კომპიუტერული ტექნოლოგია

ცნობილი გახდა მეათე თაობის Intel Core პროცესორების გაყიდვის თარიღი

მეათე თაობის Intel Core პროცესორების შესახებ ხმები პერიოდულად ვრცელდება. ინფორმაციის თანახმად, გველოდება მაღალი წარმადობის მონსტრები ათი ფიზიკური ბირთვით, რომელთა ტაქტის სიხშირე 5 გჰც-ია, TDP-ის დონე კი საკმაოდ მაღალი. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამაში გასაკვირი არაფერია, რადგანაც ჩიპები იწარმოება მოძველებული 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ახალახანს ცნობილი გახდა ახალი პროცესორების გამოსვლის მიახლოებითი თარიღი. 

ინფორმაციის წყარო გახდა ცნობები Intel Z490 დედა დაფების გამოსვლის შესახებ. ინტერნეტ-წყაროები ამტკიცებენ, რომ დაფების გაყიდვა დაიწყება 2020 წლის მაისში. ცნობილია, რომ ახალ LGA 1200-ზე პროცესორების გამოშვება გამორიცხულია შესაბამისი დედა დაფების გარეშე. აქედან გამომდინარე, ამ დროისთვის მზად უნდა იყოს საკმაოდ ბევრი დაფა მასიური გამოშვებისთვის. 

image.png

Comet Lake LGA1200-ის მთავარი მახასიათებელი იქნება კვების მიწოდების გაუმჯობესებული სისტემა. გარდა ამისა, დედა დაფებს არ ექნება უკუთავსებადობა ამჟამად არსებული თაობის პროცესორებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა კომპანიამ უკვე დაამზადა დედა დაფების რამდენიმე ვარიანტი Intel Z490 ჩიპსეტზე, თუმცა ოფიციალური ანონსი ჯერ არ შემდგარა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button