საწამლავები, რომლებსაც სიგარეტის მოწევისას ვიღებთ
თუ დაფიქრებულხარ, რატომ გვხვდება გამაფრთხილებელი ნიშნები სიგარეტის შეფუთვაზე, თუმცა არ დაინტერესებულხარ მიზეზით, მაშინ ეს სტატია გამოგადგება. მწეველებს გაზრდილი რისკი აქვთ ფილტის კიბოს, გულის შეტევის და სხვა დაავადეების განვითარების.
სტატიაში ვისაუბრებთ სიგარეტის უამრავი შემადგენელიდან რამდენიმე საშიშ ნივთიერებაზე. ზოგისთვის ის სტრესის გადასალახი საშუალებაა, ზოგისთვის გასართობი, თუმცა ფაქტია, სიგარეტი დამოკიდებულებას იწვევს და უნდა შევეცადოთ მისი თავიდან არიდება, იმ ზიანის გამო, რისი მოყენებაც ჩვენთვის შეუძლია.
- მეთანოლი
ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი რამ, რაც სიგარეტში გვხვდება, მეთანოლია. ვინც არ იცით, მეთანოლი რაკეტის საწვავის მთავარი კომპონენტია. მას შეუძლია გამოიწვიოს დაბადების ეფექტები და დააზიანოს ცენტრალური ნერვული სისტემა.
- ბენზოლი
ბენზოლი გვერდითი პროდუქტია, რომელიც სიგარეტში თამბაქოს წვის შედეგად გამოიყოფა. ნივთიერება საგნების გასუფთავებისას, შეღებვისას, ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადებისას გამოიყენება და ისაა, რაც ჩვენს ორგანიზმში არ უნდა ხვდებოდეს. მიიჩნევა სერიოზულ კარცინოგენად, თუმცა დღემდე ფართოდ გამოყენებადია.
- ნიკოტინი
ნიკოტინი კიდევ მოწევის სურვილს გვიჩენს და სიგარეტზე დამოკიდებულების მთავარი მიზეზია. ყოველი ღერი სიგარეტი ათ გრამამდე ნიკოტინს შეიცავს.
- მხუთავი აირი
მხუთავი აირი საშიში რამაა, რადგან ის იმ ჯანგბადს ანაცვლებს, რომელსაც ადამიანი ჩაისუნთქავს. დროთა განმავლობაში ის ადამიანებში გაფანტულობას იწვევს.
- ტყვია
ტყვია რბილ მძიმე მეტალად შეგიძლია ჩათვალო, რომელიც მომწამლავია. ის გამოიყენება კონსტრუქციების აგებისას, გვხვდება ელემენტებშიც და სხვა მსგავს საგნებში. მისი გვერდითი ეფექტები ასე გამოიყურება: ზრდის შეჩერება, უყურადღებობა, შემცირებული IQ და სწავლის უუნარობაც კი.
- დარიშხანი
დარიშხანი თითქმის ყველა წარმოების სიგარეტში გვხვდება და დაკავშირებულია რამდენიმე ტიპის კიბოსთან. მას შეუძლია გამოიწვიოს კანის კიბო, ღვიძლის კიბო, შარდის ბუშტის კიბო. დიდი რაოდენობით დარიშხანით მოწამლვამ (ზოგადად) შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, სიკვდილიც კი.
- კუპრი
კუპრი თამბაქოს წვისას წარმოიქმნება. ის ჩვენს ფილტვებში შედის და იქვე რჩება. რაც მეტს ვეწევით, ჩვენს ფილტვებში მეტი კუპრი გროვდება და დროთა განმავლობაში სერიოზულ ჯანმრთელობის გართულებებს იწვევს.
- ფორმალდეჰიდი
ფორმალდეჰიდი სპეციფიური სუნის მქონე უფერო აირია. ის ყველა ტიპის სიგარეტის კვამლშია. ის იწვევს კანის გაღიზიანებას, წვის შეგრძნებას და ხველას.
- ამიაკი
ამიაკი სახიფათო ნივთიერებაა, რადგანაც მიჩნეულია რომ იწვევს კოროზიას. ის აზიანებს ჩვენს სასუნთქ გზებს. თუ ოდესმე ამიაკის სუნი გინახავთ, გეცოდინებათ თუ როგორ ტკივილს იწვევს გულმკერდის არეში.
მომზადებულია awarenessact.com-ის მიხედვით