საინტერესოფსიქოლოგია

სიზმრად ნანახი ბედნიერება

ბედნიერება ყოველთვის კარგთან ასოცირდება, თუმცა არა აუცილებლად ყოველთვის ჩვენს სიზმრებში. ბედნიერება სიზმრებში ემოციების სიმბოლოა.
მხიარული სიზმრების ნახვა, გვანახებთ, თუ რა გვაკლია ცხოვრებაში. გვიჩვენებს, რომ სტრესი მხრებზე გვაწვება და ბალანსის პოვნაა საჭირო. სიზმრად ნანახი ბედნიერება ასევე შეიძლება გვიჩვენებდეს, რომ გვინდა ბედნიერები ვიყოთ, თუმცა რეალურად არ ვართ.
სიხარულის ნახვა უდაოდ ბედნიერების სიმბოლოა. ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენი სულიერი მდგომარეობა დაბალანსებულია და სიზმარი უბრალოდ გვახსენებს არსებულ ჰარმონიას.
თუ რეალურად ცუდ განწყობაზე ხართ და სიზმრად სიხარულს ნახავთ, თქვენი ცნობიერი ემოციების დაბალანსებას ცდილობს. ნურაფერზე იდარდებთ, რადგან თქვენი სული თქვენთანაა და ყველაფერი რიგზე იქნება.
თუ სიზმარში უდიდეს სიხარულს განიცდით, ესეიგი კარგ დროს გაატარებთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად. თუ მეგობარი დიდი ხანია არ გინახავთ, შეიძლება მას შეხვდეთ და გაერთოთ.
სიხარული მიანიშნებს ბედნიერებაზე, კმაყოფილებაზე, ბალანსზე, შევსებაზე და სიცილზე. თუ ცხოვრების უბედნიერეს ეტაპზე ხართ, ასეთი სიზმარი ბუნებრივია. არ შეგეშინდეთ, თუ ასეთ დროს ნახავთ როგორ იცინით. თუმცა, სიზმარში სიხარულის მიზეზი უნდა გქონდეთ. თუ ნახავთ, რომ გიხარიათ და იცინით მიზეზგარეშე, ეს თქვენს გულში არსებულ სევდას გიჩვენებთ. ბედნიერი არ ხართ, თუმცა სხვების წინ აყალბებთ ემოციებს.

შენი ბედნიერების ნახვა: კარგი ნიშანია.
სხვების ბედნიერების ნახვა: კარგი ნიშანია, სხვებისგან წამოსულ სიხარულს იღებ.
ვინმე ბედნიერია, როცა შენ ცუდათ ხარ: შენი მტრები შენს ჩავარდნებზე იცინიან. ეცადეთ სწორად აარჩიოთ მეგობრები.
ოჯახური ბედნიერების ნახვა: ნიშნავს, რომ საკმარის დროს არ უთმობ ოჯახის წევრებს და გენატრება მათთან ერთად მხიარულება. ეცადე, მეტი დრო დაუთმო თითოეულ მათგანს და ნუ მისცემ სტრესის ღრუბლებს შენი ოჯახის თავზე ნარნარის უფლებას.
ბედნიერება აღდგენის შემდეგ: თუ ბედნიერებას სიზმრის დაწყებიდან დიდი ხნის შემდეგ ნახავ, ესეიგი შენი სევდის დავიწყება შეძელი. ასეთი სიზმარი საყვარელი იმასაც შეიძლება ასახავდეს, რომ იმ ტკივილს დააღწიეთ თავი, რომელიც საყვარელი ადამიანის სიკვდილმა მოგიტანათ. დაისვენეთ.

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button