Hi-Tech

ტვინის იმპლანტმა პარალიზებულ ადამიანს საშუალება მისცა დაეწერა აზრების ძალის გამოყენებით

ბოლო წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში მეცნიერები აქტიურად ქმნიან და ავითარებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც პარალიზებულ ადამიანებს ეხმარება სხვებთან კომუნიკაციაში, რისთვისაც იყენებენ ტვინის იმპლანტებს. ამასთან, დღემდე ამ ტექნოლოგიების უმეტესობა საკმაოდ ნელა “თარგმნის” აზრებს გასაგებ სიტყვებად და ფრაზებად.

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი ტექნიკა, რომელიც წერის უნარზე პასუხისმგებელ ტვინის აქტივობას გარდაქმნის ტექსტად და ეკრანზე გამოაქვს. კვლევის თანაავტორი გახდა 65 წლის მოხალისე (პირობითი სახელით T5), რომელიც მძიმე ტრავმის შედეგად კისრის ქვემოთ არის პარალიზებული.

პირველ რიგში მას ჩაუდგეს ორი ჩიპი-იმპლანტი ტვინის მოტორულ მონაკვეთში. ამის შემდეგ მეცნიერებმა პაციენტს სთხოვეს აზრობრივად დაეწერა რაიმე ტექსტი ქაღალდზე. ტვინის ჩიპებმა მაშინვე დააფიქსირეს ნერვული იმპულსები და გაუგზავნეს კომპიუტერს, სადაც ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე არსებულმა ალგორითმმა გაშიფრა „აზრობრივი ნაწერი“. რეალურად, მეცნიერების თვალწინ გაჩნდა ისეთი ტექსტი, თითქოს ის ჯანმრთელი ადამიანის ხელით იყო დაწერილი.

ექსპერიმენტის შედეგად T5-მა შეძლო წუთში დაახლოებით 18 სიტყვის დაწერა დაახლოებით 95%-იანი სიზუსტით. შედარებისთვის, პაციენტის ჯანმრთელ ანალოგს შეუძლია სმარტფონზე წუთში დაახლოებით 23 სიტყვის აკრეფვა. მკვლევარების აზრით, მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგია ხელს შეუწყობს ზურგის ტვინის მძიმე დაზიანების, ამიოტროფული სკლეროზისა და ინსულტის მქონე პაციენტებს სხვა პირებთან კომუნიკაციაში.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button