კირჩხიბი

კირჩხიბი (♋) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეოთხე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 22 ივნისიდან 22 ივლისამდე. კირჩხიბის ზოდიაქო განსხვავდება კირჩხიბის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 21 ივლისიდან 9 აგვისტომდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, კირჩხიბის მმართველია — მთვარე. კირჩხიბის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — იუპიტერი , „დაცემულია“ — მარსი, „გამოძევებულია“ — სატურნი. მინეროლოგიური თვალსაზრისით, კირჩხიბის ძირითადი მინერალია: ზურმუხტი. მას ასევე შეესაბამება: მთვარის ქვა, სარდიონი, მთის ბროლი, ჰემატიტი.

Back to top button