საინტერესოსხვადასხვა

განას სკოლაში ინფორმატიკას დაფაზე ხატვით ასწავლიან

ასე მიმდინარეობს განას ერთ-ერთ სკოლაში ინფორმატიკის გაკვეთილი. სკოლის მასწავლებელი ოვურა კვადვო შესაბამისი ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო იძულებულია მოსწავლეებს კომპიუტერული პროგრამები დაფაზე დახატვით შეასწავლოს.

ოვურა კვადოს განცხადებით ამ ყველაფერს იმისათვის აკეთებს, რომ მოსწავლეებს სულ მცირე ვიზუალური  წარმოდგენა მაინც ჰქონდეთ თუ რას შეისწავლიან.

როგორც ცნობილი გახდა 2011 წლიდან სკოლაში კომპიუტერები აღარ არის, თუმცა ინფორმატიკის თეორიული სწავლება დღემდე მიმდინარეობს.

მასწავლებლის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული სურათები მალე გავრცელდა მსოფლიოს მასშტაბით. სახალისო ფოტოების შესახებ კომპანია მაიკროსოფტშიც შეიტყვეს და განაცხადეს, რომ მასწავლებელს კომპიუტერულ აღჭურვილობას გაუგზავნიან.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button