ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიმსოფლიოსაზოგადოება

Forbes 2020 წლის მილიარდერების რეიტინგში Bitcoin-ინდუსტრიის ოთხი წარმომადგენელი მოხვდა

კრიპტოინდუსტრიის ოთხი წარმომადგენელი მოხვდა Forbes-ის მილიარდერების ახალ რეიტინგში.

ჩამონათვალს ლიდერობს Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი, რომლის აქტივები შეფასებულია 113 მლრდ აშშ დოლარად. მას მოსდევს Microsoft-ის დამფუძნებელი 98 მლრდ აშშ დოლარით, შემდეგ ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო (76 მლრდ აშშ დოლარი) და 89 წლის ინვესტორი და Bitcoin-ის კრიტიკოსი უორენ ბაფეტი 67.5 მლრდ აშშ დოლარით.

2095 მილიარდერისგან შემდგარ რეიტინგში მოხვდა კრიპტოინდუსტრიის ოთხი წარმომადგენელი:

ჩინური მაინინგ-გიგანტ Bitmain-ის თანადამფუძნებლები – Micree Zhan (3.2 მლრდ აშშ დოლარი) და Jihan Wu (1.8 მლრდ აშშ დოლარი);

Ripple-ის თანადამფუძნებელი კრის ლარსენი (2.6 მლრდ აშშ დოლარი);

Coinbase-ის ხელმძღვანელი ბრაიან არმსტრონგი (1 მლრდ აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ ConsenSys-ის დამფუძნებელი Joe Lubin და ბირჟა Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი Changpeng Zhao, რომლებიც 2018 წელს იყვნენ კრიპტოინდუსტრიის უმდიდრესი წარმომადგენლების რეიტინგში. იმ დროს Lubin-ის მდგომარეობა ფასდებოდა 1-5 მლრდ აშშ დოლარით, Zhao-სი კი – 1,1-2 მლრდ აშშ დოლარით.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button