Zcash ქომიუნითიმ მხარი დაუჭირა მაინინგის ჯილდოს განაწილების ახალ მეთოდს
ფოტოს წყარო: The Block
კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტა Zcash-ის ქომიუნითიმ ხმის მიცემით განსაზღვრა ქსელში მაინინგის ჯილდოების განაწილების ახალი სქემა.
გადაწყვეტილების თანახმად მაინერები კვლავ მიიღებენ 80%-ს, მონეტის დეველოპერიკომპანია Electric Coin Company მიიღებს 7%-ს, ორგანიზაცია Zcash Foundation კი — 5%-ს. დანარჩენი 8% გადაეცემა გარე ანტრეპრენერებს გრანტის სახით.
ჯილდოს განაწილების ახალი სტრუქტურა ძალაში შევა 2020 წლის ნოემბერში, თუკი Zcash Foundation და Electric Coin Company დაადასტურებენ ცვლილებებს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს კრიპტოვალუტების ცნობილ წარმომადგენლებს შორის დავა იყო Zcash-ის ფასეულობის შესახებ. ცნობილი ტრეიდერი WhalePanda ვარაუდობდა, რომ პროექტი Zcash ჩავარდებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ აქტივის კაპიტალიზაცია ჯერ კიდევ DOGE-ის ქვემოთ იყო ინვესტირების რაუნდის შემდეგ.