რობოტებიტექნოლოგია

Boston Dynamics-ის SpotMini რობოტები, რომლებსაც დიდი სატვირთოს გადაადგილება შეუძლიათ

უკვე რამოდენიმე წელია კომპანია Boston Dynamics უშვებს სხვადასხვა სირთულის რობოტებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მან წარადგინა რობოტი Handle, რომელსაც შეუძლია ყუთების გადატანა რობოტიზებული ხელებით. მიუხედავად ყველა ინოვაციისა, კომპანია ჯერ კიდევ რჩება სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციად და მისი არც ერთი რობოტი არ არის საყიდლად ხელმისაწვდომი. კომპანიის დამფუძნებლის, მარკ რაიბერტის თქმით მიმდინარე წელს ეს ვითარება შეიცვლება – რობოტ SpotMini-ს ყიდვას შეძლებს ნებისმიერი, ვისაც ექნება სურვილი და შესაძენი თანხა. გაყიდვების დაწყების დრო მოახლოვდა – კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია 10 ერთეული SpotMini რობოტი როგორ ახორციელებს მძიმე სატვირთოს გადაადგილებას.

ვიდეოზე ხდება დემონსტრირება, თუ რა ძალის პოტენციალი აქვს „ოთხთათიან“ რობოტს. უზარმაზარი სატვირთოს გადაადგილებით ცხადი ხდება, რომ რობოტები ფლობენ დაუჯერებლად დიდ გამწევ ძალას და ამავე დროს შესანიშნავი მოჭიდების უნარიც აქვთ. დიდი ალბათობით, ასეთი რობოტების გამოყენება შესაძლებელი იქნება მძიმე კონტეინერების გადაადგილებისათვის, თუმცა ჩნდება კითხვა – რატომ უნდა იყიდონ კომპანიებმა ძვირადღირებული რობოტები, როდესაც არის უფრო იაფი ტრანსპორტის გამოყენების შესაძლებლობა? შესაძლებელია, რომ რობოტები უფრო ეფექტური იქნება უსწორმასწორო ზედაპირზე მუშაობისას – ისეთ ადგილებში, სადაც საბურავებიან ტრანსპორტს ფიზიკურად არ შეუძლია გადაადგილება.

SpotMini რობოტების ძალის დემონსტირების ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

ოთხფეხა SpotMini რობოტების პარალელურად Boston Dynamics ასევე ფლობს “ადამიანისმაგვარ“ რობოტ Atlas-ს, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ტიპის ქმედებების განხორციელება. ამ რობოტის გაყიდვაში გამოსვლაზე ჯერჯერობით არაფერი თქმულა, თუმცა იგი თავის დანიშნულებას მიიღებდა საწარმოო კომპანიებში. ტვირთიანი ყუთების გადატანა შეუძლია აგრეთვე ზემოთხსენებულ რობოტ Handle-საც.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button