Mastercard-ი შეუერთდა საგანმანათლებლო ინიციატივას ბლოკჩეინ-ანტრეპრენერებისთვის
ბლოკჩეინ-აქსელერატორ MouseBelt-ს 11 ახალი წევრი შეუერთდა, მათ შორისაა საგადახდო გიგანტი Mastercard – გვაცნობებს CoinDesk.
სხვა მონაწილეებს შორის არიან Ripple, ბირჟა Binance, აგრეთვე Neo-ს, KuCoin-ისა და Ethereum-პროექტ Matic Network-ის წარმომადგენლები.
MouseBelt-ის ინიციატივა მიზნად ისახავს ბლოკჩეინ-ანტრეპრენერების ტრენინგებს ოთხმოცზე მეტ სტუდენტურ ასოციაციაში სხვადასხვა ქვეყანაში. ძველად მას შეუერთდა 13 კომპანია, მათ შორის Stellar, TRON და Wanchain.
MouseBelt-ის წევრი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ დაფინანსებასა და რესურსებს სწავლებისთვის, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეიმუშავონ სასწავლო გეგმები და თვალყური მიადევნონ ბლოკჩეინ-ინდუსტრიის აქტუალურ სიახლეებს.
შეგახსენებთ, რომ Mastercard დიდი ხანია დაინტერესებულია ბლოჩეინითა და ციფრული ვალუტებით და უკვე მიიღო პატენტები მულტისავალუტო ბლოკჩეინ-სისტემის ტექნოლოგიაზე, ასევე კრიპტოსავალუტო ტრანზაქციების დამუშავების დაჩქარების მეთოდებზე.