Forum

Notifications
Clear all

13 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ "13 Reasons Why" - ს!

1 Posts
1 Users
0 Reactions
3 Views
(@hydra)
Member Admin
Joined: 6 წელი ago
Posts: 31
Topic starter  

"13 Reasons Why"

სერიალია, სკოლის მოსწავლე გოგონა, ჰანას შესახებ, რომელმაც თავი მოიკლა და კასეტაზე ჩაწერა ის 13 მიზეზი, რამაც მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა განაპირობა და თითოეული მიზეზი ერთი, კონკრეტული ადამიანია!

Image placeholder

🔴 ⤵️ 13 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ

1) თინეიჯერული პრობლემები

- სერიალი „13 Reasons Why“ ძალიან მკაფიოდ ასახავს პრობლემებს, რომელსაც გარდატეხის ასაკში მყოფი ადამიანები აწყდებიან. მაგალითად, როგორიცაა დეპრესია, პანიკური შეტევები, სუიციდალური ფიქრები, სხვადასხვა მენტალური დარღვევები და თუნცაც, პრობლემები მშობლებთან, მეგობრებთან, ან საკუთარ თავთანაც კი.

Image placeholder

2) სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება

- სერიალის მთავარი გმირი, ჰანა ბეიკერიც სწორედ ამ უკანასკნელ ამბავს შეეწირა და განსაკუთრებით დიდი აქცენტია გაკეთებული იმაზე, თუ რა შედეგებით სრულდება მსგავსი დანაშაული, რატომ მიდიან ადამიანები საბოლოოდ იქამდე, რომ გახდნენ მოძალადეები და ამავე დროს, მშობლების უყურადღებობამ შვილების მიმართ რა შეიძლება გამოიწვიოს.

Image placeholder

3) იქმნით საკუთარ მეორე სამყაროს

- შოუ იმდენად ჩამთრევი, საინტერესო და დაძაბულია, განსაკუთრებით 12-21 წლამდე ადამიანებისთვის, რომ შეუძლებელია თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ვერ დაიკავოს. რაც მთავარია, მოიმარაგეთ ბევრი სასუსნაო-წასახემსებლები, ერთჯერადი ხელსახოცები, დარწმუნდით, რომ ოთახის კარი ჩაკეტილია და ისიამოვნეთ.

Image placeholder

4) ვრწმუნდებით, რომ მტრები შეიძლება საუკეთესო მეგობრებიც გახდნენ

- სერიალში თავიდან ყველაფერი იმით იწყება, რომ კლეი ჯენსენი ერთი საკუთარ თავში ჩაკეტილი, გარიყული და დეპრესიული ბიჭია, რომელსაც აქვს უნარი, ყველა ადამიანი მტრად გადაიკიდოს საკუთარი ხისტი ხასიათის გამო, თუმცა სერიალის შემდეგ სეზონებში იმდენად შეგიყვარდებათ მისი მტრები, რომ შეიძლება ოთახში მათი პოსტერებიც დაკიდოთ.

Image placeholder

5) LGBTQ საზოგადოება

- სერიალში ძალიან ბევრი მთავარუ პერსონაჟია LGBTQ საზოგადოებიდან და მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება გვარწმუნებს იმაში, რომ სიყვარულს სქესი არ გააჩნია. ამავე დროს, შოუში მკაფიოდაა წარმოჩენილი, რომ უამრავი მოძალადე და ჰომოფობი თავადაა გეი, ბისექსუალი თუ ლესბოსელი, უბრალოდ, იმისთვის, რომ სხვამ მათზე ეჭვი არ მიიტანოს, ურჩევნიათ, ასეთი იმიჯი მოირგონ.

Image placeholder

6) სიტყვის ძალა

- სანამ ყურებას დაიწყებდეთ, გეტყვით, რომ სერიალში წამოჭრილი ძირითადი პრობლემები სწორედ ერთ, მკვახედ ნათქვამ სიტყვაზეა აგებული და ეს უკანასკნელი ცხადყოფს იმას, რომ ადამიანის სიტყვას ნამდვილად შეუძლია ხე გაახმოს.

7) ბულინგი, ჩაგვრა, ძალადობა

- ეს ის თემაა, რაზე საუბარიც ძალიან მოდაში შემოვიდა, მაგრამ გულთან მხოლოდ ერთეულ ადამიანებს მიაქვთ ეს პრობლემა. „13 Reasons Why” - ს იმდენად ახლოს მივყავართ ამ პრობლემის სათავესთან და შემდეგ უკვე შედეგთან, რომ შეუძლებელია, ამან თქვენზე ზეგავლენა ვერ მოახდინოს. ყველა ვყოფილვართ ბავშვები, ან გვყავს შვილები, სწორედ ამ სერიალით გაიგებთ, რას ნიშნავს, როცა ბულინგის მსხვერპლი ხარ.

Image placeholder

8) ჩაკეტილობა, იზოლაცია

- თინეიჯერები ხშირად იკეტებიან საკუთარ თავში, ხდებიან ზედმეტად ინტროვერტები და ემალებიან ყველას და ყველაფერს... სერიალის მთავარი გმირებიც ჩაკეტილი თინეიჯერები არიან, რომლებმაც იპოვნეს საკუთარ თავში ძალა, უფრო სწორად, ზოგიერთმა გაუძლო ამას, ზოგმა კი ვერ...

Image placeholder

9) სიყვარული

- აქ ბანალურ სიყვარულის ისტორიას არ შეხვდებით. სერიალის მთავარი გმირები დაგარწმუნებენ იმაში, რომ სიყვარულს ყოველთვის გააჩნია თავისი ადგილი ყველა ადამიანის ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად უინტერესო ჩანს ადამიანი მის მიმართ.

Image placeholder

10) კლეი ჯენსენი

- ჩემთვის ეს პერსონაჟი ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ პერსონაჟში უამრავი თვისებაა თავმოყრილი, როგორც უარყოფითი, ისე დადებითი. შეუძლებელია, რომ სერიალში ყველაზე დიდი ემოციური კავსირი მასთან არ იგრძნოთ. მისი სახით ძალიან ბევრი სიურპრიზი გელით სერიალში!

Image placeholder

11) მშობლისა და შვილის ურთიერთობა

- შოუში თითქმის ყველა პერსონაჟს, თითქოს, ღია და გახსნილი ურთიერთობა აქვს მშობელთან, თუმცა მუდმივად ვხვდებით იმ ფაქტს, რომ თინეიჯერებს დასამალი ძალიან ბევრი აქვთ.

Image placeholder

12) მუსიკა

- თუ სერიალი გინახავთ, შეუძლებელია არ იცოდეთ „Night We Met”, “The Good Side”, “Washing Of The Water”, “Only You” და სხვა სიმღერები... თითოეულ ამ შედევრს თქვენს ცნობიერებაში სერიალთან დაკავშიებული მოგონებები ექნება და რამდენჯერაც მათ მოუსმენთ, სულ კლეი, ჰანა, ჯასტინი, ზაკი, ალექსი და ყველა ის საოცარი პერსონაჟი გაგახდენდებათ, რომლებმაც სერიალი შეგაყვარეს!

Image placeholder

13) ნახავთ როგორია ცხოვრება სევდასთან ერთად

- მთელი ის პერიოდი, რასაც ნახავთ, მთავარი გმირი სევდასთან და სიკვდილთან ერთად ცხოვრობს. დამიჯერეთ, სერიალის დასრულებამდე და შემდეგაც, თქვენც სევდასთან ერთად იცხოვრებთ. 😁🤷🏻‍♂️

Image placeholder

• •

   
Quote
Share:
Back to top button