ისტორია

გამოსათხოვარი ტურფა პაპავას

შორეულ არგენტინაში, 96 წლის ასაკში, გარდაიცვალა აკაკი და თამარ პაპავების ქალიშვილი ტურფა პაპავა.

ბევრს გემახსოვრებათ ჩვენი ეროვნული სიწმინდის, თბილისის სიონის საკურთხევლის ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი გადასაფარებელის ისტორია. ეს ფარდაგი ეკუთვნოდა დავით მესამის დედას ქეთევანს, რომელმაც 1773 წელს იგი სიონს შესწირა. XIX საუკუნეში ფარდაგი უკვალოდ გაქრა. 1937 წელს გერმანიაში ემიგრაციაში მყოფმა აკაკი და თამარ პაპავებმა ერთ-ერთ კოლექციონერთან წააწყდნენ ფარდაგს და დიდი თანხით გამოისყიდეს. ომის შემდეგ არგენტინაში საცხოვრებლად წასულმა პაპავებმა, ეს ფარდაგი თან წაიღეს. თამარ და აკაკი პაპავებმა უცხოეთში ბედუკუღმართობის გამო მოხევრილი ძველი ქართული კულტურის არაერთი ნივთი შეიძინეს და დაკარგვას გადაარჩინეს. გასული საუკუნის 80-იან წლებში პაპავებმა ფარდაგი და სხვა ბევრი ქვეყნისთვის ღირებული ნივთი საქართველოს დაუბრუნეს.

1937 წელს პარიზში გამოქვეყნდა თამარ პაპავას წინგი „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“, რომელიც შემდგომ საქართველოშიც გამოიცა.

აკაკი და თამარ პაპავები, ქალიშვილები ტურფა და მზია პაპავები, საშა ჭეიშვილი (მზიას მეუღლე), ბერლინი; Berlin, from left to right Turpa Papava, Msia Papava (dougthers of Akaki and Tamar), Sacha Tcheichvili (Msia´s housband), Akaki & Tamar Papava

აკაკი პაპავა გარდაიცვალა 1964 წელს არგენტინაში. ანდერძის თანახმად გადმოასვენეს და დაკრძალეს საფრანგეთში ლევილის ქართულ სასაფლაოზე. 1976 წელს არგენტინაში გარდაიცვალა თამარ პაპავაც, ისიც განისვენებს ლეველში, მეუღლის გვერდით.

თამარ და აკაკი პაპავების საქმეს ღირსეულად აგრძელებდნენ მისი ქალიშვილები – მზია და ტურფა პაპავები. ემიგრაციაში მყოფთ ერთ წამსაც არ გაშორებიათ საქართველოზე ფიქრი და ნაღველი.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button