ახალი ამბებიმსოფლიოტექნოლოგია

Nvidia-ს მოწოდებას ასიათასობით გეიმერი შეუერთდა და შექმნეს 470-პეტაფლოფსი წარმადობის უმძლავრესი ქსელი კორონავირუსის წინააღმდეგ

ერთი კვირის წინ NVIDIA-მ გეიმერებს მოუწოდა მეცნიერებს დაეხმარონ კორონავირუსთან ბრძოლაში. კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტ Folding @ home-ის შესახებ, რომელშიც გამოიყენება რიგითი მომხმარებლების აღჭურვილობები, რომლებიც ერთიანდება ერთ გამომთვლელ სისტემაში. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი პლანეტის აღდგენაში, პროექტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა: ცნობილია წინ მიმავალი კვლევების შესახებ ახალი ინფორმაცია. 

გასულ კვირაში Folding @ home-თან დაკავშირებული სისტემების ერთიანმა წარმადობამ რეალურ დროში 100 პეტაფლოპსი შეადგინა (30 ათასი კომპიუტერი). ეს შთამბეჭდავი რიცხვია, თუმცა მაინც არ იყო საკმარისი დასახული მიზნისთვის. 20 მარტის მონაცემებით კი პროექტს უკვე შეუერთდა 400 ათასი კომპიუტერი. სისტემების ამ რაოდენობამ უზრუნველჰყო 470 პეტაფლოპსი წარმადობის მაჩვენებელი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველა მომხმარებელი ფლობდა ინფორმაციას კორონავირუსის პრობლემის შესახებ, თუმცა მოწოდებას მხოლოდ NVIDIA-ს თხოვნის შემდეგ გამოეხმაურნენ. 

image.png

იმისათვის, რომ მივხვდეთ რამდენად ძლიერი ინსტრუმენტია პროექტის ხელში, ნიმუშად მოვიყვანოთ ინფორმაცია ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერის სიმძლავრის პიკის შესახებ, რაც 200 პეტაფლოპსს შეადგენს. ამგვარად, ჩვეულებრივი გეიმერების მიერ შეიქმნა ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე სისტემა, რაც აქამდე არსებულა. პროექტს შეუერთდა ათეულობით მსხვილი ტექნოლოგიური ვებ-გვერდიც, რომლებმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს როგორც სახლის, ასევე სამსახურის კომპიუტერებიდან. ამჯამად Folding @ home-მა აამოქმედა რამდენიმე სიმულაცია პროცესორებისა და ვიდეო დაფებისთვის, რომლებიც ეძებენ სუსტ წერტილს კორონავირუსის ცილაში. როგორც კი სისტემა შედეგს გამოიღებს, ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ. 

Source
https://www.overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button