Bitcoin-ის მფობელებმა 2019 წელს განახორციელეს 673 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ტრანზაქციები
2019 წელს მომხმარებლებმა მოახდინეს Bitcoin-ის ქსელში 673 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით გადარიცხვები. ეს მაჩვენებელი 11%-ით მცირეა 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რასაც მოწმობს ანალიტიკური სერვის Coinmetrics-ის მონაცემები.
ამასთან, ხსენებული მაჩვენებელი ოთხჯერ მეტია, ვიდრე ტრანზაქციების ერთობლივი ღირებულება 2009-დან 2016 წლამდე პერიოდში, აღნიშნა ლარი ჩერმაკმა The Block-იდან.
იმ შემთხვევაში კი, თუკი არ გადავიყვანთ USD-ეკვივალენტში, მომხმარებლებმა განახორციელეს 92 მლნ BTC-ის onchain-ტრანზაქცია.
Coinmetrics-მა გადარიცხვების ანგარიშებიდან გამორიცხა მისამართები, რომლებიც ერთ მომხმარებელს ეკუთვნოდა, ასევე სხვა მსგავსი ტრანზაქციები, რომლებშიც ერთი და იგივე კოინების ტრანზაქციები ხდებოდა. სერვისში აგრეთვე გაითვალისწინეს ბირჟების ცივ საფულეებში მიმდინარე მოძრაობები.
დოლარით გამოსახვის კუთხით ტრანზაქციების მოცულობამ Ethereum-ის ქსელში შეადგინა Bitcoin-ის მაჩვენებლის მხოლოდ 13%.
Onchain-ტრანზაქციების მოცულობა მჭიდროდ კორელირებს Bitcoin-ის ფასსა და სავაჭრო მოცულობასთან – რაც უფრო მაღალია პირველი მაჩვენებელი, მით მაღალია ფასი და მოცულობა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ათი წის განმავლობაში Bitcoin-ის ღირებულებამ 9 000 000%-ით მოიმატა.