ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Changpeng Zhao გვიზიარებს Binance-ბარათის გამოყენების პირველ გამოცდილებას

ბირჟა Binance-ის ხელმძღვანელმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ გახდა გამოშვებისთვის მზადებაში არსებული კრიპტოსავალუტო სადებეტო ბარათის ბეტა-ტესტერი და ისაუბრა პროდუქტის გამოყენების პირველ გამოცდილებაზე. 

„ყველა ტრანზაქცია რეალურია. Audible – Amazon-იდან, Grab (Uber-ის შემცვლელი), Lazada (Amazon-ის შემცვლელი). გამყიდველები იღებენ ფიატურ ფულს, მე კი ვიხდი BNB-ს პირდაპირ Binance-ის ჩემი ანგარიშიდან“. 

Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაზე მიმაგრებულია საგადახდო ბარათის სერვისის ინტერფეისის გამოსახულება. ჩანს ტრანზაქციების ისტორია, სადაც ამჟამად მხარდაჭერილია BTC, BNB და USDT აქტივები, აგრეთვე Bitcoin-სა და ევროში ნომინირებული თანხების საერთო რაოდენობა. 

„Binance Card – ვფიქრობ, როგორც იქნა შევძლებ გადავიდე  99 %-იდან 100%-ით კრიპტოვალუტებზე“ – აღნიშნა Zhao-მ. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Binance-მა შეისყიდა კრიპტოსავალუტო ბარათების ემიტენტი Swipe, რომლის ინფრასტრუქტურაში ჩართულია Binance Card. 

ამჟამად Swipe ემსახურება ევროპის ეკონომიკური ზონის 31 ქვეყანას. უშუალოდ ბარათებს უშვებს Contis Financial Services Ltd, რომელიც შედის Visa-ს ქსელში და რეგულირდება დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის სამმართველოს მიერ. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button