პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე სამრეკლო უდაბნოში

ზღაპრების თეთრი კვამლით
ქალთა სუნთქვაში დაფარული
ყვავილთა სუნი.
ოჰ! მე მომესმის შეყვარებულ
წამწამთ კანკალი,
და მიყვარს ქარი!
თან ფოლადივით ცივი სიტყვებით
ვეტყოდი ყველას:
იანვრის თოვლი, იანვრის თოვლი
აჭკნობს ჩემს სულში ნაადრევ იებს.
და ჩემი სული, როგორც სამრეკლო,
სწუხს:
ცოდვილ ხელებს,
დაფარულ ცოდვებს,
დამალულ ღალატს,
ნაზი ფრჩხილების გრძელ ზამბახებს.
სწუხს:
სხვაგვარ ცრემლებს,
თეთრ ბეჭდების თვლებს –
შიშველს, თეთრ ყვავილს…
სწუხს ჩემი სული – ვით სამრეკლო
ცის უდაბნოში.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button