ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ვენესუელას Burger King-ის ქსელში კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება დაიწყო

Bitcoin და რამდენიმე სხვა კრიპტოვალუტა შეემატა გადახდის მეთოდის სიას ვენესუელაში არსებული სწრაფი კვების ქსელ Burger King-ში. 

კრიპტოვალუტების მხარდაჭერა რეალიზებული პროცესინგ-სერვის Cryptobuyer-თან პარტნიორობის წყალობით. 

Bitcoin-ის პარალელურად ხელმისაწვდომია გადახდა Ether-ით (ETH), Litecoin-ით (LTC), Binance Coin-ით (BNB) და Dash-ით (DASH), აგრეთვე Tether-ით (USDT). 

დღესდღეობით კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება შესაძლებელია კარაკასში მდებარე Burger King-ის მხოლოდ ერთ ფილიალში, თუმცა მიმდინარე წლისთვის კომპანია გეგმავს გააფართოვოს სერვისი ქვეყნის 40 დაწესებულებაში. 

ერთ-ერთმა მომხმარებელმა გააზიარა ფოტო, რომელიც გადაღებულია ზემოთხსენებული სწრაფი კვების ობიექტში: 

image.png

ვენესუელა კვლავ მწვავე ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, რომლიც გადაჭრას ნიკოლას მადუროს ხელისუფლება ნაწილობრივ ცდილობს ეროვნული კროპტოვალუტა El Petro-ს გამოყენებითა და უცხოურ ვალუტაზე წვდომის შეზღუდვის მეშვეობით. 

გარკვეულ შემთხვევებში El Petro ერთადერთი საშუალება გახლავთ ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების საფასურის გადასახდელად, როგორიცაა პასპორტის ფასი. გარდა ამისა, 2018 წლის ბოლოს ვენესუელის ხელისუფლებამ დაიწყო საპენსიო დანაზოგების გადატანა El Petro-ზე. 

აღსანიშნავია, რომ მცირე ხნის წინ Dash-ის წარმომადგნელებმა განაცხადეს, რომ ეს Altcoin-ი მეტად პოპულარულია ვენესუელაში ადგილობრივ მერჩანტებში, თუმცა ამის ფაქტობრივი დადასტურება არ არსებობს. 

გასული წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ Bitcoin-ის, როგორც გადახდის საშუალების მიღებას დაიწყებდა გერმანიაში არსებული Burger King-იც. 

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button