ახალი ამბებიტექნოლოგია

Tesla-ს ელექტრომობილები დამოუკიდებლად აუვლიან გვერდს გზებზე არსებულ ღრმულებს

კომპანია Tesla ისწრაფვის, რომ მისმა ელექტრომობილებმა შეძლონ ნებისმიერ გზაზე დამოუკიდებლად მოძრაობა. იდეალურ შემთხვევაში, ეს განაპირობებს ავარიების ნულამდე შემცირებას, ამჟამად კი ავტომატური პილოტირების სისტემა არც ისე მაღალ დონეზეა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ვითარება ეტაპობრივად უმჯობესდება და სისტემას ახალ-ახალი შესაძლებლობები ემატება. ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს ავტომობილები შეძლებენ დამოუკიდებლად აარიდონ თავი გზებზე არსებულ ღრმულებს – ამჟამად სისტემას ამის გაკეთება არ შეუძლია და მძღოლებს უწევთ მსგავს შემთხვევებში საჭის მართვა თავად აიღონ ხელში.

კომპანიის მოთხოვნაა, რომ ავტოპილოტის ჩართვისას მძღოლები მუდამ მზად იყვნენ ნებისმიერ დროს გადავიდნენ საჭის ხელით მართვაზე. ვებ-გვერდ Electrek-ის ავტორის, ფრედ ლამბერტის თქმით, დაახლოებით 300 კილომეტრიანი მგზავრობისას მას ძალიან ხშირად მოუწია საჭის მართვა. საქმე ის გახლავთ, რომ Tesla-ს კამერებს და ავტოპილოტის სისტემას ჯერჯერობით არ შეუძლიათ დაინახონ და ამოიცნონ გზაზე არსებული ორმოები, შესაბამისად ვერ უვლიან გვერდს, ამიტომაა საჭირო მუდამ სიფრთხილე, რომ ავარიები თავიდან იქნეს აცილებული.

image.jpeg

Electrek-მა ამის შესახებ დაწერა თავის Twitter-ზე, გარკვეული დროის შემდეგ კი მასზე გამოჩნდა ილონ მასკის პოსტი – იგი ირწმუნება, რომ მომავალში განახლებული ავტოპილოტი შეძლებს გვერდი დამოუკიდებლად აუაროს ღრმულებს. ლამბერტის მონათხრობმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ავტოპილოტის ნაკლოვანებას და მისი გაუმჯობესების აუცილებლობას. 

ამასთან, ლამბერტმა დაწერა, რომ ეს 300 კილომეტრიანი მარშრუტი მთლიანობაში საკმაოდ კარგად წარიმართა. ელექტრომობილი ითვალისწინებდა უახლოესი ავტომობილების საჩქარეებსა და დაშორების მანძილს და მოწესრიგებულად ერგებოდა საგზაო მოძრაობას. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button