ვერძი

ვერძი (♈) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით პირველი ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. დასავლური ასტროლოგიის მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 20 (ან 21) მარტიდან 20 აპრილამდე. ვერძის ზოდიაქო განსხვავდება ვერძის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 19 აპრილიდან 13 მაისამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ვერძის მმართველი პლანეტაა — მარსი. ვერძის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — მზე, „დაცემულია“ — სატურნი, „გამოძევებულია“ — ვენერა. მინეროლოგიური თვალსაზრისით, ვერძის ძირითადი მინერალია: იასპი. მას ასევე შეესაბამება: ალმასი, ალმანდინი, ონიქსი, ტოპაზი, ქარვა, ძოწი.

Back to top button