Hi-Techახალი ამბებიმსოფლიო

ჩინელმა სამხედრო ძალებმა შექმნეს მიკროტალღური იარაღი, რომელიც მწვავე ტკივილს იწვევს

ჩინელმა სამხედრო ძალებმა შექმნეს არამომაკვდინებელი მიკროტალღური იარაღი, რომლითაც ხდება კანქვეშა ნერვების პარალიზება და იწვევს ძლიერ ტკივილს. „აქტიური შეკავების მიკროტალღური სისტემა“ – ასე უწოდეს ტექნოლოგიას და იგი გამოყენებული იქნება მასობრივი არეულობების, ტერორისტების დაკავების დროს, აგრეთვე სახელმწიფო მოხელეების დასაცავად – წერს Global Times.

იარაღი შედგება მიკროტალღური რადარებისგან, რომლებიც მოწინააღმდეგეს უგზავნიან 0,4 მმ სიგრძის ტალღებს. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ იარაღის ზემოქმედება არ იწვევს სიმსივნეს და ფერტილურობის პრობლემას.

ტექნოლოგიამ გამოცდა წარმატებით გაიარა. დაგეგმილია, რომ იგი გამოყენებული იქნება როგორც ერთ პირზე შეტევისას, ასევე ადამიანთა დიდი ჯგუფის წინააღმდეგ. მიკროტალღური სისტემა შესაძლებელია დამონტაჟდეს ტრადიციულად, სტატიკურად. აგრეთვე შესაძლებელია მისი ტრანსპორტირება: შესაძლებელია რადარი დაყენდეს მცირე ზომის მიკროავტობუსის სახურავზე.

ამ სიახლემდე ადრეულ პერიოდში ჩინეთის არმიამ გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო დამაგნიტებული პლაზმის მქონე არტილერიული ჭურვები. მიიჩნევა, რომ ამგვარი ჭურვები გამოყენებული იქნება ტრადიციული სროლის მეთოდის იარაღებში.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button