ახალი ამბებიბიზნესიმსოფლიოსმარტფონებიტექნოლოგია

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან უარი თქვან Huawei-ს აღჭურვილობაზე

2019 წლის მაისში აშშ-ის ხელისუფლებამ Huawei-ს სანქციები დაუწესა ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის გამო. ამის მიუხედავად, წლის განმავლობაში გაიცა რამდენიმე დროებითი ლიცენზია, რამაც Huawei-ს ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობის საშუალება მისცა. გავრცელდა ხმები, რომ ადრე თუ გვიან ვითარება დალაგდებოდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა: შეერთებულმა შტატებმა Huawei და ZTE Corp ქვეყნის ეროვნულ საფრთხედ გამოაცხადა. 

მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებამდე ტაივანური კომპანია TSMC კვლავ აწარმოებს Kirin ჩიპსეტებს Huawei-სა და Honor-სმარტფონებითვის, შემდეგ კი თანამშრომლობა შეწყდება. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იქნებიან ევროპის პირველი მსხვილი ეკონომიკები, რომლებიც მზად არიან უარი თქვან Huawei-ს 5G ინფრასტრუქტურაზე. 

საფრანგეთის ხელისუფლება არ აპირებს მთლიანად უარის თქმას ჩინური კომპანიის პროდუქტებზე, თუმცა იგეგმება ეროვნული კომპანიების სტიმულირების დაწყება, რათა მათ უარი თქვან Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენებაზე. ამის შესახებ განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის სამსახურის უფროსმა გიიომ პუარმა. ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორმა Orange-მა უკვე აირჩია Huawei-ს კონკურენტები – Nokia და Ericsson. 

image.png

იმავე ქმედებას აპირებს დიდი ბრიტანეთიც. გაერთიანებული სამეფოს პრეზიდენტმა ბორის ჯონსონმა განაცხადა გეგმის შესახებ, რომლის მიხედვით ეტაპობრივად შეწყდება Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენება ბრიტანეთის 5G ინფრასტრუქტურაში. აშშ-ისგან განსხვავებით დიდი ბრიტანეთი ჩინურ კომპანიას არ სდებს ბრალს ჯაშუშობაში, თუმცა ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ Huawei-ს აღჭურვილობა შესაძლოა დაუცველი გახდეს ამერიკული ტექნოლოგიებისგან უარის თქმის შემდეგ. 

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button