ახალი ამბებისპორტიფეხბურთი

„რეალი“ ფეხბურთელების ხელფასებზე „ბარსელონაზე“ ბევრად ნაკლებს ხარჯავს

მადრიდის „რეალის“ გადაწყვეტილებას ხელფასების არშემცირების შესახებ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამოცემები დაინტერესდნენ, წლიურად რა რაოდენობის ხარჯი აქვს „მერენგების“ ბიუჯეტს ფეხბურთელების ხელფასებზე.

გაირკვა, რომ „ბლანკოსი“ მოთამაშეთა ხელფასებზე წლიურად 283 მილიონ ევროს ხარჯავს, რაც გაცილებით ჩამოუვარდება „ბარსელონელი“ მოთამაშეების ხელფასების საერთო ჯამს. ბართომეუს ბიუჯეტს მოთამაშეებისთვის ხელფასის სახით წლიურად 423 მილიონი ევროს გაღება უწევს.

ამ ციფრებში არ იგულისხმება სხვადასხვა სახის ბონუსი, ტიტულების მოგების, გოლების გარკვეული რაოდენობის გატანისა და სხვადასხვა ინდივიდუალური ჯილდოს შემთხვევაში.

რამ განაპირობა „რეალში“ ხელფასების შემცირება? პირველ რიგში იმან, რომ კლუბი დატოვა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მოთამაშემ კრიშტიანო რონალდუს სახით. გუნდმა ასევე დიდი აქცენტი გააკეთა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე – ვინისიუსის, როდრიგო გოეშის, ბრაჰიმ დიასის, ლუკა იოვიჩის, ფედე ვალვერდეს და სხვების სახით, რომლებსაც მაღალი ანაზღაურება არ აქვთ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ ფეხბურთელებს წლიური ხელფასის გარკვეულ პროცენტს დააკლებს, რაც კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარეობს, თუმცა თუნდაც შემცირებული სარგოს ფარგლებში კატალონიელთა ბიუჯეტს 283 მილიონზე მეტის გადახდა მოუწევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე პერესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამეფო კლუბის ფეხბურთელებს ხელფასები არ შეუმცირდებათ და აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ სეზონი ივლისამდე არ განახლდება

Source
http://halamadrid.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button