიაო.
  • ჭკუიანი ბუზი დოს დააჯდება, ქალაქს გაჰყვება, უჭკუო ბუზი ჯიგარსა სოფლად გაჰყვება.
  • ჭკუიანისაგან ძაგება გიჯობს სულელის ქებასა.
  • ჭორი სთქვი და მეჭორე ხელში დაიჭირეო.
  • ჭრელ-ჭრული გიჟის ლხინიაო.
  • ჭური უძღები არისო.
  • ჭურს არა ჰკითხავდნენ და ასკოკიანი ვარო.

  • ხაბაზი პურს არა სთესავს, არა მკის და არა ლეწავს, სხვისა პურსა ბევრსა აცხობს, იმას სჭამს და იმით ძღება.
  • ხაბაზს ერთი პური მეტი მიეცი და პური კარგად გამოაცხობინე.
  • ხათრი ხათაბალააო.
  • ხათრიანი კაცი გლახააო.
  • ხათრიანი კაცი სამოთხეში ვერ შევაო.
  • ხალხი მირბოდეს – გაჰყევი, გაჩერდეს – გაჩერდი.
  • ხალხი მოგცემს წარმატებას, ხალხი მოგცემს დაღმატებას.
  • ხალხი ქვევრივით არის, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს.
  • ხალხი ღმერთს ეხვეწება და წალდი კი წვერსაო.
  • ხამი კაცი ხამ ადგილას უცნობია და ხეთია, რაც უნდა კაი სიტყვა სთქვას, მაინს იტყვიან – ცეტია.
  • ხან სულ არაო და ხან სულ ვარხალალაო.
  • ხანდაზმულ კაცს სიზმარიც დაეჯერება.
  • ხარბად ნუ ითხოვ ხმოსანი, მუტრიგი ხარ, თუ მგოსანი.
  • ხარბი კაცი გზაშიაც სახიფათოა.
  • ხარბის თვალს მიწა გააძღებსო.
  • ხარი დანასთან მიიყვანეს.
  • ხარი მჭლე, ორმო მსუქანი.
  • ხარი ქირაზე მოკვდება, კოკა კი წყალზე გატყდება.
  • ხარმა სთქვა: ხარი ვერ მომკლავს, თუ მეხრე შემხვდა ღვთიანი.
  • ხარმა სთქვა: ხარი შემიბი, ხარულად გამაწევინე, ოღონდ ტოლს კი ნუ დამიდებ, დამკარ და გამაწევინე.
  • ხარმა ხარს ამოუტია და უკეთეს ბაგაზე მიაგდო.
  • ხარმა ხარს ურქისა და საძოვარზე მიაგდოვო.
  • ხარს მამობით მოსჭამენ, ფურს დედობითო.
  • ხარს რქები არ ამძიმებს.
  • ხარს რქით დააბმენ, ადამიანს – ენითაო.
  • ხარს უღელი მოუშვეს და ეგონა, რომ მოსძვრაო.
  • ხატები ახლა სწყრებიან და დეკანოზები რა ლაფსა სჭამენო.
  • ხატო, შემიწყალე, შორეული ვარო! – რაით შეგიწყალო, ცალიერი ხარო!
  • ხატს შეეპუე და თავის თავი ცხოველი ეგონება.
  • ხბო უნდა თებერვალისა, ციკანი-კრავი მარტისა, თუ რომ სადმე გაიზრდება, ტახი იანვარისა.
  • ხბომ დაგვძლიაო (როცა ვინმე თავზე წაადგებათ).
  • ხე ერთი შემოკვრით არ წამოიქცევა.
  • ხე ნაყოფით იცნობება.
  • ხე ფესვითა სდგას, ადამიანი მოყვრითაო.
  • ხელზე რა წამისვი, პირზე რა წამისვა.
  • ხელით ტარებას მუცლით ტარება სჯობიან.
  • ხელი ხელსა, გოჭი მგელსა.
  • ხელი ხელსა მადლი ღმერთსა.
  • ხელის ღონესა ჭკუა სჯობს, ყველა მას ემორჩილება. ღონით რაც უნდა დასძლიო, ჭკუა მას შეეცილება.
  • ხელმა ხელი დაბანა, ორივემ – პირიო.
  • ხელოსანი ხელოსნის მტერიაო.
  • ხელს თვალზე მიფარებით ფარად ვერ გახდიო.
  • ხელში ნაჭერი ერთი ჩიტი, გიჯობს ორ-სამ ხეზე მჯდომსა.
  • ხემ გამოისხა ხილიო, რაც მამაა, ისა შვილიო.
  • ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.
  • ხეს ერთი ვაშლი ება, ისიც ჭიანიო.
  • ხეს რომ გააციებს, გასკდებაო.
  • ხეს ძირში სჭრიდნენ და ფოთოლი არ ჩამოსცვივდესო.
  • ხესთან ნაჭამი, სულთან ამოსულიო.
  • ხვავი მიწის, გემო შაქრის.
  • ხვალ წვიმა მოვა, დღეს ჭიამ თვალები დაითხარაო.
  • ხვალაც ამ თვისაა.
  • ხიდი წყლის ზომა უნდა იყოსო.
  • ხილით ხილის ხე იცნობებაო.
  • ხილს უთქვია: პირი რომ მქონდეს, ჩემს თავს მე თვითვე შევჭამდიო.
  • ხიჩატილისა ქონასა ნუ დასჯერდება გონება.
  • ხმალსა არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წასდგი – გაწვდება.
  • ხნიერ კაცს სიზმარიც დაეჯერებაო.
  • ხორცი ვალალე, ვასუქე, სულს გადაუდექ მტერადო.
  • ხორცმა ხორცი სჭამაო, ყიამ არ გადიტანაო.
  • ხოსიკა – თან სთოხნიდა და თან სტკეპნიდაო.
  • ხოხობი თავს მალავს და კუდს არაო.
  • ხოჯის სახლში კაკალი ბევრია, მაგრამ დათვლილია.
  • ხუთ თითში ერთმანეთის ტოლი არც ერთი არ არისო.
  • ხუთი თითი აქვს კაცსა, ხუთივ უთანასწორო.
  • ხუმრობა თავს ვერ დაიჭერს.
  • ხუმრობა – ჭკვიან კაცს ვერ დაიჭერს.
  • ხუმრობაში კაცი მოკლესო.
  • ხუცესი უწინ წაწყმდებაო.
  • ხუცესმა უთხრა ხუცესსა, აღაპი არის რუსეთსა. – კი არ მეშორებაო, თუ არ მეჭორებაო.
  • ხუცესო და ხუთმუცელო, ხუთი დოქის გამომცლელო.

  • ჯავრის დედა ბოზია, აქეთაც წავა და იქითაცაო.
  • ჯანდაგი ვირი, თაგვებთან გმირი.
  • ჯანი გავარდეს ჯანიაშვილსაო.
  • ჯანი ჯანია, განა ბადრიჯანია.
  • ჯან-ღონით ცოცხლობს კაციო.
  • ჯარავ, ჯარავ ბზრიო, ლამბო, ლამბო წყდიო, დედამთილის საპერანგევ, ოხრად დამირჩიო.
  • ჯარი წავიდა და თოფები მერე დასცალესო.
  • ჯარ-მოყვარეს ჯარ-მტერი სჯობსო.
  • ჯერ აკიდებულს არ უვლია.
  • ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა, მერე მენავესთან ბრძოლა.
  • ჯერ არ მინდოდა შობა და მერე სიკვდილი.
  • ჯერ ბავშვი არ დაბადებულიყო ლაშარს არქმევდნენო.
  • ჯერ დედის ხსენი არ შეჰშრობია.
  • ჯერ ერთი მუწუკი გამოირწყე, მერე მეორე.
  • ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო.
  • ჯერ ცხენი მიაბი და მერე ღმერთს მიანდე.
  • ჯერ ჩიტი ნახე და მერე მისი მხარბარკალიო.
  • ჯერ ძილი მერე სიზმარი.
  • ჯიშსა და ჯილაგსა – კაცი ჯინჯილით უჭირავთო.
  • ჯოხს რომ აიღებენ – ქურდი კატა მაშინვე გაიპარება.
  • ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც დაუმატესო.
  • ჯოჯოხეთში ძახილია და გაგონება კი – არა.
  • ჯოჯოხეთში ხარი ორი კაპეიკი ღირსო.

  • ჰა პირი და ჰა პურიო.
  • ჰაი გიდი, ცხრა ნაბადზე რომ ვხტებოდიო.
  • ჰარამ მწყერს, ხოხობ, კაკაბსა – ჰალალი ქორი სჯობია.
  • ჰაჩი, ვირო, არტანელო, შეშა – მკვარის მომტანელო!
  • ჰაცა, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა ამოვა და მოძოვეო.
  • ჰკითხე ასსა – ჰქმენ გულისა.
  • ჰო, შენ ისე გინდა – ნემსი დასდო და სახნისი აიღო.