ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – ქარი რომ უბერავდა და თან წვიმდა

დიდი ხნის წინათ, ორმოცდაათზე მეტი წლის წინათ, ქარი უბერავდა, თან წვიმდა… ჩვენ კიდევ, ტოლები, გიგა, დათა და მე, ქვრივიშვილების დიდი სახლის კედელშიგარედან გამოკვეთილ ბუხრისმაგვარ სასანთლე ნიშში ვისხედით. ნიშში სიმშრალე იყო, სითბოც. დათამ ერთი გრძელი ზღაპარი იცოდა, „ზაია-ზაიასი“, იმ ზღაპარსგვიყვებოდა _ ერთ კუდიან ბებერს ხელსაფქვავი ჰქონდა, დაატრიალებდა იმ ხელსაფქვავს, მიაყოლებდა, _ ზაია, ზაია, ზაიაო, _ გადმოცვივდებოდნენ კომბლიანი ყაჩაღებიდა, რასაც ბებერი მოისურვებდა, ყველაფერს უსრულებდნენ, რა საჭმელი უნდოდა _ მურაბები, ქადები, ტორთები. _ თქვა დათამ „ტორთებიო“, და გიგამ იკითხა: _ გიჭამიათ ტორთიო? _ დათას არ ეჭამა, არც გიგას. მეც არ მეჭამა, მაგრამ მამაჩემი მოსამსახურე კაცი იყო, ქალაქში ხშირად დადიოდა, მშობლების ღირსების შელახვასმოვერიდე და ვიცრუე _ მე მიჭამია-მეთქი. გიგა და დათა საწყლური თვალებით შემომაჩერდნენ: _ როგორი  გემო აქვსო? _ მე დავიბენი. მერე ერთ წამში გავიხსენე, რაცტკბილი და გემრიელი მეჭამა, და ცოტა ყოყმანით, მაგრამ მაინც ვთქვი: _ გოზინაყს რომ ბლის მურაბა დაადო, ისეთი გემო! _  გიგას და დათას ახლა გოზინაყისა და ბლისმურაბისკენ გაექცათ გონების თვალი, მაგრამ მალე დათა დაიჯღანა და თქვა, _ გოზინაყზე დადებული ბლის მურაბა და ტორთები გოგოებისა და ქალაჩუნა ბიჭებისსაჭმელი არისო, აესე რომ ჭამენო, _ ერთმანეთზე მიდებული ცერი და საჩვენებელი თითი მიიტანა მოპლურწულ ტუჩებთან, ისე, რომ სამი დანარჩენი თითი გაფარჩხულიჰქონდა, _ ვაჟკაცებმა უნდა ჭამონო: ხოხნოტაო, მიწავაშლაო, მაჩიტაო, კოწახურის ფოთოლიო, მჟაუნაო… _ ყინტორა, ვაზის ყლორტი თავისივე ბწკლებით! _ აჰყვა გიგა, _ ბოყი! კიდევ რა… დათრთვილული კვრინჩხი… ხან გიგა იძახდა, ხან დათა: _ ზღმარტლი, ასკილი, მახრჩობელა პანტა, თამელი. მგელი ხომ ყველაზე მაგარია ვაჟკაცობაში, მგელი რასა შვრება, ხომ იცით?! რომ გაუჭირდება, აყალო მიწასაც კი ჭამს. ეს ყველამ ვიცოდით და მე ჩემი გავიხსენე: _ საბანაოდ რომ წახვალ, პურის ნატეხს და ნიორსრომ წაიღებ ჯიბით, შენა ბანაობ, ის პური მზეზე ხმება, გახმება, მაგრამ ნაბანავებელს მოგშივდება, ამოიღებ იმ გამხმარ პურს, ნიორს მიატან და შეჭამ… იიფ, აი, ნამდვილივაჟკაცური საჭმელი! _ კიდევო, _ გადავედით შეჭამანდებზე, _ მახოხი, ჭრიანტელი, თხლის შეჭამანდი, შვინდის შეჭამანდი, ღოლოსი, კვრინჩხისა, დოს შეჭამანდი. გაგვახსენდა მხალეულიც: სატაცური, ჭინჭარი, კაპარი, ქარქვეტა, სვინტრი, კობრჩხილო, ციკნიყურა…

უბერავდა შემოდგომის ცივი ქარი, მოდიოდა წვრილი, ალმაცერი წვიმა, მოჰქონდა დაგლეჯილი ყვითელი ფოთლები, ჩვენ კიდევ, პატარები, თბილად შეყუჟულნისასანთლე ნიშში, ისევ განვაგრძობდით ვაჟკაცური საჭმელების ჩამოთვლას. ქუმელიო, სიმინდის ბაკლაო,  ხირხიტონიო. ბოღლიწოო… უცებ ყველამ ერთად ვიყვირეთ: _ ლობიო,  კაცოო? _ ლობიოს ხსენებაზე ყველას სიამოვნებით გაგვეცინა. უბერავდა ქარი, წვიმდა, წვიმდა. ამასობაში მოგვშივნოდა კიდეც. დათამა თქვა, _ ლობიო ჩვენაგვაქვსო, გიგამაც თქვა, _ ჩვენცა გვაქვსო, მეცა ვთქვი, _ ჩვენცა-მეთქი. _ თქვენი როგორი ლობიოაო, _ მკითხა დათამ. _ გურული. _ თქვენიო? _ ჰკითხა ახლა გიგას. _ ნიკალობიო, _ ჩვენ მინდვრის წითელი ლობიო გვაქვსო, _ დათამ. აბა, მინდვრის ლობიოს სხვა ლობიოები როგორ შეედრებოდნენ ვაჟკაცობაში! როგორღაც გულდაწყვეტილებიშევაჩერდით დათას. დათა მიგვიხვდა, _ წამოდით ჩვენთან, ჩვენი ლობიოსი ვჭამოთო. _ წამოვიწიეთ საყელოები კეფაზე, წავიღუნეთ და წავედით დათაანთა წვიმაში.

_ დედიო, _ უთხრა დათამ ნატო ძალოს, _ ამათ ჩვენი ლობიოსი უნდათო. _ დასხედითო, გენაცვალეთო, ეხლავეო. დავსხედით მაგიდასთან, ნატო ძალომ ღუმელისქვეშიდან გამოდგა სადუღარი. ჩამოგვირიგა თიხის ჯამები და ხის კოვზები. გადმოგვიღო სადუღრიდან ქონდრისსურნელიანი ლობიო. მოგვცა ცოტათი გამხმარი, ცოტათიობმოკიდებული პური, _ ობიან პურს ვინც შეჭამს, ფულს იპოვისო. ჩვენ ესეც ვიცოდით. ჩავიმტვრიეთ, ჩავიფშხვენით ის პური, რასაც ჩვენ ვერ ვტეხდით, ნატო ძალოგვიმტვრევდა, ავურიეთ კოვზებით, ჩავაბუჟბუჟეთ და, _ დღეს თქვენ _ შემწვარ-მოხრაკულები, მე კი _ ის, რა ნეტარებითაც ის ლობიო გეახელით მაშინ!

ჯამები რომ მოვასუფთავეთ, _ აგაშენოთო, _ ვთქვით, წყალიც დავლიეთ, ისევ უბერავდა ქარი და ისევ წვიმდა. მაინც წავედით. ისევ ქვრივიშვილების სასანთლე  ნიშშიშევსხედით, ვისხედით ერთმანეთს მიჭუჭკნულნი თბილად და მომავლის გეგმებს ვაწყობდით: ქარი რომ ჩადგებოდა, წვიმა რომ გადაიღებდა, ყინვა რომ წამოვიდოდა დათრთვილი გაიფინებოდა, მაშინ კორძიანებში წავიდოდით და  თრთვილდადებულ კვრინჩხს ვჭამდით, თრთვილდადებულ კვრინჩხს და, თუ დიდები წამოგვყვებოდნენდიდ ტყეში, წითლად ჩაღუდღუდებულ თამელსაც, თამელი მაღალ, ცაში ასულ ხეებს ასხია. დათვს რომ ჩამოყრა მოუნდება, დაებღაუჭება, დააჯანჯღარებს და წამოვახრიალით. თამელზე ვაჟკაცური საჭმელი რაღა იქნება!

აი, ამ ვაჟკაცური საჭმელებით დავიზარდენით ჩვენ. დათას ხუთი ბიჭი ჰყავს, გიგას _ ოთხი, მე ცოტა ნაკლები, მაგრამ მაინც ბიჭები.

ქარი რომ უბერავდა და თან

თოვლის ფიფქები მოჰქონდა

ახლა მე თვითონა ვარ პაპა. მაშინ კი, რომელი საღამოც სევდიან სურათად მიდგას თვალწინ, პატარა ვიყავი. ქარი უბერავდა, თან თოვლის ფიფქები მოჰქონდა, გაჩქარებული აყრიდა ფანჯარას. მე და ჩემი ბიძაშვილები ვისხედით ტახტზე, პაპა თლიდა ხის კოვზს და თან გვიყვებოდა თავისი ობლობის ამბავს. მოუყევით თქვენიწინაპრების ობლობის ამბებიც თქვენს შვილებს, შვილიშვილებს!

_ დედაც რომ მოგვიკვდა, _ მშვიდად ამბობდა პაპა, _ მე ვიყავი რვა წლისა, ჩემი პატარა და, ნინო, ოთხი წლისა. შეშინებული დიდი თვალები ჰქონდა, პატარა პირი კიდევ _ სულ ღია, შოშიას ბარტყივით, გაფარჩხული ხელები სულ ჩემკენ ჰქონდა გამოწვდილი.

დედაჩემის დამარხვის მესამე დღეს მოგვხვია უფროსმა, გათხოვილმა დამ ხელი, მიგვიხუტა და ცრემლების ღაპაღუპით წაგვიყვანა თავისთან. ვიყავით იქ, იმათ მიწურში. მაშინ უმეტესობას მიწურები გვქონდა. მარტო წინ იყო მთლიანი კედელი. იმ კედელში _ ცალფრთა კარი და ერთი სანათური. დანარჩენი _ სანახევროდ მიწაში! დანჯღრეული ღუმელი გვედგა. იქიდან კვამლი მაღლა ადიოდა, ბანზე, ბანიდან _ ცაში.

მე და ნინო სულ ერთად დავდიოდით, ერთადვე გვეძინა. ჩამიყოფდა თმაში ხელს, თან მიფაჩუნებდა, თან ეძინა. თითქოს ძილშიც კი ეშინოდა, არ გავპარვოდი.

ჩემი დის ქმარი, უბირი, უბირობით თვალებდაჭყეტილი, სხვა სოფლებში დაიარებოდა დღიურ სამუშაოზე ბარით. წავიდოდა და დაიკარგებოდა. ჩვენ იმის წასვლაგვიხაროდა. დაგვსხამდა დარო, გვიყვებოდა ზღაპრებს და გვეფერებოდა. რომ გვეფერებოდა, თან ცრემლი ჩამოსდიოდა. მე ვბრაზობდი იმის ცრემლებზე, თავი უკვე დიდიმეგონა, ის კი ისევ _ გვიკერებდა დაძონძილ ტანსაცმელს და ნემსსაც ცრემლს მიაყოლებდა. გაგვიკეთებდა ღარიბების შეჭამანდს, სიმინდის ფაფას ან ლობიოს, დაგვისხამდა, გვაჭმევდა, თვითონ კიდევ _ გვიყურებდა.

მობრუნდა ერთხელ იმისი ქმარი სამუშაოდან, კიდევ უფრო შავი, თვალებდაჭყეტილი. რაღაცნაირად ფინთად მოეგრიხა სახე, დააგდო გუდა, მიჯდა ცეცხლთან, დაუწყოგინება ცასა და მიწას. ქარი უბერავდა, ციოდა, თოვლის ფიფქები მოჰქონდა. იჯდა. აწვალებდა ცეცხლს, იგინებოდა. დარო ეწვდებოდა ხელებში, _ რა იყოო, კაცოო, რადაგემართაო. _ ჭირი და ჯანდაბა ჩემი თავისთვისაო. მე და ნინო თითქმის ვეღარ ვსუნთქავდით, აღარ ვიცოდით, სად გავჩერებულიყავით. გავაღეთ კარი, გავედითგარეთ. იქიდან სადღა წავსულიყავით? ცივი ქარი მოზუზუნებს, ცივ ფიფქებს გვაყრის. ვიდექით ფარღალალა დერეფანში ერთმანეთს მიკრულნი და იქ გავიგონეთ, დაროსუყვიროდა ქმარი:

_ ახალი წელიც ეგრე უნდა დამაკვებო, არა?! ჩემი არაფერი მყავდეს და სხვისი შვილები უნდა დამაკვებო, არა?!

გამოვიდა დარო, ტირილით მოგვხვია ხელი, წამოგვაფარა დედაჩვენის ნაქონი ძველი შალი და წამოვედით იმ შალქვეშ მოკუნტულები ჩვენს სახლში. ჩვენს ცივ დაუპატრონო მიწურში. ძლივძლივობით დავანთეთ ცეცხლი. _ ნუ გეშინიათ, გენაცვალეთო, _ გვეუბნებოდა აცახცახებული დარო, _ ნუ გეშინიათ, თქვენ შემოგევლეთო, სხვისსახლსა და დაყვედრებულ ლუკმას თქვენი სახლი გერჩივნოთო. გაგვიკეთა ხავიწი, ფაფასავით იყო, ოღონდ წმინდა ფქვილისა, დაგვიდგა, გვაჭამა. ვახშმისთვისაცდაგვიტოვა ნახევარი, _ მე სულ თქვენთან ვიქნები, თქვენ დაგენაცვლეთ, წავალ და ისევ მალე მოვალ, მე სულ თქვენთან ვიქნებიო. მე, ხომ ვთქვი, დიდი მეგონა თავი, მაინც ცრემლს ძლივს ვიკავებდი და ისე ვეუბნებოდი: _ წადი, დაო. მე გავუკეთებ ყველაფერს ნინოს, მე ვაჭმევ, მე დავაძინებ, შენ ნურაფრისა შეგეშინდება, შენ წადი, დაო-მეთქი. იტირა დარომ, დაგვკოცნა, ჩაგვიხუტა. _ კარი დაუკეტავი არ დაგრჩეთო, _ მოიკუნტა დედაჩემის შალში და წავიდა დაღუღული იმ ქარში.

დავრჩით მთლად მარტონი. მე, როგორც გითხარით, რვა წლისა, ნინო _ ოთხისა. ჩავკეტეთ ურდულით კარი. მივედი სანათურთან, მოვიდა ნინოც. ავიყვანე, დავისვი წინდა ეგრე ვიყურებოდით გარეთ. გარეთ ბნელდება, ქარი ძლიერდება, უფრო ხშირად მოაქვს ფიფქები.

დედა რომ ცოცხალი იყო, ძროხაც გვყავდა, ღორიც, ქათმებიც. ძროხა დედის დამარხვაზე დაკლეს. ქათმები და ღორი დარომ წაიყვანა, მე მოვუვლიო. კატა გვყავდა ერთი, კატაც აღარ დაგვხვდა შინ, ისიც სადღაც სხვაგან წასულიყო, თაგვებიც კი წასულიყვნენ ჩვენი სახლიდან. ვისხედით მე და ნინო და ყურს ვუგდებდით ქარს. მაშინ ჩვენსსოფელში აქა-იქ თუ იდგა ხეები, წასული იყო აესე სულ ბანები და იმ ბანებზე წეწავდა ქარი კვამლებს. _ ვუუ-ვუუ! _ ისმოდა საკვამურიდან. მეკვრის შეშინებული ნინო დამეკითხება: _ დედა სულ, სულ წავიდა და აღარასოდეს აღარ მოვაო? _ მოვა, გენაცვალე, მოვა-მეთქი. _ როდის მოვაო? _ ერთ ლამაზ ღამეს. _ როდის იქნება ეგ ლამაზიღამე? _ მალე, მალე. _ დარო? დაროც მალე მოვა? _ დაროც მოვა. შენ ნურაფრისა გეშინია. მე ხანჯალი მაქვს. _ წავედი, გამოვიღე განჯინიდან ხანჯალი, ვეწვალე, ამოვაძრექარქაშიდან და ვაჩვენე. _დავიდებთ ამ ხანჯალს თავთით და ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს, აესე ვატაკებ პირდაპირ. _ ნინოს იმ ხანჯლისა უფრო შეეშინდა. წაიღეო, ისევდამალეო. ჩავაგე ქარქაშში, დავმალე განჯინაში. შევუკეთე შეშა ღუმელს და დავსხედით ისევ ტახტზე. _ ოქროსთმიანი და-ძმის ზღაპარი მიამბეო, _ შემეხვეწა ნინო. მომადო თავი მხარზე და მოემზადა მოსასმენად. მოვუყევი ის ოქროსთმიანი და-ძმის ზღაპარი. რომ დავამთავრე, მითხრა, _ მე და შენაც ხომ ოქროს თმები გვაქვსო? _ მაშა-მეთქი, მაშა! _ დაღამდა. ავანთე პატარა ლამპა. ვაჭამე ნინოს დარჩენილი ხავიწი, დავალევინე წყალი, მეცა ვჭამე ცოტა. გავუთბე საბანი ღუმელთან, დავაწვინე, დავახურე. შენც დაწექიო. მე ჯერ ცოტა ხანს ვიჯდები-მეთქი. ვიჯექი დიდივით, ჩავყურებდი დანჯღრეული ღუმელიდან გამონადენი ცეცხლის შუქს და ვფიქრობდი: მე დიდი ვარ, წავალ, მეწისქვილეს მივეხმარები, სარეკელებს ვუყარაულებ, დავუგვი, გავეგზავნები, საცა მეტყვის, და ერთ ჯამ ხრილს ყოველდღე მომცემს. გავუკეთებ იმ ხრილით ნინოსფაფას და მე გავზრდი…

ნინო კი, საბანში გახვეული, მოკუნტული, თვალმოუშორებლივ მიყურებს. ვატყობ, ეშინია. მეც მეშინია ცოტა. წავედი, მოვიტანე ხანჯალი, ამოვდე მუთაქის ქვეშ. ნინო ისევმეუბნება, _ მაგ ხანჯლისა უფრო მეშინიაო. _ მე ვუცინი, _ მაგ ხანჯალმა უნდა გვიყარაულოს-მეთქი. მაშინ შენც დაწექიო. ჩავკუნტდი ღუმელთან, გავახვიე ნაცარშიღველფი, ჩავაქრე ლამპა და დავწექი. მომადო თავი გულთან, ჩამიყო თმაში ხელი, მიფაჩუნა, მიფაჩუნა და დაიძინა. მეც დამეძინა.

რომ გამეღვიძა, გათენებული იყო. ქარი აღარ ქროდა, თოვლი დაედო თხლად. ციოდა, ციოდა. ისე ავდექი, ნინოს არ გაღვიძებოდა. ჩავიცვი, გავქექე ღველფი, დავაწყეწკირები, ავანთე ცეცხლი. გაეღვიძა ნინოსაც და შემომღიმა. _ რა კარგად მეძინა, რა კარგი სიზმრები ვნახეო. _ რა ნახე-მეთქი. _ სულ ყვავილებში დავრბოდი, დამდევდნენთამაშით ბატკნებიო. _ ვუშველე ჩაცმა. არ უნდოდა, მაგრამ მაინც გარეთ გავიყვანე და იქ დავაბანინე პირი. ცოტა ხავიწი ისევა გვქონდა, ცოტაც წყალი დავასხი, გავათბეთდა ისა ვჭამეთ. მერე კაკლებიც მოვნახე, დავამტვრიე, ლებნები ღუმელზე გავხუხე და ისინიც ვაჭამე ნინოს. გვქონდა ვაშლი და ჩირიც. ნინო იძახდა, რა კარგიაო. თან კარგიიყო ესე, ჩვენ ორის მარტოობა, თან მაინც მეკითხებოდა, დარო როდის მოვაო. შემოიღო კარი, დაროს მაგივრად შემოვიდა კარიაულების ბებერი, პატარა, მობუზული. წინსაფრის ქვეშიდან გამოიღო და მაგიდაზე დადგა პატარა ჯამი, ზედ გადატეხილი პური ჰქონდა დაფარებული. ჯამში ხიწიწი იყო. ეს ხიწიწი ჭამეთ, შვილებო.. თუმოგეწყინოთ, ჩვენთან გადმოდითო. შეშა გაქვთო? შეშა გვქონდა, დედაჩემის დამარხვაზე მოგვიტანა უბანმა. დაჭრა უნდოდა, მაგრამ დავჭრიდი. წავიდა კარიაულებისბებერი. ხიწიწიც ვჭამეთ, პურიც. მერე გარეთ გავედი, ცული ავიღე და შეშის დაჭრა დავიწყე. ნინოც გარეთ იყო და მიყურებდა. სციოდა, კანკალებდა, შინ მაინც არშედიოდა.  ვიწვალე, ვიწვალე და რამდენიმე ნაჭერი ძლივს გადავღიჯნე. მოვიდა მესტვირიანთ მიხა, მაშინ უკვე დიდი ბიჭი, საყდრის წინ აჭიდავებდნენ ხოლმე, წამომისვა ხუმრობით თავში ხელი, გამომართვა ცული და იმდენი შეშა დაგვიჭრა ხელად, ერთ კვირას გვეყოფოდა. წაგვიყვანა თავიანთსა, ვიყავით იქ თბილად. ნინო დაიმათი გოგო თამაშობდნენ, მაგრამ მალე ისევ ჩვენი შინა მოგვინდა და წამოვედით. გვენთო ცეცხლი და გავიყურებოდით გარეთ, მოვიდა დაროც. დაგვფოფინებდა დაცრემლი ჩამოსდიოდა. მე ვუთხარი, _ ნუ სტირი, დაო, არ დავინახო, რომ იტირო-მეთქი. ეტყობა, ისე ვუთხარი, გაეღიმა და გაჩუმდა, აღარ ვიტირებო, დაგვიგავა სახლი, გაგვიკეთა შვინდის შეჭამანდი, დაგვარიგა, კიდევ წამოუვიდა ცრემლი და, თითქოს ჩემი მოერიდაო, წავიდა. საღამოს ხანზე ჩვენთან გადმოვიდნენ მესტვირიანთ პატარაგოგო და კარიაულები, ძმები, ბიძინა და გიგო. მოგვიტანეს ორი დიდი, გემრიელი კუტი და ორიც თევზი, მიხას დაეჭირა ოჩხში. იყვნენ კარგა ხანს, გაგვართეს და წავიდნენ. დავრჩით ისევ მარტონი, მაგრამ უკვე გაყოჩაღებულები, ნინოსაც კი აღარ ეშინოდა ძალიან.

მაინც იმ ღამესაც ხანჯალი ამოვიდე მუთაქის ქვეშ. მეორე დღეს კი ბარი ავიღე, გავედი და საკარტოფილე მიწის ჩიჩქნა დავიწყე. ძნელი იყო, მიწა მაგარი იყო, მაგრამ მაინცავჩიჩქნიდი. მამაჩემის ფარაჯაში გახვეული ნინოც იქ მედგა. ვინც კი დამინახა, ყველა მოვიდა, _ უუხ, შენს ვაჟკაცობას ვენაცვალე, ბიჭოო. ეგრეო, ეგრეო! მოვიდოდნენ, გამომართმევდნენ ბარს და მიბარავდნენ. ერთი რომ წავიდოდა, მეორე მოდიოდა. იმ დღეს ნახევარი შემოღობილი გადავბარეთ. მოვიდა, მოჩაჩუნდა ისევ კარიაულებისბებერი. ახლა ანტრია მოგვიტანა, ჭამეთო, შვილებოო, არ მოიმშიოთო. დღეს, ხვალ, დღეს, ხვალ და, ბოლოს… აი, ჩვენც დავიზარდეთ. მეც დიდი ვარ, _ გაშალა პაპამმხრები და გაიღიმა, _ ნინო პაპიდაც დიდია ქიზიყში, იმას უფრო მეტი შვილები და შვილიშვილები ჰყავს…

უცებ პაპა ისევ დანაღვლიანდა.

_ აღარ არის კარიაულების ბებერი, შვილებო, აღარც მესტვირიანთ მიხას დედა, აღარც სხვები, ლუკმას რომ გვინაწილებდნენ ტანჯული ხელებით, აღარ არის ჩვენისაცოდავი დაროც. მაგრამ არ გამქრალა და არც გაქრება იმათი მადლი. მივდივარ ხოლმე ჩაფიქრებული და ასე მგონია, მივიხედავ უკან და დავინახავ პატიების ღიმილითჩემკენ გამოწვდილ პურს. იმ პურის დანახვაა და, რაც უნდა აძაღლებული ვიყო, ვმშვიდდები.

პაპამ კოვზის თლას თავი ანება, თვალები გაუშტერდა, ჩვენ მივედით, მივეხურხლეთ აქეთ-იქიდან მელიის ლეკვებივით.

გარეთ ისევ ქარი უბერავდა, თოვლის ფიფქები მოჰქონდა და გაჩქარებული აყრიდა ჩვენი ფანჯრის მინებს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button