ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

700 ათასი სასტუმრო დაიწყებს Bitcoin-ისა და სხვა 30 კრიპტოვალუტის მიღებას გადახდის საშუალებად

Binance-ის მიერ მხარდაჭერილმა სასტუმროების დაჯავშნის ბლოკჩეინ-სერვისმა Travala-მ განაცხადა ამერიკულ ტუროპერატორ Expedia-სთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ. პარტნიორობის წყალობით ნომრის საფასურის გადახდა კომპანიის კატალოგში არსებულ 700 ათას სასტუმროში შესაძლებელი გახდება Bitcoin-ის მეშვეობით.

Expedia Bitcoin-ს, როგორც გადახდის საშუალებას, ადრეც იღებდა, თუმცა 2018 წელს ამ მეთოდზე უარი თქვა, Travala-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ხუან ოტერომ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებით გადახდა არ იყო თავსებადი მათი ტრადიციული გადახდის მოდელთან.

Bitcoin-ის პარალელურად, ახალი პარტნიორობა Expedia-ს საშუალებას აძლევს აწარმოოს ანგარიშსწორება კიდევ 30 ციფრული ვალუტით. კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ალფონსო პარედესმა აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებს მისცენ საშუალება – დამოუკიდებლად აირჩიონ გადახდის ოპტიმალური მეთოდი.

ახალი თანამშრომლობის წყალობით Travala-ს კატალოგში არსებული სასტუმროების რიცხვმა 2 მილიონ 700 ათასს გადააჭარბა. ოტერომ დაამატა, რომ COVID-19-ის გამო მისი კომპანიის შემოსავალი 170 %-ით შემცირდა და შეადგინა 184 ათასი აშშ დოლარი ივნისში. ამასთან, ჯავშნების 13 % მოდიოდა კომპანიის შიდა ტოკენზე – AVA.

გასული წლის ნოემბერში Travala-მ გააფორმა პარტნიორობა ინტერნეტ-ჯავშნების სისტემა Booking.com-თან და ლისტინგში 90 ათასი სასტუმრო დაამატა.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button