
ალექსანდრ ბლოკი – ლექსები
არის წუთები
(თარგმნა ბესო ხომერიკმა)
არის წუთები, როს არ გვახელებს
ჩვენი ცხოვრების ელვა და თქეში,
ვიღაცა მხრებზე დაგაწყობს ხელებს,
ვიღაც ჩაგხედავს გრძნობით თვალებში
და იმავე წამს უფსკრულს ეშვება
ყოველდღიური ჩვენი რუტინა,
და ცისარტყელად მოსული შვება,
სიჩუმით ხევზე, ხიდს სდებს უჩინარს.
მოვა მუსიკა, როგორც ნუგეში,
ქნარის ჰანგები მოიტანს იმედს,
გამოაღვიძებს სადღაც უბეში,
ჩვენი სულების დაჭიმულ სიმებს.
***
გაზაფხულის მიმწუხრია, ბინდდება,
შემეხება ტალღა ღამის სიგრილით,
გული რაღაც საოცრებას მპირდება,
ნაპირს ზვირთი გადაუვლის სირბილით.
მესმის მღერა შორეთიდან მოსული,
ისე ჩუმი, ვერც კი გამირკვევია,
თითქოს მოთქვამს იქ ვიღაც მარტოსული,
ხმას გაღმიდან სივრცე გაურღვევია.
ნუთუ ჩემი საიდუმლო ახდება,
ნუთუ შენ ხარ, შენ მეძახი შორეთში?
მიქანაობს ნავი, ტალღებს აწყდება,
თითქოს ლანდმაც გაიელვა მორევში.
გული ისევ საოცრებას დამპირდა,
ვიღაც მოდის! – გავიქცევი, დავხვდები,
შეძახილი ისევ გაღმა ნაპირთან,
გაზაფხულის მიმწუხრია, ლანდები.
***
დივანის კუთხეში
თეთრი ბინდი. დანაცრული
ბუხარი.
სარკმლის მიღმა შუქი ქრება
მწუხარე.
ბედისწერა მიაქანებს
იალქნებს,
კვნესის წერო და დაღლილ ფრთებს
მიაქნევს.
ჩამქრალი მზე ახლა უფრო
შორს არი.
მე ვარ, გულო ღამეულო,
მგოსანი.
და რამდენსაც გინდა ზღაპარს
გიამბობ,
თავი რომელ ნიღაბს გინდა
მიანდო?
ხედავ, როგორ მიცურავენ
ლანდები,
ლანდებივით ჩვენც
გავუჩინარდებით,
მარტოსული მეც მდუმარე
გიცქერი
და მოწყდება ხელს ყვავილი
ცისფერი…
***
იესოს ტაძარში გალობდა ქალწული
იმათთვის, ვინც ქვეყნად ზღვაშია გასული,
ვინც ჩარჩა უცხოეთს დაღლილ-დაქანცული,
ვინც უსიხარულო ცდაშია ჯვარცმული.
ხმა იგი წკრიალით გუმბათს ეხლებოდა
და იდგნენ წყვდიადში და სული ხარობდა,
ცა იგი სარკმლიდან ბეჭზე ეღვრებოდა
და თეთრი კაბა მზის შუქზე გალობდა.
და ყველას ეგონა და ყველას სჯეროდა,
რომ უკვე გემები ნაპირთან ირწეოდნენ,
რომ უსამშობლოებს სამშობლო ეპოვნათ
და აღთქმულ მხარეში ლხენას მისცემოდნენ.
ცა იყო უღრმესი, ხმა იყო უტკბესი
და ყველა იმ ერთის გარდა ტყუვდებოდა.
აღსავლის კარებთან ცრემლების ტბაში
იჯდა და ტიროდა მისანი ბავშვი,
რომ უკან არავინ არ დაბრუნდებოდა.
თარგმანი მურმან ლებანიძისა
***
ისევ მაშინებს შენთან შეხვედრა,
უშენობა კი უფრო მაშინებს,
სუყველაფერი, რასაც შევხედავ,
იდუმალდება ჩემთვის მაშინვე.
გზად აჩრდილები დიან ზმორებით
და მათ თვალებში თვლემის ნისლია,
მე ტაძრის კიბეს მივეკონები,
უკან მოხედვა არ შემიძლია.
მეხება ვიღაც, მერე მშორდება,
ვერ იხსომებენ ლანდებს თვალები,
ხმა შემომესმა მოულოდნელად
უკანასკნელი დასაფლავების.
ღრუბლიანი ცა ეხება მაღლობს,
ქრება ტაძარი, არ მოჩანს დიდხანს.
მე ვიცი, აქ ხარ, ძალიან ახლოს,
მაგრამ აქ არ ხარ, შენ ისევ იქ ხარ.
***
კლეოპატრა
(თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა)
ერთი, მეორე, მესამე წელი
პანოპტიკუმი ღიაა მკრთალი.
მივდივართ, როგორც ბრბო გაუზრდელი,
კუბოში გვიცდის ჩვენ დედოფალი.
ის ასვენია მინის კუბოში,
არც ცოცხალია ის და არც მკვდარი,
დაუღალავათ გაისმის ბრბოში
მასზედ სიტყვები შეუსადარი.
ის გაწოლილა ზანტი, გვიანი,
რო დაიძინოს მარადი ძილით.
გველი ბოროტი და შხამიანი
მას გულს უწოვის უხმო წივილით.
მეც სამარცხვინო და მოცახცახე,
თვალების ქვევით ლურჯი რკალებით
მოვედი – დინჯი პროფილი ვნახე,
ვუცქერ სანთელის ტანს მოკრძალებით.
შენ გეტმასნება ცქერა ყოველი.
ხარ საოცნებო, ყალბი ზმანება
და ვით სიმღერა დაუთოველი
მესმის დაფერფლილ ტუჩთა ბრძანება:
– შემოსეთ ვარდით ჩემი ობლობა.
ავია ჟამთა კორიანტელი.
ეგვიპტეს ვსცანი მე დედოფლობა,
ახლა ვარ მტვერი, მიწა, სანთელი.
– მე ეგვიპტეში, გვირგვინოსანო,
ვიყავი მხოლოდ მონა ურვილი
ახლა კი, როგორც მგოსანთ მგოსანი
მეფურ დიდებით ვარ აღჭურვილი.
ახლა თუ ხედავ, რომ შენი ტრფობით
იწვის რუსეთი, ვით რომი შორი,
მე და ცეზარი აწეულ გრძნობით
დროთა წინაშე ვიქნებით სწორი.
მას ჩემი ქება, ალბათ, აწუხებს.
ოდნავათ მისი კანკალებს გული.
ქსოვილის თრთოლვით ის მიპასუხებს,
ნელი სიტყვებით ვარ განგმირული:
– ვქმნიდი ოდესმე სასტიკ გრიგალებს,
ახლა კი, ახლა ყველაზე მწვავეთ,
მე ავაცრემლებ ლოთ მგოსნის თვალებს
და მოვგვრი სიცილს ზარხოშ მეძავებს.
***
ლოდინში გადის ჟამი მშიშარა,
სამწუხაროა და დასანანი,
თავი დახარა, ჩამოიშალა
ბუნდოვან მხრებზე მჩატე დალალი.
მწირია ჟამი და წარმავალი,
ასე გვქონია თურმე მოსჯილი,
ნუ უსმენ, როცა ამბობს მავანი: _
დაელოდეო, იყავ მორჩილი.
უცნაურია შენი გზა-კვალი
ან რას გვკარნახობს ბედის სიავე:
`მიდი, არწიე უცხო აკვანი
და ჩვილს საძულველს ელოლიავე!~
მეც ხომ აქა ვარ, ჩემი პროფილით
ჩანგზე დახრილი, როგორც წერაქვი,
გაავებული, უარყოფილი,
დამცირებული, განა ვერაგი.
მწამს შენი თმების ბინდი დაღლილი,
ვერ გიღალატე და ვერ გაგცვალე
და ჩემი სული მორჩილ ძაღლივით
შენს ფეხთან ყმუის და ჯაჭვს აწვალებს.
ბედნიერი ვარ შენი მნახველი,
მინდა, რომ შენი სუნთქვით აღვივსო,
მსურს დავიძახო შენი სახელი
და შენთან ვიყო სამარადისოდ.
ნუთუ სიცოცხლე არის ზმანება
და შხამის კვალად შხამი მომელის,
ო, საღალატოდ შემენანება
თვალები, ასე მიყვარს რომელიც.
უძველესია მთვარის ნათება,
ყველაფერს ძველი შუქი ედება,
რომ მკვდარი ისევ დაიბადება,
სიტყვასთან ერთად აღმოცენდება.
ვინ ეკითხებათ, ვფიქრობდით რაზე, _
შენ რა მაჩუქე, მე რას ვპოვებდი,
როცა მოვკვდები, საფლავის ქვაზე
ამოკაწრავენ სიტყვას _ პოეტი!
თარგმნა გივი ალხაზიშვილმა
***
მე ბნელ ტაძარში შევდივარ კრძალვით,
წავიჩურჩულებ უბრალოდ ლოცვას,
ველი ხატებას მშვენიერ ქალის,
ბნელში სანთლები ციმციმებს როცა.
კარის ჭრიალი შემაკრთობს მყისვე,
მაღალ სვეტების ჩრდილი ვარდება
და შემომყურებს თვალებში ისევ
მხოლოდ სიზმარი, მისი ხატება.
ო, შევეჩვიე საოცარ სამოსს
ციურ მეუღლის, ღვთაებრივ ქალის,
მაღლა, კარნიზზე გაქცევას ლამობს
მისი სიზმარი, ღიმილი მკრთალი.
თრთიან სანთლები ფრთაშერუჯული,
ო, უწმინდესო, ახარებ მზერას,
არ მესმის შენი სუნთქვა, ჩურჩული,
მაგრამ, ძვირფასო, შენა ხარ, მჯერა.
***
დღენიადაგ ბნელ ტაძრებში დავალ,
ჩვეულ წესებს აღვასრულებ მწირებს.
მომალანდებს ჩემს მშვენიერ დამას
ლამპადები წითლად მოციმციმე.
მე მაღალი კოლონების ჩრდილში,
მაცახცახებს, როს ჭრიალებს კარი.
ცისკროვანი მიცქერს, მიპყრობს შიში
ოდენ ხატის, ჩემი ნასიზმრალის.
ო, სამოსი რარიგ ნაცნობია
ამ დიდებულ მარადიულ ქალის!
კარნიზებზე მაღლა- მაღლა რბიან
ღიმი, ზღაპარ-ზმანებანი მქრქალი.
ო, წმიდაო, სანთლის მოალერსის
შუქმა სახე ლხენით გაგიჯერა!
ხმა და სუნთქვა შენი მე არ მესმის,
თუმც, ძვირფასო, ეს – შენა ხარ, მჯერა!
25 ოქტომბერი 1902
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
***
მე ვუერთდები ჩრდილებს საშინელს,
შენ ეჭვობ, ფიქრი მიწას შორდება,
დღესთან შეხვედრა ისევ გაშინებს
და ვერ გრძნობ ღამის მოახლოებას.
ნუ ელი სიტყვებს ზეშთაგონებულს,
ვერ მივაღწიე ყრმობის მიზნამდე
და მშვიდად ვუცდი, როგორც ორეულს,
სიზმარს, რომელსაც მიწა მიმზადებს.
სთქვი, ოცნებებით როგორ ავენთო,
ამა სოფლიდან რაღას მოველი?
როცა არ გჯერა შენ, ერთადერთო,
ამ განწირული საგალობელის.
ერთვის სიბნელე სივრცეს სანატრელს,
გაქრა ტკივილი – ფიქრის წყალობა,
შენ ხარ უკვდავი, მარად ანათებ
და არც გაფიქრებს წარმავალობა..
***
მინდვრის თავზე მთვარე სავსე…
მინდვრის თავზე მთვარე სავსე,
მომნუსხავი ვერცხლის თასი,
იდუმალად ბზინავს.
შემკრთალია მწვანე მოლი
და წყვდიადი, მასში მწოლი,
უშფოთველად ფშვინავს.
გარეთ გასვლა არის ძნელი,
ახლა განცდა საშინელი
მთვარის ქვეშე მეფობს.
თუმცა იცი, ადრე დილით,
მზე ამოვა და ღიმილით
კორდებს გადაღებავს.
შენ კი გიხმობს ბილიკები
და საითაც გაუყვები,
გრძნობ სიცოცხლის ჩქეფას.
თარგმნა კობა ჭუმბურიძემ
***
(თარგმნა სერგო წურწუმიამ)
მოედანს, ქვაფენილს, ფარანს და აფთიაქს
ანათებს უაზრო და მკრთალი ნათელი,
სიცოცხლეს ამდაგვარს სიცოცხლე არ ჰქვია,
თუგინდა გაძელი კვლავ ერთი ამდენი.
დრო წავა და ისევ ყველაფერს თავიდან,
ყველაფერს თავიდან ცხოვრება მოიტანს…
არხებში მდინარის ციმციმებს ჭავლი და
კვლავ შუქი ეცემა ქუჩას და მოედანს..
***
ფარანი, ქუჩა და აფთიაქი,
ყვითელი შუქი გულგამბზარავი;
ბევრიც გატეხე ღამე ცრიატი,
ასე იქნება, ხსნა აღარ არი.
მოკვდები, შეგძრავს ხმაური მქისე,
არხზე ყინულის ცივი კიაფი,
ჩაიძირება ბურუსში ისევ
ფარანი, ქუჩა და აფთიაქი.
***
Ночь, улица, фонарь, аптека,
Бессмысленный и тусклый свет.
Живи еще хоть четверть века –
Все будет так. Исхода нет.
Умрешь – начнешь опять сначала
И повторится все, как встарь:
Ночь, ледяная рябь канала,
Аптека, улица, фонарь.
***
რა საჭიროა გემები, დაღლა,
კონცხი სიბნელემ წაშალა დღესაც.
მოცისფრო თოვლის ქსოვილზე ახლაც,
პირობით ნიშანს ვკითხულობ შენსას.
ქარბუქში ისევ ისმის შენი ხმა,
სცვივათ ვარსკვლავებს ფერფლი ყინულის.
ღამით ნავები ბინდმა შენიღბა
და აღარაა ჩემთვის ხილული.
ჩემი ხვედრია, სხვას არას დავეძებ,
თოვლში და სუსხში უნდა ვიწვალო,
რომ სანაპიროს თოვლიან ველზე,
ამ ქარიშხალში გარდავიცვალო.
რადგან არ მესმის ცოცხალი ბინდის,
მე რომ წამართვა შენი სხეული.
თოვლის სიზმარში ცხოვრება მიდის,
რომელშიც შენ ხარ გამომწყვდეული.
***
რატომ მივილტვი სიკვდილისაკენ,
ბედის სიმუხთლით განაწამები?
იქნება მთელი ჩემი სიცოცხლე,
არის სასჯელის, გრძელი წამები?
მიყვარს სიცოცხლე, თუმც არ მაქვს ბედი,
გულს არაფერი არ უხარია.
შორით კიაფობს სინათლის სვეტი,
ის გამიმთელებს ამ გულს, ბზარიანს.
იქნებ ლანდია, ის შუქი შორით!
და ალბათ მე იქ, არც კი მელიან!
თუმც იმ სინათლეს გავყურებ ძრწოლვით,
მისი სხივები მშვენიერია.
***
როცა ამქვეყნად დაგივიწყებენ,
როცა დარდები შემოგაწვება,
და ყველაფერი რაც კი გხიბლავდა,
საფლავის ქვის ქვეშ ნელა გაქრება;
როცა ქალაქის მოკირწყლულ გზებზე,
თითქოს დაგადეს ფეხზე ხუნდები,
ღონემიხდილი, უტყვი, სნეული,
შებინდებისას სახლში ბრუნდები.
გზად შეისვენე სულ ერთი წამით
და მოუსმინე სიჩუმეს ღამის:
სმენით შეიცნობ სულ სხვა ცხოვრებას,
რომელიც დღისით ვერ შეიცანი;
სულ ახლებურად შეხედავ ირგვლივ
თოვლიან ქუჩებს, კვამლს რუხს და მწარეს,
თეთრ, მიტოვებულ, მოუვლელ ბაღნარს,
დღის მომლოდინე მწუხარე ღამეს;
იისფერ ზეცას – ამ ბრძენ წიგნთაწიგნს;
სულში იპოვი შენ უფრო მეტსაც:
მოხუცი დედის დაღარულ სახეს;
ამ უბადლო წამს ისევ გაკრთება –
ეს დამქანცველი ყინვა-სიცივე,
და მინა ჭირხლით უცხოდ ნაქარგი,
მადლიერ გულში ისევ აღდგება
ტრფობა, დიდი ხნის წინ დანაკარგი –
იცნობ სამყაროს უსასრულობას,
და მთელ ქვეყანას გინდა ახარო,
რასაც შეიცნობ და აღიარებ –
რომ მშვენიერი ჩვენ გვაქვს სამყარო.
***
რარიგ მძიმეა კაცთა შორის ისე იარო,
ცრუობდე, თითქოს დაღუპული ჯერაც არა ხარ,
და ტრაგიკული ვნებებისგან დასმულ იარებს
მათ მოუთხრობდე, მომავლის რომ უწევთ დანახვა.
რომ კოშმარები მოიხილო ღამის საზარი,
გზა გამონახო უთავბოლო სვლაში ვნებისა,
რათა ფერგამკრთალ დაფიონში ხელოვნებისა
იმათ შეიცნონ დამღუპველი შენი ხანძარი.
***
Как тяжело ходить среди людей
И притворятся непогибшим,
И об игре трагической страстей
Повествовать еще не жившим.
И, вглядываясь в свой ночной кошмар,
Строй находить в нестройном вихре чувства,
Чтобы по бледным заревам искусства
Узнали жизни гибельной пожар!
***
შენ არასოდეს არ იქნები ჩემი ან სხვისი,
აი, რამ შემძრა და უფსკრულთან რისთვის მოვედი,
უძირო დღეთა სიმძიმისგან ვერავინ მიხსნის,
აი, რატომ ვარ შენი ტყვე და შენი პოეტი.
აქ ჩანს ქალური უარყოფის მკაცრი ნიშანი
და საოცარი სილამაზე მიუწვდომელი,
იქ უსასრულო სამყარონი გადაიშალა,
მოჟონავს სული ჰარმონიის შეუცნობელის.
იმღამინდელი ჩემი ღელვა, ბნელი დარბაზი, –
აი, საბრალოვ, რატომ ვფიქრობ და მედარდები,
აი, გზაში ვინ დამადევნა მზერა ლამაზი,
ვინ დამაეჭვა, ტყვედ მაქცია იმ მოლანდების.
თავისუფალო, შენ მიფრინავ და არას ითხოვ
და უორბიტო სივრცეების შენ ხარ ცთომილი,
შენთვის სამყარო მოწითალო კვამლია თითქოს,
იქ რაღაც იწვის, რაღაც შფოთავს შეუცნობელი.
და იმ ბრწყინვაში მომნუსხველი შენი ხმა ისმის,
მხოლოდ მუსიკა, – არც თანხმობა და არც ღალატი,
მხოლოდ მუსიკა, – არც წუხილი და არც ხალისი,
მეც ასეთი ვარ, მეყვარები, კარმენ, მარადის.
***
შენ გამეცალე და უდაბნო შემრჩა…
დავემხე ქვიშის ველურ მხურვალებას!
მორჩა, რაც ამაყად შემეძლო მეთქვა,
დღეიდან მექცევა – ენის წვალებად…
რაც იყო, იყო… აღარ მენანები!…
სიმაღლე შენი, ვიგრძენ რაც ყოფილა…
შენ ხარ გალილეა, სამშობლო ჩემი,
მე ქრისტე, შენს მიერ – უარყოფილი!…
დაე გახდეს სხვა, მაგ სხეულის ღირსი!…
ტყიური ვნების წაგიკიდოს – ალი!..
წინასწარ ამ ქვეყნად, არავინ იცის,
ვის როდის მოუწევს – დაღუნოს თავი!…
თარგმნილი
თენგიზ ბეჟაშვილის მიერ
***
წამებს ვიჭერდით მწარე ნაღველის,
ჩვენ, მიმავალნი მოლიპულ გზაზე.
რომ სიხარულის წუთები გველის,
ჩვენ უარვყავით და დავრჩით ასე.
როცა დავცილდით,წარსულიც მაშინ
დავივიწყეთ და აღარც-კი ველით.
ბედნიერებას ვსვამთ სავსე თასით,
არ გამოჩნდება სანამდის ფსკერი.
ოდესმე ბოლო მოტკბო წვეთებით,
ჩვენ შეგვატაკებს ერთმანეთს ბედი.
ერთ სიყვარულად ჩავიღვენთებით,
თუნდაც საათით ვიქნებით ერთნი.
***
Поздней осенью из гавани,
От заметенной снегом земли
В предназначенное плаванье
Идут тяжелые корабли.
В черном небе означается
Над водой подъемный кран,
И один фонарь качается
На оснеженном берегу.
И матрос, на борт не принятый,
Идет, натаясь, сквозь буран.
Все потеряно, все выпито!
Довольно — больше не могу!
А берег опустелой гавани
Уж первый легкий снег занес…
В самом чистом, в самом нежном саване
Сладко ль спать тебе, матрос?
14 ноября 1909
***
Ты помнишь? В нашей бухте сонной
Спала зеленая вода,
Когда кильватерной колонной
Вошли военные суда.
Четыре — серых. И вопросы
Нас волновали битый час,
И загорелые матросы
Ходили важно мимо нас.
Мир стал заманчивей и шире,
И вдруг — суда уплыли прочь.
Нам было видно: все четыре
Зарылись в океан и в ночь.
И вновь обычным стало море,
Маяк уныло замигал,
Кагда на низком семафоре
Последний отдали сигнал…
Как мало в этой жизни надо
Нам, детям, — и тебе и мне.
Ведь сердце радоваться радо
И самой малой новизне.
Случайно на ноже карманном
Найди пылинку дальних стран –
И мир опять предстанет странным,
Закутанным в цветной туман!
***
С мирным счастьем покончены счеты,
Не дразни, запоздалый уют.
Всюду эти щемящие ноты
Стерегут и в пустыню зовут.
Жизнь пустынна, бездомна, бездонна,
Да, я в это поверил с тех пор,
Как пропел мне сиреной влюбленной
Тот, сквозь ночь пролетевший, мотор.
11 февраля 1910
***
Июньский день угас. Поднялся ветер шумный;
Листы дрожащие он рвал и разносил;
И сердце наполнял тревогою безумной,
А радость тихую из сердца уносил.
И в этом ветре слышались мне звуки,
Как будто где-то колокольчик пел;
Унылый звон его напоминал разлуку,
Сквозь воздух резкий сумрачно летел.
И голос ветра был такой печальный,
Так дико он летал над рощей молодой!
Казалось, стон его был песнею прощальной
Природы сумрачной с желанною весной!
Природа вся, казалось, побледнела,
Поблекли всё весенние цвета;
И смерть незримая в том месте тяготела,
Где некогда блистала красота…
***
Я медленно сходил с ума
У двери той, которой жажду.
Весенний день сменяла тьма
И только разжигала жажду.
Я плакал, страстью утомясь,
И стоны заглушал угрюмо.
Уже двоилась, шевелясь,
Безумная, больная дума.
И проникала в тишину
Моей души, уже безумной,
И залила мою весну
Волною черной и бесшумной.
Весенний день сменяла тьма,
Хладело сердце над могилой.
Я медленно сходил с ума,
Я думал холодно о милой.
***
Одинокий, к тебе прихожу,
Околдован огнями любви.
Ты гадаешь.- Меня не зови.-
Я и сам уж давно ворожу.
От тяжелого бремени лет
Я спасался одной ворожбой
И опять ворожу над тобой,
Но не ясен и смутен ответ.
Ворожбой полоненные дни
Я лелею года,- не зови…
Только скоро ль погаснут огни
Заколдованной темной любви?