
ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიკვლევები
გამოკითხვა: Bitcoin-ის მფლობელთა 47% უპირატესობას აპარატულ საფულეებს ანიჭებს
Bitcoin-ის მფლობელთა თითქმის ნახევარი კრიპტოვალუტას აპარატულ საფულეებში ინახავს. ამას მოწმობს Reddit-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო სულ 339-მა რესპონდენტმა.
გამოკითხულთა 47% უპირატესობას ანიჭებს აპარატულ საფულეებს, კვლევის მონაწილეთა 17% თავისი კრიპტოვალუტების დიდი ნაწილის შესანახად მობილური მოწყობილობების საფულეებს იყენებს, 15% კი – დესკტოპ საფულეებს. შენახვის სხვა მეთოდები ნაკლებად პოპულარული აღმოჩნდა.
გამოკითხვის თანახმად მულტიხელმოწერით 34.5% სარგებლობს. რესპონდენტების 88%-ს გააჩნია სარეზერვო გასაღები.
