ეპისტოლარული

ალექსანდრე ყაზბეგი – პირადი წერილები

საყვარელო დედავ!

შენი წიგნი მივიღე,რომელმაც დიდათ მასიამოვნა. ყველაზედ მეტად იმან მასიამოვნა, რომ შესაძლებელი გახდა ჩემი ბედნიერება, ესეიგი,ნასწავლი კაცობა, და არათუ აფიცრობა, რომელიც ღირსი არ არის ხსენებისაც, არამც თუ მაგ საკმეში გარევისა. ნება მომეცი ხელები დაგიკოცნო უკანასკნელი წიგნისათვის, სადაც მწერ, რომ “შენი ნება არის“. იქიდან მესმის ყოველი შენი ცჰემთვის კეთილის სურვილი.

მე თვითონ ვფიქრობდი შესვლას აქ ერთ სასწავლებელში, საიდანაც, ამ წლით, სამი წლით უკან აფიცერი ვიქნებოდი და გამოვიდა, რომ აფიცრობის უკან მაინც ისევ ისე ხელ-ფეხ შეკრული ვიკნებოდი, როგორც აქამდი. მე და ჩემმა ამხანაგებმა ისე გადავწყვიტეთ საქმე: რაკი ხარჯი მომდის, კიდეც გამოვიტანო რამე, რომ სასარგებლო კაცსა და არა მხოლოდ აფიცერს.მე მგონია და დარწმუნებულიცა ვარ, რომ შენც და ყოველი კეთილის მყოფელიც პირველს მირჩევს. მართალია, ძნელს და ძნელს საქმეს ვებრძვი მაგრამ მაქვს იმედი თავი გავიტანო და პავლესაგან ნასწავლი ქამანდი უგდო, რომელსაც წაუქცევლათ არ დაგირჩება სიძნელე საქმისა.და მაშინ, მცირე დავითისავით,როგორც ის მივარდა გოლიათს და მოსჭრა თავი, ისე მე ამ სიძნელეს და შემოვალ საქართველოს კარებში დიდებით.

ქართილი ანდაზაა-ცდა ბედის მონახევრე არისო. აქ მეტად დამცირებული არის ცდა. ჩემის აზრით, უკეთუ კაცს ცდა ექნება და შეიდებს რასმე თავში, უეჭველათ მიაღწევს ღვთით. მე თქვენი გამოგზავნილი ჩურჩხელები მივიღე, რომლისთვისაც დიდათ და დიდათ გმადლობ. ჩემს საყვარელსა და ჩემთვის მზრუნველს ხელბს დაგიკოცნი ჩემთვის მზურნველ გულსა. მე აქაურს მყრალს თამბაქოსა ვცევ. უნდა იცოდე რა საძაგლობა არის. მე ასეთს სწავლაში ვარ,რომ დღეში ორი საათი მოცლა არა მაქვს არც არც კვიარობით და არც ისე დღეობით. მოსკოვს გარეთ შვიდივერსია აკადემია [მდე] და იქ სასწავლებლათ დილით ექვსი საათიდგან ან საღამოს ათს საათამდის. ათს საათზე ისევ მოსკოვში მივდივარ. მე თვითონ არა მქონდა ჩემი თავის იმედი, რომ ამოდენა ჯდომასგაუძლებდი და ჩემი დაუდგომარი ფეხები სიარულს დაიშლიდნენ. მხოლოდ სამშაბათი საღამო მაქვს თავისუფალიდა მაშინ დავდივარ ხოლმე აქ ერთს პომეშჩიკთან, გვარათ ველნენინოები, რომელთაც სამშაფათობთ შეყრილობა აქვთ ხოლმე და ტანცაობაც,რა საკვირველია, სადაც ქალები გადაირია ჩემმა ლეკურმა.

ღმერთს გეფიცები და გაძლევ პატიოსანს სიტყვას,რომ ერთბაშათ ლაპარაკში მნახო, ვეღარ მიცნობ. ასე გამოვიცვალე,რომ ვერც მე და ვეღარც ჩემი ამხანაგები ვეღარა მცნნობენ. ამ ზაფხულს კი ვერა, მაგრამ იმ ზაფხულს ერთი მოვალ, ორის თვით დაგხედავთ და ისევ წამოვალ. ლუკას წიგნი მივწერე და გიორგი ციციშვილს. არც არცერთისაგანა პასუხი არ მიმიღია. მისწერე, რომ ძალიანა მწყინს ჩემის აგრე დავიწყება. მწერ, რომ ჩემი სახლის ჯავრი არა მქონდეს. რა ჯავრი უნდა მქონდეს, როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ სჰედზლებისამებრ მოუვლი.ნინოს მრავალი აკოცე და უთხარ,რომ შენს გაზდილს ყმაწვილს ვეღარა ნახავ ამიტომ, რომ მოვა ძალიან ნასწავლი კაცისალომე და სხვანი ყველანი დამიკოცნე ძმურათ და მეგობრულათ და უთხარ მაგათაც ჩემი სწვლა ისე გამოადგება,როგორც მე თვითონ.

მე ქვეყანაზედ აღარაფერზედ,აღარაზედ ვფიქრობ გარდა ჩემს სწავლაზედ. მე ჩემს სწავლას შევწირე ჩემი თავი და სწავლა ყოველს კაცს.

იწერები კარტოჩკებს. პირველად ავიღე ერტი დუჟინი და აღარც ერტი არ დამრჩა,სულ ამხანაგებმა მომტაცეს. ნინოს უთხარ,რომ ავიგებ და უეჭველათ გამოუგზავნი.

შენი ა.ყ ა ზ ბ ე გ ი. 1868 წ. 29 იანვარს.

რამწამს ეს წიგნები მოგივა თუ არა,მაშინვე გამომნიგზავნე ხუთი თიმანი,თორემ ცუდად იქნება ჩემიო საქმე. ნინო, სალომე, სოლომონა და სხვანი დამიკოცნე. დედუშკა და გიგიტაც თავის სახლობით ერთობლივ დამიკოცნე. შენი ჭირიმე, დედავ, ფული გამომიგზავნე.ერთი ამ წელიწადს კი ნუ მომაკლებთ და მერე მე ვიცი და ჩემმა კაცობამ, როგორც ცოტას მოგტხოვთ. ძალუას მარიამს ხელს ვაკოცებ და ძიას ზურაბს მდაბლათ თავს დაუკრავ. როსტომა ისევ მიგიღია, კარგი არ გიქნია. მაგრამ ჩემი საქმე არ არის, როგორც თქვენ გნებავდესთ ისე მო იხდინეთ. ფულინ გამომიგზავნე თვეში ხუთი თუმანი. წელს ხვთით ეგზამენიას დავიჭერ როგორც მე მგონია უთუოთ. სანდრო ბახუტოვი ხელს გკოცნისთ.

საყვარელო დედავ!

მე ყოველივე თქვენი მოქმედება განსაცვიფრებლათ მიმაჩნია! აგერ ხუთი თვე შესრულდა და მეექვსე თვეში ჩავდექით რაც ოთხის თუმნის მეტი ფული არ გტამომიგზავნია. ერტი ეს შემატყობინა რითი უნდა ვიცხოვრო? თქვენი მოქმედება ვერ გამიგია, რას შჩადით! უკეთუ ამ წიგნის უკან ჩემს ფულს არ გამნომიგზავნით, ესეიგი, ანგარიშით ოცდაერთს თუმანს, აქ საცა იქნება ვიშოვი ფულებს და წამოვალ. რა გავაკეთო, რისტვის დავრჩე უკეთუ ფულს არ გამომიგზავნი. არა ერთი, რასა პიქრობთ, თუ ღმერთი გწამსთ, ერთი შემატყობინეთ. იძახით ხუთი თუმანი ბევრი არისო, აბა როგორ ბევრია? აი თვეში რა გვეხარჯება ოცდახუთი მანეთი სადილი და მოთახი, ხუთი მანეთი ჩაი და შაქარი, სამი მანეთისა სანთლები თვეში ორი მანეთი წაღებისათვის უნდა გადაიდოს. ერ;ი ;უმანი წიგნები. დარჩა ხუთი მანეთი. ეგეც ან ბულკს იყიდი, ან რdესა. აბა რაღა რჩება ერთი მითხარ!? ჩქარა შემატყობინე, მიგზავნი ფულებს თუ არა. მომიკითხეთ ყველანი, დანარჩენს ბახუტოვი გიამბობსთ. მე პეტერბურგში გადაველ. უნივეტსიტეტში უნდა შევიდე და ფული არ მომივა, ჩემი ამთვენი ჯაფა ჩაივლის. მაშინ მაინც აღარ დავრჩები აქა რაც უნდა იყოს. ა. ყ ა ზ ბ ე გ ი. ჩემი ადრესი ეს არის:

საყვარელოვ დედავ!
889-ს იანვარს 7-სა

აგერ ექვსი თვე შესრულდა, რაც ველი ფულს და ოთხი თუმნის არ მომსვლია. მე განსაცვიფრებლათ მიმაჩნია თქვენი მოქმედება მისთვის, რომ თქვენ ძალიან კარგად იცით ჩემი აზრი და სურვილი.(განგიმეორებთ) მე აქ მოვსულვარ სასწავლელათ და არა თუ ფულების მოსაგებად. ერთი ეს ჰკითხეთ თქვენ თითონ თქვენს თავს: კაცს, რომელიც ისე უკან არის დარჩენილი როგორც მე, შეუძლიან კიდეც ისწავლონ და თავის თავისც გაიკვებოს? თქვენის გამოისობით კინაღამ აქ პეტერბუღში სასწავლებელში შესვლას მოცდი. ილაჯი რომ გამიწყდა, გიორგისთან მოველ და ვთხოვე დეპეშა მოგწეროს. ცჰვენს დეპეშაზე პასუხი მივიღეთ, რომლის მიზეზითაც ვჩქარობ პასუხი მოგწერო დეპეშით კი არა და წიგნით, რადგანაც სათქმელი ბევრი მაქვს. ჩვენ მოგწერეტ, რომ ოცდაატი ტუმანი გამოგეგზავნა. მე გწერდით იმის ძალით, რომ ექვსი თვე არის ფული არ მომსვლია და იანგარიშეთ თვეში ხუთი თუმანი, რამდენი გამოვა? ოცდაათი თუმანი განა? მასუკან მაგ ოცდაათს თუმნითგან მე მივიგე ოთხი თუმანი. მე იმ ოთხს ანგარიშში არ ვაგდებ ამიტომ, რომ ყოველისფერი დაგირავებული მაქვს და მარტო სარგებელი რვა თუმანი არის, უნდა მივცეთ. თუმცა ეგ რვა თუმანი გამოგეგზავნა. მე გწერდით იმის ძალით, რომ ექვსი თვე თქვენის გამოისობით, ესე იგი, თქვენის უ….. გამო, მაგრამ მე ოთხი თუმანი ვიკმაისე, მადლობა მითხარით. თქვენ კი ჩვიდმეტი თუმნის მეტს არ მიგზავნით. მაგ ოთხი თუმნისთვისაც თავი დამინებებია. ანგარიშით ცხრა თუმანი კიდევ მერგება. რისთვის არ მიგზავნით? არა, ერთი, რომ დაგიკრეფიათ გულ-ხელი, რას ფიქრობტ? იცით რა მოვალეობაში დგებით? ყველაზედ უპირველესი ესა არის, რომ კაცი, რომელსაც გაეხსნა გონება და აქამდისინ დაბმული თვალები ძლივს აეხილა, დადგა სიმართლის გზაზე, თქვენ ასე ურევთ გზასა. რომ შიმშილით არ მოვკვდე, უნდა ყველაფერს თავი დავანებო. აქამდისინ მძინარემ ძლივს გავიგვიძე და თქვენ თქვენის მოქმედებით ლამის არის დამაძინოტ ისევ ხელმეორეთ და თუ კიდევ ამეძინა, ესე იგი, დამეკარგა სურვილი სწავლისა, ძნელადღა მომივლის. ახლა შევხედოთ სხვა მხრით, ესე იგი, მატერიალურადა. მე მაქვს შეძლება, თქვენ არ მიგზავნით. გარდა ამისა, რომ არ მიგზავნით,დღეს-ხვალიობითა და რაღაც ზღაპრულის ლექსებით მატყუებთ. მეც, რასაკვირველია, გიჯერებთ და სწავლის მეტს არას ვაკეთებ. მეც მოველი გრეს და ხვალ. ამ მდგომარეობაში ზამთარს რომ მოესწრო ხომ გამყინავდა! თქვენ იქნება ეს სიტყვები ხუმრობა გგონიათ, მაგრამ, როდესაც სანდრო ლაპარაკობს ამისთანა საქმეზედ, დამიჯერეთ ის არ იხუმრებს. თქვენ სრულებით არ გენდომებოდათ და ძალიან ადვილათ შეიძლებოდა, რომ ჩემი მკვლელები გამხდარიყავით. მე განა გავბედავ რომა ვთქვა, არ გიყვარვარ? არა, მე დარწმუნებული ვარ ძალიან გიყვარვარ, მაგრამ ეს იმიტომ მოგდისთ – ამ ცხოვრებაში გამოუცდელი ხარ. ახლა გთხოვთ ესე წიგნი რაწამს მოგივიდესთ, ცხრა თუმანი გამომიგზავნეთ მისთვის, რომ ჩვიდმეტი თუმანი არ მყოპნის. ახლა თავი დავანებოთ წარსულს და მოვიპიქროთ მომავლისათვის. წარსულს ვეგარ დავიბრუნებთ, ხოლოთ ვეცადნოტ, რომ ეს აღარ გამოერდეს. აბა მოვიპიქროთ როგორ ემჯობინება. — მე ამას გთხოვო და ვამჯობინე კიდეც, რომ თქვენია აქ გადმომცეთ, რადგანაც და აგარც თქვენი იმის პიქრი არ გვექნება, რომ ან მშიერი ვიქნები და ან მწყურვალი. თუ რომ ეს აზრი აასრულე, დიდათ და დიდათ დამავალებთ და დიდს სიკეთეს იზამთ. და უკეთუ არა იზამთ ამას, მაშინ თვეში ხუთ თუმანს ნაკლებ ვერ ვიცხოვრებ, ისიც თუ ყოველ თვე და თვე დროზედ მომივა. გწერტ ახლა, რომელი გირჩევნიათ: პირველი თუ მეორე. თუ რომ არც ერთს არ იზავთ, მაშინ მე მრჩება ორი გზა: ან შინ მოვიდე, რომელსაც რაც უნდა იყოს არ ვიზამ, და ან ზღვის სამსახურში შევიდე და დავშორდე ყოველს ჩემს ნატესავს და მიწაწყალს. ზღვის სამსახურში თუ შეველ, ჯამაგირს დიდს მომცემენ ახლა თქვენ თითონ მოიაზრეთ და ჩქარა შემატყობინეთ. ნინო, ბარბარე, სალომე, პავლე, იაგო, როსტომა, სოლომონ და სხვანი ძალიან, მომიკითხე და დამიკოცნე დედაუშკა და გიგიტა თავიანთ სახლობით. ლუკამ სრულებით დამივიწყა თუმცა ეგ იმიდი არ მქონდა. მაინც დავშთები შენი სიკვდილამდის მონა და მყვარებელი შვილი ა. ყ ა ზ ბ გ ი, დაგიკოცნი ხელებს.

საყვარელო დედავ

ეს არის იასე აქ ამოვიდა ქალაქიდან, რადგანაც მე ქალაქს არ დაუხვდი და მიამბო გენოს მოქმედება, რომელსაც ის მინდობილება, პირება და მოლაპარაკება არა ჰქონდა ჩემთან, რაც მაგას უმოქმედნია. წიგნში ყველაფერს ვერა გწერ სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელსაც შენ ადვილად მიხვდები და ამის გამო ყველაფერს დაწვრილებით თითონ იასე გიამბობს. მე მხოლოდ იმას გცერ, რომ ამ წიგნისავე უმალეს, შენ უნდა წახვიდე ვლადიკავკაზს, წაიყვანო იასე და ნატარიუსის დამტკიცებით უნდა მისცე დოვერენოსტი, როგორც შენ უპრავლიაიუჩს, რომელსაც შეეძლოს დავების ატეხა, აღწერა, და ყველა საქმეებზედ სიარული შენ სასარგებლოდ. ერთი სიტყვით, სრული დავერენოსტი. და ამ ქაღალდით საჩქაროდ გამოგზავგნო ჩემთან ქალაქში.სხვა დანარჩენს, შენს საქმეების შესახებ, რომელსაც გიმეორებ, თითონ იასე გიამბობს, გზას მე ვუჩვენებ, დარიგებას მივცემ და იმედი მაქვს, ერთხელ მაინც იტყვი: -,,ჩემს შვილს ისე არ ვძულებივარ, როგორც მე მეგონა”.

{საყვარელო დედავ}

ათასჯერ ბოდიშს ვითხოვ, საყვარელო და დაუვიწყარო დედავ, რომ აქამომდის ჩუმად ვიყავი და ჩემი დაწვრილებითი ამბავი ვერ შეგატყობინე. ფიცავარ ყველა ციურს და მიწიურს, რომ ჩემი გული და გონება მხოლოდ იმ აზრში არის, როგორც მოვაგვარო, მოვახერხო საქმე ისე, რომ ამ თქვენს სიბერესში, მოგცეთ მშვიდობიანი ცხოვრება, პატივი და დიდება, როგორც შეეფერება თქვენს შთამომავლობას ხელის- ხელდაჭერით ამ აზრს მოსდევს, აზრი ჩემი ოჯახის ამაღლებისა, რომელიც გსურსთ თქვენცა: დამიჯერე, მუდამ დაუვიწყარო დედავ, რომ მზათა ვარ ყოველისთვისინ ჩემი თავი მსხვერპლად მოგიტანოთ თქვენა და ზემოხსენებული აზრების აღსრულებას. აქამდისი ჩემი საქმეები იმ მდგომარეობაში იყვნენ, რომ ჩემი სიტყვები არაფერი სანუგეშო იქნებოდა. ეხლა კი შემიდზლიან წარმოსქვა თავამაღლებულმა, რომ ჩემი აზრები თავდება და ძლივს ჩემსა ბებერს დედას და ძველს ოჯახს ავაყვავებ იმ ბედნიერებით, რომლითაცა ჰყვაოდა მამიჩემის და პაპიჩემის დროს. ეხლა საქმეები იმ მდგომარეობაში არიან, რომ ყოველს ჩემს კეთილის მყოფს შეეძლება ჰქონდეს იმედი ჩემზედ. ნამეტნავად შენ, ჩემო მარტო ერთო ნათესავო, შენა, ჩემის მამის სახსოვარო!

წიგნი თავისით არის მცირე ხმაურობა, მცირე სიტყვები იმასთან რაც ჩემს გულსში ტრიალებს, – გახსენიდა ნახავ ამავე კარტინებს, მხოლოდ გაჩაღებულებს პატიოსანის ნათელით წმინდის, როგორც მთის დაუჟღლელი ბროლი და ცისკრის ალიონი, თეთრი და პატიოსანი, როგორც უპირველესი ყაბყი ზამთრისა, -უმტვერო, სპეტაკი და პატიოსანი, მუდამ ფარული უწმუნდირობისგან, მიხეილ მთავარანგელოზის ძალით. მაინც მაგის ფრტას უფარავს ყოველთვისი ჩვენი ოჯახი იმ უბედურობის და დასანგრევის ქარებისაგან, რომელიც რამდენჯერმე დასტრიალებდა თავზედ ჩვენს ოჯახს.

დიდება მაგის სახელს! დიდება მაგის ძალას!… მუდამ ყველა კეთილ სურვილში დამხმარებელს. საკვირველმა სიზმარმა გამომიყვანა იმ მდგომარეობიდგან, რომელსაც ეძახიან დავარდნას, მხნეობის დაკარგვას. ვითომ ყაზბეგში ვიყავ ჩვენს ეკლესიაში, იქა ვლოცულობდი და ცრემლითა ვსთხოვდი, რომ რაღაც საქმე ესრულებინა ჩემთვის ღმერთსა (ეს იყო ის დრო, როდესაც გავიცანი ღენერალი გრაფი ჩერნიშოვი- კრუგლიკოვი თავის შეუდარებელის ქალით მოსკოვის პატიოსანთა სობრანიაში). ვითომ მთავარანგელოზმა გამოშალა თავისი ფრთა და მითხრა: ,,დედაშენის ლოცვა მივიდა ღმერთამდის, რომელმაც შეიწყალა იმისი მდგომარეობა და თხოვნა. გასწი და ჩემი ფრთა არ გაგიშვებს თავის მფარველობიდგან“. წამოვდექი რაღაც კეთილ გუნებაზედ და ვიზითით წაველ. აქ ჭავჭავაძეები არიან ორნი, ძალიან მდიდრები, რუსის ქალები ჰყავთ ცოლებად, -იმათთან, რომელთაც ძალიან უყვარვარ და ყველა საქმეში ხელს მიმართავენ. ჩერნიშოვი-კრუგნიკოვი იკ იყო თურმე ერთი ჭავჭავაძეთაგანი ისეტი დაახლოებული ყოფილა, როგორც ძმა. რა საკვირველია, ქალიც იკ იყო. რა საკვირველია, მივესალმე როგორც სახლის პატრნებს, რომლებიც ის იყო სოფლიდგან მოვიდნენ და საშინლად გაეხარდათ ჩემი ნახვა, ისე ჩერნიშოვ-გრუკნიკოვს თავისის ქალით. სულ მესამე დღე იყო, რაც ვიცნობდი უკანასკნლებს . სობრანიაში წარმადგინა იმათთან ერთმა ჩემმა ნაცნობმა ყმაწვილმა კაცმა კნიაზ გალიცინმა. მე, რა საკვირ ველია, ვთხოვე ქალს კადრილი, რომელზედაც მივიღე სრული თანხმობა. მაგრამ იმისმა მშვენიერმა სახემ და ტანმა კინაღამ იკვე არ დამათრო. ქალმა შემამჩნია. მხიარულათ იყო და მთხოვა რომ ვიარო იმათაც. კიდევ რამთენჯერმე ვიტანცევით ერთად და წავედით თავთავის სახლში. ამ შეხვედრის უკან ყოველთვისინ ვემზადებოდი რომ ვიზიტი გამეკეთებინა, მაგრამ როგორღაც ბევრსა ვფიქრობდი და არ ვიცოდი როგორ მივსულიყავი. ჭავჭავაძეებთან რომ ვნახე იმან გამამიყვვანა ფიკრითგან და შეწვიწროებითგან. აქ სუყველანი სადილათ დავრჩით და პირობა შევკარით, რომ საღოზედ თიატრში ერთად წავსულიყავით. კაცცები ვიყავით კრესლებში, კალები კი ლოჯაში. პირველი აქტის უკან სამ ქალთან გადავენ ლოჯაში და მთელი თიატრი ხოლოთ იმის ყურებაში გავატარე. თავისფალ დროში კი ლაპარაკი არ გაწყვეტილა ჩვენში. აქეთგან ჩავარდა საძირკველი ჩვენის დაახლოვებისა. თიატრი როცა დაიშალა და სტუმრები წავიდნენ, მე ჭავჭავაძეანთას წავედი ვახშმათ. მე დარწმუნებულქი ვიყავი, რომ ჩემი მდგომარეობა არავის არ შეემჩნიივა, მაგრამ ვახშმის წინთ ერთმა ჭავჭავაძის ცოლმა გამიყვანა ცალკე ოტახში და პირდაპირ მკითხა: ,,ძალიან გიყვარს გრაფის ქალი?”. მე საშინლათ გავწითლდი. ბოლოს ლაპარაკი იმითი დამთავრდა, რომ მითხრა: ,,ძალიან მდიდარი არის, მაგის მეტი არავინა ჰყავს მაგის მამას. ეხლა მაქვს მზითად დანიშნული ოცი ათასი თუმანი და მამის სიკვდილის უკან დიდი მამული და ფული დარჩება. ნახეთ, გაიცანით ერთმანეთი და თუ მოგეწონებათ საქმე შეიძლება!”. ისეც მოხდა. მეორე დღეს გაუკეთე ვიზიტი, მერე კვირაობით დავიწყე სიარული, მერე უფრო ჩქარ-ჩქარა. ამასობაში სასინკათ დავახლოვდით. ერთ დღეს ჭავჭავაძეებთან მოიყვანა ქალი მამამ და თვითონ ისევ წავიდა. იმ საღამოზედ მეც მიველლი. მე ვთხოვე ქალს დაეკრა ერთი სონატა ფორტოპიანზედ, მომწონდა ძალიან. ქალი გამოვიდა და დაუწყო ფორტოპიანის კლავიშებს გადარბენა. მე კედელზედ მიყუდებული გულმღელვარებით უყურებდი ქალს. აქ უნდა აგიწეროთ იმისი სახე,რომელმაც ისე დამიმონავა და ნება აღარ მომცა თავისუფალი აზრისა. მშვენიერის მაღლის ტანისა, ამაყურათ ამაღლებულის მკერდი სუნთქამდა იმ სუნთქვით, რომელიც ამტკიცებს მცირე მღელვარებას. მშვენიერს თეთრს უმტვერო პირსახეზედ ეშლება ვარდსავით სიწითლე,

ტუჩები ასი ფერი მარჯანსავით მომღელვარე, პატარები და მუდამ მომცინარი. ნიკაპი რგვლათ მოყვანილი, ცხვირი სწორე და რიგიან პირის სახესთან მშვენიერი დიდი ლურჯი თვალები, მოელვარე თითქო ცეცხლი ეს არის უნდა ამოხდესო, რომელსაც იფარავენ გძელი მშვენიერი წამწამები. ზემოდან მშვენიერათ წამოსდგომიან შვილდსავით მოხრილი წარბები, მაღალი შუბლი და ხუჭუჭი თმები ამგზავსებენ ანგელოზს, დაუდარებელს გრაფინიას. მშვენიერი თითები, გრძელი და თეთრი როგორც ბროლი უფრო მშვენიერდებიან ალის ფერის ფჩხილებით. უკანასკნელი ამბავის დროს იყო თეთრს უმტვერო ტანისამოსში მქრქალის ლენტებით მორთული და თმა გაშვებული ლოკნებით. არა, არ შემიძლიან აგიწერო იმისი მშვენიერება. ეს არი ციური უმანკოება!ამასთან სიკეთე იმისი, რომელსაც საზღვარი არა აქვს!..ესნ იჯდა და უკრავდა ფორტოპიას, რომლმაც ერთბაშად სრულებით დამავიწყა ჩემი თავი და მივარდი ხელზედ საკოცნელათნ სიტყვბით: ,,ნინო,მიყვარხარ,ნუთუ არა გრძნობ ამ ამბავს?” ცოტათი შეკრთა ამ სიტყვებზედ, გაწითლდა, მაგრამ ხელი არ წამართო. მე დაუწყე ლოშნა და კიდევა ვკითხე:უყვარვარ მეცა თუ არა?ამაზედ მიპასუხა მღელვარებით:,,ისე როგორც ჩემს სიცოცხლეში არავინ მყვარებია”. ამის უკან წამოდგა და ჩემ გულზედ გამოდო თავისი თავი. ერთმანეთი გვესმოდა ორთავ. მე მეჭირა ერთი ხელით იმისი ხელი და ვკოცნიდი, მეორე ხელი მქონდა შემოხვეული ტანზედ,აღგზნებულის თვალებით უყურებდი პირისსახეში. წარმოიდგინე ჩემი ბედნიერი მდგომარეობა იმ წამს. ქალი, რომელსაც თითქმის ღმერთადა ვთვლიდი, ქალი რომელისაც თითქოს მეშინოდა,რომელტანაც ვერ ვბედავდი მეტი სიტყვის თქმას, ეხლა იყო მოკრული ჩემ გულთ, იმისი ხელი მეჭირა ხელში და ვკოცნიდი იმთვეს, რამთენიცა მსურდა! ქალმა, რომელსაც გრაფებიც დასდევდნენ, თავადებიც ღენერლებიც და სხვებიც ამოარჩია კაცი ბევრით სხვებზედ ღარიბი, ბევრით სხვებზედ ულამაზო, ბევრით სხვებზედ უარესი! ჩემს სიხარულს არა ჰქონდა საზღვარი. ამ მდგომარეობაში მოგვასწრო ჭავჭავაძის ცოლმა, რომელმაც ნამდვილის მეგობრულის მხიარულებით მოგვილოცა. მაშინვე ყველამ შეიტყვეს, რომ მე და ნინოს ერთმანერთი გვიყვარს და გამოუცხადეთ სიყვარული. ყველამ თვითვეულად მოგვილოცეს.ორი საათის განმავლობაში, ვიდრე მამა მოუვიდოდა ნინოს, მარტოკეები ვისხედით ერთს ოთახში, რომელშიაც სიჩუმეს დაშლიდა ხოლმე ხოლმე ალერსიანი სიტყვები და გატაცებულ ცეცხლით სამსე კო[ც]ნა.. ორმა საათმა გაიარა ჩქარა, ნამეტნავათ ამ დროს და მოვიდა, რომელსაც ჭავჭავაძე ელაპარაკა. შეგატყობინეს, და მამა თანახმა არის და თვითონ მოდის გასტინაში, რომელშიაც გამოველით. შემოვარდა მამა და ცრემლიანის აღელვებულის თვალებით ჯერ ქალი დაჰკოცნა მერე მე. მერე ცოტა ხანს უკან მითხრა: ,,აი, შვილო, აღმიზდია ჩემი ქალი კეკლუცობაში და სიყვარულში ჩემი სიცოცხლე გამიტარებია იმაში, რომ იმ ცოტა დღეების უკან, რაც მე დამრჩა საცხოვრებლათ, ჩემმა ნინომ იმავე მხიარულებაში გაატაროს.ღმერთს უნდოდან, რომ მე ჩემს სიბერეში შენ გამჩენოდი პატრონათ და ნინოს საყვარელათ”. ამ დროს გამოართვა ხელი ქალს და მე, შეაერთა და სთქვა: ,,აი ჩემი ქალის ხელი. ოცი ათასი თუმანი აქვს მზითვათ და მაგის გარდა, როცა მოვკვდები, სულ თქვენი.ნინოს მშვენიერობა და კეთილ-გულობა არის შენთვის უკეთესი სიმდიდრე. ღმერთმა ისე გაგაბედინიეროთ, როგორც ჩემი ბებერი დაფერფლილი გული სთხოვს“. ეს სიტყვები გაწყვიტა შამფანსკის პროპკების ხმაურობამ და რამდენსამე მინუტს უკან ყველამ მოგვილოცეს ბედნიერობა. ეხლა ამ მდგომარეობაში ვარ, არავინ სხვებმა ჯერ არა იცის რა. შობის მესამე დღეს დიდი ბალი ექნება ჩერნიშოვ-კრუგლიკოვს, რომელშიაც გამომაცხადებენ აშკარა სასიძოთ.

მაქვს იმედი, რომ თქვენი ლოცვაც არ მამაკლდება ამ სრულს და ნამდვილს ბედნიერებასთან, რომელზედაც თქვენის ნების დართვისაც უნდა ჩქარა შემატყობინოთ. კიდევ გაგიმეორებ და დაგარწმუნებ, რომ რამთვენსაც ჩემს სიამოვნებაზედა ვფიქრობ, იმთვენს თქვენზედა და ჩემს ოჯახზედ.ეხლა უნდა გითხრათ, რომ ჩემი მდგომარეობა იმ მიმართულებაში არის, რომ ძალიან ძნელი იქნება ჩემი გამოცხადება შენთან, რომ ამ საქმისთვის ერთი ასი თუმანი მომინდება. გეფიცები პატიოსანს სიტყვას , რომ უკეთუ შეიძლებოდეს როგორმე სხვა მხრიდან შოვნა, მე შენ არ შეგაწუხებდი. აქ ყველანი მიყურებენ მეც როგორც შეძლებულს კაცსა და, უკეთუ სომხებისაგან ვისესხე, მაშინვე ხმა გავარდება და შენი მტერი. ჭავჭავაძეები მაძლევენ, მართალია, ფულს, მაგრამ იმათიცა მრცხვენიან. არც იმათ უნდა შეიტყონ ჩემი მდგომარეობა. იანვრის გასულს ქორწილი იქნება და მაშინ ნახავთ რა პატივით გადაგიხდი მაგ ხელის გამართვას. ანგარიშში მიიღე, აგერ იანვრიდგან არა მომსვლია აქ ფული. ისესხეთ, დააგირავეთ, თუ ძალიან გაჭირდა გაყიდეთ რაც შეგხვდესთ. უთყოდ ასი თუმანი გამომიგზავნეთ. ამასთან გამომიგზავნე ბეჭედი პრინც-ალბერტმა რომ მაჩუქა და შენი ბროშკა თუ არ გენანება, რომ ნიშნათ მივცე. ესენი ყველაფერი ჩემთვის ისე საჭირ ო არის, როგორც ავათმყოფისათვის წამალი.უკეთუ ესენი არ გამომიგზავნე, ჩემი საქმე საშინლად გაძნელდება, მაგრამ თუ სულ ჩაიფუშა, გაძლევ პატიოსანს სიტყვას, რო ჩემს თავს ავუტეხავ რასმე. ვიცი, საყვარელო დედავ, რომ როგორც ძნელი უნდა იყოს შენთვის ფულისა და ბროშკის გამოგზავნა, ჩემს დაღუპას არ მოინდომებ. დაგილოცნი იმ ტკბილს ძუძუებს, რომელიც ყოველთვისინ მახარებდნენ ხოლმე და გთხოვ უეჭველათ გამომიგზავნო ნივთები და ფული.

შენი სიკვდილამდის

ა.ყაზბეგი.

საყვარელო დედავ!

ნუ სწუხარ, დამშვიდდი, ღმერთი მოწყალე არის! გაძლევ პატიოსანს სიტყვას, რომ ჩემს თავს გადავდებ თქვენს სასიამოვნოთ და რაც კი ჩემგან შეიძლება, ყველაფერს შევასრულებ. რუსეთში უთუოთ წავალთ ამ ცოტა ხანში. გაკოცებთ ყველას, ყველას დიდის სიყვარულით, აგრეთვე ჩემს დაუვიწყარს ნინოს.

ამ ცოტა ხანში მოვალთ უთუოთ.

შენი ა. ყაზბეგი.

საყვარელო დედავ!

სარა იყო ჩემთან და მომიტანა წიგნი. ყველაფერი ხვთის იმედით კარგათ იქნება. მაგის გარეთ, მეც ივნისის პირველ რიცხვებში მოვალ და გაძლევ სიტყვას, რომ ყველა თქვენი სასიამოვნო, რაც კი ჩემი ღონისაგან შეიძლება გაგითავო და გაგიკეთო. პასპორტები მზად არის, ჩემს საქმეებსაც გავათავებ და დანარჩენი ღმერთზედ იქნება.

ბაბოს საქმეებსაც ექნება მგონი რიგიანი ბოლო, ამიტომ, რომ რაფაილ დამპირდა ამ დღეებში სოსიკოს ჩამოიყვანს, თუ ის თითონ არ ჩამოვიდა, ერთი-ორი დღით მე თითონ შევირბენ იქა.

გენო დაიბარეთ და გამოგზავნეთ აქ, რომ საქმე გაათავოს უთუოდ.

შენი ა. ყაზბეგი.

საყვარელო დედავ!

მოვიდა შენი წიგნი, რომელმაც მაუწყა თქვენი ამბავი. მე მგონია, რომ ლაპარაკი საჭირო არ იყოს, რომ თქვენი ამბავიც ჩემთვის ისე სასიმოვნო არის, როგორც ჩემი თქვენთვის. ნინუცასთვის შვილებით კარგათ არიან და თუ ვანოს სიტყვები დასაჯერი არის, იმის საქმეები ძალიან კარგატ წავა. წავას იმიტომ ვამბობ, რომ ჯერ კი ხელში არა უჭირავასრა, მაგრამ შემდეგისათვის დისი იმედები აქვს. მე ჩემის მხრით ჩემს თავზედ შემიძლიან შეგატყობინო, რომ მე გადაწყვეტილი მაქვს პეტერბურღს წასვლა შენთან ერთად და უთუოდ უნდა წავიდეთ. ზამთარში საშიში არ არის და მაგასთან უკეთესიც არის, რადგანაც ვისიც ნახვა ჩვენ იქ გვეჭირება, ისენი პეტერბურღში მხოლოდ ზამთრობით არიან შეყრილნი.

გაძლევ პატიოსანს სიტყვას, რომ ყოველის მხრით ვეცადო თქვენს სიამოვნებას და სახელს,ოღონდაც არის მომითმინეთ ცოტა. ნინოს დავკოცნი ძალიან და ძალიან და ვთხოვ, არ იფიქროპს თავის გულში: ,,ცარიელი კოცნა რა საჭიროა”. ნუ ეშინიან, მოვა დრო და ღმერთი მომცემს იმ საშუალებასაც, რომ ამ სიტყვებს შევაერთო ყველა თქვენთვის სასიამოვნო.სოსიკო წავიდა აგერ ხუთი თვეა კახეთში და თუმცა დამპირდა ბევრს რასმე, მაგრამ ჩვეულებისამებრ მომატყუა და ცოცხალია თუ მკვდარი ვეღარ გამიგია. იყავით მშვიდობით და გქონდეს იმედი ღმერთზედ. ბაბოს ვაკოცებ სიყვარულით. ტასოს უთხარით წიგნი მოიწეროს თავის მდგომარეობაზედ, ან თუ რამ მდგომარეობაში არის. მხოლოთ ასე წიგნი ყნდა დაიწყოს: ,,ბ. რედაქტორო”… და სხვ. სოლომანის ცოლი, ვანო და სხვანი მომიკითხე სიყვარულით.

გმადლობთ ტელეგრამისათვის და ნამეტნავათ იმისთვის, რომ პიროგს მიირთმევდით. ნეტავი თქვენა, რომ ნინოს გაკეთებულს საჭმელებსა სჭამთ. ციციანი, თარხნიანი და ყველანი მშვიდობით არიან. ვანო თარხნიშვილმა აიღო ფოდრატობისათვის ხუთასი თუმანი. უნდა კარი ეზიდნათ ქალაქში, მაგრა ეგ ფული სულ ქალაქში შეჭამა და ვალი ვალად დეედო, არრა ბაბალე ანდრონილოვის შვილმა თავი მოიკლა დამბაჩით. იყავით მშვიდობით, გკოცნით თქვენი

ა. ყაზბეგი.

წერილი გამზრდელისათვი

ჩემო საყვარელო გამზრდელო ნინო!

ჩემისთანა ღარიბ კაცს რა ექნება, რომ შენ დაგიგდოს ან სახსოვრად და ან მოგიძღვნას?! ამაზედ უძვირფასესი მე არა მქონდარა და ამის გამოისობით შენ გიძღვნი ემ რამთვენიმე ჩემი გრძნობისა და სულის მოძრაობას, რომლის აღზრდაშიაც შენ ისეთს მონაწილეობას იღებდი. აბა, მოიგონე ის დროება, როდესაც მე ბავშობაში მივლიდნენ ისე, როგორც მეფის შვილს. მანებიერებდნენ უკანასკნელ გარყვნილებდინ. მასწავლიდნენ შურს, ამპარტავნობას და სიძულვილს! ხელის-ხელ ამასთან მოიგონე შენი ზღაპრები: ,,თათრის ყვავილი”, ,,ხალხის ნუგეში”, ,,მეკობრეები”, და სხვადასხვა… რომლებსაც უფრო ვენდობოდი და რომლების შინაარსიც უფრო იბეჭდებოდა ჩემს თავში, ვიდრე დარიგება სხვა პირებისა. გახსოვს რა თანაგრძნობით მიამბობდი მოსამსახურის და ყმების მდგომარეიობაზედ ბატონების ხელში?… გახსოვს შენმა სიტყვებმა რამთენჯერ დამაღვრევინა მდუღარე ცრემლები და თანამაგრძნობინა ტანჯული, ხალხის უსამართლოებისაგან, პირებისათვის?

შენი სიტყვები არ დაიკარგა მუქთად ად აქ დაიმარხა ჩემს გულში… და ეხლა ამთვენი ხნის განმავლობის შემდეგ, როდესაც შემიძლიან ანგარიში მივცე ჩემს მოძრაობას, შემიძლიან სქიამაყით გითხრა, შენს გაზდილში თუ იპოვება რამე რიგიანი ბავშობიდგანვე ჩანერგილი, ამის მიზეზი შენა ხარ, როლისათვისაც გმადლობს წარმოუთქმელად

შენი აკაკი მოჩხუბარიძე

წერილები დისადმი

პატივცემულო კნეინა ნინო!

მე მივიღე თქვენი წერილი-რომელმაც წარმოუთქმელად მასიამოვნა რეზოს უკეთ ყოფნობის ამბავმა.

გმადლობთ და განუსაზღვრელათ გმადლობთ,პატივცემულ

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button