Topსაინტერესო

8 ყველაზე ძვირადღირებული საათი

ზოგიერთი ბრენდის ფუფუნების საათისთვის ფასის ექვსციფრიანი ნიშნული თითქმის ნორმად მიიჩნევა, თუმცა არის რიგი ბრენდებისა, რომელთა მიერ წარმოებული მაჯის საათების საფასური შვიდციფრიან ნიშნულს უტოლდება. ჰოდა, დღევანდელი ფოტომასალაც ფუფუნების სწორედ ამ ტიპის საათების ამსახველია. თვალი გადაავლეთ (ამ ეტაპზე) მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ საათთა 8 ნაირსახეობას.


1. Hublot Classic Fusion Haute Joaillerie.
ფუფუნების ეს საათი, რომელიც მოოჭვილია ალმასის 1185 თვლით – დაწახნაგებით – „ბაგეტი“, 1 მილიონი აშშ დოლარი ღირს. ნაკეთობის შექმნისას ე.წ. ჭრის (კვეთის) პროცესს, 15 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა 1800 სთ–ი მოანდომა, ხოლო კიდევ 200 სთ–ი მისი ხარისხის შემოწმებას მოხმარდა. Hublot–ის მიერ წარმოებულ მოდელებს შორის ეს ყველაზე ძვირადღირებული საათია.


2. Roger Dubuis Excalibur Quatuor.
საათის ეს ნაირსახეობა 1 125 000 აშშ დოლარი ღირს, რაშიც ლომის წილი მისი კრემნიუმის მასალის კორპუსს მიუძღვის. ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი საათი, რომლის კორპუსიც ამ მასალისგანაა დამზადებული. ცნობისათვის დავძენთ, რომ კრემნიუმი ტიტანზე 2–ჯერ მსუბუქი და 4–ჯერ უფრო მყარია. აქსესუარი აღჭურვილია მექანიზმით – RD101 და 4 ე.წ. კვანძით „ბალანსი–სპირალი“. ამგვარი 4–ბალანსიანი მექანიზმი წყვილში შეთანხმებულად მუშაობს, რაც საათის იდეალურ სიზუსტეს განაპირობებს. ამ ეტაპზე – Quatuor–ი ბრენდი – Roger Dubuis–ის მიერ წარმოებული საათებიდან ყველაზე ძვირადღირებულია.


3. Jaeger-Le Coultre Hybris Mechanica à Grande Sonnerie.
ფუფუნების საათის ეს ნაირსახეობა 1 474 070 აშშ დოლარი ღირს. საათი 1300 დეტალისგან შედგება და ხელეწიფება ვესმინსტერის სააბატოს მელოდიის გაჟღერება. მოდელი 2009 წელს გამოიცა, როგორც კოლექციონერული ქსელი – Hybris Mechanica 55–ის ნაწილი. ციფრი 55 ეს გახლავთ სირთულეთა რაოდენობა ტრილოგია – Hybris Mechanica–ს ყველა 3 მოდელში.


4. Vacheron Constantin TourdeI’Ile.
ნაკეთობის საფასური 1 538 160 აშშ დოლარი გახლავთ. იგი ლიმიტირებული რაოდენობით, სულ 7 ეგზემპლარი დამზადდა და ბრენდის 250 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა. მოდელის ყველაზე დიდი ხიბლი ორ ციფერბლატშია, რაც ფუნქციათა მაქსიმალური დატვირთვისთვის შეიმუშავეს მწარმოებლებმა. მოდელი დროს თქვენი ადგილმდებარეობის და ზონის მიხედვითაც განსაზღვრავს, გააჩნია უსასრულო კალენდარი და დაისის დრო. აღსანიშნავია, რომ მილიონზე მეტად შეფასებულ საათების ჩამონათვალში – Vacheron Constantin TourdeI’Ile–ს ყველაზე რთული მექნიზმი გააჩნია.


5. Greubel Forsey Art Piece 1
საათი – Greubel Forsey Art Piece 1–ის საფასური 1.6 მილიონი აშშ დოლარია. იგი წარმოდგენილი იყო გამოფენაზე – 2013 SIHH და მალევე დაიმკვიდრა საპატიო ადგილი ყველაზე ძვირადღირებულ საათთა სიაში. დახრილი ტურბილონის მქონე საათის მოდელის დიზაინის შემუშავებაში ასევე მონაწილეობდა მიკროსკულპტურათა სახელგანთქმული ინგლისელი ოსტატი – Willard Wigan–ი, ვინაც ნაკეთობის მოსამართი (დასაქოქი) ნიღბით აღჭურვა.


6. The Richard Mille RM 56-01.
ფუფუნების ეს აქსესუარი, რომელიც წარმოდგენილ იქნა გამოფენაზე – SIHH 2013, 1 850 000 აშშ დოლარი ღირს. მისი კორპუსი საფირის მასალის გახლავთ. Richard Mille–ს ნაკეთობანი ექვსციფრიანი ნიშნულით ხშირად გვხვდება, მაგრამ ბრენდის მიერ წარმოებული ფუფუნების საათებიდან შვიდციაფრიანი ნიშნულის მქონე პირველი ეს მოდელია.


7. Richard Mille Tourbillon RM 56-02 Sapphire.
2014 წლისთვის მოწყობილ გამოფენაზე ბრენდმა უკვე თამასა აწია და ახალი მოდელი – Richard Mille Tourbillon RM 56-02 Sapphire–ი წარმოადგინა, რომლის საფასურიც უკვე 2 020 000 აშშ დოლარი გახლავთ. საათის კორპუსი სრულიად გამჭვირვალეა, რომელიც მყარი საფირის დაქუცმაცებისა და წნეხის მეთოდითაა მიღებული.


8. A. Lange & Söhne Grand Complication.
და ბოლოს, მსოფლიოში (ამ ეტაპზე) ყველაზე ძვირადღირებული საათი – A. Lange & Söhne Grand Complication–ი, რომლის ღირებულებაცაა 2 497 000 აშშ დოლარი. გერმანული ბრენდი – A. Lange & Söhne–ის მიერ წარმოდგენილი ნაკეთობის მექნიზმი აღჭურვილია: მუდმივი კალენდრით, მთვარის ფაზების აღმრიცხველი შკალით, დიდი და პატარა გონგით, სპლიტ–წამების ქრონოგრაფითა და სხვა.

წყარო: journal.top100.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button