ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი კრიპტოინდუსტრიის ყველაზე მდიდარი წარმომადგენელი გახდა

კრიპტოინდუსტრიის ექვსი წარმომადგენელი შევიდა მილიარდერების ყოველწლიურ ჩამონათვალში, რომელსაც ადგენს ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი Hurun.

კრიპტოსეგმენტის ლიდერად დასახელდა კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი, 42 წლის Changpeng Zhao – 2.6 მლრდ აშშ დოლარიანი ბიუჯეტით. გასული წლის მონაცემებთან შედარებით (2.53 მლრდ აშშ დოლარი) მისი ფინანსური მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა და საერთო ჩამონათვალში მან 805-ე პოზიციამდე აიწია.

გასული წლის ლიდერი – მაინინგ-კომპანია Bitmain-ის თანადამფუძნებელი Micree Zhan ახალ რეიტინგში ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარში იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა კომპანია ბიზნეს-პარტნიორ Jihan Wu-სთან უთანხმოების გამო. გასულ წელს Zhan-ის მდგომარეობა ფასდებოდა 4.21 მლრდ აშშ დოლარიანი კაპიტალით. რეიტინგში ვერ მოხვდა Wu-ც, რომლის ფინანსები 2.39 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

მათ ნაცვლად ახალ რეიტინგში Bitmain-ის წარმომადგენელია კომპანიის თანადამფუძნებელი Zhan Ketuan 1.6 მლრდ აშშ დოლარით.

მას მოსდევს ბირჟების – OKEx-ისა და OKCoin-ის დამფუძნებელი Star Xu 1.4 მლრდ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით. გასული წლიდან მოყოლებული მან ერთი დონით აიწია რეიტინგში, თუმცა მისი კაპიტალის მოცულობა არ შეცვლილა.

კრიპტოინდუსტრიის მილიარდერების რეიტინგში რიგით მეოთხეა Ripple-ის თანადამფუძნებელი კრის ლარსენი 1.3 მლრდ აშშ დოლარით.

მეხუთე ადგილს გასული წლიდან მოყოლებული კვლავ ინარჩუნებს Huobi-ის აღმასრულებელი დირექტორი ლეონ ლი 1.1 მლრდ აშშ დოლარით. ჩამონათვალი სრულდება Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორით – ბრაიან არმსტრონგით, რომელიც 1 მლრდ აშშ დოლარს ფლობს.

Hurun-ის საერთო რეიტინგში ჯამში სულ მოხვდა 2816 მილიარდერი მსოფლიოს 71 ქვეყნიდან. ზედიზედ მესამე წელია ჩამონათვალს ლიდერობს Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელიც 140 მლრდ აშშ დოლარის მფლობელია.

Changpeng Zhao და Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი აგრეთვე ლიდერობენ 2020 წლის კრიპტოინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი პირების რეიტინგს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button