ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ამოქმედდა სერვისი, რომელიც შეამოწმებს ბანკების ტოლერანტულობას კრიპტო-ტრანზაქციებისადმი

შვეიცარიულმა კრიპტოსავალუტო კომპანია Aximetria-მა წარადგინა სერვისი AxiCheck, რომელიც შეამოწმებს საბანკო ბარათების ბლოკირების ალბათობას ციფრული აქტივებით ოპერაციების განხორციელებისას. 

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სერვისს საფუძვლად უდევს MasterCard-ის, Visa-სა და მსოფლიოს 427 ბანკის მიერ განხორციელებული კრიპტო-შესყიდვების, ასევე თანხის გამოტანის სტატისტიკა. 

AxiCheck არ საჭიროებს რეგისტრაციას და პირადი მონაცემების შეყვანას: 

„ბარათის შემოწმებისთვის საკმარისია, რომ მომხმარებელმა მიუთითოს პირველი ექვსი ციფრი. ეს არის ემიტენტის უნიკალური BIN, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ბანკის, გამოშვების თარიღის, საგადახდო სისტემისა და ბარათის დონის შესახებ“ –  აცხადებენ Aximetria-ში. 

შემოწმების შეჯამების შედეგად საბანკო ბარათი მიეკუთვნება ოთხიდან ერთ-ერთ ტიპს: 

„100 %-ით კრიპტო-ბარათი“ – ოპერაციები ანალოგიური ბარათების გამოყენებით წარმატებით ხორციელდება; 

„ბარათი მზადაა გახდეს კრიპტო“ – შესაფერისია კრიპტოსავალუტო ოპერაციებისთვის; 

„ბარათი კრიპტოსთვის მხოლოდ 50 %-ით არის მზად“ –  შესაძლოა გაჩნდეს თანხის გამოტანასთან დაკავშირებული პრობლემები; 

„თქვენი ბარათი მოძველდა“ –  კრიპტოსავალუტო ოპერაციების განხორციელება რეკომენდირებული არ არის; 

ვებ-ვერსიის პარალელურად ხელმისაწვდომია AxiCheck-ის მობილური აპლიკაციები iOS-ისა და  Android-ისთვის. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button