ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Visa გამოუშვებს საკრედიტო ბარათს Bitcoin-ის ქეშბექით

ცნობილი გახდა, რომ კომპანია VISA პარტნიორებთან ერთად გეგმავს გამოუშვას საკრედიტო ბარათი არა ტრადიციული ფულის, არამედ Bitcoin-ის ქეშბექით. სიახლის შესახებ იტყობინება Forbes კრიპტო სტარტაპ BlockFi-ს მონაცემებზე დაყრდნობით. ეს უკანასკნელი გახლავთ Visa-ს პარტნიორი ზემოთხსენებულ პროექტში.

BlockFi-მ უკვე დაიწყო ახალ ბარათზე განაცხადების მიღება თავის ვებ-გვერდზე. ამჟამად გაწევრიანება შეუძლიათ მხოლოდ BlockFi-ს შევსებული ანგარიშის მქონე მომხმარებლებს. იანვარში ყველა მსურველს შეეძლება შეიტანოს განაცხადი ახალ ბარათზე, პირველი მომხმარებლები საკრედიტო ბარათებს მიიღებენ 2021 წლის გაზაფხულიდან.

არსებული მონაცემების თანახმად ახალი ბარათით განხორციელებული ყოველი ოპერაციიდან უკან დაირიცხება ფულადი თანხის 1.5%, რომელიც დაგროვდება, ავტომატურად დაკონვერტირდება Bitcoin-ებში და გადავა BlockFi-ს ანგარიშზე. სხვა მხრივ ახალი საკრედიტო ბარათები იმუშავებს სტანდარტული სახით. უნდა აღინიშნოს, რომ თავად ბარათი დამზადებული იქნება არა პლასტმასის, არამედ ლითონისგან.

ხსენებული შემოთავაზების ფარგლებში BlockFi 250 აშშ დოლარის ოდენობით Bitcoin-ში ბონუსებს ჩაურიცხავს მომხმარებლებს, თუკი ბარათის ხარჯები პირველი სამი თვის განმავლობაში 3 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს. ბარათის წლიური მომსახურების საფასური 200 აშშ დოლარს შეადგენს. კომპანია აღნიშნავს, რომ ეს იქნება პირველი საკრედიტო ბარათი კრიპტო სამყაროში.

თავდაპირველად, საკრედიტო ბარათები, რომელთაც აქვთ Bitcoin-ით ქეშბექი, მხოლოდ აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, BlockFi აცხადებს, რომ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ასევე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბარათის მიღების მსურველთა სიაში, რათა დროულად მიიღონ ინფორმაცია მომავალში პროექტის ახალ ბაზრებზე შესვლის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ Visa უკვე მონაწილეობდა კრიპტო პროექტში, რომლის ფარგლებში სტარტაპ Fold-თან პარტნიორობით გამოიცა სადებეტო ბარათი Bitcoin-ის ქეშბექით. გარდა ამისა, Visa-სა და Coinbase-ის ერთობლივი მუშაობის ფარგლებში დაგეგმილია ბარათის გამოშვება, რომლითაც შესაძლებელი იქნება Bitcoin-ით შესყიდვების განხორციელება.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button