ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

საინვესტიციო პლატფორმა eToro გამოუშვებს საკუთარ სადებეტო ბარათს


საინვესტიციო პლატფორმა eToro, რომელზეც მხარდაჭერილია Bitcoin-ითა და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, გეგმავს საკუთარი სადებეტო ბარათის გამოშვებას. მისი პირველი მფლობელები გახდებიან დიდ ბრიტანეთის eToro Club-ის წევრები, შემდგომში კი შეკვეთის საშუალება მიეცემათ ევროკავშირის რეზიდენტებსა და ყველა მსურველს, რომლებიც არ არიან კლუბის წევრები – წერს TechCrunch. 

ბარათის ემიტენტი იქნება eToro-ს მიერ შეძენილი კომპანია Marq Millions, რომელსაც აქვს ელექტრონული ფულის ოპერატორისა და Visa-ს წევრობის ლიცენზია. Marq Millions-ი დასახელებას შეცვლის eToro Money-თ, კომპანიის ძველი მენეჯმენტი პოზიციებს შეინარჩუნებს. 

გარიგების ფარგლებში eToro ასევე მიიღებს EMI ლიცენზიას ბრიტანეთის ფინანსური მეთვალყურეობის სამმართველოსგან (FCA), ასევე Visa-ს საგადახდო სისტემის სრულფასოვანი წევრის სტატუსს. 

არსებული ინფორმაციით, სადებეტო ბარათი უზრუნველყოფს ფულის დაუყოვნებლივ მიღებას და გატანას. eToro-ში აღნიშნავენ, რომ ამგვარად პლატფორმის მომხმარებლებს მიეცემათ დამატებითი საშუალება – მოგება მიიღონ ფიატზე. 

eToro-ს წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ დეკემბერში გააკეთეს მინიშნება, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გამოვიდოდა ბარათი. გადავადების მიუხედავად, რაც პანდემიამ გამოიწვია, eToro-ს ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი იონი ასია ახალი პროდუქტის მიმართ დიდ ინტერესს ელის პლატფორმაზე რეგისტრირებული 14 მილიონი მომხმარებლის მხრიდან. 

შეგახსენებთ, აპრილში Visa-ს fintech-პროგრამას Bitcoin-ში ქეშბექის მქონე სადებეტო ბარათის შექმნისთვის შეუერთდა საგადახდო აპლიკაციების დეველოპერი Fold. 

ივლისში პოპულარული Lightning-საფულე Zap-ის დეველოპერმა კომპანიამ განაცხადა, რომ Visa-სთან ერთად გეგმავს Bitcoin-გადახდებისთვის განკუთვნილი ბარათის გამოშვებას. 

Visa-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან აქტიურად შეუწყონ ხელი ციფრული გადახადების სფეროს განვითარებას. კომპანია აპირებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ციფრული გადახადების უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, ასევე დაეხმაროს კრიპტო-პროექტებსა და ბლოკჩეინზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button