თვითგანვითარებაფსიქოლოგია

ნუ იფიქრებ ვარდისფერ სპილოზე!

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ვარდისფერი სპილო, რაც შეიძლება ცხადად. მუქი ვარდისფერია? დუმბოსავით გამოიყურება თუ ზოოპარკის სპილოს გავს?

ახლა კი, ნუ იფიქრებ ვარდისფერ სპილოზე. იფიქრე ყველაფერზე, მაგრამ არა ვარდისფერ სპილოზე. სცადე რამდენიმე წუთით. 

რაზე ფიქრობ? რამდენჯერ გადაკვეთა შენი აზრები ვარდისფერმა სპილომ? რამდენჯერმე, არა?

ახლა კი, დახუჭე თვალები და გაიხსენე, თუ რა გააკეთე დღეს? ვის შეხვდი, სად იყავი, მგზავრობის დროს იქნებ რაიმე საინტერესო მოხდა. რამდენიმე წუთით ამ თემებზე იფიქრე.

ახლა რამდენჯერ შეგახსენა თავი ვარდისფერმა სპილომ? არცერთხელ? – შეიძლება ერთხელ ან ორჯერ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კითხვა დავსვი, არა?

მცირე ექსპერიმენტი, რომელიც გვიჩვენებს, რომ აზრების დათრგუნვა არ მუშაობს.

როცა წონასწორობას ვკარგავთ, ხშირად გვირჩევენ “ნუ იფიქრებ მასზე”. ჩვენი ფაქტი კი გვიდასტურებს, რომ აზრების დათრგუნვა არ ამართლებს, აკრძალული აზრები მაინც მოდიან თავში და გვაწუხებენ.

იმის ნაცვლად, რომ გონებას ბრძანებები ვუგზავნოთ, უკეთესი იქნება თუ მთელ კონცენტრაციას ისეთ რამეზე გადავიტანთ, რასაც მთელი ჩვენი ყურადღების მიპყრობა შეუძლია. ბევრი მუშაობა გავრცელებული მეთოდია, თუმცა დიდი ხნით ვერ ამართლებს ხოლმე. გონების უკანა ფენებიდან მაინც ჟონავენ ბნელი ფიქრები. უკეთესი მეთოდი ისეთი რამის კეთებაა რაც გვაბედნიერებს.

შეიძლება, მეგობრებთან ერთად კინოში წავიდეთ მთელი ყურადღების გადასატანად. ვისაც კითხვა უყვარს, კარგი წიგნი მთელ მის გონებას დაიპყრობს. შეიძლება კომპიუტერული თამაშები გიზიდავთ. ითამაშეთ იმ მომენტამდე სანამ გამარჯვებას არ იგრძნობთ, სანამ მთელ გონებას არ მოიცავს სიხარულის განცდა. თვენი განწყობა ამაღლდება და შეძლებთ იმ რაღაცების გაკეთებას, რაც გჭირდერდებათ.

მობილიზებას და კონცენტრაციას შეუძლია ჩვენი ფოკუსი მეტად სასიამოვნო საგნებისკენ გადაიტანოს და საშუალება მოგვცეს საჭირო რამეები ვაკეთოთ. შავ ღრუბლებში გორვას, სჯობს მთელი ყურადღება ჩვენთვის სასიამოვნო რამისკენ მივმართოთ და შევძლებთ უფრო რაციონალურად მივუდგეთ პრობლემებს.

მომზადებულია psych-n-life.blogspot.com-ის მიხედვით

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button