განხილვაზოგადი განათლება

მერანი – ანალიზი

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექს “მერანში” საუბარია პიროვნულ თავისუფლებასა და ბედთან ჭიდილზე. ლექსის ლირიკული, გმირი ანუ ავტორი მოუწოდებს მერანს რომ გადალახოს ბედის საზღვარი. იგი არ უშინდება “შავ ყორანს” ავ ბედისწერას. ავტორი მზადაა ყველაფრისთვის,მას შეუძლია დატოვოს სამშობლო, ოჯახი, თანატოლები და უპატრონოდ მოკვდეს ოღონდ მოიპოვოს ნანატრი თავისუფლება. იგი გაწამებულია და იცის რომ ბედთან ბრძოლას შეეწირება როგორც მრავალი სხვა მაგრამ მაინც კარგს ხედავს. ავტორმა იცის რომ ფუჭად არ ჩაივლის მისი “განწირულის სულისკვეთება” და პოეტის გავლილი გზა მომავალ თაობას ცხოვრებას გაუადვილებს. ლექსის მთავარი სათქმელი პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობაა ადამიანის ცხოვრებაში. ნაწარმოები გვასწავლის რომ არ უნდა დავემონოთ ბედს და ვიზრძოლოდ უკეთესისაკენ რათა სრულფასოან ადამიანაად ვიგრძნოთ თავი.
ავტორი თავისი სათქმელის უკეთ გადმოასცემად იყენებს არაერთ მხატვრულ საშუალებას. მეტაფორა “მერანი” აღნიშნავს ცხოვრებასთან ბრძოლას, ხოლო “შავი ყორანი” ავ ბედისწერას. მწერალი ასევე იყენებს ეპითეტებს – ” მოუტმენელი,თავგანწირული” რომელიც აღწერს ლირიკულ გმირს და მის სულისკვეთებას. ბარათაშვილის მსგავსად უამრავი ადამიანი ცდილობს შეიგრძნოს თავისუფლება. მართლაც ბევრია იმაზე დამოკიდებული თუ რამდენად ტავისუფლად გრძნბს თავს ადამიანი. ყველამ უნდა იბრძოლოს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. სწორედ მაშინ შესზლებს ის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.

Source
https://mevarabiturienti.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button