ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიდანაშაული

დარქნეტში გავრცელდა კრიპტოტრეიდერების პირადი მონაცემები

CryptoTrader.Tax –  ციფრულ აქტივებში საგადასახადო დეკლარაციების მიწოდებისთვის განკუთვნილი პლატფორმა უცნობმა ჰაკერმა გატეხა. 

შედეგად გატაცებულ იქნა ათასზე მეტი კრიპტოტრეიდერის პირადი მონაცემები. ჰაკერმა შეძლო წვდომის მიღება პლატფორმის მხარდაჭერის ცენტრის თანამშრომლის ექაუნთზე და გახსნა 1082 მომხმარებლის ინფორმაცია, მათ შორის მათი სახელები, ელექტრონული მისამართები, საგადახდო სისტემის პროფილები და კრიპტოსავალუტო ოპერაციების ფინანსური ინფორმაცია. 

ამჯამად ჰაკერი ცდილობს ეს ინფორმაცია დარქნეტ-ფორუმზე გაყიდოს. 

CryptoTrader.Tax იმართება Coin Ledger Inc.-ის მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ ვალუტაში გადასახადის ანგარიშგების ავტომატურ მომსახურებას 36 კრიპტო ბირჟაზე მონაცემების აკუმულირებით. სერვისმა პოპულარობა მოიპოვა შიდა შემოსავლების სამსახურის (IRS) გააქტიურების შედეგად. 

პლატფორმის თანადამფუძნებელმა დევიდ კემერერმა დაადასტურა დაჰაკვის ფაქტი და აღნიშნა, რომ მონაცემები მოპარულ იქნა 7 აპრილს, თუმცა პლატფორმას არ მოუხდენია ფაქტის ოფიციალური აფიშირება. მომხმარებელთა მხარდაჭერის ანგარიშზე წვდომის მიღების  შემდეგ ჰაკერმა ატვირთა ფაილი ინფორმაციის 13,000 ხაზით. 

მოპარულ ფაილებში აგრეთვე შედის მარკეტინგული შეტყობინებები, რეფერალების ნომრები და საკომისიო შემოსავლები. 

კემერერმა აღნიშნა, რომ გამოძიების მსვლელობისას პლატფორმის უსაფრთხოების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ პლატფორმის არც ერთი მომხმარებლის ექაუნთის პაროლი არ იყო გატეხილი. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ყველა დაზარალებულმა მომხმარებელმა მიიღო ინფორმაცია შემთხვევის შესახებ და მათ მოეთხოვათ ზომების მიღება ექაუნთის უსაფრთხოების დონის ამაღლების შესახებ, ასევე პაროლების შეცვლა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button