ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიროგორ ?

რა არის კრიპტო ლიკვიდაცია და როგორ ავიცილოთ თავიდან?

ლიკვიდაცია ნებისმიერი ტრეიდერისთვის უსიამოვნო სიტყვაა, თუმცა აუცილებელი ფუნქციაა კრიპტობირჟის ფუნქციონირებისთვის. 

ლიკვიდაცია – ეს არის ტრეიდერის პოზიციის იძულებითი დახურვა საწყისი მარჟის სრულად ან თითქმის სრულად დაკარგვით. ამგვარად ბირჟა აზღვევს თავის ფულს, რომელიც მარგინალური ვაჭრობისთვის იყო გასესხებული. როდესაც აქტივის ფასი აღწევს სალიკვიდაციო ფასს, ტრეიდერის პოზიცია იხურება. 

საწყისი მარჟა და მხადაჭერილი მარჟა 

ვაჭრობა საკრედიტო ბერკეტით, არსობრივად, ეს არის ვაჭრობა ნასესხები ფულით დიდი მოგების მიღებისთვის. მაგალითად, ათმაგი საკრედიტო ბერკეტით 1000-დოლარიანი პოზიციის გასახსნელად საწყისი ზღვარი, ანუ ტრეიდერისგან მიღებული ფული უნდა იყოს 100 დოლარი. 

საწყისი მარჟა – ეს არის თანხა, რომლის მარჟის საფულეში შეტანა აუცილებელია, რათა გაიხსნას არჩეული პოზიცია სასურველი საკრედიტო ბერკეტით. 

მხარდაჭერილი მარჟა – ეს არის მინიმალური საჭირო თანხა მარჟის ანგარიშზე პოზიციის გახსნისა და ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად. 

ცხადია, ბირჟა არ არის დაინტერესებულილ რესურსების დაკარგვით, ამიტომ მოქმედებს ლიკვიდაციის მექანიზმი. იგი ნასესხებ მონეტებს ყიდის მიმდინარე საბაზრო ფასად, რათა უკან დააბრუნოს ფული. 

ნაწილობრივი ლიკვიდაცია 

ნაწილობრივი ლიკვიდაცია – ეს არის პოზიციის ნაწილობრივი დახურვის მცდელობა კონტრაქტის საერთო ღირებულების შესამცირებლად. სისტემა ეტაპობრივად ახდენს კონტრაქტის მიმდინარე ღირებულებასა და მაქსიმალურ ღირებულებას შორის განსხვავების ლიკვიდაციას შემცირებული რისკის ლიმიტით. ამგვარი მიდგომა ტრეიდერებს საშუალებას აძლევს არ დაკარგონ პოზიციები ბაზრის არასტაბილურობის პერიოდში. 

სრული ლიკვიდაცია 

სრული ლიკვიდაცია ხდება ავტომატურად, როდესაც აქტივი მიაღწევს გარკვეულ საფასო დონეს. როდესაც ეს მოხდება, ტრეიდერი კარგავს მთელ თავის მარჟას და ყველა აქტიური შეკვეთა უქმდება და წაიშლება. 

საწყისი მარჟა შესაძლოა შესუსტდეს ორი მიზეზით: საკრედიტო ბერკეტის გამოყენებით და საკონტრაქტო მექანიზმით. 

საკრედიტო ბერკეტი გულისხმობს პლატფორმის ფულის სესხებას იმაზე უფრო დიდ პოზიციაზე გასვლის მიზნით, ვიდრე ამის საშუალებას ტრეიდერის საკუთარი ფული იძლევა. 

მაგალითად, ტრეიდერს აქვს 1 BTC ხელმისაწვდომ ბალანსზე, მაგრამ ათმაგი საკრედიტო ბერკეტის გამოყენებით მას უკვე შეუძლია გახსნას პოზიცია 10 BTC-ზე. ბირჟა ტრეიდერებს საშუალებას აძლევს აიღონ ფული მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი არაფერს დაკარგავენ. ამგვარად, ტრეიდერს შეუძლია შეინარჩუნოს მთელი თავისი მოგება, რომელიც კუთვნილი პოზიციიდან მიიღო, თუმცა მისი მარჟა გამოიყენება დანაკარგების შემთხვევაში. ამრიგად, თუკი ჯამში ბირჟა დაკარგავს ათიდან 1 BTC-ს, ტრეიდერი კარგავს მთელ თავის საწყის მარჟას. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button