ახალი ამბებიმსოფლიოტექნოლოგია

Apple და Google ძალებს აერთანებენ Covid-19-ის კვლევისთვის

Apple-მა და Google-მა ისაუბრეს ერთობლივი საქმიანობის შესახებ, რომლის ფარგლებში სურთ დაეხმარონ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებს კორონავირუსთან დაკავშირებულ კვლევებში. ეს ყველაფერი განხორციელდება ადამიანების კონტაქტების კვლევის მეშვეობით. ამასთან, კომპანიები პირობას დებენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, ასევე გამჭვირვალობა. პროგრამის მონაწილეებმა თანხმობა უნდა განაცხადონ მათ მონაცემებზე წვდომისთვის. მოკლედ, შეთქმულების თეორიის მომხრეები ამ პირობას სავარაუდოდ არ დაიჯერებენ.

მაისში კომპანიები გამოუშვებენ პროგრამულ ინტერფეისებს, რომლებიც პასუხისმგებელი იქნება სამედიცინო აპლიკაციებში Android- და iOS-მოწყობილობების ჩართულობაზე. უახლოეს თვეებში Google და Apple იმუშავებენ კონტაქტების თვალყურის სადევნებელ პლატფორმაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება Bluetooth Low Energy-ზე. ფუნქციონალი ინტეგრირებული იქნება ოპერაციულ სისტემაში.

დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანებზე თვალყურის დევნებაში შესაძლებელია სმარტფონების გამოყენება, ამაში ახალი არაფერია. თუკი ეს ხელს შეუწყობს კორონავირუსულ პანდემიასთან ბრძოლას, სავარაუდოდ ბევრი თანახმა იქნება.

თუმცა კითხვა ჩნდება უშუალოდ მსგავსი სისტემის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამჟამად ვირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებად თვითიზოლაცია, ტესტირება და ხელების რეგულარული დასუფთავება ითვლება. რამდენად დაგვეხმარება თვალყურის დევნების სისტემა? მას არ შეუძლია ხელი შეუშალოს კონტაქტებს, პიროვნებას მხოლოდ აცნობებს, რომ კონტაქტი უკვე მოხდა. თუმცა ეს შეიძლება სასარგებლოც კი იყოს: თუ იცით, რომ ინფიცირებულ პირთან გქონდათ კონტაქტი, შეგიძლიათ დარჩეთ სახლში ისე, რომ არ დააინფიციროთ სხვა ადამიანები.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button