ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Coinbase-მა ნახევარი წლის განმავლობაში დაახლოებით 2 ათასი სამთავრობო მოთხოვნა მიიღო

უმსხვილესმა ამერიკულმა Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა გამოაქვეყნა პირველი ანგარიში საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ.  მასში მითითებულია, რომ 2020 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში კომპანიამ მიიღო 1914 სამთავრობო მოთხოვნა ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით. 

მოთხოვნების დაახლოებით 90% შემოვიდა სამი იურისდიქციიდან – აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. 

image.png

წყარო: Coinbase-ის ბლოგი 

Coinbase-ს აშშ-ის სამთავრობო სააგენტოებმა 1113 თხოვნა გაუგზავნეს, რაც მთლიანი რიცხვის 60%-ს შეადგენს. მათ შორისაა: 

  • გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) – 340; 
  • ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო – 184; 
  • ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოები და ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო – 180 და 104 მოთხოვნა, შესაბამისად. 
image.png

წყარო: Coinbase-ის ბლოგი 

Coinbase-მა აგრეთვე განაცხადა, რომ იგი რეგულარულად იღებს გამოძახებებს სამართალდამცავი ორგანოებისგან. 

„ეს მოთხოვნები ძირითადად გამოძახების სახით მოდის. მათში ასევე შეიძლება იყოს ჩხრეკის ორდერები, სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა ფორმალური პროცედურები ”, – განაცხადეს კომპანიაში. 

Coinbase-მა ხაზი გაუსვა, რომ სამომავლოდაც გააგრძელებს მსგავსი ანგარიშების გამოქვეყნებას, თუმცა არ დაუზუსტებია მათი გამოსვლის სიხშირე. 

შეგახსენებთ, სექტემბერში სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა ციფრული უფლებების დამცველმა არაკომერციულმა ჯგუფმა Coinbase-ს მოუწოდა გამოეშვა ანგარიშები საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ. 

კომპანიამ უნდა განაცხადოს რამდენ სამთავრობო მოთხოვნას იღებს ინფორმაციის წარდგენის შესახებ და როგორ ამუშავებს მას. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button