ასტროლოგიავერძიზოდიაქოთევზებითხის რქაკირჩხიბიკუროლომიმერწყულიმორიელი/ღრიანკალიმშვილდოსანისასწორიტყუპები/მარჩბივიქალწული

რისი ეშინია ყველაზე მეტად ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

რაც არ უნდა თამამები ვიყოთ, ყველას გვეშინია რაღაცის…

შიში – ადამიანის ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. ის გვეხმარება გადარჩენაში და ზედმეტად რისკიანი ქცევისა თუ გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავებაში.

ადამიანების უმრავლესობა შიშს სრულიად განსხვავებული საგნებისა და სიტუაციების მიმართ განიცდის. რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, რომ პირადი ფობია გაასაიდუმლოოს, თუმცა, ზოგიერთი მათგანის შესახებ, შეგვიძლია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გავიგოთ.

მაშ ასე, რა არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ ზოდიაქოს ნიშნებს.

ვერძი: სიმაღლიდან დაშვება

ვერძის მთავარი მიზანია მწვერვალზე დარჩენა, ამიტომ, ყველაზე მეტად სტატუსის, ძალაუფლების, დიდების, ფულის დაკარგვის ეშინია. ასევე ეშინია წარუმატებლობის. სტაბილურობისა და მყარი პოზიციების მისაღწევად, ვერძს სერიოზული შრომა და გარჯა უწევს, ამ ყველაფრის გარეშე დარჩენა მისთვის დიდი უბედურებაა.

კურო: კომფორტის ზონის დატოვება

კუროს სურს მიიღოს ყველაფერი ისე, რომ კომფორტის ზონა არ დატოვოს. მას უნდა სტაბილური და გათვლილი ცხოვრება, ამიტომ ის მთელი ძალით ეწინააღმდეგება ცვლილებებს. თუმცა, ამას ხოლოდ უსიამოვნებები მოაქვს, რადგან ცვლილებები გარდაუვალია.

ტყუპები: მარტოობა

მიუხედავად იმისა, რომ ტყუპებს უყვართ გარკვეული პერიოდი საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება მარტო დარჩნენ – ჭკუიდან შლით. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს რატმღაც ჰგონიათ და ძალიან ეშინიათ, რომ ერთ დღეს, ყველა მიატოვებთ და გამომლაპარაკებელიც კი არ ეყოლებათ.

კირჩხიბი: ახლობელი ადამიანების დაკარგვა

კრიჩხიბები ვერასოდეს ურიგდებიან ახლობელი ადამიანების დაკარგვას. თუ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა ხდება, ისინი დარდისა და ცრემლების მორევში იძირებიან.

ლომი: უყურადღებობა

ლომის ოცნებაა, რომ ყველას უყვარდეს. როცა მას ყურადღება აკლდება, კატასტროფა იწყება, რადგან სხვების ყურადღების ცენტრში ყოფნა, მისი ცხოვრების მთავარი აზრია.

ქალწული: უსარგებლოდ ყოფნა

ქალწული ამაყობს იმით, რომ შეუძლია იმის კეთება, რასაც სხვები არ ან ვერ აკეთებენ. ყველაზე მეტად კი ეშინია იმის, რომ არ იყოს უსარგებლო. ქალწულს სურს აკეთოს საყვარელი საქმე და იყოს მოთხოვნადი.

სასწორი: ზიზღი

სასწორი ნაზი და მოსიყვარულეა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ახდენენ ზრუნვისა და ემოციის მაქსიმალურ დემონსტრირებას. მაგრამ, თუ სამაგიეროდ იგივეს არ იღებენ, დეპრესიაში ვარდებიან.

მორიელი: ღალატი

როცა მორიელს უყვარს, ეს არის ნამდვილი ვნება, ღრმა გრძნობა და ნდობა. თუმცა, ამ ყველაფრის მოპოვება, საკმაოდ რთულია. მორიელს ყოველთვის აქვს ურთიერთობის თანასწორად აგების მოლოდინი. საკმარისია ოდნავ ეჭვიც რომ გაუჩნდეს და ყველაფერი დაინგრევა, ჯოჯოხეთად იქცევა.

მშვილდოსანი: დაკარგვა

მშვილდოსნები თავგადასავლების მოყვარული მოგზაურები არიან. ამიტომ, მთელ ცხვორებას გზაში ატარებენ. შესაბამისად, ძალიან ეშინიათ დაკარგვის – როგორც მოგზაურობის დროს, ისე ცხოვრებაში.

თხის რქა: დამცირება

თხის რქა ემოციურია, თუმცა, ამას საგულდაგულოდ მალავს. საჯარო შეურაცხყოფა მისთვის შეიძლება გახდეს გამანადგურებელი დარტყმა. ამ ნიშნის წარმომადგენლები მთელი ძალიც ცდილობენ თავი აარიდონ კონფლიქტებს.

მერწყული: თავისუფლების დაკარგვა

მერწყულს იმის გაფიქრებაც კი აშინებს, რომ შეიძლება ოდესმე თავისუფლება დაკარგოს – არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით ან რის გამო. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ყველაზე მეტად, ინდივიდუალურობისა და პირადი სივრცის დაკარგვის ეშინიათ.

თევზები: ტანჯვა

ზედმეტად გულჩვილ არსებებად დაბადებულ თევზებს ძალიან თრგუნავს, როცა ხედავს როგორ იტანჯებიან ადამანები. სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად, თევზებს აშინებს იმაზე ფიქრი, რომ ერთხელაც, ტკივილის და ტანჯვის ატანა თავადაც მოუწევს.

Source
https://feedc.com/user/astrogeorgia

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button