ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

2020 წლის მარტის ყველაზე პოპულარული გეიმერული ვიდეო დაფა და პროცესორი Steam-ზე

ვიდეო დაფა AMD Radeon RX 5600 XT-ის გამოსვლის შემდეგ ბევრი ანალიტიკოსი ელოდა, რომ იგი გეიმერებს შორის პოპულარული გახდებოდა, თუმცა ფაქტია, სწრაფმა და ენერგოეფექტურმა ბარათმა თამაშების მოყვარულები ვერ დააინტერესა, რასაც ვერ ვიტყვით მზარდი პოპულარობის მქონე RTX 2060 დაფაზე. როგორც ჩანს, ჩვენ წინაშეა ახალი ლიდერი, რომელიც GTX 1060 დაფის პოზიციას დაიკავებს. 

Steam-ის ახალი სტატისტიკის თანახმად მარტში რამდენიმე ვიდეო დაფის პოპულარობის ზრდა შეინიშნებოდა. 0.53% მოაგროვა RTX 2060 დაფამ, 0.33% – RTX 2070-მა და 0.28% RTX 2070 SUPER ვიდეო ბარათმა. მათ მოსდევს NVIDIA-ს დაფების გრძელი ჩამონათვალი, რომელშიც AMD-ის 2019-2020 წლების ვერც ერთი ბარათი მოხვდა. ექსპერტების აზრით RTX 2060-ის პოპულარობა განაპირობა ფასის 300 აშშ დოლარამდე შემცირებამ, რის გამოც ბევრმა მომხმარებელმა გადაიფიქრა Radeon RX 5600 XT ბარათის შეძენა და  უპირატესობა „მწვანე კომპანიას“ მიანიჭა. 

image.png

რაც შეეხება მცირე ინფორმაციას პროცესორებზე: Steam-ის სტატისტიკის შესწავლის შედეგად ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი კომპიუტერების მქონე გეიმერებს შორის ყველაზე მეტი იყენებდა ექვსბირთვიან Core i5-9400F პროცესორს. იგი მეტად საინტერესო ფასით ხასიათდება, აქვს 6 სრულფასოვანი ბირთვი და წარწერა „Intel” შეფუთვაზე, რაც მომხმარებლისთვის ხშირად იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე AMD-ის ათასობით ტესტი და ახალ ტექნოლოგიებში ჩადებული მილიონობით ინვესტიცია. 

image.png

ერთი რამ ცხადია, გეიმერები უპირატესობას კვლავ „ლურჯ-მწვანე ფერებს“ ანიჭებენ და აიგნორებენ AMD-ს, რადგან უფრთხიან დრაივერების პრობლემასა და პოტენციალს, რომელიც როდის გამოვლინდება არავინ იცის. თამაშებისთვის ყიდულობენ იმას, რაც „მუშაობს აქ და ახლა“.  

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button