ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – გახარებული მზე

მე მინდა, ამ სიბერის კარიბჭიდან ნათლად დაგანახოთ, როგორი მზე იყო ჩემს ბავშვობაში. თქვენც შემეწიეთ, ყმაწვილებო!

მაშინ იყო მაისის დიდი გახარებული მზე მწვანე ჯანსაღი ქვეყნიერების თავზე, სიხარულით ავარვარებული ჩვენი ქედის თავზე. მბრწყინავი მთრთოლი ნისლივითასდიოდა ყვავილოვან მდელოებს. მხოლოდ ჭალისპირა ვეება კაკლები გამოიყურებოდნენ მუქად, კიდევ უფრო მუქად _ მათი დიდი ჩრდილები. მათ მაღლა ჩახჩახამომღერალ ნაპერწკლებივით ირეოდნენ მოლაღურები და ჩიტბატონები.

ამაოდ გვეძახდა ფერდობის თავზე გამომდგარი ბებია გაგრძელებული ხმით:

_ რეზიკოო! ვალიკოო! ზალიკოო!..

ჩვენ პასუხს არ ვაძლევდით.

ჩვენც გახარებულ მზეში ვიდექით წისქვილის არხის მდორის პირას, ჩამწკრივებულნი. თან ვთევზაობდით, თან თვალებდახუჭულნი ვნეტარებდით. თვალები რომდახუჭული გაქვს, უკეთესიც კია მდორეში თევზაობისას, სულ ოდნავი შეტოკება ანკესისა და მაშინვე ჟრუანტელი გადმოგივა თითებიდან სხეულში. მაისის გახარებულიმზით ნეტარება ხომ თითქმის არ შეიძლება სხვანაირად.

რა თქმა უნდა, თვალებსაც ვახელდით, თანაც მალ-მალე.

გავახილე ერთხელაც და დავინახე: ჩვენ ზემოთ მსუბუქი ორთვალა ეტლი გამოდის წყალში, გამოვიდა, გაჩერდა და იქიდან მძიმედ ჩამოხტა მამაჩემი. მისი გაღიმებულიამხანაგი მაღლა დარჩა.

მამამ ხაკის ხალათზე შემოჭერილი ქამარი შემოიხსნა, ორად აკეცა, თითქოს  სიარული უჭირდა ჩექმებით. ჩემი ძმა და ბიძაშვილები დაფრთხნენ, ქვემოთ დაეშვნენ, მეანკესიც კი არ ამომიღია წყლიდან, სულ კი ვუყურებდი მამას, მის გაღიმებულ ამხანაგსაც. რაც უფრო მიახლოვდებოდა მამა, მით უფრო უპატარავდებოდა თვალები. ბოლოსმწვავე წერტილებად ექცა.

_ რატომ არ აგონებთ, ბებია რომ გეძახით?

მე ისევ წყლისკენ მქონდა გაწვდილი ანკესი, ხედვით კი როგორღაც ცუდად აძაბულ ჩექმებს ვხედავდი.

_ არავისი არ გესმით არაფერი, არა?!

გამოვარდა ქამრის მძიმე ბოლო და შიშველი კანჭის ზემოთ, მოსახარში მიკბინა გველივით.

თითქოსდა ერთად აცვივდნენ ძახილით მოლაღურები, ჩიტბატონები, ტოროლები.

ახლა კი გავიქეცი, მაგრამ იქით კი არა, ჩემი ძმა და ბიძაშვილები რომ გაიქცნენ, მდორე გავტოპე, გავარღვიე და არხის იქითა ნაპირზე გავენთე სოფლისაკენ, მხოლოდ ესღა  დავინახე, როგორ ჰქონდა განათებული პირი მამას ამხანაგს და როგორ მიჰქონდა მამას ხალათის კალთები უკან…

ანკესი მაღლა მქონდა აწეული და ისე გავრბოდი. წისქვილის გამოსაჩენთან, ღობეს რომ მოვეფარე, გავიზნიქე და ქამრის ნაკბენს დავხედე. მთელი კანჭი წითლად მქონდაშეღებილი, ფრჩხილის სიგრძეზე გახეთქილი კანი ფეთქავდა და იქიდან მუქი და მუქი სისხლი ამომდიოდა. არაფერი მქონდა, რით უნდა შემეხვია! არც არავინ იყო ახლოს. გზიდან გადავედი, მრავალძარღვები დავკრიფე და იმით გავიწმინდე თუ უარესად გავითხუნე ფეხი. ანკესი ავახვიე და მისი ტარის ბჯენით და კოჭლობით წავედი. წისქვილთან თამაზა შემხვდა, წვერიკმაზაშვილი, გადაირია, ისე მოეწონა ჩემი ჭრილობა, რა კოხტად ამოდის სისხლიო, მაგრამ მაინც შემიხვია. როგორ ახლა! ააძრო თუთისტოტს გრძელი ლაფანი, დამადო იმანაც მრავალძარღვები, ზემოდან კულმუხოს დიდი რბილი ფოთოლი და გადამიხვია იმ ლაფნით. ახლა უკვე მართლა ვკოჭლობდი. თამაზას შევეცოდე და თავიანთ ნამყენ ბალზე დამპატიჟა. თვითონ ავიდა ბალზე, სულ მსხვილებსა და კუნწულ-კუნწულებს მიკრეფდა და ძირს მიყრიდა. მეც, ნამდვილიავადმყოფივით, შეწუხებული სახით ვჭამდი. თან ფეხს ძლივს მივადგამდი.

ბლიდან წამოსულებს გიგილო შეგვხვდა, შავი. იყო სხვა გიგილოც, წითელი. შავმა გიგილომ მამამისის სააგურეზე წაგვიყვანა, სააგურეც კარგი რამ იყო. ჯერ ხომ სულლამაზ-ლამაზად ეწყო გამოუწვავი აგურები, მერე  იდგა ერთი დიდი კასრი, დიდი ლატანი ჰქონდა გამოშვერილი, იმ ლატანზე დიდი გამხდარი ცხენი იყო გამობმული, თვალებზე აქეთ-იქიდან, ტყავები ჰქონდა აფარებული. ცხენი წრეებს უვლიდა, კასრში რაღაცნაირი ნიჩბები ბრუნავდა და სააგურე ტალახი იზილებოდა. გიგილოს მამასაცშევეცოდე კოჭლი. გინდა, ცხენზე შეგსვაო? არც ჩემი პასუხისთვის დაუცდია, არც ცხენი შეუჩერებია, დამავლო ვეება ხელები და ეგრევე გადამსვა. მეც ვტრიალებდიცხენთან ერთად და მეცინებოდა, მიყურებდა გიგილოს მამა და მასაც ეღიმებოდა დიდი კბილებით. დაავლო ხელები და უკან მომისვა თამაზაც. ცხენი თითქოს სულარაფერს გრძნობდა.

ამასობაში კი გიგილოს დედაც მოვიდა, ქმარს სადილი მოუტანა. ჩვენც დაგვსხეს, ჯამებში მაწონი დაგვისხეს, ხის კოვზები და პურის მოზრდილი ნატეხები მოგვცეს. მაწონიც და პურიც ძალიან გემრიელი იყო: გიგილოს დედამ ლაფანი შემხსნა და ძონძით გადამიხვია ფეხი, სისხლი, რა თქმა უნდა, აღარ მდიოდა, მალ-მალე კი მეჩაჩებოდაის ძონძი.

სააგურედან საბანაოდ წავედით. შენ არ იბანაოო,  ბიჭებმა, მე მაინც შევიხსენი ძონძი და ისე ვიბანავე. ჭრილობა გამეხსნა, ისევ სისხლი წამომივიდა, თამაზა გაიქცა, ახალიმრავალძარღვები მოიტანა და ისევ თვითონ შემიხვია.

არ მინდოდა, მაგრამ ნაშუადღევს მაინც მივედი შინ. ანკესი დავმალე, ჩუმად ავედი მაღლა და ჩუმად წავწექი ბებიას ტახტზე. ეტყობა, მაშინვე ჩამძინებოდა. როცაგამოვერკვიე, ბებია ეუბნებოდა დედას, ნახე, ერთი ნახე, რა დღეში აქვს ფეხიო. სახვევი ჩამწეოდა და ჭრილობიდან სისხლი წამომსვლოდა, დედაც მიწყრებოდა, ბებიაც, მაგრამ მე ხმას არ ვიღებდი. არყიანი საფენი დამადეს. აქ კი გავაკრაჭუნე კბილები, ცრემლიც წამომივიდა, ორი, მაგრამ ის ცრემლები არც დედას დაუნახავს, არც ბებიას.

ისევ ჩამეძინა, ახლა უკვე სუფთა, გრილ ლოგინში, რაღაც ღრმად მეძინა. მაინც უცებ გამეღვიძა: საბანი ფეხთან გადახდილი მქონდა, იდგა მამაჩემი, ბებია კიუჯავრდებოდა,  გიჟი ხარ, გადარეული, ყმაწვილის ეგრე გამეტება შეიძლებაო?!

აი, აქ იყო ყველაზე ძნელი ცრემლის შეკავება, მით უფრო, რომ მამა ხმას არ იღებდა, გაგუდულივით იდგა. დედამაც წყრომით დაიძახა რაღაცა შორიდან. მე ისევ თავსვებრძოდი, არ ავტირებულიყავი.

დილას, ჩემდა გასაოცრად, გვიან გამეღვიძა. ჩემი ძმა და ბიძაშვილები ამდგარიყვნენ, არ ჩანდნენ. კოჭლობით გავედი აივანზე. მამა ორთვალაში ცხენს აბამდა. ისევ შინშებრუნება დავაპირე, მაგრამ მამამ დამიძახა. გავჩერდი, ფრთხილად გავიხედე მისკენ. მამას, მძიმე კაცს, რაღაც მსუბუქად ეღიმებოდა.

_ როგორა ხარ? _ მკითხა.

_ კარგად.

_ მაგრად იყავი, მაგრად! _ და ორთვალაზეც ღიმილით ავიდა.

მეც მეღიმებოდა.

ახლა მთავარი იყო, ძმა და ბიძაშვილები მომეძებნა. ეზოში ჩავედი. შევხედე კარგად ამომაღლებულ მზეს. ის ხომ მთლად გახარებული მიყურებდა, ასეთ მზეში რას არაიტანს კაცი, და მეც გამართულმა გავაბიჯე გზაზე.

თქვენც შეგიმჩნევიათ თქვენით გახარებული მზე, ყმაწვილებო?

Related Articles

2 Comments

კომენტარის დამატება

Back to top button