ფილოსოფია

გურამ თევზაძე – სოლომონ დოდაშვილი ნეოპლატონიზმის შესახებ

სოლომონ დოდაშვილი (1805-1836) იმ გამორჩეულ ქართველ მოაზროვნეთა რიგს მიეკუთვნება, რომელთაც ფილოსოფიური სისტემის შექმნა განიზრახეს. მიუხედავად იმისა, რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს, ვფიქრობ, მათი მემკვიდრეობის ყოველი ობიექტური მკვლევარი დამეთანხმება, რომ ამ მოაზროვნეებს აღნიშნული მიზნის დასახვის სრული უფლება ჰქონდათ. ამგვარი მოაზროვნეები იყვნენ: იოანე პეტრიწი (XII ს.) – პროკლე დოადოხოსის “ღმრთისმეტყველების საფუძვლების” და ნემესიოს ემესელის – “ბუნებისათვის კაცისას” მთარგმნელი და კომენტატორი. მას იმედი ჰქონდა, რომ ხელშეწყობის შემთხვევაში, ან თუნდაც, ნეიტრალურ გარემოში, შეძლებდა ქართულ ენაზე შეექმნა “ღვთის მეტყველება ნივთთაგან მიუხებელი” ე. ი. წმინდა იდეალისტური, მონისტური თეოლოგია (1.222).

შალვა ნუცუბიძე (1888- 1969). ქართული ფილოსოფიის ისტორიის, როგორც მეცნიერების ფუძემდებელი. მისმა შრომებმა: “ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა” (ბერლინი, 1926) და “ფილოსოფია და სიბრძნე“ (ბერლინი, 1931) დასავლეთის ფილოსოფიური აზრის მნიშვნელოვანი წარმომადგენლების ყურადღება დაიმსახურეს (მაგ. ბრუნო ბაუხის), ხოლო 40-ანი წლების ბოლოდან, ფსევრო – დიონისე არეოპაგელის იდენტიფიკაციისადმი მიძღვნილმა მისი გამოკვლევები წლების მანძილზე, საერთაშორისო მასშტაბით, მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მნიშვნელოვანი მოსაზრებების საფუძველი გახდნენ.

შალვა ნუცუბიძე

ამ რიგში უნდა დავასახელოთ ნ. ჰარტმანის ქართველი მოწაფე, მ. გოგიბერიძე (1897- 1949), რომელსაც ფაშისტურ გერმანიასთან კავშირის ყალბი ბრალდებით 1942 წ. სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს აქტიუბინსკის ოლქში სადაც გარდაიცვალა. მან 1922 წ. ქ. მარბურგში დაიცვა დისერტაცია თემაზე ”სალომონ მაიმონის აზროვნების თეორია კანტის ფილოსოფიასა და ლოგიკური იდეალიზმის შემდგომ განვითარებასთან მიმართებაში”. წიგნი იმავე წელს გამოიცა გერმანულად მარბურგში. 1926 წ. გ. გოგიბერიძემ თავისი მომავალი ფილოსოფიის სისტემის საფუძვლები განიხილა ნაშრომში – “ შემეცნების აქსიომატური დასაბამი”. ავტორი ხედავდა, რომ მაშინდელ სიტუაციაში ამ წიგნის გამოქვეყნებაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა. ამიტომ ხელნაწერს დააწერა: “გამოქვეყნდეს 25 წლის შემდეგ”. ფაქტობრივად ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ 45 წლის შემდეგ (3. I.).

მოსე გოგიბერიძე

ს. დოდაშვილმა 1827 წ. პეტერბურგში, რუსულ ენაზე გამოაქვეყნა „ლოგიკა“ (3). ახალგაზრდული გაბედულებით, მაგრამ შთამბეჭდავი საფუძვლიანობით, მან ნათლად მოხაზა თავისი მომავალი სისტემის გეგმა. იგი აცხადებდა, რომ სურდა აეგო ფილოსოფიის სრული კურსი, როგორც ანთროპოლოგია, ანუ ადამიანის მიერ საკუთარი თავის შემეცნება. ამ თვითშემეცნების შედეგი უნდა ყოფილიყო საყოველთაო მშვიდობის უალტერნატივობის დასაბუთება. იგი გულისხმობდა მშვიდობას ჩვენი ცნობიერების შინაარსის მოწესრიგების აზრით და მშიდობას საზოგადოებაში, ურომლისოდაც შეუძლებელია ადამიანური ცნობიერება და თვითცნობიერება. რამდენადაც მე ვიცი, ეს იყო პირველი მცდელობა კანტის მემკვიდრეობის საფუძველზე მშვიდობის მსოფლმხედველობის დასაბუთების. რაც შეეხება ქართულ კულტურას, უდავოა, რომ ს. დოდაშვილი პირველი ქართველი კანტიანელი იყო. მან იოანე პეტრიწის და შოთა რუსთველის მემკვიდრეობის გაცნობის შემდეგ დაინახა მის მიერ ფილოსოფიაში დასახული მიზნის შესაძლებელი კავშირი ქართული კულტურის ძველ ტრადიციებთან, კერძოდ იოანე პეტრიწის ქრისტიანულ ნეოპლატონიზმთან და უყოყმანოდ შეუერთდა მას, როგორც ძველი ქართული ფილოფიური და მსოფლმხედველობრივი აზრის განმსაზღვრელს.

ლოღიკა, სოლომონ დოდაშვილი

ცნობილია, რომ ს. დოდაშვილის “ლოგიკას” რუსეთში ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. ლენინგრადისა და მოსკოვის წამყვანი ჟურნალები წიგნის პრობლემატიკის სიახლესაც და გასაგებობასაც იწონებდნენ (5. გვ.67). ქართული ინტელიგენციის დიდი უმრავლესობა აღტაცებული იყო. ცნობილია ისიც, რომ საქართველოში დაბრუნებულ დოდაშვილს ფართო საგანმანათლებლო, პოლიტიკურ და თვით სამეურნეო საქმიანობაში მოუხდა ჩაბმა. ასე გასინჯეთ, რომ მას ცხენების გაწვრთნის შესახებ წიგნის თარგმნაც უხდებოდა. პოლიტიკური საქმიანობის შედეგი კი ის იყო, რომ 1832 წ. შეთქმულების მოსამზადებელი მუშაობისათვის იგი ოჯახით გადაასახლეს ციმბირში (ქ. ვიატკაში), სადაც გარდაიცვალა.

ტერმინს – “ნეოპლატონიზმი” ჩვენ ვერც დოდაშვილთან და ვერც მის გარემოცვაში ვერ ვიპოვნით. და ეს გასაგებიცაა, პლატონის (427-347) დიდი მემკვიდრეები პლოტინიდან (205-270) დაწყებული, პროკლეს, პეტრიწის და სხვათა გავლით, მარსილიო ფიჩინოთი, თუ კემბრიჯელი პლატონიკოსებით (ბ. უიჩკოტი  (1609-1683),  ჰ. მური (1614-1687), რ. კედვორთი (1617-1688) და სხვ.) დამთავრებული, დარწმუნებული იყვნენ, რომ ისინი სწორედ ნამდვილი პლატონიკოსები არიან თუმცა, სინამდვილეში პლატონისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ.

ევროპულ აზროვნებაში ტერმინ – “ნეოპლატონოზმის” და მისი შესაბამისი ცნების, პლატონიზმისაგან განსხვავებული მნიშვნელობის აღიარებას საინტერესო ისტორია აქვს. გვიანდელი კანტი (1724-1804) ზოგჯერ იყენებს ამ ტერმინს. ამ პერიოდში გამოიცა გერმანელი ფილოსოფოსის გ. მაინერსის (1747-1810) წიგნი: “ნეოპლატონური ფილოსოფიის ისტორია” (1783).

ი. გ. ფიხტეც (1762-1814) გარკვეულ ინტერესს იჩენს ნეოპლატონიზმისადმი და ეს გასაგებიცაა მისი ფილოსოფიის პრინციპიდან გამომდინარე, რომელსაც სურს ყო ველი არსებული მე-დან, როგორც თვითცნობიერებიდან გამოიყვანოს. შელინგი (1775-1854) მეტ ყურადღებას იჩენს ამ მოძღვრებისადმი თავისი “მითოლოგიის ფილოსოფიის” III წიგნში. მას უდავოდ მიაჩნია, რომ ნეოპლატონიზმი, ქრისტიანობასთან მისი ფაქტობრივი დაპირისპირების მიუხედავად. ქრისტიანობის, როგორც მსოფლმხედველობის, გავლენას განიცდის (12. 614). ჰეგელი (1770-1830) აგრძელებდა აღნიშნულ ფილოსოფოსთა აზრს და მიიჩნევდა, რომ ნეოპლატონიზმი ფილოსოფიისა და, საერთოდ, კულტურისათვის დიდი სტიმული იყო. მას ისეთი ავტორიტეტული თანამოაზრე ჰყავდა, როგორიც ვ. გოეთე იყო (1746-1832).

როგორც უკვე აღინიშნა არც შუა საუკუნეებში და არც აღორძინების ეპოქაში არ აქცევდნენ ყურადღებას პლატონისა და ნეოპლატონიკოსთა შორის მნიშვნელოვან განსხვავებას, რაც იმაზე დაიყვანება, რომ პლატონი დუალისტი იყო, პლოტინი კი – მონისტი. იმათ, ვისაც მათი პლატონისაგან განსხვავება უნდოდად, ნეოპლატონიზმს “ეკლექტიკურ კლოაკად” მიიჩნევდნენ. მათ მხედველობაში ჰქონდათ ნეოპლატონიკოსების მცდელობა: მთელი ანტიკური ფილოსოფია პლატონის პლოტინისეული გაგებისათვის დაექვემდებარებიათ (8. 755).

ცნობილია, რომ მარტო ნეოპლატონიკოსები არ იჩემებდნენ პლატონის მემკვიდრეობას. სხვა, რომ არ იყოს არისტოტელეც, ხომ პლატონის მემკვიდრე იყო, მაგრამ მისგან განსხვავებით, ნეოპლატონიკოსები არ იტყოდნენ: პლატონი მიყვარს, მაგრამ კიდევ უფრო მიყვარს ჭეშმარიტება. მათთვის ამგვარი განსხვავება არ არსებობდა: ყველა ჭეშმარიტება პლატონის ნაწერებშია, მოაზროვნის ამოცანა მხოლოდ მისი ნამდვილი გაგებაა.

დოდაშვილისთვის, ისევე, როგორც მისი თანამედროვეებისათვის პლატონელი იყო ყველა, ვინც სწორედ პლატონში ცდილობდა საკაცობრიო სიბრძნის ამოკითხვას, ვინც ჭეშმარიტებასა და პლატონის ნააზრებს შორის განსხვავებას მხოლოდ პლატონის გაგების დონით განასხვავებდა. მისთვის ამგვარი პლატონიკოსის სანიმუშო მაგალითია იოანე პეტრიწი, რომლსაც დოდაშვილი სრულ ნდობას უცხადებს, რომელიც შეუსწავლია და ფიქრობს მისი საკუთარი ძიებების მიზნის მისაღწევად, რუსთველის გვერდით, პეტრიწიც აუცილებელია. დოდაშვილის ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ: “ვიკრებ სიბრძნესა მამულისათვის. რა თავისი თავისთვის მხოლოდ, გინა ბედნიერებისათვის ვმუშაკობ, არამედ სიყვარულისათვის მამულისა, რათა ევროპამან ოდესმე ჰსცნოს ივერია, საშუალებითა წერილთა სარწმუნოთა“ (5. 12). ნათელია დოდაშვილი რუსეთს, კულტურის თვალსაზრისით, ევროპად არ თვლიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სერიოზული ჩართულობა რუსულ კულტურაში, ამგვ არ მიზანს გამორიცხავდა. ასევე ფიქრობდა, რუსეთისადმი მასზე უფრო ლოიალურად განწყობილი, მისი მასწავლებელი იონა ხელაშვილი.

ს. დოდაშვილი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ჩანს საფუძვლიანად გაეცნო პეტრიწის მემკვიდრეობას და დაუბრუნდა საქართველოში მსოფლმხედველობრივი ძიებების ძირითად მიმართულებას, რომელსაც ნეოპლატონიზმი განაპირობებდა.

იოანე პეტრიწი, მხატვარი კორნელი სანაძე

პეტრიწის ეპოქის საქართველოში სულ მცირე სამი მიმართულება შეიძლება გავასხვავოთ მსოფლმხედველობრივი ძიებების პროცესში:

I. ქრისტიანული, მაგრამ ძირითა დად არეოპაგიტიკაზე დამყარებული ნეოპლატონიზმი (ეფრემ მცირეს, როგორც “არეო პაგიტიკის”, ასევე “არეოპაგიტიკაზე” მაქსიმე აღმსარებლისა და სხვათა კომენტარების მთარგმნელის მეთაურობით);

II. ქრისტიანული, მაგრამ პროკლეს განაზრებებზე დამყარებული ნეოპ ლატონიზმი, რომელიც ცდილობდა შეეთანხმებია პროკლესა და პავლე მოციქულის მოძღვრებანი, (ამ ასპექტს იოანე პეტრიწი წარმოადგენდა);

III. ქრისტიანული არისტოტელიზმი, არსენ იყალთოელის მეთაურობით, რომლისთვისაც პლატონის ქრისტიანობასთან შერიგება დაუშვებელი იყო.

ს. დოდაშვილი თავის ნარკვევში – „მოკლე განხილვა ქართულის ლიტერატურის, ანუ სიტყვიერების” სავსებით ეთანხმება პეტრიწის მაღალ შეფასებაში ანტონ კათალოკოს (1720-1788) მიერ. ამ წერილის რუსულ ვარიანტშიც იგი პეტრიწს ძირითადად ანტონის სიტყვებით ახასიათებს: როგორც, პროკლემ დაიმსახურა პლატონის დიადოხის (მონაცვლის) სახელი. ასევეა პეტრიწი პროკლესთან მიმართებაში. მან გადმონერგა საქართველოში ანტიკური სიბრძნე (“ქართლი ჰქმნენ ათინანი”). იგი დიდი ფილოსოფოსია ( 8.).

აქ მოწაფესა და მასწავლებელს შორის საინტერესო განსხვავებაა. იონა ხელაშვილი მაინცდამაინც კმაყოფილი არ არის ძველი კულტურით. ჩვენო, ”ობოლნი სიბრძნისაგან” ვადიდებთ პეტრიწსა და რუსთაველს, და ანტონ კათალიკოსს, რუსები კი ლომონოსოვს და ა.შ. (11. 58), დოდაშვილს კი, პეტრიწი “უკვდავი თხზულებების” ავტორად მიაჩნია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა იმას, რასაც შემდეგ შ. ნუცუბიძე ქართულ რენესანსს უწოდებს, დოდაშვილთან ეს ისაა, რაც “საქართველოსა შინა იწოდებიან ოქროვან საუკუნედ” ( 9. 218). ადვილი წარმოსადგენია დოდაშვილის სიამაყე მას რომ საშუალება ჰქონებოდა პროკლე დიადოხოსის პეტრიწისეული და ჰეგელისეული შეფასე ბანი შეედარებია. ორივე ეს მოაზროვნე, 6 საუკუნით დაშორებულნი, პროკლეს ანტიკური ფილოსოფიის მწვერვალად თვლიან (1. 15 და 10, 474). პეტრიწის აზრით, პროკლემ პლატონის დიალოგების დაფარული აზრი ნათელყო. თანაც ისე, როგ ორც ეს პლატონს სურდა. პეტრიწისათვის სათაყვანებელია „მეგვიპტელი დიდი პლოტინოს, კათიგემონი (მასწავლებელი) პორფირისი“. ცნობილია მისთვის ასევე, „დიდი იამბლიქოსი“ (1. 107-8). მაგრამ პროკლეს იგი ყველაზე წინ აყენებს. ჰეგელისთვისაც პროკლე პლოტინზე გაცილებით შორსაა წასული და მას ზე გაცილებით უფრო კონკრეტულია (10. 474). იგი პლოტინზე უფრო ლოგიკურიცააა და მასზე უფრო ზუსტად მისდევს პლატონს (10. 475). რაგინდ საკამათოდ არ უნდა მივიჩნიოთ ეს აზრი დღეს, პეტრიწის პოზიციას აქვს არსებობის უფლ ება და ს. დოდაშვილს სჯეროდა მისი.

დოდაშვილისათვის ეს განპირობებულია არა მარტო საკუთარი კულტურის ძველი ტრადიციების პატივისცემით, ანდა ანტონ კათალიკოსის პატივისცემით. დოდაშვილი გვაუწყებს: „ჩუენცა საკმაოდ ყურადღებით წავიკითხეთ უკუდავნი თხზულებანი მისნი“. უმაღლესი შეფასების შემდეგ ს. დოდაშვილი განსაზღვრავს პეტრიწის ფუნქციურ ადგილს ჩვენი კულტურის ისტორიაში: „იქედან დაწყებული მამულსა შინა ჩუენსა განმრავლდნენ სწავლანი, განმრავლდნენ წიგნნი და სწავლულობანიც, ესეთ რომელ მეფობაი თამარისი იყო ელვარების ეპოქა სიტყვიერებისათვის ჩუენისა… რომ ესე საქართველოს შინა იწოდების ოქროვან საუკუნეთ“ (5. 218).

მაგრამ თუ დავუკვირდებით დოდაშვილის ფილოსოფიურ ინტერესებსა და ძველ ქართულ ფილოსოფიას და მსოფლმხედველობას შორის უფრო სიღრმისეული კავშირიც არსებობს, რომელიც კანტის ფილოსოფიის დოდაშვილისეულ ინტერპრეტაციას საინტერესოდ უკავშირებს ძველი ქართული კულტურის ზოგადსაკაცობ რიო ღირებულებებს. სახელდობრ, ესაა მშვიდობა, როგორც საზოგადოებრივი მდგომ არეობის, განსაკუთრებული ღირებულება ძველ ქართულ ლიტერატურასა და თეოლოგიაში.

კულტურული მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი ღირებულებას, რომელსაც განსაკ უთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე „ახალ აზროვნებაში“ სპეციალური საკურთხეველი ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა აუგეს, ეირენეს სახელით. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად მისი ღირებულების გაცნობიერება თანდათან იზრდებოდა. ჭეშმარიტი ქრისტიანობისათვის ქრისტე სწორედ მშვიდობის მომტანი და მისი გარანტია. კანტმა შრომაში – „რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში“ (1793), საერთო პრობლემა მშვიდობისა, ნათელყო, როგორც კონკრეტული პიროვნების, გარანტირებული არსებობა საზოგადოებაში, რამდენადაც იგი შეუცვლელი ღირებუ ლების მატარებელია და მისი „მხოლოდ საშუალებად გამოყენება“ რაიმესთვის დაუ შვებელია. დოდაშვილის ნააზრევში ამგვარი რამ შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მიღწეული იქნება ჩვენი ცნობიერების შინაარსის ჰარმონიული მოწესრიგება, ანუ მშვიდობა და ასევე, მშვიდობა საზოგადოებაში სადაც ეს ადამიანები არსებობენ („მშვიდობა ჩვენში და ჩვენდა“ ( 7. 44 ).

დოდაშვილისათვის, უდავოა, დიდი მნიშვნელობა ექნებოდა მის მიერ კანტის მო ძღვრების საფუძველზე დადგენილი უმაღლესი ღირებულების ნეოპლატონიკოს პეტრიწთან და ასევე რუსთველთან ნახვა, რომელიც პლატონის გარდა, დიდ ქრისტიან ნეოპლატონიკოსს, დიონისე არეოპაგელს, (“დივნოს ბრძენს“) ახასიათებს, როგორც ღმე რთის საიდუმლოების სიკეთის მონიზში დამნახავს. მისთვის ასევე საამაყო იქნ ებოდა ეფრემ მცირეს (XIს.) მიერ დიონისე არეოპაგელის სახელით ცნობილი, თეოლ ოგიური ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, („არეოპაგიტიკის“) თარ გმანი (დიდ თეოლოგთა კომენტარებითურთ), რომ ყოფილიყო მისაწვდომი. ამ ნაშრო მის პირველი წიგნის („საღმრთოთა სახელთავის“) XI თავის სათაურია – „მშვიდობი ათვის“ სადაც საინტერესო და საფუძვლიანი დასაბუთებაა მშვიდობის, როგორც ადამიანური არსებობის, მეტიც, სამყაროს მრავალგვაროვანი და დაპირისპირებული ვითარების საბოლოო მიზნის. მისი გამოსავალი ემპირიული გამოცდილების ფაქტია („ყოველსა უყვარს თავისი თავი“). ამდენად აქ მიმითებულია გზა სწორად გაგებული ეგოიზმიდან საერთო საკაცობრიო ღირებულებამდე: “მოვედ აწ, რაითა საღმრთოსა შესაკრებელ-დასაბამსა მშვიდობასა, ქებით შვიდობაისა მაქებელ ვიქმნ ნეთ, რამეთუ იგი არს ყოველთა შემაერთებელი და ყოველსა ერთნებაობისა და ერთ-განზრახვაობისა მოქმედი და დამბადებელი, ვინაიცა ყოველთა მისსა მიმართ სურის, რომელი იგი ყოველსა მას მიმოიგანყოფილსა სიმრავლესა ყოვლად ერთობ ად მოაქცევს და ტომითსა მას ბრძოლასა ყოველთასა ერთ-სახეობად თანამოკარვეობად შეაერთებს მისაღებელ მათდა ყოფითა, საღმრთოისა შვიდობისაითა” (15. 87).

როგორც ნეოპლატონიკოსისაგან მოსალოდნელი იყო, ამ “არეოპაგიტიკიოს” თავში, ისევე, როგორც მთელს წიგნში, საბუთდება ღმერთი, როგორც დაპირისპირებულთა ერთიანობა, მათი ჰარმონია, რომლის განმარტებას არისტოტელისეული ლოგიკით, ანუ ადამიანური განსჯით, მართალია ვერ გაიგებ, მაგრამ მისი დაშვების აუცილე ბლობამდე სწორედ ამ ლოგიკით და განსჯით მივდივართ. ეს ძირითადი აზრი – უმაღლეს ინსტანციაში დაპირისპირებულთა იგივეობის, ანუ ჰარმონიის შესახებ. პლოტინის შემდეგ, მამოძრავებელი იყო, როგორც თეოლოგიური, ისე ფილოსოფიური აზროვნებისათვის. კანტთან ეს აზრი მშვიდობის, როგორც კაცობრიობის მარადიული მიზნის დასაფუძნებლად იქნა გამოყენებული.

XX ს. დასაწყისისათვის ჰ. რიკერტის სახელოვანმა მოწაფემ, ე. ლასკმა (1875-1915) რომე ლიც ფილოსოფიური სისტემის აგებაზე იყო ორიენტირებული და საყოველთაო აღიარებით, ამის სრული უფლება ჰქონდა, თავის ღირებულებათა თეორიაში, ღირე ბულებათა ობიექტურობის ძიებაში, დაპირისპირებულობაზე მაღლა მდგომ ღირებუ ლელებათა დაშვების აუცილებლობა დაინახა. ამის გამო იგი XX ს. ნეოპლატო ნიზმის ამაღორძინებლად ითვლება. მსგავსი ორიენტაცია აიღო თავისთავადი ჭეშმარიტების ძიებაში, ალეთეიოლოგიის მამამთავარმა საქართველოში შ. ნუცუბიძემ, რომ ლისთვისაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდა ე. ლასკის ფილოსოფიური გზა.

ს. დოდაშვილმა, როგორც აღნიშნული იყო კანტის საფუძველზე მშვიდობის როგორც უმაღლესი ღირებულების დაფუძნების ძიებაში, სიამაყით მიიღო ქართველი ქრისტი ანი ნეოპლატონიკოსის იოანე პეტრიწის მიერ ინტერპრეტირებული პროკლე დიადო ხოსი, როგორც მისი საძიებელი ფილოსოფიური სისტემის ისტორიული და თეორი ული საყრდენი, რომელიც მას, კანტიანელს, საშუალებას აძლევდა ი. გ. ფიხტეს (1762-1814) ნააზრევში ნეოპლატონური ასპექტები სათანადოდ შეეფასებია. დოდაშვილისათვის, ისევე როგორც ზემოაღნიშნული დიდი ევროპელი მოაზროვნეებისათვის ნეოპლატონიზმი იყო საშუალება ფილოსოფია თეოლოგიისავე წიაღში მხევალის ფუნქციისაგან გაენთავისუფლებია. განსხვავებით თავისი პირველი მასწავლებლის იონა ხელაშვილისაგან, რომელიც თვლიდა, რომ, “ფილოსოფია მხევალ, ე.ი. მსახურ ღვთისმეტყველებისა არს, არა სახლსა შინა თვსა, არამედ კარებისა ბრჭეებისა ეზოსა ზედა“ (11. 225), დოდაშვილმა ჭეშმარიტი თეოლოგიის და ჭეშმარიტი ფილოსოფიის იგივეობის პეტრიწისეული პოზიცია გაითავისა საკუთარი კანტიანური მსოფლმხედველობის საფუძვლად.

მითითებული ლიტერატურა:

1. იოანე პეტრიწი, შრომები. ტ. 2.
2. Nuzubidze Sch. Wahrheit und Erkenntnisstructur”. Berlin/Leipzig, 1926.
3. Nuzubidze Sch. Philosophie und Weishait. Berlin/Königsberg 1931.
4. ნუცუბიძე შ. შრომები, ტ. I-IX. თბილისი 197ს-1985
5. გოგიბერიძე მ., რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი I.-IV. თბილისი 1970-1978.
6. Dodaev-Magarckий, С. И, Курс философии. ч.1, Логика. СПб. 1827
7. დოდაშვილი ს. თხზულებანი. თბილისი. 1989
8. ანტონ კათოლიკოსი, წყობილსიტყვაობა. თბილისი 1980
9. თევზაძე გ. სოლომონ დოდაშვილი. თბილისი 2005
10. Ritter J, Gründer K., Historisches Wörterbuch der Philosophie. B.6. Basel/Suttgart.
11. ქართული ეპისტოლარული წყაროების კორპუსი, VI-VII. (დედაბრიშვილი გ. რედ.). თბილისი 2000.
12. Hegel G.W. Fr., in 20 Bänden ., B.19. Surkamp 1970.
13. თევზაძე გ. ემილ ლასკის ფილოსოფიურ შეხედულებათა კრიტიკა. საქართვე ლოს მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნ. განყოფ. Mმაცნე N.5. თბილისი 1965.
14. Schelling Fr. I. W., Werke. Auswahl in 3 Bänden. B. III. Leipzig. 1907
15. პეტრე იბერი(ფსევდო-დიონისე არეოპაგელი).შრომები. თბილისი 1961

Guram Tevzadze – Solomon Dodashvili on Neo-Platonism

Solomon Dodashvili(1805-1836), the first Kantian Georgian philosopher, belongs to those few thinkers of Georgia who attempted to create their own philosophical system. Every impartial reader would acknowledge the legitimacy of such attempt.

These chosen few are : I. Ioane (John) Petrizi (12th c.) – a christian Neo-Platonian, the translator of «The Elements of Theology» by Proclus and the autor of comments to this translation ; II. S. Dodashvili – the author of the idea of the Philosophy of Peace, based on Kant`s teachings, III. Sh. Nutsubidze (1888-1969) – the author of Aletheialogical Realism («Wahrheit und Erkenntnisstruktur», Berlin 1926; «Philosophie und Weisheit», Berlin 1931), and IV. M. Gogiberidze (1897-1949), a disciple of N. Hart mann and the author of: «Solomon Maimon und die weitere Entwicklung des logi schen Idealismus» (Marburg 1922), and «The Axiomatic Basics of Knowledge» (written in 1926 and published posthumously in 1974).

The term «Neo-Platonism» was not used by S. Dodashvili: it had been newly introduced back then, and Neo-Platonians were traditionally referred to as «Platonians». In his own «Logics» (published in Russian, 1827, Saint Petersburg) Dodashvili is more of an Aristotelian, and biased towards Leibniz. After his return to Georgia, Dodashvili got acquainted with Petrizi`s works and openly took his side, while still remaining a Kantian philosopher. He considered Petrizi a champion representing the Georgian culture to the occidental civilization. S. Dodashvili`s path from Kant to Neo-platonism is similar to the one taken by Neo-kantian E. Lask (1875-1914), a renowned disciple of H. Rickerts.

17. XI1. 2009

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button