Top

9 ყველაზე ექსტრემალური ტურისტული მიმართულება მსოფლიოში

9 ყველაზე ექსტრემალური ტურისტული მიმართულება მსოფლიოში.

ანტარქტიდა
8678af8410d3
ბევრ თქვენგანს სმენია ზღაპრები, ამბები და ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ ავტონომიურ სადგურებში ანტარქტიდაზე და ატარებენ სამეცნიერო ექსპერიმენტებს, აგროვებენ ინფორმაციას ამ კონტინენტის შესახებ და ასევე ზრუნავენ მის “ძირეულ მაცხოვრებლებზე” – პინგვინებზე, მაგრამ არაა აუცილებელი რომ მონაწილეობა მიიღო შორეულ და სახიფათო ექსპედიციებში, რომ მოინახულო ანტარქტიდა. ანტარქტიდაზე მოხვედრა შესაძლებელია ტურისტის სახითაც. ბევრი ტურისტული კომპანია სთავაზობს თავის კლიენტებს ამგვარ სერვისს. ანტარქტიდაზე მოგზაურობის მსურველებს შეუძლიათ მიცურდნენ ამ კონტინენტის ნაპირზე კრუიზული ლაინერით ან მიფრინდნენ ერთ-ერთ სადგურზე თვითმფრინავით.
ღირებულება: კრუიზი ლაინერით ექსტრიმის მოყვარულებს დაუჯდებათ 1800 დოლარი(საწყისი წერტილი პატაგონია). ათდღიანი ექსპედიცია ღირს 5000 დოლარი.
adeeb7a89402

ჩრდილოეთ პოლუსი
7e9534ccc7c9
მეოცე საუკუნის დასაწყისში რამდენიმე ექსპედიციის ხელმძღვანელები კამათობდნენ ერთმანეთში თუ ვინ მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს პირველმა. ამჟამად აღმომჩენად ითვლება ამერიკელი რობერტ პირი, ეს მოხდა 1908 წლის 21 აპრილს. ალბათ ამ კაცს ნამდვილად არ ეგონა, რომ ასეთი საფრთხის და დაბრკოლებების გადალახვიდან დაახლოებით ას წელწადში ადამიანები იქ მოაწყობდნენ ტურისტულ ექსპედიციებს. დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოინახულოს ჩრდილოეთ პოლუსი, რომ იმოგზაურონ დედამიწის გარშემო სულ რაღაც რამდენიმე წამის განმავლობაში. ჩრდილოეთ პოლუსამდე მისვლა არის სრულიად უსაფრთხო ვერტმფრენით, ყინულმჭრელით ან სპეციალურად მომზადებული ავტომობილებით.
ღირებულება: მოგზაურობა ჩრდილოეთ პოლუსზე ყინულმჭრელით ჯდება 21 ათასი დოლარი, თვითმფრინავით 18 ათასი დოლარი.
cd2abc83e878

საბაზო ბანაკი ევერესტზე
debec2eacd46
ჯომოლუნგმის მწვერვალზე ასვლა შეუძლიათ მხოლოდ ძლიერ და გამოცდილ სპორტსმენებს დედამიწაზე, რომლებიც ამისთვის ემზადებიან წლების განმავლობაში, მაგრამ ნებისმიერს შეუძლია შეეხოს ამ მოვლენას ბევრი წრთვნების და ვარჯიშების გარეშე, რადგან არსებობს ტურები საბაზო ბანაკში ევერესტზე. საბაზო ბანაკი ეს არის ალპინისტების დასვენების ძირითადი პუნქტი დედამიწის მწვერვალზე, ის მდებარეობს 5545 მეტრზე. იქ გამოცდილი და ძლიერი სპორტსმენები რამდენიმე დღის განმავლობაში გადიან აკლიმატიზაციას, ამზადებენ მოწყობილობებს ზემოთ წასასვლელად და ელოდებიან კარგ ამინდს სტარტისთვის. აქ ასვლა შეუძლიათ ჩვეულებრივ ტურისტებსაც. ამისათვის მათ მოუწევთ რამდენიმე დღის განმავლობაში ფეხით სიარული ჰიმალაების ულამაზეს ადგილებში.
ღირებულება: ამ ტურის ღირებულება შეადგენს 1250 დოლარს.
d08cef140c21

ჩრდილოეთ კორეა
67a6308e84fc
კორეის სახალხო რესპუბლიკა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა. ეს არის ტოტალიტარული კომუნისტური წყობილების ნამდვილი ნაკრძალი, რომელიც პლანეტის სხვა წერტილებში ისტორიას ჩაბარდა გასული საუკუნის შუახანებში. დამოუკიდებელ ტურსტს არ შეუძლია ჩრდილოეთ კორეაში მოხვედრა თავისუფლად, ამ ქვეყნის მონახულება უცხოელებს შეუძლიათ ხელმძღვანელობის მიერ მოწონებული ჯგუფების საშუალებით. ჩრდ. კორეაში ჩასულ მოგზაურს არ შეუძლია ფხენიანის ქუჩებში დამოუკიდებლად მოგზაურობა – მხოლოდ გიდებთან ერთად, რომლებსაც აკონტროლებენ, რომ მან არ გადაიღოს კამერით რაიმე ისეთი და არ შელახოს კორეის სახალხო რესპუბლიკის წმინდა სახელი საზღვარგარეთ. ტურისტებს ჩრდ. კორეაში ელით კორეის რევოლუციის წმინდა ადგილების მონახულება, მათ შორის კიმ ირ სენის მავზოლეუმის. ქვეყნის სტუმრები მიყავთ მთებში და ზღვაზე, მიჰყავთ საბავშვო ბაღებში, მასიურ სპორტულ-საცეკვაო შოუებზე, უშვებენ მეტროპოლიტენში, ოღონდ სხვა სადგურზე მგზავრობის გარეშე.
ღირებულება: ჩრდილოეთ კორეაში მგზავრობა ღირს 1450 ევრო.
cd7e4521e496

ხარებთან სირბილი პამპლონში
119eead9fb3a
გართობის ეს სახეობა ნავარას რეგიონში ცნობილი გახდა ერნესტ ჰემინგუეის ნაწარმოების შედეგად, რომელიც ცხოვრობდა პამპლონში და ამ ქალაქის შესახებ დაწერა ნაწარმოები სახელად “და ამოდის მზე”. ყოველ ზაფხულს პამპლონში იმართება ფესტივალი სან-ფერმინი, რომელშიც ადამიანები აწყობენ ტრადიციულ სირბილს ხარებთან ქალაქის ქუჩებში. ამ პუნქტის მაცხოვრებლები და შესაბამისად ტურისტებიც რისკავენ თავიანთი სიცოცხლით, ისინი იცმევენ სპეციალურ ტანსაცმელს და ცდილობენ გაირბინონ გააფთრებული ხარის გვერდით ისე, რომ არ დაშავდნენ. პრაქტიკულად ამგვარი გარბენისას ყოველჯერზე(ეს ხდება ფესტივალის განმავლობაში 9-ჯერ, რადგან ფესტივალი 9 დღე გრძელდება) ადამიანები სახიჩრდებიან ან კვდებიან.
ღირებულება: სან-ფერმინში მონაწილეობა უფასოა. მსურველებმა მხოლოდ უნდა ჩააღწიონ ესპანეთამდე.
939df527b965

ჩერნობილის აეს-ის გაუცხოვების ზონა
fe1e9c5720e8
1986 წლის 26 აპრილს უკრაინული და ბელორუსიის საზღვარზე მოხდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტექნოლოგიური კატასტროფა – აფეთქდა ჩერნობილის აეს-ის ერთ-ერთი რეაქტორი და ჰაერში გამოყარა დიდი რაოდენობის რადიოაქტიული ნივთიერებები. მას შემდეგ ჩერნობილი, პრიპიატი და ბევრი სხვა დასახლებული პუნქტი არის დაცარიელებული, გასახლებული და ბუნება მათგან იღებს იმას, რაც ადრე ადამიანმა წაართვა მას. ერთ დროს ასფალტირებული გზები სავსეა ბუჩქნარებით, ხოლო ხეები აღწევენ ბეტონის კედლებიან სახლებშიც კი. დღეს ჩერნობილის აეს-ის გაუცხოვების ზონაში ნახავთ მხოლოდ მუშებს, რომლებიც აკონტროლებენ ამ ობიექტს და აშენებენ ახალ სარკოფაგს მასზე, ასევე რამდენიმე მაცხოვრებელს(ძირითადად მოხუცები, რომლებიც დაბრუნდნენ მშობლიურ ადგილებში ყოველგვარი ნებართვის გარეშე) და ტურისტებს.
ღირებულება ყველაზე იაფი ვარიანტი ექსტრემალ ტურისტს დაუჯდება 50 დოლარი კიევიდან.
faa3eb72869c

ავღანეთი
4cc4e01d3fdb
ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ავღანეთის ხსენებაზე ადამიანს საერთოდ არ ახსენდება სიტყვა “ტურიზმი”, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოგზაურობენ ამ ქვეყანაში. ზოგიერთი დამოუკიდებლად მოგზაურობს კიდევაც, მაგრამ ბევრი პროფესიონალ გიდებს მიმართავს, რომლებიც ტურისტებს აჩვენებენ საინტერესო და უსაფრთხო ადგილებს ქვეყანაში, ახდენენ საცხოვრებლის, კვების და პრაქტიკულად უცნობი ქვეყნის გარშემო მოგზაურობის ორგანიზებას.
ღირებულება: ტურის ორგანიზება ავღანეთში ჯდება 1200 დოლარი.
24d4590c24e1

გაფრენა კოსმოსში
9f941749981a
ბავშობაში თითქმის ყველას უნდოდა კოსმონავტობა, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს თუ გაუმართლათ, მაგრამ კაცობრიობა დღეს დღას ნამდვილი კოსმოსური გარღვევის წინაშე – მასიური ფრენები დედამიწის ორბიტაზე. პირველი კოსმოსური ტურისტი გახდა ამერიკელი მილიონერი დენის ტიტო 2001 წელს, რომელმაც რუსულ კოსმოსურ სააგენტოს გადაუხადა 20 მილიონი დოლარი, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს ფასი შეიძლება შემცირდეს ასჯერ, რადგან რამდენიმე კერძო კომპანია აპირებს რეგულარული ტურისტული ფრენების განხორციელებას კოსმოსში. ყველაზე ცნობილი არის კომპანია Virgin Galactic, რომელიც ახდენს სუბორბიტალურ არეალში ფრენებს კოსმოსური ხომალდით SpaceShipTwo.
ღირებულება: ამ ხომალდით მგზავრობა კოსმოსში შეადგენს 200-250 ათას დოლარს, მაგრამ კომპანიას ფრენები ჯერაც არ დაუწყია.
90188c45efe4

წმინდა იაკობის გზა
73c6c28f2d86
ქალაქ სანტიაგო-დე-კომპოსტელას აეროპორტი ესპანეთის ჩრდილოეთ-დასავლეთში, ისტორიულ პროვინცია გალიციაში ცნობილია იმით, რომ ყოველდღე იქიდან მიფრინავს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე მოფრინავს. საქმე იმაშია, რომ ეს დასახლებული პუნქტი ითვლება წმინდა იაკობის გზის ფინალურ წერტილად. ყოველწლიურად სანტიაგოში ჩანთით ჩადის 200 ათასი ადამიანი. ადამიანების უმეტესობა არიან უბრალო ტურისტები რომლებიც გადიან წმინდა იაკობის გზას, რადგან ეს გახდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფეხით სასიარულო ტურისტული მარშრუტი. წმინდა იაკობის გზა არ არის ცალკეული მარშრუტი, არამედ ეს არის ფეხით სასიარულო გზების ქსელი მთელს ევროპაში. ყველაზე პოპულარულ ნაწილად ითვლება ე.წ. გრანგული გზა – 750 კილომეტრის სიგრძის ბილიკი პირინეებზე, მაგრამ არის ბევრი ალტერნატიული გზა. საბოლოო წერტილი არის პოლონეთის სოფელ მედიკში უკრაინის საზღვართან.
ღირებულება: ტურისტს ფრანგულ გზაზე მოგზაურობა ევროპის ნებისმიერი წერტილიდან გაფრენით დაუჯდება 1000 ევრო.
4c4cf683e000

წყარო
https://ucnauri.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button