კრეატივიმოდა და სტილისურათები

გერმანელი დიზაინერი, რომელმაც სახის ნიღაბი ხელოვნებად აქცია

მიმდინარე გლობალური პანდემიის განმავლობაში, ბევრ ქვეყანაში სახის ნიღბები არსებობის მუდმივ ნაწილად იქცა. უმეტესობა ჩვენგანისთვის, სახლიდან გასვლისას ავტომატურად გადასამოწმებელი ნივთების (ტელეფონი, გასაღებები, საფულე) სიას, სახის ნიღაბიც დაემატა. რა თქმა უნდა, ზოგი ადამიანი ჩივის შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ სანამ ისინი წუწუნებენ, სხვებისთვის ნიღაბი შთაგონების წყაროდ იქცა.

მოდით ვისაუბროთ ინსტაგრამის ცნობილ დიზაინერზე შტეფენ კრაფტზე (ასევე ცნობილი, როგორც ICONEO), რომელმაც გადაწყვიტა სახის ნიღბების ინტეგრირება თავის ილუსტრაციებში. როგორც ხედავთ, ამ ილუსტრაციების ნაწილი ფაქტიურად სახის ნიღაბის გარშემოა გამოსახული, რაც მას სულ სხვა რამედ აქცევს, ზოგიც კი ციფრულია, რაც მნიშვნელოვან საკითხებს უსვამს ხაზს. გაეცანით დიზაინერის ყველაზე საინტერესო ილუსტრაციებს.

,,პანდემიის დროს რთული იყო მუშაობა, ბევრი საქმე მქონდა გასაკეთებელი, მაგრამ ვცდილობდი ამ ახალი სიტუაციის შეფასებას ოპტიმიზმის დაკარგვის გარეშე,’’ ამბობს დიზაინერი.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს სახის ნიღბების ტარებაზე, დიზაინერი ასე პასუხობს: ”პანდემიის დასაწყისში, გერმანიაში მეცნიერები არ იყვნენ დარწმუნებულნი, თუ რა სარგებელს მოიტანს სახის ნიღბები და უცნაური იყო ხალხის ნახვა ქუჩაში. ნიღბების ტარება-ახლა ეს ახალი ნორმაა და ვფიქრობ, ეს კარგი და მარტივი გზაა სხვების დასაცავად.”

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button