
ელექტრობაიკი HIMO Z16 Xiaomi-სგან: 80 კმ გავლის მარაგი, LCD-დისპლეი და სიჩქარის სამი რეჟიმი
Xiaomi-ს ქრაუდფანდინგ-პლატფორმა Youpin-ზე მიმდინარეობს თანხის შეგროვება დასაკეცი ელექტრო ველოსიპედ HIMO Z16-ის გამოშვებისთვის.
ველოსიპედს აქვს 10 000 მა/სთ მოცულობის ლითიუმ-იონური აკუმულატორი, რომლის მოხსნა და შეცვლა შესაძლებელია ისევე, როგორც ავტომობილის შემთხვევაში. როგორც მწარმოებელი აცხადებს, სრულად დამუხტული ბატარეა უზრუნველყოფს დაახლოებით 80 კმ მანძილის გავლას, თუმცა ველოსიპედის გამოსვლამდე ცვლილებები მოსალოდნელია.
HIMO Z16-ის კონსტრუქცია სამ ნაწილად იყოფა: საჭე, ცენტრალური ნაწილი და მუხრუჭები. ამგვარი დაყოფის წყალობით შესაძლებელია ველოსიპედის დაკეცვა, იგი გახდება ბევრად კომპაქტური და შესაძლებელი იქნება მისი გადატანა ავტომობილის საბარგულით.


ველოსიპედი დაახლოებით 22.5 კილოგრამს იწონის და შეუძლია 100 კგ-მდე წონის ადამიანის ტრანსპორტირება, აქვს სიჩქარის სამი რეჟიმი, მაქსიმალური სიჩქარეა 25 კმ/სთ.
რაც შეეხება დისპლეის, HIMO Z16-ს ექნება IPX7 სტანდარტით წყლისა და მტვრისგან დაცული LCD დისპლეი, რომელზეც აისახება სხვადასხვა ინფორმაცია: არსებული სიჩქარე, ველოსიპედის ჯამური გარბენი, ბატარეის დამუხტვის დონე და ცნობები შესაძლო გაუმართაობის შესახებ. დამუხრუჭება ხორციელდება ორმაგი დისკური სამუხრუჭე სისტემით, საბურავები ცვეთისადმი მდგრადია და დიდხანს ძლებს.

ჯერჯერობით, სანამ ქრაუდფანდინგი მიმდინარეობს, HIMO Z16-ის ფასი 352 აშშ დოლარია, რაც არც ისე ძვირია ასეთი მახასიათებლების მქონე ველოსიპედისთვის. შეკვეთისას მომხმარებელი შეძლებს არჩევანი გააკეთოს ყვითელ, თეთრ ან ცისფერ ვარიანტებს შორის.
